დასასრულს უახლოვდება საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის C ლიგის გათამაშება, რომლის ბრინჯაოსპრიზიორი 13 ივლისს "დიღმის არენაში" გამოვლინდა. ერთმანეთს საკალათბურთო სკოლების – გოასა და კონდორის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება დარჩა "გოას", რომელმაც მეტოქე 20 ქულის სხვაობით – 57:37 დაამარცხა.

საბა ჩიხლაძის გაწვრთნილმა "გოამ" ჯგუფში ერთი მარცხი განიცადა აჭარის ნაკრები 2-თან, რომელიც ფინალში გავიდა. ფინალის გზა "გოას" ნახევარფინალში “ელვამ” გადაუღობა, რომელმაც მეტოქე 61:51 დაამარცხა. ასე და ამგვარად, ფინალში ჩემპიონის ტიტულისთვის "ელვა" და აჭარის ნაკრები 2 იბრძოლებენ. ამ გუნდების ფინალური სერიის პირველი მატჩი 13 ივლისს გაიმართა და აჭარის ნაკრები 2-ის გამარჯვებით – 64:59 დასრულდა. საპასუხო მატჩი დღესაა. აჭარლებმა 5-ქულიანი ჰანდიკაპი თუ შეინარჩუნეს, ჩემპიონები გახდებიან.

მე-3 ადგილისთვის გამართული მატჩის შემდეგ გამარჯვებული "გოა" დაჯილდოვდა. გუნდის წევრებს ბრინჯაოს მედლები და დიპლომი კალათბურთის ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან კეკელიამ გადასცა.

GBF

შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა