სერია B-ს "კოზენცასთან" საკუთარ მოედანზე ფრედ (3:3) დასრულებულ ამხანაგურ მატჩში "ფროზინონეს" შემტევმა გიორგი კვერნაძემ 64-ე წუთამდე ითამაშა და რამდენიმე საინტერესო მოქმედებით დაგვამახსოვრა თავი.

მოთელვაზე ტრავმა მიიღო თავდამსხმელმა ჯუზეპე კასომ, რომლის ნაცვლად სასტარტოში კვერნაძე დააყენეს. ქართველი მოედანზე მარკო ბრეშიანისთან და ხაიმე ბაიესთან ერთად კარგად გაისარჯა, 51-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგიდან ცენტრისაკენ შეიწია და 16 მეტრიდან მის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. "გრანდისიმო, ფანტასტიკო", - აღფრთოვანება ვერ დამალა კომენტატორმა. აშკარაა, გიორგის კარგად თამაში შეუძლია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი "ფროზინონეს" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ გააკეთა: "ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ბრწყინვალედ ნამდვილად არ გვითამაშია. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ, რაც ხარისხს შეგვმატებს და სხვადასხვა რგოლებში კონკურენციას გაზრდის. გაშვებული გოლები მარტო დაცვის კი არა, მთელი გუნდის ბრალია. დაცვაში უკეთ მოქმედება გვჭირდებოდა, განსაკუთრებით ბოლო გოლისას.

კვერნაძემ უნდა ისწავლოს, როდის წამოიწყოს დრიბლინგი, ეძებოს იერიშის განვითარების სხვა ვარიანტი, ერთი ერთზე თამაში. მას იმის უნარი გააჩნია, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს. იმედი მაქვს, ამას მოკლე ხანში მოახერხებს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ვეცადოთ, მან ეს მალე შეძლოს".

ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
"გამორიცხული არაფერია, მაგრამ..." - "ვილიარეალის" დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
[VIDEO] იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან - "ექსელსიორმა" მარცხი განიცადა
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
რომა VS ლივერპული - რომი, გმირობის დუბლი მეორე?
ეუსებიო დი ფრანჩესკო: შეცდომებისთვის დავისაჯეთ
"რომამ" დი ფრანჩესკო გადააყენა და სავარაუდოდ მწვრთნელად რანიერის დანიშნავს
კვერნაძეზე დი ფრანჩესკომ ისაუბრა - როგორი შეფასება მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] კვერნაძემ სეზონი დუბლით და საგოლე გადაცემით დაიწყო
"რომა" დი ფრანჩესკოს გაშვებას და კონტეს მოყვანას აპირებს
კვერნაძე "ფროზინონესთან" ერთად სერია A-ში დაბრუნდა
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ეუსებიო დი ფრანჩესკო: "ბარსელონასთანაც" გვჯეროდა გამარჯვების და ახლაც გვჯერა
კვერნაძის "ფროზინონემ" მოიგო და სერია A-ში დაბრუნებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს
[VIDEO] კვერნაძის მეათე საგოლე მოქმედება - "ფროზინონემ" მოიგო და მეორე ადგილზეა
გელაშვილმა იტალიაში შეუცვლელად ითამაშა - ალვინიმ ქართველი შეაქო