გუნდი Scooby-ს გამარჯვებით დასრულდა მასშტაბური ტურნირი 3×3 კალათბურთში, სახელწოდებით Urban Fest-ი, რომლის მთავარი ორგანიზატორი თბილისის მერია და მასთან ერთად საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გახლდათ. ტურნირი 2 ნაწილად ჩატარდა, რომლის შესარჩევი ეტაპი 2 ივლისს გაიმართა, ხოლო 9-ში გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარედ ფინალური ტურნირი ჩატარდა.

გამარჯვებულისა და ფინალისტისთვის სოლიდური პრიზები იყო დაწესებული. ფინალში წაგებულ გუნდ "ბავშვს" (საბა გეგუჩაძე, დავით აბულაძე, ბექა ქარცივაძე, ლევან გოგალაძე) 2000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, ხოლო გამარჯვებულს – 3000-იანი. Urban Fest-ის გამარჯვებული Scooby, რომლის ღირსებასაც მამუკა ბაზუაშვილი, ბილი ალიევი, დავით დადუნაშვილი და ირაკლი გლუნჩაძე იცავდნენ, თბილისის ჩემპიონის ტიტულს დაეპატრონა.

9 ივლისს გამართულ ფინალური ტურნირის დასკვნით ნაწილს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე დაესწრნენ. ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრი ტურნირის არც ერთ მატჩს არ გამოჰკლებია. თბილისის მერიის დახმარებით დამზადდა ჩვენი ნაკრების წევრების – გოგა ბითაძის, სანდრო მამუკელაშვილის, გიორგი ცინცაძის, თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინის ორიგინალური სიმაღლის ბანერები, რომლებიც Urban Fest-ის მიმდინარეობისას მოედანთან განთავსდა.

ფინალურ ტურნირში მონაწილე 12 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდა. პლეი-ოფში თითოეულიდან საუკეთესო გავიდა და ნახევარფინალში ასეთი წყვილები მივიღეთ: "ბავშვი" – "იახვბა" 21:18, Scooby – მუხბე 19:7. ფინალური დაპირისპირება Scooby-ს დამაჯერებელი გამარჯვებით – 21:7 დასრულდა, რომლის კაპიტანმა დავით დადუნაშვილმა გამარჯვებულის თასი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი ლაგვილავასგან ჩაიბარა.

მეორეადგილოსანი გუნდი "ბავშვი" და ჩატენვების კონკურსების გამარჯვებული გიორგი ჩხეიძე თბილისის მერიის წარმომადგენელმა დავით არეშიძემ დააჯილდოვა!

GBF

შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს