ფოთში მე-16 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2023" გაიმართა. საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში 10-მდე ქვეყნის 400-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ საერთაშორისო დიდოსტები და ოსტატები. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდა.

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი საზეიმო ვითარებაში დაიხურა და მას საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი ნანა ალექსანდრია, სამეგრელოს ჭადრაკის რეგონული ფედერაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის მთავარი - A ღია ტურნირის გამარჯვებული ლუკა პაიჭაძე გახდა. ქართველი დიდოსტატი ნანა ალექსანდრიას სახელობის თასს მეორედ დაეუფლა.

"ჩემთვის, როგორც მოჭადრაკისთვის, ყველა საჭადრაკო ღონისძიება მნიშვნელოვანია, რადგან მიმაჩნია, რომ ჭადრაკი გონების ვარჯიშია და გონიერი ბავშვები ნებისმიერ სხვა სფეროში ქვეყანას და თავიანთ თავსაც გამოადგებიან. მეორე მხრივ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში, სადაც დავიბადე, ჩემი სახელობის ფესტივალი ტარდება უკვე მეთექვსმეტედ . ეს ფესტივალი ყველაზე მასშტაბური იყო, ყოველთვის ძალიან კარგად ტარდება, შესანიშნავ დარბაზშია. მე ვიხსენებდი, როგორ ჭირდა პირველი ფესტივალების ჩატარება, როდესაც ჩემი სახელი დაარქვეს და მინდოდა, რომ დავხმარებოდი და როგორ ხდებოდა დარბაზების მორგება, რომ ინფრასტრუქტურა ყოფილიყო შესაბამისი და დღეს კიდეც აღვნიშნე, რომ როგორი დახმარებაც უნდა ჰქონოდა ტურნირის დირექტორს, ფესტივალის დირექტორ დავით კოდუას ქალაქის მხრიდან, იმიტომ, რომ მეც ძალიან ვცდილობდი. ხან ბაქოში გადავფრინდი, რომ დამატებითი ფინანსები მომეძიებინა, ხან თურქეთში გავუშვი დათო, რომ საჭადრაკო ინვენტარი არ ჰქონდა შესაბამისი, რომელიც ფესტივალს დააკმაყოფილებდა. როგორი დახმარებაც უნდა გვქონოდა, მაგრამ რომ არ გვყოლოდა კარგი ორგანიზატორი, როგორიც დავით კოდუაა, ასეთი ფესტივალების ჩატარება შეუძლებელი გახდებოდა. ამიტომაც დღეს მას მადლიერების ნიშნად თასი გადავეცი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ კარგ ღონისძიებას ჩაატარებს მომავალში. დღეს ჭადრაკის დღეა და ჭადრაკის მოყვარულებს ვულოცავ ამ დღეს", - განაცხადა ნანა ალექსანდრიამ.

საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა.

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2023" ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა"იყო.

მაიკო ძაგანია სპეციალურად საიტისთვის

შოთა
ყოჩაღ ფოთი
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ლოჩოშვილის "კიოლნის" ტალანტი "დორტმუნდში" გადასვლასთანაა ახლოს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს