ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის დღევანდელი სათამაშო დღის მთავარი მატჩი "დიეგო მარადონაზე" შედგება - ხვიჩა კვარაცხელიას 'ნაპოლი" თვით მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს (თბილისის დროით 23:00 საათზე), ამ ტურნირის თილისმას. ორივე გუნდი შეხვედრას კარგ ხასიათსა და ფორმაში ხვდება.

"ნაპოლიმ" და "რეალმა" პირველ ტურში გაიმარჯვეს, თუმცა ამის გაკეთება იოლად არცერთს გამოსვლია. არის თუ არა ეს დაპირისპირება პირველი ადგილისთვის? - გერმანული "უნიონის" გარდა, ალბათ, ამას ბევრი ფიქრობს. ეს გუნდები ერთმანეთს 2016-17 წლების მერვედფინალში დაუპირისპირდნენ და ორი მატჩის ჯამში "სამეფო კლუბმა" 6:2 მოიგო. სარის კრებულმა ზიდანის გუნდთან ვერაფერი გააწყო. დრის მერტენსმა ჯერ მეტოქის კარი აიღო, შემდეგ კი საკუთარში გაიტანა. იყო ასევე ორრაუნდინი შეხვედრა 1987 წელს, სადაც ნეაპოლელები სახლში არ დამარცხდნენ (1:1).

გასული სეზონი "ნაპოლისთვის" საუკეთესო იყო, გუნდმა სკუდეტო მოიგო და ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მოგეხსენებათ, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს. დასამალი არა, რომ "რეალი" "კვარას" ოცნების გუნდია და მათი კარის დასალაშქრად ქართველი გარემარბი განსაკუთრებით მონდომებული იქნება, რაც 77-ე ნომერს ისედაც არ აკლია.

ლიგის 14-გზის გამარჯვებულ "რეალს' პრობლემები მხოლოდ "ატლეტიკომ" შეუქმნა. კარვახალი დაბრუნდა და კვარაცხელიასთან კიდევ ერთი დაპირისპირება ელის, მაგრამ გუნდს მილიტ,აოს შემდეგ ალაბაც გამოაკლდა და ცენტრალური დაცვის ხაზში პრობლემებია. თავის მხრივ, ზუსტად აქ ჰყავს ტრავმირებულები "ნაპოლის", თუმცა ნათანი გუნდს მშვენივრად მოერგო.

ჯუდ ბელინგემი უბრალოდ შესანიშნავ ფორმაშია და მისი შეჩერება რთული იქნება. სავარაუდოდ, ვეტერანები, მოდრიჩი და კროოსი, სათადარიგოთა სკამზე იქნებიან. დღეს ორივე გუნდის შემადგენლობაში დიდ ფეხბურთელებს ვიხილავთ!.. "რეალმა" ლიგის ბოლო 23 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 7 მოიგო, ეს კი ნეაპოლელებს ოპტიმიზმით აღავსებთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, ოსტიგორი, ნათანი, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია;

"რეალი": კეპა - კარვახალი, რუდიგერი, ნაჩო, ფ. გარსია - კამავინგა, ჩუამენი, ვალვერდე - ბელინგემი - როდრიგო, ვინისიუსი

მსაჯი: ტურპენი (საფრანგეთი).

alexsis
დღეს ხვიჩას დიდი დღე აქვს,აშკარად ამაღლებული განწყობით ხვდება მატჩს,ბოლო ტურებში მაგარ ფორმაშია, მჯერა დღეს გაიბრწყინებს!!!
L.J .
Sheidzleba moigos realma magram calkara da eseti cancari magrad texavs ...tamashis mere c dawere rame
ვაჟა მასწ.
ვინცხა ჩემი სეხნია ხარ - რას ასაჯდომებ ჰა? სანაიას ბანაკიდან ხარ?
აბო
წითელს აკიდებს ხვიჩა რეალს და მწარედაც მოუგებენ.
ვაჟა
დღეს იქნება ცალკარა. რეალი დაჩაგრავს. კვარაცხელიას 55-ე წუთზე შეცვლიან პასიურობის გამო.
გოჩა
ზურა 100%-იანი მართალი ხარ. ისე ჩვენში დარჩეს და უფრო უარესები, ფრანგების ულტრასები მგონია.
ვანგა
ლაბავოი ფრეა ეს თამაში!

სამწუხაროდ დღეს წააგებს ნაპოლი. ღმერთმა ქნას ვცდებოდე
ზურას
ასეა სამწუხაროდ. ყველაზე უვიცი და არაადეკვატური გულშემატკივრობა ჩვენთან იციან. მაგის გამო თავი დავანებე კომენტარების გახსნას, მარტო აქ ვნახულობ, იფილტრება შედარებით. ამას ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი რაც დღეს ხდება, კვარა თამაშობს რეალის წინააღმდეგ. მსოფლიოში საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რომლის გულშემატკივარი თავად იყო. რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს ოცნების ახდენაა მისთვის და ჩვენთვისაც.
გიორგი 50
ხვიჩა გოლს გაიტანს ან საგოლე პასს გააკეთეებს ან პენალტს გამოიმუშავეეებს... დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩამ იცის: ეს მატჩი მისთვის საფეხბურთო პოდიუმია...
Რერო
დიდი გამოცდა ელის კვარას და მის ნაპოლის.აქ უნდა დაამტკიცოს კვარამ რომ არის რეალის და ბარსას დონის მოთამაშე.გაგვახარე და გაიხარე ხვიჩა!
ზურას.
ზურაჯან! ურა პატრიოტები, გაიგებენ კი? ისე არაა ჩემი მტერი.
ზურა
სიტყვაზე! თუ მოიგებს ნაპოლი, აუუ რა მაგარი ხარ ხვიჩა! თუ წააგებს და აუუუ შენ რა ფეხბურთელი ხარ? აი ესეთ "ორმაგ სტანდარტულ მიდგომას" არავითარი კავშირი არა აქვს, ნაღდ გულშემატკივრობასთან! გამგები, გაიგებს!
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა