ჩენდუში (ჩინეთი) მსოფლიოს 31-ე საუნივერსიტეტო თამაშებზე - უნივერსიადაზე საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტურმა გუნდმა ისტორიულ შედეგს მიაღწია - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ისტორიული გამოდგა წყალშიმხტომელთა გამოსვლაც.

ჩვენი გუნდი ასპარეზობას B ჯგუფში შეუდგა. პირველ შეხვედრაში დაამარცხა მასპინძელი ჩინეთი (13:7), შემდეგ კორეა (19:7) და სლოვაკეთი (14:3), მაგრამ დამარცხდა იტალიასთან (9:13). მინიმალური სხვაობით დავმარცხდით ჯგუფის ბოლო შეხვედრაში აშშ-ის გუნდთანაც (6:7). ჩვენმა წყალბურთელებმა 3 მოგებით და 2 წაგებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ფლეი ოფში გავიდნენ. გერმანიასთან მეოთხედფინალში საქმე პენალტებამდე მივიდა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით (16:15) და ნახევარფინალში გასვლით დასრულდა. დაძაბული გამოდგა ფინალისკენ მიმავალი შეხვედრაც. საქართველოს წყალბურთელთა გუნდი მომავალ ჩემპიონს, იტალიას ტოლ-სწორად ეთამაშა და ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა (10:11).

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა წყალბურთელებმა აშშ-ის გუნდი 12:7 დაამარცხეს, ჯგუფში წაგებისთვის რევანში აიღეს და ისტორიაში პირველად მედალი მოიპოვეს.

ასევე ისტორიული გამოდგა საქართველოს წყალში მხტომელთა გამოსვლაც. სანდრო მელიქიძემ და თორნიკე ონიკაშვილმა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

სოსო
სპორტის ამ სახეობებში,საქართველოს საკმაოდ კარგი ტრადიციები აქვს და ქვეყანაში თუ რამდენიმე სტანდარტულ ზომის აუზი აშენდება,კვლავაც გავალთ მოწინავე პოზიციებზე.
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
გულიტი: პირადად მე, პატივს ასეთ ფეხბურთელებს ვცემ
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი" - მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
დავითაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა