დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი დღეს "თბილისი არენაზე" დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2002 წლიდან ტარდება და წლევანდელი გათამაშება რიგით 22-ეა, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს. მოგეხსენებათ, მონაწილე გუნდები 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი და ნახევარფინალში თითოეულიდან საუკეთესო გავა.

დღეს პირველი ტურის თამაშები გაიმართა. თითოეულ ჯგუფში თითო შეხვედრა ჩატარდა, შესაბამისად, 4 გუნდი ისვენებდა. პირველი შეხვედრა D ჯგუფის გახლდათ, რომელშიც ოლიმპი “ა” ლიგის დებიუტანტ “სოხუმი-საქართველოს” დაუპირისპირდა.

D ჯგუფი

ოლიმპი vs სოხუმი საქართველო

სტატისტიკა:100:82

“სოხუმი საქართველო” ახალი გუნდია, რომელმაც “ა” ლიგაში ადგილი “ტიტებისგან” იყიდა და 2023-2024 წლების სეზონში სუპერლიგაში აღზევებას “ა” ლიგიდან ეცდება. გუნდის მწვრთნელი გია კაზანჯიანია, რომელსაც გუნდები სუპერლიგაშიც და “ა” ლიგაშიც გამოუყვანია. ახალშექმნილმა გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალზე მონაწილეობით შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღო საიმისოდ, რომ შეთამაშდეს, საკუთარი შესაძლებლობები შეაფასოს და შემდგომში “ა” ლიგის ახალი სეზონისთვის გუნდი შესაბამისად გააძლიეროს.

"სოხუმი საქართველოს" ლეგიონერები არ ჰყავს. გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, რომელთა უმეტესობასაც სწორედ “ა” ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება "ოლიმპს", სუპერლიგის ბოლო წლების ამბიციური გუნდი წლეულს შედარებით ხელმოკლედაა. გუნდს 3 ლეგიონერი ჰყავს, თუმცა ქართველი მოთამაშეებიდან ყველა ახალგაზრდაა, რომელთა შორისაც გამოსარჩევია ეროვნული ნაკრების წევრი, 20 წლის ლუკა ლიკლიკაძე. ყველაზე გამოცდილი ქართველი 24 წლის ივანე მეგენეიშვილია, რომელმაც დღევანდელ მატჩში თავი 17 ქულით, 12 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"ოლიმპმა" საბოლოოდ 18 ქულის სხვაობით მოიგო, რაშიც დიდი წვლილი 3 ლეგიონერს – აიზია სმოლს, მაიკლ რაითს და ენდრიუ ლუისს მიუძღვით. "სოხუმი საქართველოს" გუნდის წევრები იბრძოდნენ და რამდენჯერმე ჩამორჩენა 10 ქულაზე დაბლაც ჩამოიყვანეს, თუმცა თამაშის მოსაგებად ძალა და გამოცდილება არ ეყოთ. "სოხუმელთაგან" 19 ქულით, 7 მოხსნითა და 4 პასით ირაკლი კილაძე გამოირჩა. 14 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მამუკა ბაზუაშვილმა მიითვალა.

ამ ჯგუფში თსუ ისვენებდა, რომელიც დუდუ დადიანის მემორიალში ხვალ, "სოხუმი საქართველოსთან" მატჩით ჩაებმება.

GBF.GE

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა