3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა გუნდმა ბელგრადის ჩელენჯერში იასპარეზა და ამ მაღალი დონის ტურნირის ძირითად ბადეში გააღწია, რაც ბოლო წლებში ქართული კლუბებისთვის საუკეთესო შედეგია. საქართველოში ჩატარებული Geotour2023-ის გამარჯვებულები გახდნენ მიქაელ უგრეხელიძე, ირაკლი გლუნჩაძე, ლუკა გიორგაძე და საბა გეგუჩაძე, რომლებიც Groot-ის სახელით ასპარეზობდნენ. გამარჯვებულისთვის დაწესებული 3000 ლართან ერთად გუნდმა ბელგრადის მასტერსის საგზური მიიღო, რომელშიც მონაწილეობა 11 სექტემბერს “”ვერას” სახელით მიიღო.

ტურნირი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო გუნდები მონაწილეობდნენ. ყველაზე დაბალი რეიტინგის 6 გუნდი ძირითადი ტურნირის 2 ადგილისთვის იბრძოდა. ვერა საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა ბერძნულ Alimos-თან და შვეიცარიულ Bex-თან. ორივე ამ გუნდს ქართველებმა მოუგეს და ძირითად ტურნირზე მოხვდნენ. ვერამ შვეიცარიულ კლუბს 19:16 მოუგო, ხოლო ბერძნებს – 19:14.

ბელგრადის ჩელენჯერის ძირითად ტურნირში 12 გუნდი ასპარეზობდა, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. ვერა მოხვდა უძლიერეს ლატვიურ (რიგა) და სერბულ (პარტიზანი) გუნდებთან. ჩვენმა გუნდმა ორივე მეტოქესთან ერთნაირი ანგარიშით -12:22 წააგო და ტურნირი დაასრულა. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 1 საუკეთესო გავიდა და ეს საგზური ჩვენი ჯგუფიდან პარტიზაბმა მოიპოვა, რომელმაც ფიცხელ ბრძოლაში რიგას 21:19 მოუგო.

ვერამ ბელგრადულ ჩელენჯერში ასპარეზობა 2 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა.

GBF

ნოდო
სამი სამზე კალათბურთის ნაკრებში ასაყვანები არიან უდაოდ
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
რობერტო მარტინესი დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ტოპ ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს
ქართველების გარეშე - "შტურმი" "ფენერბაჰჩესთან" ისევ დამარცხდა
"ლუის ენრიკე "კვარასავითაა" - მარკინიოსი ქართველს აქებს
[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
სფფ-მ ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა ოფიციალურად გაიწვია
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
სუპერთასის დღე! - "კვარა" და პსჟ მორიგი ტიტულისკენ!