ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „სვიფტის“ დამარცხება ვერ შეძლო - 1:1.

მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.

22-ე წუთზე კანკავასთან ბრძოლაში მასპინძელთა საჯარიმოში მეტოქის ფეხბურთელი ნუვიე წაიქცა, VAR-მა პენალტი დანიშნა და შტოლცმა ლუქსემბურგული გუნდი დააწინაურა. თუმცა მალე ვაისმა ანგარიში გაათანაბრა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმართა გუნდის მცველმა ეკოფომ მსაჯს შესჩივლა, რომ ნახევარმცველმა კუცკამ უკბინა და ბრატისლაველი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. სლოვაკური "სპორტი" წერს, რომ კუცკამ სუარესს მიბაძა.

შესვენების შემდეგ ანგარიში არ შეიცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საპასუხო მატჩი 19 ივლისს ჩატარდება.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“

სლოვანი - სვიფტი 1:1

გოლები: 0:1 შტოლცი (22, პენ), 1:1 ვაისი (25)

გაძევება: კუცკა (45+6)

სოსო
გიუშ,ის თამაში ნახე და მაინც ამბობ,ჩვენი ვარსკვლავები ათრიესო?!ალბათ იმის გამო ამბობ,რომ წავაგეთ და ანგარიშიდან გამომდინარე გამოგაქვს დასკვნა.თუ მეხსიერება არ მღალატობს,39 ჯერ დავარტყით კარში,მათ კი,მხოლოდ ერთხელ და მაინც წავაგეთ!არ შედიოდა ბურთი კარში და მორჩა!
მწვრთნელი
21 წლის თავდამსხმელია მოლდავეთიდან! 15 ივნის მოლდოვას ახალგაზრდულმა 3-1 გასვლაზე მოუგო გიბრალტარს ევროპის შესარჩევში ახალაია არ გამოიძახა რუმინელმა მწვრთნელმა სტოიკამ! ჩვენმა ფედერაციამ უნდა გაარკვიოს ეს საკითხი, თუ აქვს ინტერესი ამ ბიჭის! თავდამსხმელების მაგარი დეფიციტი გვაქვს ორთავე ნაკრებში!
Vasili
ლადო ახალაია არის დედით მოლდაველი, და ბაბუამისი იყო ფეხბურთელი, იქ გაიზარდა, არჩევანიც ბაბუამისის ხათრით მოლსავეთის ნაკრებზე გააკეთა, როგორც მახსოვს მამამისის კომენტარი იყო რომ, მისი სურვილი იყო თავის შვილს საქართველო აერჩია , მაგრამ მოლდავეთი გადაწტვიტაო, ეს ბიჭი თუ არ ვცდები ინტერის აკადემიაშიც იყო, თან კაპიტნის სამკლაურით, როგორც ჩანს ვერ განვითარდა მთლად ისე მაგის კარიერა როგორც თქვიდან ჩანდა
kesha
იმ ლადო ახალაიას შვილია, მოლდოვაში დაბადებულია და ინტერის აკადემიის თითქმის აღზრდილია.
ლადო
ლადო ახალაია ტორინოU19-ის საკუთრებაა და იჯარითაა სვიფტში. ტორინოში მოხვდა ინტერიU19-დან. დაბადებულია რუმინეთში და არის მოლდავეთის მოქალაქე. მონაცემები: 21 წლის, თავდამსხმელი, სიმაღლე 189, მუშა ფეხი - ორივე.
mmm
Lado Akhalaia Gebuertsdatum 01.07.2002 Nationalitéit Romania
roma bejanidze
სავარაუდოდ ქართველია ლადო ახალაია მოლდოვის მოქალაქეობით და ტორინოს საკუთრებაა. მივმართავ ჟურნალისტებს გაარკვიონ მის შესახებ.
გიუშა
ყოფილი ფეხბურთელის ლადო ახალაიას შვილია,დედით მოლდოველი და როგორც ვიცი ბაბუამისი მოლდოვეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია,ერთი იმათთაგანი ჩვენი ვარსკვლავები რომ ათრიეს პირველ შესარჩევში))
მდაა
მოლდავეთის ამომავალი ვარსკვლავი რომელიც ჩვენს ფედერაციას არ აინტერესებს ……100 მილიონიანი ერი ვართ თან მაგრად აწყობილი და თუ სადმე ვინმე ნიჭიერი ქართველი დაიბადა რა ჩვენი საქმეა ….რათ გვინდა ეს ემიგრანტების შვილები ( მითუმეტეს ქართველების 60% ემიგრაციაშია) ჩვენთან რა ნაკლები იბადაბიანოოო …არადა ეს ახალგაზრდული საზონოვმა და წიტაიშვილმა ათრიაა სად დაიბადნენ და გაიზარდნენ ნეტავ …?!
Givi
ახალია დინამოში თამაშობდა თუ გახსოვთ, დაახლოებით 20 წლის წინ, მისი შვილია დიდ მომავალს ამბობდნენ ამ ბიჭზე, ინტერის 19 წლიანებში იყო თუ არ ვცდები, მაგრამ ახლა სადაც არის ვხედავთ, მოლდოვის ნაკრებში თამაშობს.
საქართველო
ლადო ახალაიას შვილი იქნება სავარაუდოდ,თბილისის დინამოში რომ თამაშობდა.
G.LA
ადმინს-ს ლადო ახალაია (სიმაღლე 189სმ) დაბადებულია 2002 წ რუმინეთში, ნაციონალობა უწერია მოლდოველი. თამაშის დაწყება (თავდამსხმელი) უწერია 2021-2022წ ტორინოს U19-ში. 2022-2023წ გადავიდა ნიდერკონში ბელგიიდან (3 თამაში), ალბათ ნახევარი სეზონის შემდეგ.
ადმინს
ვინ არის ლადო ახალაია სლოვანის მოწინააღმდეგე გუნდიდან? იქნებ რამე ინფორმაცია გაქვთ
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება