ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

პირთამდე სავსე სტადიონზე მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით . მეთხუთმეტე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიამ მეურვეს დაასწრო და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მომენტი ჰქონდა: შენგელიას მეკარემ არ გაატანინა, მიქაუტაძემ კი მიზანს ვერ უწია. მეტოქეს ხვიჩას შეჩერება უჭირდა და ორმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. შოტლანდიელებს ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ რეალური მომენტი ვერ შექმნეს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მაკტომინეიმ ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, მიქაუტაძის მოპოვებული საჯარიმოდან შენგელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. სტუმრებს გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია ბურთი. სანიოლმა ტრავმირებული ლოჩოშვილი კალანდაძით, ხოლო ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა. ბოლოს შოტლანდია შტურმზე გადმოვიდა, შენკლენდმა თანაფარდობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და 19 ნოემბერს ბოლო ტურში ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“. 45 815 მაყურებელი

საქართველო - შოტლანდია 2:2

გოლები: 1:0 კვარაცხელია (15), 1:1 მაკტომინეი (49), 2:1 კვარაცხელია (57), 2:2 შენკლენდი (90+2)

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი (კალანდაძე 78), ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 69), შენგელია (აზაროვი 72), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 78), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 69)

• ქართველი

საინტერესოა ეხლა რას ამბობ

• გიორგი 50

ორი შეკითხვა მაქვს: 1. ამდენი ხანი რატომ გორაობენ მინდორზე ჩვენი ფეხბურთელები? 2. რატომ ხდება, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში, მეორე სართულზე ყოველთვის ვაგებთ? და კიდევ, კაშია, დიდი მადლობა, მაგრამ წადი რააა... პენსიაზე ნაკრებიდან უნდა გახვიდე?

• დავითი

ყველაფერი კარგი და ეს დუხჭირი გამომცხადებელი რომ გიზით ხალხმრავალ თამაშებზე! ის ომეხი კაცი სად გყავთ საქართველოს ჩემპიონატზე ცარიელ ტრიბუნებს რომ ანგრევს!

• გიზოგ

სამარცხვინო და არაკაცური.

• ბმბ

ფედერაციის ადგილას პირველ რიგში სანიოლის შევცვლიდი. ეგ რომ არა,რომელი მწვრთნელი დაუძახებდა კვირკველიას ნაკრებში, ასეთი უნიჭო და ბრიყვი ფეხბურთელი იშვიათად მინახავს ამ დონეზე.

• irakli

დაცვაში უნდა მოვუმატოთ

• თენგაბი

დადებითი რაც ამ თამაშში გამოჩნდა, იყო ჩვენი ფეხბურთელების ძლიერი მონდომება, თავს არ ზოგავდნენ. ხატოვნად აღინიშნა კიდეც, ანთებული ეკვეთნენ მოწინააღმდეგესო, მაგრამ რად გინდა, სანიოლის არაკვალიფიციურობამ გაახუნა ეს თავდადება. გადავხედე კომენტარებს და ზოგიერთი ჩვენი ფორუმელი უფრო კარგად ერკვევა ტაქტიკაში და სამწვრთნელო საქმიანობაში, ვიდრე სანიოლი თავის შტაბიანად და ჩვენი ფედერაცია. წყალში გადაყრილია მათზე დახარჯული ხელფასები და გაწეული ხარჯები. 1) ყველაზე მეტად რაც თვალსაჩინოდ ჩანდა იყო ის, რომ შოტლანდიელებმა აშკარად გვაჯობეს გუნდურ თამაშში, უბურთოდ მაძრაობაში. მოთამაშეები განუწყვეტლივ მოძრაობდნე, ეხსნებოდნენ ერთმანეთს, ითვისებდნენ ცარიელ სივრცეებს. თანამედროვე ტაქტიკის ეს ელემენტარული ანა-ბანა ჩვენი მწვრთნელებისათვის ჯერ კიდევ ყამირია, მაშინ როდესაც ამას წარმატებით ითვისებენ ჩვენი მეზობელი აზერები, სომხები, ყაზახები. ჩვენი მწვრთნელების გადამკიდე მე უკვე ლუქსემბურგსაც შეშფოთებით ველოდები. 2) თუ მწვრთნელს ტაქტიკურ არსენალში უბურთოდ მოძრაობა არა აქვს, ვერც შესაბამის ფიზმომზადებას აქცევს ყურადღებას და აქედანაა ადრეული დაღლა, ნაკლები გამძლეობა, სისწრაფის არქონა, ორთაბრძოლების დათმობა, პრესინგის ნაკლებობა და ა.შ. 3) აქ სწორად აღნიშნეს, ჩაკვეტაძის გასლის შემდეგ, გუნდის ცენტრი მთლიანად ჩამოიშალა, ისევე როგორც ლოჩოშვილის გასვლის შემდეგ დაცვის ხაზი. რა კონტიგენტიც გვყავს, იმასაც ვერ ვარჩევთ წესიერად. შეიძლება კალანდაძე და მექვაბიშვილი პერსპექტიული მოთამაშეები არიან, მაგრამ დღევანდელ ნაკრებს არ შეესაბამებიან. ამ დროს ვერ ეღირსენ ნაკრებში გამოძახებას ვერც არაბიძე და ვერც გველესიანი. ეს უკვე მავნებლობას და ნაკრების წინააღმდეგ საბოტაჟს ემსგავსება. ასევე როგორც გადაბერდა კვერკველია ნაკრებისათვის, შენელდა, ვეღარ ასწრებს მეტოქის თავდამსხმელებს და დროა დაცვის ცენტრში ლოჩოშვილი და საზონოვი დავაყენოთ. მესამე ცენტრალური მცველის ფუნქცია და ადგილი ჩემთვის გაურკვეველია და ან ერთმანეთის ფუჭ იმედზე არიან ან ერთმანეთს უშლიან ხელს. დაცვის ფლანგებზეც დროა მცველები დავაყენოთ, თორემ ჩვენი ფლანგელები, რომლებიც შეტევით ოპერაციებზე არიან ორიენტირებული, დაცვაში ჩამოსვლას ვერ ასწრებენ და ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებაში დაცვის ფლანგები საერთოდ დაუცველია, როგორც ეს გუშინდელ თამაშში და ესპანელებთან მოხდა. 4) აუცილებელია მამარდამ ყურადღება მიაქციოს დაბალ ბურთებს, თორემ პირველი გოლი არ მიეკუთვნებოდა აუღებელთა კატეგორიას, ისევე როგორც მადრიდის რეალთან ახლო კუთხეში გაშვებული გოლები.

• ჰაჰა

ასე აპირობთ ლუქსემბურგის დამარცხებას?

• დათო

მსოფლიო ჩემპიონი და1999 წლის ოქროს ბურთის მფლობელი უსახელოდ როგორ წავიდა?სად ბანაობ.

• უცნობ მწვრთნელს

უცნობი რომ ხართ ეს ნაღდია,მწვრთნელობის კი რა მოგახსენოთ.გეთანხმებით მამარდაშვილის შეფასებაში ,არგეთანხმებით ლოჩოშვილთან მიმართებაში---ახლოს ეთამაშე მოწინააღმდეგესო,თან ჯარიმის ზღვარზე არ ითამაშოო---ესენი ხომ ერთმანეთს გამორიცხავენ? როგორ გაქვთ მიქაუტაძის და ზივზივაძის იმედი როცა თავიანთ კლუბებში არ თამაშობენ და თანაც მათი ფუნქცია დღევანდელ ნაკრებში საჭიროების გარეშეა? ფორვარდს მომარაგება ხომ უნდა და როცა მომმარაგებელი არ გყავს მაშინ მათ დაყენებას რა აზრი აქვს? ბრწყინვალე კაკაბაძეც საკამათოა,ალბათ მისი წინა თამაშებიდან გამომდინარე თორე კაკაბაძის მხრიდანაც არ ეშვებოდა ჩვენს საჯარიმოში უამრავი ბურთი? კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ...რეალობა არცთუ იმედის მომცემია---ფეხბურთელების დაბალ კლასს დამატებული დამრიგებელთა დაბალი კლასი.ოპტიმიზმის საფუძველი ამ ეტაპზე ნაკლებად ჩანს.

• არტ

დაანებეთ თავი ფებურთელებს.აზერებს, სომხებს ან ალბანელებს ჩვენზე ბევრად სუსტი შემადგენლობა ყავთ და ერთ ძლიერ მოწინააღმდეგეს მაინც მოუგეს ჯგუფში. არაა სანიოლი მწვრთნელი გაიგეეეთ? ან რა კომენტარი გააკეთა თამაშის მერე! აზრზე არაა ეს კაცი, თან რა ბედნიერი იყო თამაში რომ დამთავრდა ვერ დაინახეთ? მეორე გოლის მერე მთელმა გუნდმა რომ უკან დაიხია ლამის თავის საჯარიმოში, ფლანგებზე რომ თავისუფლად ჩაწოდების საშუალებას აძლევდნენ მოწინააღმდეგეს,ეს დავალება არ იყო და თავისით? ჩაკვეტაძის გაყვანა საერთოდ რა სისულელე იყო? მექვაბიშვილი რომ ვერ ქაჩავს ჯერ ნაკრების დონეს ახალია? დაიღალენო- ახალგაზრდული რატომღაც არ დაიღალა და ერთგოლიანი უპირატესობის შენარჩუნება არ უცდია თერთმეტი კაცის კარში ჩადგომით! კარგი შედეგი კარგ მწვრთნელს საჭიროებს . ეს კაცი კი საერთოდ არაა მწვრთნელი. ხიზანაზე აღარც ვლაპარაკობ, კობიაშვილის და იაშვილის ძმაკაცი- აი მაგის კვალიფიკაცია!

• პრაფესორი

ერთბურთიანი სხვაობა მოგებაა არა წმინდა სათამაშო თვალსაზრისით კიდევ უნდა გაუტანო რომ მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურად დაამარცხო თორემ ხომ ხედავთ ბოლო წუთამდე იბრძვიან! ესენი კიდევ კარებში ჩადგნენ იმის მაგივრად თამაში გაგეგრძელებინათ...სამწუხაროდ კონტრშეტევების უმაღლეს დონეზე შესრულება არ შეგვიძლია ეგაა შეთამაშებული გუნდის თვისება

• სოსო

ფიზიკური მომზადება და ერთი შეხებით პასის კულტურაც რომ გეხსენებინა,შეიძლება მწვრთნელის ხსენება აღარც დაგჭირებოდა.ვერ უძლებენ ამდენ სირბილს,ვერც პასებით გამოაქვთ ბურთი და ამას,ვერც ერთი ნაკრების მწვრთნელი ვერ უშველის.კლუბში უნდა ემზადებოდნენ,საამისოდ.ჩაკვე იბრუნებს ფორმას,კიტეიშვილიც თუ ჯანმრთელად გვეყოლა,უკვე რაღაცა პროგრესი გვექნება ამ მხრივ და გაზაფხულის მატჩჩებისათვის,უფრ იმედიანად ვიქნებით.სანიოლი თვითონ როცა თამაშობდა,ბევრსაც დარბოდა და არც ბურთის ამოტანა უჭირდა.მთელი გულით იბრძოლეს ბიჭებმა,მაგრამ ძალები არ გვეყო.შეცვლაზე გამოსულებმა კი,თამაშის შეცვლა ვერ შესძლეს.შედეგად,ბურთზე კონტროლი და ინიციატივა,მთლიანად სკოტებს დარჩათ,გოლის გაშვება,მხოლოდ დროის საკითხი იყო.მეტოქის სკამი,ჩვენ სკამზე ძლიერი აღმოჩნდა.

• საჩინო

მართლაც ამაზრზენი იყო ჩვენი ფეხბურთელების გორიალ-კოტრიალი მინდორზე. ,როცა მოწინააღმდეგეს ვეღარაფრით უმკლავდებოდნენ და ეს იარაღი იხმარეს ,რაც კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მათ უსუსურობას .რივალდო დიდი ფეხბურთელი იყო და საყოველთაო მოწონებას და სიყვარულსაც იმსახურებდა იმ მომენტამდე,როცა საზიზღარად ისიმულიანტა.მან იმ წუთიდან დაკარგა ყოველგვარი მხარდაჭერა და პატივისცემა გულშემატკივრებისაგან.მის ხსენებაზე პირველ რიგში ის უსიამო ეპიზოდი გახსენდება ადამიანს და ის ამავე დროს იქცა უარყოფით მაგალითად ასეთი შემთხვევების დროს.

• კნარიკა-ს

აი ეს დაგუგლე: Кочарян

• ადამიანი

უკომენტაროდ 21 წლამდელებს დაამატეთ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია და სენსაციებს მოახდენენ. ყველა ქვეყნის ძირითადი გუნდის მომავალი 21 წლამდელები არიან და ჩვენთან რატო არ ხდება

• უცნობი მწვრთნელი

ლოჩოშვილო კაი ფეხბურთელი ხარ,გაფასებ,მაგრამ პირველ გოლისას ხელები რომ შემოიწყვე უკან და შორს დაუდექი მეტოქეებს ახლოს მიდი და ეთამაშე.ხშირად აკეთებ ამას და გამოასწორე,ასევე ეცადე ჯარიმის ზღვარზე თამაშობ ხოლმე,რაც იტალიაში მოსულია.ნაკრებში თამაშის დროს კი ისედაც არ გვწყალობენ მსაჯები და უმეტესად ჩვენ გვაჯარიმებენ.რაც შეეხება მამარდაშვილო კაი მეკარე ხარ,მაგრამ ხანდახან რატომ ითიშები თამაშიდან.პირველი გოლი არ იყო გასაშვები და გამოსვლებზე ივარჯიშე,მეორე გოლზე გამოსვლა შეიძლებოდა და თამაშის გადარჩენა.ორივეს დიდი პოტენციალი გაქვთ და გთხოვთ იმუშავეთ ამის გამოსწორებაზე. ქოჩორაშვილო კარგი ფეხბურთელი ხარ,მაგრამ ამ სიმულაციებს თავი გაანებე,არ შეჰფერის ქართულ ფეხბურთს.კაშიავ და კვირკელიავ გაფასებთ,ერთი დრო ბრწყინვალე ფეხბურთელები იყავით,მაგრამ ახლა დროა წახვიდეთ ნაკრებიდან. კვარაცხელია მაღალი კლასია.მომწონს კაკაბაძე გუშინ ბრწყინვალედ ითამაშა. მიქაუტაძე და ზივზივაძე გული არ გაიტეხოთ ცოტა უთამაშებლობამ ფორმიდან ამოგაგდოთ,მაგრამ მაგრამ თქვენი მეიმედება. აზაროვი კარგი ფეხბურთელია,მაგრამ დაცვაში სუსტია. დავითაშვილიც კარგია მაგრამ დროული პასები და გუნდურობა უნდა დახვეწოს. ვაფასებ შენგელიას,კარგად ირჯებოდა.კვირკველიასაც არა უშავს, მაგრამ ძლიერ გუნდებთან იკარგება მექვაბიშვილი არ არის ნაკრებში სათამასო,მოუკლო აშკარად. კალანდაძისთვის ადრეა ჯერ,დიდი პოტენციალი სჩანს მისგან. ნაკრებში მე მაგალითად მოვსინჯავდი გველესიანს,არაბიძეს,გადრანს,გელაშვილს,უნდა მიეცეთ მათ შანსი. ალთუნიშვილს,საზანოვს რატომ არ ათამაშებენ გასაკვირია. კარგია კიტეიშვილი.

• საჩინო

არ არის ფეხბურთელები არ არის გუნდი და თუ დაემატება მწვრთნელის განუსწავლებლობაც ვღებულობთ იმ სავალალო სურათს რაც გვაქვს.მოწინააღმდეგე უპრომლემოდ ახერხებდა ჩვენს საჯარიმოში ბურთების ჩაწოდებას და ამ დროს დაცვის ცენტრში მთლად ხუცილავები და ჩივაძეები რომ გვყავდეს ყველა ბურთის მოგერიება მაინც შეუძლებელი იქნებოდა,რამეთუ მხოლოდ ერთი შეხებაა საჭირო :დაასწრებს მცველი გამოიტანს,დაასწრებს მეტოქე გაგიტანს.მოწინააღმდეგეს არ უნდა მიეცეს გამიზნულად თავისუფლად ჩაწოდების საშუალება,მაქსიმალურად უნდა გადაიკეტოს ფრთები.ამას კი ჩვენები ვერ ახერხებენ.საშინელი სხვაობაა კლასში,რაც ყველაზე მეტად ორთაბრძოლებისას ჩანს.ასეთ შემთხვევაში ერთი გამოსავალია,კლასი უნდა განეიტრალდეს რაოდენობით.ამ ფორმაციის ჩვენი გუნდისთვის ზედმეტი ფუფუნებაა ცენტრ. თავდამსხმელით თამაში,რადგანაც მას თავისი პირდაპირი ფუნქციის შესრულების საშუალება არ ააქვს და სხვა ფუნქციის შეთავსება ხომ ნონსესია.ამიტომ მის მაგივრად ნამდვილი ნახევარმცველის დამატება შუა ხაზში ცოტა მაინც წაადგებოდა ჩვენს მორღვეულ რედუტებს.და კიდევ--შეცვლები ბევრად პროდუქტიულია შესვენებისას ვინემ აჭრილ-არეული თამაშის დროს,სანიოლი კი ამდენს ვერ ტვინავს.შესვენებისას მიქაუტაძის და კვეკესკირის შეცვლა ,ვთქვათ გოჩალეიშვილით და იგივე აზაროვით ჩვენს თავდაცვით ზღუდეებს მეტ-ნაკლებად გაამაგრებდა და წინაც ,ხვიჩასაც მეტი მხარდაჭერა ექნებოდა.ნათქვამია:პარიადოკ ბიოტ კლას.პარიადოკს კი სანიოლი ვერა და ვერ ახერხებს,.ან როგორ მოახერხებს როცა კაცს ჰგონია,რომ გუნდი 60 წუთამდე კარგად თამაშობდა.გვჭირდება დამრიგებელი ,რომელიც პარიადოკს დაამყარებს და მაღალი წესრიგით ათამაშებს უკლასო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ამ ჩვენი ცოდვით სავსე ნაკრებს.

• გოჩა

პრ0ბლემა1-შეცვლები.კვარაცხელიას ორივე მაგარ შესრულებულ გოლში ლომის წვლილი ჩაკვეტაძეს ქონდა.პრობლემა2-ბურთის ამოტანა.ბიჭები წვალობენ,დარბიან,უამრავ ენერგიას ხარჯავენ ბურთის წართმევაზე და მაშინვე ვუბრუნებთ მეტოქეს ჩვენი კარებიდან ერთი დარტყმით.

• მწვრთნელი

ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელი ამ თამაშში შოტლანდიელებს მაგ ბურთს გადაახევდა თავზე! დანიშნეთ ნაკრების მწვრთნელად სტივ კეინი და 6 თვეში ევრო 2024-ზე გაგვიყვანს! ასეთი მწვრთნელით, როგორიც სანიოლია, თუ ძალიან არ გაგვიმართლა ვერც ლუქსემბურგს მოვუგებთ და ვერც აზერბაიჯანს! ლუქსემბურგმა 4-1 მოუგო ბოსნია ჰერცოგოვინას და აზერბაიჯანმა 10 კაცით 3-0 გაანადგურა შევედეთი (ეს ის შვედეთია ვისთანაც ისევ და ისევ კვარაცხელიამ მოგვაგებინა 2-0)!

• Lasha

მოედანზე ასე ცალსახად არ ჩანდა, მაგრამ მამარდას ორივე გოლისას ბევრად უკეთესად მართებდა მოქმედება. პირველი გოლისას დაგორებული ბურთი გაუშვა ახლო კუთხეში საკმაოდ შორიდან, საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა რეაგირებისთვის. მეორე ბურთზე თავური კი იყო, მაგრამ იქაც უკეთ შეეძლო. 3 ცენტრალური მცველით ვითამაშეთ და მაინც არ ვარგოდა დაცვა. ჩვენ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთების უმეტესობაზე შოტლანდიელებმა ითამაშეს. ერთი სიტყვით, რასაც ვიმსახურებდით, ის შედეგი მივიღეთ. თუმცა აშკარად სიამოვნების მომტანია უკვე ჩვენი ნაკრების ყურება.

• Თემური

კობიაშვილი უნდა დავნიშნოთ მწვრთნელად რადგანაც მაგ კაცი არის გიგანტი, გიგანტადაა დაბადებული. ორ საქმეს რა ლამაზად ართმევს თავს და სამი რო ჩავაბაროთ წარმოადგინეთ რა იქნება. მე თუ მკითხავთ მაგ იმნაირი პიროვნებაა სამი საქმეც ცოტაა, რაც შეიძლება მეტად უნდა დავტვირთოდ, ორი, ხუთი უფრო მეტიც ექვსი შვიდი, რვა ცხრა საქმე უნდა ჩავაბაროთ, საერთო ყველაფერი მაგას უნდა ვაკეთებიოთ და ნახეთ თქვენ მერე

• თემური

მადლობა შოტლანდიის ნაკრებს, რომ ბოლო წუთებამდე მთელი მონდომებით გვეთამაშა, და ... გოლიც გაგვიტანა (კიდევ კარგი "ეიფორიაში" არ დაგვტოვა)! ამაზე კარგ "სპარინგ პარტნიორს" ფეხბურთის ფედერაცია ვერ შეარჩევდა. ხომ ვიცით რომელი ორი თმაშის მოგებაა ჩვენი ოცნება! ხოდა თუ მწვრთნელი, თუ ფედერაცია ხარ დასკვნა საბოლოოდ გაააკეთე! კარგად გამოჩნდა ჩვენი ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები. კარგად ჩანს ვინ რისი მაქნისია! ვიღაცის "ხათრით" ან რაღაც "გარიგებით" არ შეარჩიოთ ფეხბურთელები!!!

• ბრავო

კარგი იუმორი გაქვთ და ფანტაზია. სულ ვხარხარებ თქვენს კომენტარებზე. მადლობა

• ირაკლი

გიორგი არის ჩაკვეტაძე, ჭანკვეტაძე არის ნინელი, ნინელი არ არის ნაკრებში გამოძახებული:

• 100%

ჩვენ რაც გვჭირს, სახეზეა. თქვენ კი, ,,მამაცი გულები,, კიარა, თხის კურკლები ხართ. ფიზიკურად ძლიერი გუნდი მინახია, მაგრამ ესეთი არა. 90 წუთის განმავლობაში არ ჩერდებოდნენ ვერ იტყვი, ,,რივოკით,, დარბოდნენ.

• დავით 67

რუსული საიტით ვყურებდი და ხვიჩას მეორე გოლის შემდეგ თქვა საქართველოს რესპუბლიკის საუკეთესო ფეხბურთელიაო. ვინ იყო ნეტავ ეს ჩემი ცოდვით სავსე. კაცს რესპუბლიკა და ქვეყანა ვერ გაურჩევია და რა უნდა გაგიკვირდეს.

• კ ო მ ბ ლ ე

შოტლანდიის ტრენერმა თქვა, საქართველოს უუუმაგრესი ნაკრები ყავს, ძალიან მაგრები არიან, მაგრამ ერთხელაც იქნება ნერვებს მაგრა ამიშლიან და წავცხებ კისერშიო. ხედავთ თურმე რა მაგრები ვართ და სანიოლმა 60 წუთიო ტოოო! კიდევ კარგი ერთი ტაიმი არ თქვა, პრინციპში ეგრეც არის, ერთ ტაიმს ქაჩავენ, მეორეში გამოდიან ცოტა დასვენებულები, ათ თხუთმეტ წუთს იძუნძულებენ და ბაც! უკვე დაბრედილები არიან, თოფითაც რომ დაადგე და ესროლო, ტრ...ს ვერ ააწევინებ. სანიოლი გასაგდებია აბა რა არის, ჰმ, 60 წუთიო ტოო? ერთი ტაიმი სანიოლ, ერთი ტაიმი, მეტს ვერ ქაჩავენ. რატო ატყუებ ხალხს? ირანში ყოლიათ მაგარი ტრენერი ყარამანა ყარჭო! ყარამანას რამენაირად, თუ დევითრევთ, ეგრევე მსოფლიოზე გაგვვქაჩავს... არა ბრააატ! შემეშვი რაა, მოვკვდე გინდა ტოო? ისედაც რამდენი ვირბინე ვერ დაინახეო? არადა რა ირბინეს? ორჯერ ერთი კარიდან მეორეში და მაკე ძროხასავით ქაქანებენ.. ხტფუი ბლინ! ამ გუნდით და ამ ვითამ ფეხბურთელებით გვინდა ხევროპაზე წასვლა? არ გვრცხვენია სიმონ ხო? თუ მართლა ეგრეა, მაში ძალიანაც კარგიიი.

• კოკო

კარგი ანალიზია, ოღონდ ჭანკვეტაძე არა, ჩაკვეტაძე

• არდილეს

ორი კაცი არ გვყვავს შუა ხაზში რომ ახლოს დაუდგნენ ერთმანეთს და ბურთი ცენტრამდე ამოიტანონ!!! მეტის ჩართულობაზე , კომბინაციით ან დრიბლინგით ამოსვლაზე აღარ ვამბობ!! ორი კაცი !!! წლებია უკვე!!! მხოლოდ ბურთის მოგერიება და ისევ მეტიქის იერიშო… სხვა რაზე ვილაპარაკოთ?!

• rao

რივალდოს ადარებ ქოჩორაშვილს? ან რა "უსახელოდ" წავიდა სასწაული კომენტარია პირდაპირ. იაპონიაში ჩემპიონი გახდა და ფინალშიც ითამაშა საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა

• Beqa

რივალდო წასულა უსახელოდ რას არ გაიგებს კაცი

• იკა

საიდან მოიტანე ქოჩორაშვილი ქოჩარიანად? "ქოჩორა, ქოჩორი, გვარის ფუძე აშკარად ქართულია. ქოჩორაშვილი მართლაც რომ ქოჩარიანი იყოს და ქოჩორაშვილები ერთ დროს ქოჩარიანები რომ ყოფილიყვნენ, რა პრობლემა გაქვს კაცი თუ ამბობს ქართველი ვარო. ტვინს დაატანეთ ძალა შენნაირმა პროვინციალებმა

• დავით 67

ვისაც ნაკრების თამაში მოგეწონათ წარმოიდგინეთ ხვიჩა რომ არ ყოფილიყო, რა მოხდებოდა, თუნდაც მაკტონტონიმეი არ ჰყოლოდათ. ერთი კაცით ძალიან რთულია წარმატების მიღწევა. ამ ქოჩორაშვილს ვინმემ აუხსნას რომ არსებობს var-ი.რას ჰგავდა მისი საქციელი.

• ქომაგი

ნაკრებს ჭირდება ახალი სისხლი განსაკუთრებით დაცვის ცენტრალურ ხაზში აგრეთვე სანიოლის დაცვითი სტილი არარის ქართველი ფეხბურთელების ხასიათში ჩამჯდარი ვგულისხმობ რო მეტოქეს საკუთარ მოედანზე ამხელა სივრცეები არ უნდა დაუტოვო პირიქით უნდა ეცადო მისსავე ნახევარზე ეთამაშო და წნეხში მოაქციო არის ამის რესურსი უბრალოდ სხვა ტიპის მწვრთნელია საჭირო თუნდაც ქართველი მწრვთნელი.

• ფეხბურთი

ფეხბურთი არის კოლექტიური სპორტი, სადაც თერთმეტივე ფეხბურთელი მეტ ნაკლებად თანაბრად უნდა იყოს მომზადებული. წარმოვიდგინოთ ამ გუნდს კვარა არ ყავდეს, რას იზავს… ერთი კაცი დარბის წინ და უკან ენა გადმოგდებული და მაგით აპირებს გუნდი წარმატების მიღწევას?!

• მათე

მხოლოდ ახალაგაზრდა ფეხბურთელებზე მინდა ორი სიტყვით, კალანდაძე შეიძლება ნიჭიერია მარა ადრეა სანაკრებოდ. უსუსურად გამოიყურებოდა. და ძაან ცუდი იყო ქოჩორაშვილის საქციელი. ჯერ საშინელი არასპორტული პატკატი გააკეთა და მერე სიმულაცია მისი როცა სახეზე აიფარა ხელები და დავარდა ამაზრზენია ახალგაზრდა ფეხბურთელისგან. რივალდომ გააკეთა მსოფლიოზე ასეთი რამ ტოკიოში და მაგ საქცუელის გამო წავიდა უსახელოდ ფეხბურთიდან. ქოჩორამ უკადრებელი საქციელები ჩაიდინა. ისე ნაკრებს არაუშავდა .

• bejo

გეთანხმებით რომ მომავალია კალანდაძე , და არა აწმყო ... მხოლოდ იმის გამო რომ გასაყიდია ფეხბურთელი არ უნდა მიცე თამაში ნაკრებში ... ეგ მენტალიტეტი გვაქვს ქართველებს რაც გვღუპავს რატომ ათამაშეს მექვაბიშვილი (საერთოდ სიაში რატომ არის მე ეგეც მიკვირს) ალთუნაშვილს სჯობს რამით ეგ ხო ზღაპარია ... უბრალოდ უნდა გაიყიდონ ეგ ფეხბურთელები და ფედერაციამ სთხოვა ვილის რომ თუ იქნებოდა ვარიანტი ბარემ შეეყვანა კიდეც მორჩა ეგაა თორე ვინმეს განა კალანდაძის პრობლემა აქვს ან მექვაბასი უბრალოდ თქვენ როგორც ამბობთ ეგენი მომავალი არიან და მომავალში უნდა ითამაშონ

• დააT

აზერბაიჯანმა, მოლოდოვამ, ალბანეთმა, სომხეთმა, ყაზახეთმა, ლუქსემბურგმა თავიანთ ჯგუფებში მინიმუმ ერთხელ ძლიერი მეტოქე დაამარცხეს, საქართველომ კი ვერცერთი ძლიერი მეტოქე ვერ დაამარცხა. ? საქართველო ფიზიკაში 0 და რითი გავდივართ ევროპაზე?

• Анзор

Meore goli chakvetagzis shecvlas mokva centri moishala

• ქ. გ.

ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ მაიმუნობა რომ არ დაეწყო ქოჩარიანს, მოვიგებდით თამაშს.

მართლა ვერ ვიგებ რა გინდათ :))) ან მამარდას რას ერჩით ან კალანდაძეს? მამარდამ რაც გააკეთა საქართველოსთვის და ქართული ფეხბურთისთვის თქვენ მაგას ვერასდროს ვერ შეძლებთ.კანალდაძეს რაც შეეხება ჩართეთ ევროპა (U21)და მერე წერეთ ეგ პრტყელ-ბრტყელი სიტყვები თითქოს პირველი ან ბოლო მცვწლი და ფეხბურთელია რომელმაც შეცდომა დაუშვა…..არც იყო მისი ბრალი სამი შოტლანდიელი ედგა…….სწორედაც რო ორივე იმსახურებს ეროვნულში ყოფნას და ნუ დაგავიწყდებათ რომ ეგ ბიჭები ჩვენი მომავალი არიან.კრიტიკა და აზრის დაფიქსირება სხვა რამეა სანამ რამეს დაწერთ გადაიკითხეთ ხოლმეე

კალანდაძე როგორ უნდა გამოიყვანო რას ნიშნავს?

• Levani

მექვაბიშვილი აშკარად სუსტია,მასეთი საყრდენი რო ყავს გუნდს უფრო მეტს უნდა უშვებდეს

მაგრა უყურებ შენ ფეხბურთს ძმა :)) კალანდაძის,გელაშვილის და საზონოვის დამსახურებაა რაც ქნეს ევროპაზე ახალგაზრდულმა.

• Rezo

დაქართველის ყველა ფორმაციის ნაკრები ერთი ს....ა. ერთადერთი ეგაა, რომ კვარაცხელია გვყავს. სრული კატასტროფა, უნიჭობა, უსისხლობა, მანდრაჟი, უიმედობა ( სამარცხვინო სიაფანტი გორიალიც დაემატა). ერთი სიტყვით- ფეხბურთელები კაცები არ ხართ!

• რუსთავი

არვიცი ყველას მოწონს კვარას დღევანდელი თამაში, მაგრამ მე არ მომეწონა საშინლად ორივე გოლის მიუხედავად! ქაოსი აქვს მოედანზე, უაზრო დრიბლინგები 98% კარგავს ბურთს და ეს ყველაფერი კარგი მაგრამ უდისციპლინობა და არასპორტული საქციელია რამოდენიმეჯერ რაც გააკეთა, ერთხელ საერთოდ გადასული იყო ბურთი, ეს უდისციპლინობა ქმნის სურათს მოედანზე, რომელსაც სანიოლი ვერ ალაგებს. P.S. კვარა კარგი ფეხბუეთელია, ფანატიკოსები ნუ გამოხტებით, აქცენტი სხვა რამეზე მაქვს.

• gio

ისევ ბოლო წუთზე დავყვინეთ

• ლევანი

ეხლა ვუყურებ ლუქსემბურგი-ბოსნიის თამაშს, 2-0 უგებს ბოსნიას, რა ვიცი აბა, თან უეჭველი უნდა მოვუგოთო, ამათ ადრინდელი ლუქსემბურგი ჰგონიათ. რა ვიცი, რა ვიცი...

• M

შოტლანდიასთან ფრე. და ვუყურებ კომენტარებს სადაც მხოლოდ ლანძღვაა. უბრალოდ მაინტერესებს იმ ფეხბურთელებს რატომ ვლანძღავთ ვინც გამოიძახეს და აკეთებენ იმას რაც შეუძლიათ. კაშიას და სხვების ბევრი ძალიან კარგი თამაში მახსოვს და ელემენტარული დაუფასებლობაა, კაი ფრეა, კაი გუნდთან რომელიც უკვე გასულია. მესმის შენიშვნები ასე კი არა ასე უნდა გარკეთებენა და კრიტიკაც, მაგრამ ასეთი რასაც ვკითხულობ არა. მადლობა ყველას ვინც 100% დაიხარჯა. კვარა ჩანკვე მაგრები არიან მაგრამ ეს 2 ფეხბურთელიც ვერაფერს გააკეთებენ დანარჩენი 9-ს გარეშე. წინ მარტია მოემზადეთ და გაგვახარეთ

• გიორგი

კვვარას აბრალებ კიდევ რამეს?

• გია

ეს თამაში სანიოლის კისერზეა რა შეცვლები გააკეთა ჩაკვეტაძე არ უნდა გაეყვანა, არ მიქაუტაძე. სუსტი ნაკრები გვყავს 2,3 მოთამაშის გარდა.

• ვატა

ვიცი;) აგენტმა ითომ*რა ფედერაციაში)) ისე, მაგ ორის მაქსიმუმი, ლიტვა-ლატვია,ჰა ჰა ყაზახეთი, აზერებია.

• სოსო

ასე ანთებული საქართველოს ნაკრები,დიდი ხანია,ასე ანთებული აღარ მინახია.რა თქმა უნდა შეცდომებიც გვქონდა,მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი დადეს და უბრალოდ,ძალები აღარ გვეყო.სანიოლმა ტანმაღალი მცველები დააყენა,მაგრამ შენგელია და ლოჩოშვილი დაშავდნენ,აზაროვი კი,ათლეტურ შოტლანდიელებს,მაღალ ბურთებზე ბრძოლას ვერ მოუგებდა და ჩვენ კარში მეორე გოლი,სწორედ ასე გავიდა.სამმა კაცმა მიიღო მხრის ტრავმა.ასეთი რამე,არასოდეს გამიგია.დღეს მაკედონიასთან საქართველოს 21 წლამდეთა ნაკრების თამაშისას და ამ თამაშში მსაჯების გადაწყვეტილებები სრულიად სხვადასხვა იყო.იქ,მაკედონიელთა მხრიდან პროვოკაციებზე,მსაჯი ორივე მხარეს აფრთხილებდა,აქ კი,მსაჯი მხოლოდ ჩვენებს აფრთხილებდა და საპასუხო უხეშობაზე თვალს ხუჭავდა.მიქაუტაძეს და ზივზივაძეს,მაიინც დაკარგული აქვთ,უნარები.სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა,საგრძნობი იყო.თუ ასეთი განწყობა გაზაფხულის თამაშებშიც გვექნება,არა მგონია,ევროპის ჩემპიონატში გასვლაზე,პრობლემები შეგვექმნას.ჩვენს კარში პირველი გოლის დროს,დარტყმა ვერ დავუბლოკეთ,მაგრამ მამარდა რატომღაც არ ელოდა დარტყმას და რეაგირება არც უცდია,ვფიქრობ,ეს რეალტან მატჩში მიღებული ფსიქოლოგიური დარტყმის შედეგი უნდა იყოს.თუმცა მერე,სასწაული მოგერიება გააკეთა,რომელიც წესით ვერ უნდა აეღო.დარტყმის შემდეგ,ასეთი რეაქცია,შეუძლებელი მგონია,ვფიქრობ,მან ინტუიციურად განსაზღვრა დარტყმის მიმართულება და წინსწრებით დაიწყო,კუთხისაკენ მოძრაობა.50 წლის წინ,ჰოკეიში სსრკ ნაკრების მეკარე ,ვლადისლავ ტრეტიაკი ხელმძღვანელობდა მსგავსი პრინციპით და ამერიკა -კანადაში ტურნეს დროს,ფანტასტიკურ დარტყმებს იგერიებდა,ნჰლ-ის ვარსკვლავებთან ბრძოლებში.ამერიკელი და კანადელი სპეციალისტები,ვერ ხვდებოდნენ,როგორ შეიძლებოდა,ასეთი დარტყმების მოგერიება,ის კი,ხშირად,ხელ შიც იჭერდა,უმძლავრეს დარტყმებს.

• რატი

ყველა პრობლემის სათავე არის ნეხვდერაცია! არაა საჭირო ვინმეზე ისრების მიმართვა. სანიოლს გაუშვებ თუ ოთხიოლს მოიყვან, პრობლემის სათავე იგივე იქნება - ნეხვდერაცია!!!

დღეს ათი კავი ეთამაშებოდა შოტლანდიას.მეკარე მამარდაშვილი შოტლანდიას გულანთებული ფანი აღმოჩნდა.ანტი მეკატე!ნაკრების სირცხვილი!საეჭვო გოლები

• დავიდუსი

კომენტარებს ვკითხულობ და მგონია სხვადასხვა თამაშს უყურე. რა გააკეთა შოტლანდიამ საერთოდ, პირველი უაზრო გოლი გავიდა ,მეორე დაცვის შედომით და ვინ შეცდა? ორი გოლის გარდა ორ ნაღდი გოლის შანსი გვქონდა! 70 წუთი ჩვენი რესურსიდან გამომდინარე ძალიან კარგად ვითამაშეთ, მერე დაღლილობა დაეტყო, აქ გამოჩდა უთამაშებლობა გუნდებში,ვინც თამაშობს ისინი არ დაღლილან. დღეს ორი ქულა დავკარგეთ? ასე დისციპლინით და შემართებით მარტში ვითამაშებთ აუცილებლად გავალთ ევროპაზე! თან იქ გუნდები უფრო დაბალი კლასის იქნება! წინ საქართველო!

• KOSTAKURTA

მარტის თამაშების შემდეგ სასწრაფოდ სანიოლი უნდა მოაშორონ! სანიოლზე ადრე კი კვირკველია და კაშიას უნდა დაახვევინონ! თუ ეს 2 ფეხზე მძინარე მცველი გვეყოლება ისევ, დაცვა იქნება ისევ პრახადნოი დვერი.

• ნიკა

წინა თამაში რომ წავაგეთ შოტლანდიაში (წვიმაში), გახსოვთ როგორ ირონიულად წერდნენ იქაური ჟურნალისტები - ეგეც თქვენი კვარადონაო. ხოდა მიიღეს დღეს კვარადონა! იმედია ამის მერე ჭკუაზე მოვლენ. თავად თამაშს რომ დავუბრუნდეთ, საერთო ჯამში არ იყო ცუდი, თავისუფლად შეიძლება აქტივში ჩავუთვალოთ ჩვენებს. მთავარია ყოველი ასეთი თამაშის შედეგად ისწავლონ და გაძლიერდნენ. პრესინგი უნდა ვისწავლოთ, პრე-სინ-გი!

• გიორგი

მამარდასთან რა გონდა რომელი იყო ამარდას ბრალი?

• საქმეც მაგაშია

საქმეც მაგაშია მამარდა რომ კარგი ფეხბურთელი გგონია, ნიჭიერია უდავოდ, მარა ჯერ მაგის ნაკრებში კარში დგომა ადრეა. გამოსვლებზე შეცდომებზე არ ვლაპარაკობ მარტო, ფეხით პასს ვერ იძლევა სწორად და დღეს ელემენტარული შეცდომა დაუშვა. მერე დრო რომ გაგყავს ისიც უნდა იცოდე, რომ გუნდს ამითი დუხს უგდებ

• ირაკლი

კალანდაძე, გელაშვილი და საზონივი, ნაკრების ხვალინდელი დღეა… გაკვეთილი იყოს შენთვის, ჩემო პატარა მეგობარო! მჯერა, რომ მომავალი შენია ( კრიტიკა ჯანსაღად მიიღე და მომავალში უკეთესზე ეკეთესი დაუბრუნდი საკუთარ თავს და ნაკრებს) წარმატებებს გისურვებ!

• Kazanova

ისევ ინდივიდუალიზმის ხარჯზე გაგვაქ გოლები. მწვრთნელის ხელი გუნდს ისევ არ ეტყობა, ჩაკვეტაძე კვარაცხელიას დუომ შექმნა ის 2 გოლი. თავიდან უმოტივაციო შოტლანდიამ მოგვცა თამაშის საშუალება და როცა 2 ბურთი მიიღო და თამაშს აგებდა იქ სქოთებმა ჩართეს მაღალი სიჩქარეები და ფაქტიურად მატჩის დასკვნით ნაწილში საკუთარ კარზე მიგვაჭაჭვეს და საბოლოოდ დაგვსაჯეს კიდეც, შოტლანდიას რომ დაჭირვებოდა და მატჩი ერთი ათი წუთი კიდევ გაგრძელებულიყო დარწმუნებული იყავით მესამესაც ისე გაგვიტანდნენ როგორც დაგიბარებია. კვირკველია კაშიას ტანდემი არასაიმედო და სერიოზული ბალასტია გუნდში, ცენტრში როგორც კი გვაპრესინგებენ ისევ აჩრდილები არიან ჩვენი საყრდენები დაცვით ფუნქციებში და ისევ "პრახადნოი დვერია" ჩვენ მოედნის ნახევარზე. მეკარე მამარდაშვილი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ბოლო პერიოდში სტაბილურობას უკლო როგორც კლუბში ისევე ნაკრებში რაც დღესაც თვალნათლივ გამოჩნდა და რაღაც თუ არ გამოასწორა დიდი ალბათობით ვალენსიაში ზამენაზე გადასვავენ და ნაკრებში პრობლემა გაგვიჩნდება ამ ეტაპზე ყველაზე უმტკივნეულო პოზიციაზეც. ნუ ეხლა მარტის უპრინციპულესი თამაშები რომ არა დღესვე გასაშვებია სანიოლი ტიპს არა აქვს მეტი გაქანება/კლასი და რა გინდა რო მოთხოვო ესაა მისი ჭერის ზღვარი ანუ ბუქსაობს ერთ ადგილზე და ნაკრებს უკეთესს ვერ ხდის. არ დაგვავიწყდეს ხვდებოდით მეტოქეს რომელსაც 3 ტურით ადრე ქონდა გარანტირებული ევროპაზე გასვლა ჩამოვიდნენ თავიდან უმოტივაციოთ გავუტანეთ კვარას კლასით 2 გოლი მაგრამ როგორც კი დაჭირდათ დაგვანახეს ვინ არის უფრო კლასიანი და უფრო ძლიერი გუნდურად და არა ინდივიდუალურად ამ ეტაპზე. ინდივიდუალურად ასეთ დონეზე თამაშებს ვერ მოიგებ ეს ჩოგბურთი ან ჭიდაობა არ არის. რეალურად გვყავს 1 ვარსკვლავი 2-3 საშუალოსთან ახლოს მყოფი ფეხბურთელი დანარჩენები სამწუხაროდ ბალასტები. ეს 3-4 კაცი კი გვყოფნის ჩვენი კალიბრის ან უფრო სუსტ ნაკრებებთან მაგრამ საქმე ცუდათაა როცა ევროპული საზომებით საშუალო გაქანების შოტლანდიას ან ტოპ ნაკრებებს ხვდებით. იქ კლასი აღარ გვყოფნის შეცდომებს ვუშვებთ მათ სიჩქარეებს ვერ ვყვებით მათ მაღალ პრესინგს თავს ვერ ვაღწევთ მოკლე პასებით ვერ ამოვდივართ რაც რეცეპტია კონტრ პრესინგის შეთავაზებისას და საბოლოოდ ინდივიდუალიზმს წონის გუნდურობა რაც ფეხბურთის დაუწერელი კანონია და საბოლოოდ ვიღებთ იმ შედეგს რასაც ვიღებთ ასე მარტივად თავმოყვარე გუნდი გოლებს არ უნდა უშვებდეს თუ მას რამეზე ოდნავ მაინც პრეტენზია აქვს ეს აქსიომაა.

• სანდრო

კიდევ კაი შოტლანდია გასული იყო თორემ ესპანეთს მოგვანატრებდნენ.არ ვიცი სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მარაზმი რასაც საქართველოს ნაკრები ფეხბურთში ქვია.გუნდს რომელსაც დიდ ფორუმებზე თამაშის პრეტენზია ქონდეს და მთელი 35წუთის განმავლობაში გადაბმულად ორი წუთი ვერ ინარჩუნებდეს ბურთს. რთულია ამ საცოდაობის ყურება

• zura222

კვარაცხელიას გარეშე ეს ნაკრები სადღაც ანდორის და გიბრალტარის დონეა და ამაში 99% მწვრთნელის "დამსახურებაა @ რა იყო ეს ? დაცვა ნული ორთაბდძოლები ნული მაღალ ბურთებზე ბრძოლა ნული და კიდევ ერთხელ შტაბეჭდილება თითქოს მეტოქე 3-4 კაცით მეტი იყო მოედანზე @ არანაირი კომბინაციები არანაირი ბურთის ამოტანა დაცვიდან და ამას პლიუს კატასტროფა ბურთზე თამაშში--ისე ადვილად ატყუებდნენ ჩვენ ფეხბურთელებს თითქოს ეზოს ბავშვები ეთამაშებოდნენ დიდების გუნდს @ სანიოლის ხელში არანაირი შანსები არ გვაქვს მარტის თამაშებში კი არა თამაშშიც (ასეთი თამაშით ლუქსენბურგსაც ვერ მოვუგებთ) სასწრაფოდ გასაშვებია სანიოლი და ნორმალური მწვრთნელის მოყვანა სანამ 4 თვე დარჩა მარტის თამაშებამდე ! ან ისევ კვარას იმედზე უნდა ვიყოთ იქნება ლურსემბურგს და საბერძნეთს 4-5 გოლი გაუტანოს !

• A

ამათ რომ ელემენტარული თავმოყვარეობა ქონდეთ უნდა გაეპოთ უმოტივაციო შოტლანდია პირველი მატჩის გათვალისწინებით მაინც

• ზურა

ორჯერ ორი ოთხია, რომ შოტლანდია თავით თამაშში თავით მაღლა დგას. ამიტომ მათ არამარტო საჯარიმოში უნდა ეთამაშო თავით - ჩაწოდების საშუალება არ უნდა მისცე - ამაზე უნდა გააკეთებინო მცველ-ნახევარმცველებს ორიენტაცია. მეორე ბურთის გაშვების წინ შოტლანდიელს ორ მეტრში ედგა ჩვენი მცველი, რომელმაც გულგრილად, ხელისშეუშლელად, მოზომილად ჩააწოდებინა მას საჯარიმოში - ანგარიშიც გათანაბრდა. ეს მანამდე არაერთხელ განმეორდა - ეს სანიოლის ძალიან დიდი შეცდომა იყო და ამას ფეხბურთელებიც უნდა მიმხვდარიყვნენ

ამოაგდეთ კვარას ინდივიდუალური გოლები (პირველიც მისი კლასის დამსახურება იყო თორემ ეგ არ იყო დასარტყმელზე პასი) და აბა გუნდი???

• ლევანი

იმდენია სათქმელი, აქ როგორ დავწერ, მაგრამ ორი სიტყვა რომ არ ვთქვა, ვერ მოვითმენ. დათვალა ვინმემ, კვირკველიამ რამდენჯერ მისცა თავით დარტყმის შანსი სკოთებს. კი არ იბრძვის მაღალ ბურთზე, შორიდან უყურებს. საზონოვი არის უალტერნატივო, დაცვის ცენტრში. და საერთოდ, ის რაც მეორე გოლის მომენტში მოხდა, ასეთი დაცვით, რა ევროპა, რის მსოფლიო, ეეეჰ. დღეს ახალგაზრდების თამაშს ვუყურე, როგორ არ ვთქვა, ორი ტაიმი ბიჭებმა, მაღლა აწეული, აქტიური პრესინგი ითამაშეს, მთელი ორი ტაიმი, და მაინცდამაინც დაღლა ძალიან არ ეტყობოდათ. არ ყოფილან სუსტები ხომ? ესენი გოლის მერე ცენტრს ვეღარ გადასცდნენ. ან მამარდამ რა გოლი გაუშვა პირველი, ფეხი რომ გაეწია, ასე მგონია აიღებდა. ისე ნეიტრალური ქომაგისთვის, მაგარი თამაში იყო, მაგრამ მე ჩემი საბრალო ქვეყანა მტკივა, თითქოს რაღაცას ვახერხებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვერც ვერაფერს. ეეეეეჰ დიდება საქართველოს!

• საბურთალო

ბრავო კვარა და ჩაკვე...........

• საქმეც მაგაშია

ჩაუყარეს კაცს წყალში მთელი გმირობა. ნაკრების ნომერ 1 მეკარე არის გიორგი ლორია. მამარდაშვილმა ჯერ ბევრი უნდა ისწავლოს! ლოჩოშვილი რა კარგად იდგა და კალანდია რატომ შემოუშვა იმ შეჩვენებულმა? ბრუნდებოდა უკან. ასეთ მატჩში შეიძლება ბოლო წუთებზე შემოშვება? ან აზაროვი სად იყო, მოკლედ ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, კაკაბაძე დღეს ტოპ დონეზე თამაშობდნენ, დანარჩენები იყო მაჩანჩალა ბალასტი ნაკრებში. უნდა ბევრი მუშაობა მეგობრებო

• კახა

ნაკრების თავდასხმა კარგია.კვარაცხელია მაღალი კლასია.მომეწონა ჭანკვეტაძე.აშკარად მომატებული აქვს.კარგი იყო ქოჩორაშვილი,კაკაბაძე.დაცვა ყველაზე სუსტი რგოლია.აშკარად წააგო თითქმის ყველა საჰაერო ბრძოლა,რამაც შოტლანდიელებს შეტევაში დიდი უპირატესობა მისცა. კარგი მწვრთნელი არ ათამაშებს კვირკველიას,კაშიას,კვეკვესკირს,მექვაბიშვილს. არ მომწონს ლოჩოშვილი რადგან სულ ჯარიმის ზღვარზე თამაშობს,რაც შოტლანდიელებს უპირატესობას აძლევდა სტანდარტულების დროს.დაცვაში აზაროვიც არ ვარგა. შენგელიას არა უშავდა. მიქაუტაძე არ არის ფორმაში,მაგრამ მისი მჯერა,ათამაშდება,მაღალი კლასია.დავითაშვილს და ზივზივაძესა არა უშავს.მეკარე კარგია,მაგრამ ხანდახან რა ბურთებს უშვებს გასაკვირია.პირველი ბურთი ასაღები იყო. მოსაძებნია კარგი მცველები.თუნდაც საზანოვი,გველესიანი,გელაშვილი,გადრანი მოსინჯონ.ალთუნაშვილს რატომ არ ათამაშებენ გასაკვირია? მოკლედ ამ დაცვით ვერ გავალთ ევროპაზე ამას უნდა ხედავდნენ

• სიმართლე

კვარას ჟილკა მომეწონა დღეს, მაგრამ ამაზრზენია ტყუილად მიწაზე კოტრიალი და არამარტო კვარასი. ესე არ შეიძლება, უბრალოდ მაგარი სირცხვილია

• zaz197

ძალიან არასწორი საქციელია ვილი.... ამ ნაკრებს სათამაშო აქვს გაზაფხულზე ალბათ ორი თამაში ერთა ლიგიდან გასასვლელად, ერთი მინიმუმ, ასევე უნდა მოემზადოს მომავლისთვის...მომავლის ნაკრების ბირთვი უნდა იყოს კვარასთან და ჩაკვესთან, მამარდასთან ერთად საზონოვი, სიგუა, ივა გელაშვილი, კვერნაძე და ასე შემდეგ ბიჭები არიან და არა კვირკველია და სხვა ვეტერანები.... შენ ოღონდ დღეს რამენაირად არ წაგეგო და ფეხზე დაიკიდე მომავლის პერსპექტივა

ამან იცი რა ქნა? პასის გამკეთებელი გაიყვანა და დაცვითი კაცი შემოიყვანა. დინამოში შეიძლება, მაგრამ აქ არ გამოსდის წინ თამაში ამ მექვაბიშვილს. ეგეც არ იყოს, ფიზიკურად ხომ ნახე, ვერ გაძლეს ის დამატებული 7 წუთი. ახალგაზრდა კალანდაძე სამ კაცს ერთად შეატოვეს.ისინი კიდევ პირიქით - პროვოკაციებზე მოდიოდნენ, თავხედობდნენ, მაღალ ბურთზე თამაშობდნენ და ბოლოს ეგრე გაიტანეს. პრინციპში ლოგიკური შედეგია და არ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო.

• გიო

კალანდაძე არ არის ნაკრების დონის მოთამაშე, მამარდაშვილმა ვერ ისწავლა გამოსვლებზე თამაში, ცენტრალურ მცველებს სისწრაფე დაკარგული აქვთ

• ირაკლი

გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ფედერაციის ხელში ქართველი ხალხის ემოციები სამასხარაოდ არ ყოფნის ფეხბურთის მმართველ მაფიოზებს. ფეხბურთი მაგათ მხოლოდ შემოსავლის წყაროდ აინტერესებთ. მკვდრის გაყიდვა რომ შეიძლებოდეს მაგასაც ძირითადში დააყენებდნენ. სამწუხაროდ მთავარი კატასტროფა მარტში გველის. მაგასაც "გაგვიპრავებენ" და ყურებზე ხახვს ვერავინ დააჭრის. ეს რა ჭირი გვჭირს ტო...

• ATP 16

საზონოვი , რომელიც სკამზე დატოვეს 21 წლამდელებშიც , კვირკველია , რომელიც შეუცვლელია , მგონი კაშიაზე მეტადაც კი ენდობიან , თუმცა მე რომ მკითხოთ კაშიაც და კვირკველიაც სკამზე უნდა დასვა , არცერთს სისწრაფე არა აქვს და ლოჩოშვილი-საზონოვი-ხოჭოლავა-გელაშვილი ეს უნდა იყოს მომავალი . მარტში რომ კვირკველიას შეცდომის გამო წავაგოთ , ძელზე უნდა გაგსვათ მთელი სტაფი მასთან ერთად . როგორც იქნა ჩაკვე-კვარა მუშაობს და ყველაზე მაგარი ამბავი ეგ არის , პლიუს ქოჩორაშვილიი , რა იმოძრავა მთელი თამაში , ძალიან მაგარი ბიჭია და ცოდოა მართლა ლევანტეში, უფრო მაგარი გუნდი ეკუთვნის. გიოზე უთამაშებლობამ თავისი კვალი დატოვა, თუმცა არ გაჩერებულა გუნდს დაცვაში ეხმარებოდა. საწყენია რომ მოგებული თამაში ფრედ დავამთავრეთ, თუმცა ეს არაფერს არ ცვლის, შეიძლება მოგებასაც სჯობდეს, იქნება ეხლა მაინც გაარჩიონ შეცდომები, მოგების ემოცია ბევრ რამეს აბათილებს ხოლმე. ხვიჩას ბრავო, კარგად მოერგო ახალ პოზიციას, ერთ დროს პეპმა გაზარდა მასე მესის შედეგიანობა, რავიცი-რავიცი ვნახოთ იქნებადა ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ფაქტი ჯიუტია.

• ლერი

ტიპი ორ მეტრიანია და თავის საჯარიმოში ბურთს ვერ ხსნის, სანიოლმა კი ისეთი შეცვლები გააკეთა გოლი რომ გაუშვა, ან დებილია ან შეგნებულად არ მოიგეს

• გიორგი

23 წლიანებმა უფრო ორგანიზებულად ითამაშეს, გუნდს თავისი სახე ჰქონდა, აქ კი ვერ დავინახე. კარგი, დაცვიდან თამაშობ მაგრამ დაცვის ხაზი ხან სად იყო ხან სად ხან სად მოირღვეოდა ხან სად. რამდენიმე ფეხბურთელის კლასის ხარჯზე გავედით ფონს.

• წეღან დავწერე

და არ გამომიქვეყნეს.კიდევ ერთხელ დავწერ:ამ გუნდს მომავალი არა აქვს!ამას ფეხბურთი არ ჰქვია!მხოლოდ ხვიჩას იმედად კი,მთელი მისი გენიალურობისა და ბრწყინვალებას მიუხედავად,შორს ვერ წავალთ!

• ადამიანო

ძალით ითამაშეს ფრე წაგებას გადაურჩით...ეს მარაზმია თამაში კი არა ქუჩის ფეხბურთი იყო ასეთი ნაკრებით რას უნდა მივაღწიოთ ან რა პრეტენზია გვაქვს

• ვატა

ადრეც ვთქვი, კაკაბაძე კაფუ ყოფილა)) თავით თამაშიც რომ იცოდეს, კრაკოვიაში კიარა, კალიარიში იქნებოდა მინიმუმ))

• ზაზა

მთელი შოტლანდიის თამაში აგებულია მაკტონიმენზე რომელსაც მართლა კარგი დარტყმა აქვს და ფლანგებიდან მაღალ ბურთებზე. ვერცერთი ვერ დავიცავით, პირველ ტაიმშიც და მეორე ტაიმშიც სტანდარტულებზე პირწმინდად დაგვჩაგრეს შოტლანდიელებმა. თამაშითაც გვაჯობა შოტლანდიამ, ცენტრში მაგრად დაგვჯაბნეს სამწუხაროდ. საზონოვი ამ სიმაღლე მოთამაშეა და მეორე სართულზე მაგრად დაუდგებოდა. რეალობა ის გვაქვს რომ კვარა + ჩაკვეს გარეშე ძალიან სუსტი ნაკრები გვეყოლებოდა. კვარას მეორე გოლზე რომ პასი მიიღო ეგეთებს ვინ უკეთებდა მანამდე? არც არავინ. ნაკრებს არ ეტყობა გუნდური თამაში. დღევანდელი ფრე კვარა + ჩაკვესია!

• soso

სად არის ამ ვიდეოში კვარაცხელიას დუბლი?

• amberგ

1-0- ზეც და 2-1 ზეც გამოჩნდა რომ სანიოლი არის ნული. ასევე დაცვის ცენტრი არის ნული. მადლობა კვარას. ასეთი შეგვიყვარდი :-*

• 1212

100 მილიონი კი არა 100 ლარს არ გადავიხდიდი კვარაცხელიაში, რა მომენტები გააფუჭა. აღარ შეიძლება ამის მოთმენა! კმარა კვარა! (ვარდნა)

• გიორგი

ჩაკვეტაძე, კვარაცხელიას გარეშე ეს ნაკრები არაფერს წარმოადგენს!!!!ერთა ლიგის ფინალშიც მაგიტომ წავაგეთ მაკედონიასთან, რომ არც ერთი გვყავდა!!!!!!

• გია

ესენი რომ ევროპაზე ან მსოფლიოზე გავიდნენ ხო წარმოგიდგენიათ რას იზავენ.შოტლანდიამ ბურთი გადაახია თავზე შოტლანდიამ კაცო.გუნდმა რომელმაც ნავესების მეტი არაფერი იცოდა ბურთი დაუმალა ((ტექნიკურ)) ქართველებს.რითი ვეღარ უნდა მივხვდეთ რომ ჩვენთან აღარ არსებობს ფეხბურთი კი ბატონო 10-15წელში ერთხელ გამოანათებს ქინქლაძე კვარაცხელია მარა არც ერთია მარადონა და არც მეორე რომ მარტომ მოიგოს თამაშები.მწვრთნელი არა საშუალო დონის მეკარე რომელსაც რა რეკლამაცა აქვს იმის ნახევარს რომ თამაშობდეს რა გვიშავს დაცვა არა ნახევარდაცვა არა და აბა თამაშს მარტო ხვიჩას მონდომება არ შველის ასე რომ მოვეშვათ ილუზიებს შოტლანდიას რომ მოენდომებინა 10დან 10შემთხვევაში ათრევდა ამ მოძუნძულე ნაკრებს

• Gia

Kvaras super tamashi frem gaauferula. Mamardas maqsimumi a valensia.loria mis asakshi da frinavda.

დღეს მანარდაშვილის გაშვებული გოლები საეჭვო იყო ძალიან.ბიჭები თავს დებენ ეს კი შეგნებულად თუ შეუგნებლად ურეაქციოდ უშვებს გოლებს.

• Givi

უნდა მოგვეგო გამიტყდა... ასეთ გუნდთან ბოლო წუთებზე 2-3 კაცით უნდა ითამაშო ფრთაზე დაცვაში ან გელაშვილიც გამოეყვანა ბარემ ჩაწოდებებზე ბოლოს...ჩაკვე საოცარია ნეტა მაგის მწვრთნელის თავში ჩამახედა რომ არ ათამაშებს გუნდში.

• roni

სირცხვილი არაა? ბარსასთან ნოუ კამპზე ტიპმა იფრინა და ნაკრებში არ ათამაშებენ... ჟურბალისტები არ ხართ კითხეთ ვილია თუ მასკვიჩი მოსწონს კვერკველიას თამაში? ან ეს კალანდაძე რატო უნდა გამოიყვანო დინამო რისი მაქნისიც არის კი ვიცით ხან ვინ აპობს შუაზე და ხან ვინ.... კვეკვესკირის ტყლარჭიაობა მოეწონა??? ტორპედოს ჩამშლელი მშვენიერი ბიჭია არაბიძეს შეუძლია თამაშის გამწვავება ჯარიმის გატანა... სიფათზევე ეტყობა სანიოლს რომ.ვირივით ჯიუტი ტიპი იქნება. მოაშორეთ ნაკრებს

• გიორგი

გილოცავთ ფრეს. კვარამ გადაგვარჩინა წაგებას. სანიოლ-ხიზანას კიდევ დიდხანს ვერ მოვიშორებთ. ახლა იძახეთ სპორტი (ნაკრების მწვრთნელობა) და პოლიტიკა (ფედერაციის პარლანემტარი თავმჯდომარე) გამიჯნულია. ჭ-კლასისი დონის მწვრთელებს რომ ნიშნავენ, ალბათ გვეჩვენება.

• KOSTAKURTA

რა დასანანია.....თუმცა ლოგიკური დასასრული იყო. შოტლანდიელთა მიერ ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთებიდან, 14-დან 12 საჰაერო ბრძოლა მეტოქემ თავით მეორე სართულზე მოგვიგო.ჩვენ მხოლოდ 2. ეჰ.....

• იკა

ის რა იყი,რა შპანა შემოიყვანა მეორე ტაიმში

• რუსთავი

კვარა არის საშინლად უდისციპლინო ნაკრებში, გასაგდები იყო ამ თამაშში საერთოდ. არ შეილება ამდენი თავისუფლება ქაოსს ქმნის უაზრო დრიბლინგებით. სანიოლს საერთოდ მწვრთნელის ლიცენზია თუ აქვს უკვე მაგისიც აღარ მჯერა. 10 მცველით შოტლანდიასთან სახლში, და მერე გაუგებარი ქაოსური ცვლილებები რავიცი. კარიერის გადარჩენას ცდილობს ვილი მეტი არაფერი. პარლამენტის ფედერაცია უნდა წავიდეს!

• სააკაძე

დაცვა არ გვყავს, მწვრთნელი არ გვყავს.... ხვიჩას ვენაცვალე!

• bejo

კალანდაძე და მექვაბიშვილი გასაყოდი ჰყავთ და მაგიტომ ეხლა ესპანეთში არცერთს არ ათამაშებს აქ მიცა თამაში , ეგაა ძოძუაშვილის დროინდელი სქემა და ყველას ევასება ეგ სქემა )))

• ლოჩოშვილი

ეს კალანდაძე ვინ იყო? არც ჩემპიონატში მახსოვს და არც ახალგაზრდულში. ვინმეს ახლობელია?

• lllcl

გვყავს სუპერკვარა, კარგი ჩაკვე და მამარდა, დანარჩენი კი საშუალოზე ბევრად დაბალი დონის არიან, 3 კაცით რამე დიდ წარმატებაზე ფიქრი უტოპიაა, თან როცა მწვრთნელიც მესამე ლიგაა

• ვატა

საზონოვი დატოვო და კალანდაძეს დაუძახო! შესაბამისად მივიღეთ 2:2

• ფ

თქვენს ყველაფერში გავიარე, ვინც ჯერ რეკომენდაციას აძლევთ და მერე ნაკრებში კვირკველიას იძახებს. უნდა ამოკრიბოს კაცმა და დაუდოს ცხვირწინ სანიოლს ყველა ის შეცდომა, რაც ამ თანაშში კვირკველიამ დაუშვა. ეს რა უბედურებაა. ცენტრალჯრ მცველად როცა ასეთი დაბალი დონე გყავს, არაფერზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს. ფუჰ... რა გულისამრევი ფეხბურთელია.

• A

მამარდაშვილო ლოკომოტივის ფეხბურთელი ხარ, უბრალოდ იღბლიანი შენი თავისთვის, თორე ნაკრებისთვის მაგარი ჩაჯ მუ ..ლი მზე ხარ

• bejo

ამიხსენით რას ემსახურებოდა მექვაბიშვილის შემოყვანა ან ზურიკოს სად ათამაშებდააა ??? ან ვოლკოვს რატო იძახებს თუ არ ათამაშებს ??? სერიოზული ეჭვი გააჩინა ხიზანამ და ვილიმ რო მექვაბიშვილის და კალანდაძეს (თუ რა გვარის ბიჭი შემოიყვანა) გაყიდვა უნდათ და ცხვარივით შეწირეს ეს თამაში

• ირაკლი

ისევ ინდივიდების ხარჯზე ფრე. ბუდუმ მოუკლო.კვეკვესირის რომელმაც ძლივს კარგად ითსმაშა და ჩაკვეტაძის ერთად მოხხნა შეიძლებოდა? ....

მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა

"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს

"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს

"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება

[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ვლაჰოვიჩი სერია A-ს სხვა გრანდში - სერბ ფეხბურთელს "მილანში" გადაბარგება სურს

თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში

სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა

"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა

"სენტ-ეტიენმა" "ბეშიქთაშს" დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა

სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა

"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს

სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...

ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...

იამალი სკანდალში გაეხვია - ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?

საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]