ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გურამ კაშია ისევ საქართველოს ნაკრების კაპიტანი უნდა იყოს?

გურამ კაშია ისევ საქართველოს ნაკრების კაპიტანი უნდა იყოს?

2024 წელი ახალდაწყებულია და ქართულ ფეხბურთში ისეთი რაღაცები მოხდა, რომ მთელი ქვეყნის ყურადღება უკვე მეორედ მიიპყრო.

ჯერ მამუკა ჯუღელის ინტერვიუ იყო, რომლის შემდეგაც ნახევარი საქართველო ვიქტორ ოსიმენის მხარდამჭერი და დამცველი გახდა, მოთამაშისა, რომელმაც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ხმა საკუთარ თავს მისცა, ნაპოლის სხვა წევრებმა ხმა ხვიჩას მისცეს, კვარაცხელიამ - ოსიმენს. ოსიმენის ამ ქმედებაზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ იხუმრა, მეგონა, ფეხბურთში დაუწერელი წესი თანაგუნდელისთვის ხმის მიცემა იყო, თორემ არჩევანს მეც საკუთარი თავის სასარგებლოდ გავაკეთებდიო (თურქი საუკეთესო ნახევარმცველის პრიზზე იყო წარდგენილი და ხმა ნიკოლო ბარელას მისცა).

ამ ამბავს ჩავლილი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ გურამ კაშიამ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში პირველ ადგილზე ლიონელ მესი დაასახელა, მეორეზე კილიან მბაპე და მხოლოდ მესამეზე ხვიჩა კვარაცხელია. არ დაგავიწყდეთ, საქმე საქართველოს ნაკრების კაპიტანს ეხება. ხვიჩა საუკეთესოდ ვირჯინიის კუნძულებისა და მალტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა დაასახელეს (ზურაბ ფოცხვერიაზე აღარაფერს ვამბობთ), მტერი სახელმწიფოს, რუსეთის ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ კვარაცხელიას პირველი ადგილი არგუნა, ამირ რაჰმანიმაც, კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა, "კვარა" მეორე პოზიციაზე დაასახელა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა - მესამეზე...

მოდით ვთქვათ, რომ გურამ კაშია მერაბ მამარდაშვილის გამოთქმის ("ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტად მიყვარს" (რომელიც არისტოტელეს პერიფრაზია, ფაქტობრივად)) თანახმად მოიქცა და გადაწყვეტილება ობიექტური გარემოებების მიხედვით მიიღო. 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 2022 წლის 19 დეკემბრიდან (მსოფლიოს თასი აღარ შედის) 2023 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით მიღწეული შედეგების გათვალისწინებით უნდა გაცემულიყო. ამ პერიოდში ლიონელ მესიმ და კილიან მბაპემ პსჟ-სთან ერთად მოიგეს ლიგა 1 და საფრანგეთის სუპერთასი, ამ გუნდისთვის წარმოუდგენლად რთულად მოსაგები შეჯიბრებები (ცხადია, ხუმრობით). მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (ლაკაზეტს 2 გოლით აჯობა), მესი - საუკეთესო მეპასე. პლუს, ლეომ ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასი მოიგო, თუმცა მისი "ინტერ მაიამი" MLS-ის პლეი-ოფში ვერ გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი, იტალიის სერია "ა"-ს საუკეთესო მეპასე. ობიექტური გარემოებებით რომ ვიმსჯელოთ, პსჟ-სთან ერთად ლიგა 1-ისა და საფრანგეთის სუპერთასის მოგება უფრო რთულია თუ "ნაპოლის" რიგებში იტალიის ჩემპიონობის მოპოვება?! რასაკვირველია, მეორე. ამერიკის ლიგის თასის მოგებაზე არაფერს ვამბობთ, იმის გათვალისწინებით, რომ "ინტერ მაიამი" MLS-ის პლეი-ოფში ვერ გავიდა. პლუს, ხვიჩამ "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშა, ხოლო მბაპესა და მესის პსჟ ტურნირს 1/8-ფინალში დაემშვიდობა. იმის თქმა გვინდა, რომ არანაირი ობიექტური საზომით, მბაპესა და მესის ხვიჩაზე მეტისთვის არ მიუღწევიათ. თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თანაგუნდელზე, თანამემამულეზე, თავისივე ეროვნული გუნდის მთავარ იმედზე წინ მესი და მბაპე დააყენა.

ამასთანავე, 2022 წლის ბოლოდან 2023 წლის ბოლომდე საქართველოს ნაკრებმა 10 შეხვედრა ჩაატარა. აქედან 2 მატჩი ამხანაგური იყო, 8 - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის თამაში. გურამ კაშიამ მონაწილეობა ათივე შეხვედრაში მიიღო, 9-ჯერ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ტაილანდთან მინდორზე 32 წუთი გაატარა. ამ მატჩებში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 21 გოლი გაუშვა, მათგან 9-ში მონაწილე კაშია იყო, რაც საბა კვირკველიას სტატისტიკასთან ერთად, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

კიდევ ერთი დეტალი არ გამოგვრჩეს - გურამ კაშიას კომენტარი ესპანეთთან 1:7 მარცხის შემდეგ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა და ისიც თქვა, რომ მოედანზე მყოფი ფეხბურთელებიდან ნაკრებში ყოფნას არავინ იმსახურებდა. ვთქვათ, ეგრეა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებ, ამბობ, რომ ვინც ესპანეთთან ითამაშა, ნაკრებში ყოფნის ღირსი არაა, რა უნდა იყოს შენი მომდევნო მოქმედება? რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, თუ შენს სიტყვას ფასი აქვს და ნაკრების კაპიტანი ასეთი (მის სიტყვას ფასი რომ უნდა ჰქონდეს) რომ უნდა იყოს, ალბათ, დაგვეთანხმებით.

ერთადერთი, ვინც ესპანეთთან და ნორვეგიასთან ცუდი თამაშისთვის დაისაჯა და რეალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოუწია, გიორგი გოჩოლეიშვილი იყო. მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაშვებული 9 გოლიდან 6-ში მონაწილეობა გიორგიმ მიიღო და ამიტომ არ გამოვიძახეო. ფრანგმა ისიც დაამატა, რომ ცუდად ითამაშებ თუ კარგად, მაინც ნაკრებში რომ იყო, არასწორი იქნებაო. მაგრამ შესარჩევ ეტაპზე ყველაზე ცუდად მოთამაშე მცველი (ები) თითქმის ყველა შეხვედრაში შეუცვლელად თამაშობდნენ. გამოვიდა, რომ ბევრის ცუდად თამაშისა და კაშიას მიერ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შემდეგ მხოლოდ გოჩოლეიშვილი დაისაჯა. ძალიან უცნაური სიტყვა გამოდის პასუხისმგებლობა, ისეთი შინაარსის მქონე, როგორიც ჯერ არასდროს ჰქონია.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც გურამ კაშიას ეხებოდა, ეს ვაკო ყაზაიშვილთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალი იყო. თავად ყაზაიშვილმა ნათესავის სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა, თქვა, არასწორი იყოო და ნაკრების ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებო. ვაკომაც აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იმის გამო, რაც მისმა ცოლისძმამ გააკეთა, თუმცა თვითონ მას არაფერი დაუშავებია. სხვისი დანაშაულის გამო სხვა დაისაჯა, მაგრამ მაგასაც შევეგუეთ და არავის არაფერი უთქვამს, ყველამ სამართლიანად მიიჩნია. იმ ჩანაწერებში ნათლად ისმოდა ფიგურანტის ნათქვამი, რომ კაშიასაც ველაპარაკე, როგორც ნაკრების კაპიტანს და იცის ყველაფერიო. ამ შემთხვევაზე ვინმემ კომენტარი გააკეთა?! თავად გურამს არაფერი უთქვამს, თუმცა, როცა ნახევარი ქვეყანა კაშიას ლანძღავდა და მის ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდა, ვაკო პირველი იყო, რომელმაც კაპიტანს მხარი საჯაროდ დაუჭირა.

ასეთი სურათი გვაქვს: გურამ კაშია (სტატისტიკით) საქართველოს ნაკრებში მყოფ მცველთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცუდია; თქვა, რომ პასუხისმგებლობას იღებდა და ნაკრებში თამაშის ღირსი არ იყო, თუმცა ისევ ნაკრებში თამაშობს; არ გაუკეთებია განმარტება იმ სკანდალზე, რომლის ირიბი მონაწილეც იყო; დაბოლოს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომლის დარი ქვეყანას ბოლო 50 წელია არ ჰყოლია, გაუგებარი მიზეზებით მესამე ადგილზე დაასახელა და წინ ისინი დააყენა, რომლებსაც ხვიჩა კვარაცხელიაზე უფრო დიდი მიღწევები წინა სეზონში არ ჰქონიათ და იმ ნაკრებში თანაგუნდელს არ დაუჭირა მხარი, რომლის კაპიტნის სამკლავურსაც ატარებს.

ამ ყველაფრის შემდეგ გურამ კაშია ისევ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების კაპიტანი?!

• ნინა

ხალხნო, მესის და მბამპეზე დიდი ფეხბურთელია ხვიჩა? რა გვჭირთ, ხვიჩა მესის ჯობიაო რომ ეთქვა დაიჯერებდით და მართალი იქნებოდა?ტონი კროოსმა მადრიდის შემადგენლობიდან ბაიერნიც დაამარცხა და "ბორუსიაც" მაშინ გერმანელებს ერის მოღალატედ უნდა გამოეცხადებინათ თქვენისთანა შეგნება რო ჰქონდეთ გერმანელ.ხალხს

• უვიცი

ეს გამომითხვა იყო 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელზე, თუმცა კაშია არ იყო ერთადერთი ვინც ვერ გაერკვა სიტუაციაში და 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვფიქრობ საქართველოს ნაკრების პრესცენტრის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და სხვა უწყებებს სერიოზული სასჯელი უნდა დაეკისროს იმის გამო, რომ კაპიტანს ვერ მიაწოდეს ინფორმაცია თუ რის შესახებ იყო გამოკითხვა. ხოლო თავად კაშია, როგორც ნაკლებ ერუდირებული პერსონა უნდა დაემშვიდობოს კაპიტნის სამკლაურს. ფიფას წესდებაში გარკვევით ეწერა გათამაშების შესახებ: The selection criteria for the men's players and coaches was: respective achievements during the period from 19 December 2022 to 20 August 2023. ნაკრების ფეხბურთელებს არავინ დაელაპარაკა, რომ მომავალში წესდების წაუკითხავად არავინ იპროფესოროს?

• ზურა

ხალხო გამოდი ბნელეთიდან რა დროს ამ სტატიაზე წერთ და ამკომენტარებს ამ მოახლოებული ფლეიობების დროს განადგურებით ფსიქოლოგიურად ფეხბურთელებს. გეგმაზომიერად შეტევა ხდება ქართულ ფეხბურთზე. მოგიწოდებთ შეიკაოთ თავი და წავახალისოთ ნაკრების ფეხბურთელები. ამ ეტაპზე კაშია ზე უკეთესი მცველი არ გვყავს. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს.

• გია

ვკითხულობ ამკომენტარებს და ძალიან მოკლედ მინდასათქმელი ვთქვა. ვინ ეხლა კაშიას აკრიტიკებს ამ მოახლებული თამაშების წინ ის მტერია ქართული ფეხბურთის და არავითარი წარმატება არ უხარია. კაცმა ობიექტურად შეაფასა, არ იგულისხმებოდა ერთი სეზონი დაანებე თავი უაზრო ბულინგს დღეს პირადად კაშია უკეთესი მცველი არ გვყავს. დავვოკდეთ და ნაკრებს წარმატება ვუსურვოთ მოახლოებულ თამაშებში, რომელსაც ყველაქართველი ელოდება.

• ბექა

კანკავა რა შუაშია,კანკავამ თავისი შეასრულა და ღირსებით წავიდა, თუ კანკავა არ მოგწონს ეგ შენი პრობლემაა,ვინ გყავდა მაგაზე უკეთესი ან ვინ გყავს ეხლა?

• კაი ერთი

და რაში დაჭირდა კვარას კაშიას მხერდაჭერა? რა, პირველ ადგილზე გადიოდა თუ ხუთეულში ხვდებოდა კაშიას მხერდაჭერის შემთხვევაში? საიდუმლოს გაგიმხელ- ისევ მეათეზე იქნებოდა. რატომ აპირისპირებთ ფეხბურთელებს?

• ჯუამშერი

წავიდეს და ელგებეტეებს უკაპიტნოს

• sandrex

ერთი სიტყვით,იმის თქმა მინდა რომ ფასიანი რომ ეგ გამოკითხვები,ეს ქართველი ქაჯები ახლა რომ ტრუსიკებიდან ხტებიან,ერთ ლარსაც არ გადაიხდიდნენ და არ შევიდიდნენ ხმის მისაცემად!!!

თურმე ნუ იტყვით და მოდრიჩს ხორვატები დაესხნენ თავს, ბროზოვიჩი რატომ არ დააყენე პირველ ადგილზეო. მცირერიცხოვანი ერი ვართ და ასე უნდა მოვიქცეთო. არა? კაი ერთი! და რატომ არ დაესხნენ თავს იცით? ფეხბურთში ხამები არ არიან და იმიტომ. და ხამები რომ არ არიან, იმიტომ თამაშობენ მსოფლიოს ფინალებში და ნახევარფინალებში და ჩვენსავით ევროპაზე მოხვედრა ოცნებად არააქვთ ქცეული.

• sandrex

კარგით რა,არ უნდა ახლა კაშია მაგარი მცველია და ვინ არის მაგაზე უკეთესი!კაშია,კვირკველია და ლორია დიდი მადლობა და ჰაიდა ნაკრებიდან!თუ თავისით ვერ ხვდებიან მაშინ პანჩური და ჰაიდა!დაბერდნენ ბოლო-ბოლო და მშვენიერი თაობა მოდის,მასეთი მაგარი იყო თავის დროზე კანკავაც,ვითომ,მაგრამ მაგისი მაგრობითაც არაფერი შემატებია ნაკრებს!!!

• sandrex

აგერ მესიმ,გამოთალა ჯილდოები კომბლებივით და გამოაწყო ჭერში!გაუფასურდა უკვე ყველანაირი ინდივიდუალური ჯილდო,არანაირი აზრი არ აქვს!!!

• sandrex

გასაუქმებელია ასეთი გამოკითხვები სადაც მწვრთნელები,კაპიტნები და გულშემატკივრები მონაწილეობენ,ყველამ მისიანს თუ მისცა ხმა ვის რა მზედ უნდა მასეთი გამოკითხვა?!

რომ გადავავლეთ, იმიტომ არაა პირველი. ნახევარი სეზონისათვის არავინ დაასახელებდა პირველ ადგილზე. სერიოზულს, არც მწვრთნელს და არც კაპიტანს და არც ჟურნალისტს არ დაუსახელებია პირველ ადგილზე. მეათე ადგილი პირველი სეზონისათვის დიდი წარმატებაა ისე, რომ იცოდე...

• sandrex

კაშია თუ ვერ ხვდება რომ ნაკრებიდან თავისით წავიდეს,მადლობით კი არა პანჩურით რომ არის გასაგდები ნაკრებიდან მეც მაგ აზრზე ვარ,მაგრამ ხმის მაინცდამაინც შენიანზე მიცემა არის პროვინციალიზმი და ქაჯობა!!!ჯანსაღი აზრი უნდა დაამკვიდროთ ჟურნალისტებმა და არა ასეთი ქაჯური აზროვნება!!!

• sandrex

ვინ ხართ თქვე იდიოტებო,რა ჯიშის ხართ???ყველა ნაკრების მწვრთნელმა და კაპიტანმა რომ ხმა თავისიანს მისცეს რა მოყვება მაგას,ვერ ხვდებით მაგდენს???

• sandrex

ბიჭო,თქვენ აქ ხომ არ გძმარავთ???!!!!რას ქვია ხმა ქართველს მისცე???!!!მასე რომ იყო ნბა-ს ოლსტარის ხუთეულების გამოკითვაში,ლამის მთელი საქართველო რომ ტრუსიკებიდან ამოხტა და ზაზა-ზაზას გაიძახოდნენ!რა,რადგან ქართველი იყო ფაჩულია უნდა მოხვედრილიყო ხუთეულში???კიდეც შეცვალეს მაგის შემდეგ გამოკითხვის წესი და სწორედ ქართველი ქაჯების გამო მოხდა ეგ!!!

• იმედი მაქვს

იმედი მაქვს ავტორმა ცხელ გულზე დაწერა ეს სტატია. გადაიკითხოს ერთხელ დამშვიდებულზე და მიხვდება, რომ ასე არ შეიძლება. - რა დაუშავდა კვარას, კაშიამ რომ მესამე ადგილი დაუწერა და არა პირველი? რეალურად არაფერი. შეხედეთ ქულებს და ნახავთ, რომ ისევ მეათეზე იქნებოდა. რატომ აპირისპირებთ ფეხბურთელებს, თითქოს კაშიამ რეალურად გაუფუჭა კვარას რამე. - შეიძლება არ მოგწონდეს კაშია როგორც მცველი, მაგრამ ისეთი დაიჭირო თითქოს კანავარო გყავს მის ადგილზე და კაშიას გამო ვინმე მასზე ბევრად უკეთესი იჩაგრება სასაცილოა. წარმატებული განვითარება ჩვენს ახალგაზრდებს, კარგი მომავალი აქვთ,მაგრამ დღესდღეობით რომელიმე ერთი თავით სჯობდეს კაშიას არაა ეგრე. რომელიმე რომ სჯობდეს კიდეც, გაცილებით საქმიანად შეიძლებოდა ამაზე წერა და არა საქმის ისე წარმოჩენა, თითქოს ჩვენი წაგებები კაშიას ბრალი იყოს. ყველას თავისი აზრი აქვს და აზრის გამოთქმა არაა პრობლემა. მაგრამ ყველაფერს თავის ფორმა აქვს და აზრის გამოთქმასაც მათ შორის. სიძულვილი, ბულინგი, ადამიანიზე ზედ გადავლა არაა ღირსეული საქციელი.

• ლაშა

შენნაირები რაც არიან ეგ რომ იცოდე სუიციდით დაამთავრებდი ცხოვრებას ;)

• დავით 67

...-ს ! ჩემი პოსტი სხვა რამეს ეხება, მაგრამ თუ შეძლებ სპორტ ექსპრესის ის ნომერი მითხრა, სადაც ეს მან თქვა? მართლა მაინტერესებს. ვერ ვნახე ვერსად. თუ თქვა და ჯანდაბას მაგის თავი.ხვიჩას არავინ არ თვლის რუსული ფეხბურთის პროდუქტად ეს არის ტყუილი. ის რომ მანდ დაოსტატდა და გაიბრწყინა ეს ფაქტია. ხვიჩა უყვარს ყველას ვისაც ფეხბურთი უყვარს, განურჩევლად ეროვნებისა

• ჯიმა

და რა არ თქვა მართალი ამ ჟურნალისტმა ერთი მაინც დამისახელე

• მე

აი რას გავს ეხლა ეს?! თითქმის სიძულვილის ენით სპორტსმენზე საუბარი შეიძლება? რა დააშავა კაშიამ, სრული უფლება აქვს ობიექტურად რასაც ჩათვლის ის გადაწყვეტილება მიიღოს. კვარავცელია არ ყოფილა წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ის რომ ვინმემ ასე ჩათვალა კაშიას არ აკნინებს. ან რომელი ქართველი მცველი ჯობია კაშიას და ვინ იჩაგრება მისი ნაკრებში ყოფნით, გამოცადეს ყველა და ერთი მეორეზე სუსტები არიან. საშინელი ტენდენციური და დისკრიმინაციული სტატიაა. ნეტავ ნამდვილად საჭირო საკითხებში იყოთ ასეთი ,,სამართლიანები,, არც მწვადის და არც შამფურის დაწვის მიმდევრები . შეზდგნენ ადამიანს... კაშია იმსახურებს კაპიტნის სამკლაურს!

• Vache

ლგბტ თემის მხარდაჭერაში პირველი კი იყო და მორწმუნე, თავმდაბალ, მშრომელ და ნიჭიერ ქართველს რომ დაჭირდა მხარდაჭერა ვნახეთ რაც ქნა... სტატიის ავტორს დავეთანხმები. პ.ს. რუსეთის ნაკრების კაპიტანი რომ გაჯობებს მანდ უნდა მიხვდე რომ ძალიან ცუდადაა საქმე

• Zsh

საინტერესოა,სტატიის ავტორის გვარი რატომ არ არის მითითებული, თავადაც აცნობიერებთ, რომ ბოდვაა, რაც აქ გიწერიათ? არც ფეხბურთის აზრზე ხართ და არც ჟურნალისტიკის, რა მართალი იყო თქვენთან ქეცბაია.

• გოგია

გიორგი-ს არა. ეგრეა ჟურნალისტიკაში. სტატიას ავტორი არ ჰყავს, ე.ი. სარედაქციოა. მოურინიოსი არ იყოს, ბასტა. :)

• გიორგი IV

კაპიტანი კიარა საერთოდ არ უნდა იყოს ნაკრებში!

• ხასანა ძია

თქვენი ლოგიკით ყველა კაპიტანმა,მწვრთნელმა და ჟურნალისტმა თავისი ქვეყნის ლიდერები უნდა დაასახელოს პირველ ადგილზე?როგორ დავიჯერო რა გამოკითხვა ჩატარდა და ბევრმა ეს ვერ გაიგო?საერთოდ ამ სეზონში არის ღირსი ამდენი ქება-დიდების?მესმის გიყვარს მაგრამ ლოგიკურად ობიექტური უნდა იყო და დათვური სამსახური არ უნდა გაუწიო ხვიჩას და მის გარემოცვას

• Gio

მეტი სირცხვილი რა გინდათ. ლგბტ ნაკრების კაპიტანია. აქ დამთავრდა ყველაფერი

• ალექსანდრე

სტატიის პათოსს და რიტორიკულ კითხვა- მინიშნებებს არ ვეთანხმები. ხოლო რაც შეეხება კვირკველიას და კაშიას უკვე დროა გადაუხადოთ მადლობა, მოვეფეროთ და საქართველოს ნაკრებში მათ პოზიციაზე შეუშვათ ახალი ძალა. ასე ვფიქრობ გაცილებით ადრინდელი პერიოდიდან - 2022 წლიდან.

აბა, სულ იმის შიშით მისცეს ხმა მესის სალაჰმა, მბაპემ, ვანდეიკმა, მოდრიჩმა, კეინმა, ფედე ვალვერდემ და სხვებმა რომ შეეშინდათ ჩაგვქოლავენო))) პირიქითაა მაგი ასინეთა, პირიქით, პეპე არავის ჩაუქოლია მესი რატომ არ დაასახელეო, აი მოდრიჩს კი დაესივნენ რეალის საიტზე, მესი რატომ დაასახელეო. და კიდევ, ხმას აქ გუნდურ მიღწევებს კი არ აძლევენ, არამედ პირად პერფორმანსს. ამიტომ მისცეს ხმა იმ ვარსკვლავურმა კაპიტნებმა მესის რომ მისი თამაშის ყურებისას თუნდაც იგივე 2023ში გაცილებით დიდ სიამოვნებას ღებულობენ ვიდრე ჰალანდის ტეპ ინ გოლების ნახვისას. ვიღაც , გასაგებია მარტო გოლების რაოდენობას უყურებს, იმათ ჰოლანდის მისცეს ხმა.ესეც მათი ნებაა. რა არის აქ გაუგებარი, და სად არის აქ უსამართლობა. და კიდევ, არც ის გამორჩენიათ, რომ არცერთ ფინალში, რაც სიტიმ ითამაშა და არც ნახევარფინალებში საერთოდ არ ჩანდა ჰალანდი. გოლებზე არაა ლაპარაკი, საერთოდ არ ჩანდა.

• იაღლიში მოუვიდა

მე წავიკითხე სტატია და მიუხედავად იმისა, რომ უტაქტო მომეჩვენა, მთავარ შინაარსში ვეთანხმები იმიტომ, რომ 1. ამხელა ფეხბურთელების გვერდით რომ ხვდება შენი გუნდელი და თან კაპიტანი ხარ, ობიექტურობის ფაღარათს თავი და სწორედაც რომ გუნდელს უნდა მიემხრო სუბიექტურად. 2. სანიოლს კაშიაზე და თუნდაც კვარაზე (ჯერჯერობით) გაცილებით დიდი კარიერა ჰქონდა და ვერ დააბრალებ, რომ არ იცოდა, რომ ჰოლანდი ჰოლანდია და მბაპე მბაპეა… მაგრამ მაინც კვარას მისცა ხმა 3. სეზონის განმავლობაში ნაჩვენები თამაშითაც (მსოფლიო არ ითვლებოდა) არ უჩვენებია კვარაზე დიდი შედეგი არც მესის და არც მბაპეს. კვარა იტალიის ჩემპიონი და MVP გახდა. 4. არ მესმის მეგობრებო თქვენი, როცა ამბობთ ახლა ამის დრო არ იყოო. ნუ უქმნით ალიბის რომელიმეს, რომ წინასწარ წააგონ თამაში ლუქსემბურგთან. თქვენ გჯერათ, რომ ეს სტატია რომ არ დაწერილიყო დავუშვათ და გაგვეტარებინა, კაშიას ეს იაღლიში თავის გუნდელებს გაუსწორდებოდათ? იმ გუნდში კაცები თამაშობენ და ჩვენს ჩაურევლადაც მიხვდებიან, რა გააკეთა ამ თუნდაც სიმბოლური საქციელით. ხოდა, კაპიტანს რომ გეხახიან, მოედანს მიღმიდან იწყება კაპიტნობა და ასეთები არ უნდა გეშლებოდეს, რაც არ უნდა პროფესიონალი გეძახოს… ვაისმა.

შენ თუ არ წაგიკითხავს სპორტექსპრესის ის ნომერი, უამრავმა ადამიანმა წაიკითხა თავისი თვალით ჯიქიამ - მეგრელი ვარ, ქართველი არა, მეგრელები ქართველები არ ვართო. აი ზუსტად ასე . პატრიოტიზმი და შუაშია, ვინ თხოვს მაგ გადაჯიშებულს პატრიოტიზმს, რუსებს გაუსწორა , ქართველი არავარო. თფუ. ხოდა ახლა კვარა პირველ ადგილზე დაწერა და გაპრავებულია ყველაფერი? მაგიტომ დაწერა, რომ რუსული ფეხბურთის პროდუქტად თვლიან ეგ ყველაფრის მიმთვისებლები კვარას. წაიკითხე რეებს წერენ. თორემ რომელი მაგის ძმაკაცია კვარა, ღმერთმა დაიფაროს!

• დავით 67

ვინც ვითომ ობიექტურობას აწვებით, ან მეგობარი არ გყავთ ან ნათესავები? რა შუაშია აქ საერთოდ ობიექტურობა? ზოგმა ალბათ ეს გამოკითხვა მიიღო, როგორც მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელის კონკურსი. თუ ეს ასე არ არის 2023 წელს რა მოახდინა ასეთი მესიმ??????????? სულ წარსულში ჩარჩენილები როგორ უნდა იყოთ ( ყველას არ ეხება რა თქმა უნდა) . ჩემი ახსნების გარეშე ხომ ისედაც ყველამ იცით რომ დღეს ბელინგემია საუკეთესო. 10ულშიაც არავინ მოახვედრა. ამ კაშიამ მესამე ადგილზე ჰოლანდი რომ არ დაასახელა გასაკვირია. იმ მალტელმა თუ ხვიჩა დაასახელა პირველ ნომრად, ასევე ჯიქიამაც, შენ რა ღმერთი გიწყრება? ამ ჯიქიაზე გამახსენდა ვინმემ მაჩვენოს სტატია თუ ინტერვიუ, სადაც წერს რომ მეგრელი ქართველი არაა. კი ბატონო თქვა მან რომ მეგრელია, რა მოხდა მერე? რამე ჭკუა მოეკითხება ისტორიაში და ენათმეცნიერებაში თუ რა.? თამაშით კაშიას აღარ სჯობია ? არ არის პატრიოტი და ნუ არის, არც თავს დებს ამაზე, კაშიასავით. ევროვიზიაზეც ასე არ ხდება? ვინც ვისი მეგობარია, იმას აძლევენ ხმას. რაც შეეხება მოახლოებულ ნაკრების თამაშს, ეს გარკვეულწილად იმოქმედებს ალბათ, მაგრამ არა ამ სწორი და სამართლიანი სტატიის გამო, არამედ კაშიას ეგრეთწოდებული "სიმართლის" გამო. უბედურება ისაა რომ ქართველებს შეუძლიათ ბუზიდან სპილოს გამოძერწვა. ასეა ყველაფერში, არამარტო სპორტში. თქვენი ობიექტურობა არ გაიშვას ამ საკითხში, ასევე ჩემიც თუ გნებავთ. მაგრამ იმდენს მაინც ვხვდები, რომ ჩემი ქვეყანა და მეგობრები სხვისგან განვასხვაო.

• რ

რამდენი ცუდი რამე მოხდა ქართულ ფეხბურთში. და ასეთი სიძულვილით გაჯერებული სტატია არ მახსოვს. არც მაშინ, როდესაც ფედერაციის ხელმძღვანელოამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საკუთარი კედლების უპირატესობა არ დაგვეკარგა მაკედონიასთან, არც მაშინ რომ სანიოლზე უფრო კვალიფიციური მწვრთნელი "ვერ იპოვა" და ქვეყნის ნაკრები ჩააბარა ადამიანს, რომელსაც 20 წელი შეხება არ ქონია სამწვრთნელო საქმესთან და არც მანამდე ქონია რამე წარმატების მაგვარი, არც მაშინ, როდესაც კვარას გარეშე დატოვა ნაკრები გიბრალტართან . რაღაც მორიდებული ორსიტყვიანი საყვედურით შემოიფარგლა ყველაფერი. კაშია ყოფილა მთავარი პრობლემა ჩვენი ფეხბურთისათვის! უფრო სწორედ ის რომ კაშიამ მესამეზე დააყენა კვარა და არა პირველზე. მეც ვთვლი რომ პირველზე უნდა დაეყენებინა როგორც თანაგუნდელი, ეს მისი ერთი ხმა არაფერს შეცვლიდა დიდად კვარას დაკავებული ადგილის კუთხით, მაგრამ მაინც. რაღაც პირადის სუნი უდის ამ ამბავს, თორემ ამხელა სტატია მიუძღვნა ერთი კონკრეტული ადამიანის მიწასთან გასწორებას,როდესაც, ვიმეორებ უფრო სერიოზულ შემთხვევაში მორიდებული ორსიტყვიანი საყვედური აკმარეს ვიღაცეებს მართლა გაუგებარია. და კიდევ, რა საჭიროა ტემპერატურის აწევა და ნაკრებში დაძაბულობის შექმნა უმნიშვნელოვანესი თამაშების წინ? აზრის გამოთქმაზე არაა აქ ლაპარაკი, სიძულვილის გრადუსზეა!

• გიორგი

საოცარია რა და თან 17 ლაიქი გაქვს ამ წუთას.ურა პატრიოტიზმი არის ყველაზე დიდი მზეობა!

• gio

არიქა! დაცხეთ ეხლა ყვავებო! თფუ თქვენი ...!

• თ.გ.

სახელმწიფო დონეზეა აყვანილი გოიმობა და პროვინციალიზმი.

• კახა

დაიბნა კაცი ლგბდან ვერავინ აღმოაჩინა და მესი გაგონილი ექნებოდა.P.S.არასდროს მჯეროდა კაშიას ფეხბურთელების კაცობაში შეეშალა

• ანზორ ჯაფარიძე

ამ სტატიის ავტორი ,,ფიორენტინასთან” თამაშს უყურებს?

• მმმმმ

ყველაზე მეტად რაც ნაკრებს ჭირდება ამ მწუთას არის სიმშვიდე.თორემ ერთმანეთში მტყუან მართალის ძებნა დაგვღუპავს და კიდევ ერთჯერ დავკარგავთ ამ ბოძებულ შანს.ნუ ვიზამთ ისე ღმერთი ჩვენსკენ და ჩვენ ეშმაკებისკენ თორემ ისევ დასამარდება ახლახან გაღვიძებული ქართული ფეხბურთი

• გიორგი

მერე უნდა ეწეროს რომ სრულიად რედაქციის ავტორობით არის, არა?

• ლაშა

რა მნიშვნელობა აქვს შედეგებს?!კვარა მთელი სეზონი ფეხი რომც არ გაენძრია , როცა გამოკითხვაში ხედავ ქართულ დროშას, როგორ უნდა შეძლო ადამიანმა ხმა ვიღაცას მისცე ( ამ შემთხვევაში მესიც კი ვიღაცაა , მიუხედავად იმისა რომ უდიადესია) ჩემთვის ანოუხსნელია

• გოგია

ვინც კითხვებს სვამს სტატიის ავტორი ვინააო, მათ საპასუხოდ ავხსნი. ზოგადად, როცა სტატიას ავტორი არ ჰყავს, ის სარედაქციოა. ჩათვალეთ, მთელი გამოცემის აზრია მოცემული. შესაძლოა, გამოცემის რედაქორი იყოს ავტორი. ან სულაც, მფლობელი.

• ვახსიმონტო

უაზრო და თითიდან გამოწოვილი თემები... რაა მესამეო არ არის ობიექტური? თუ ობიექტურობა ზოგისთვის ნიღაბია, ჯოგისთვის სამართლიანობა სიბრიყვეა ზოგისთვის პიროვნული თვისება რა არის აქ საკამათო რას მიედ მოედებით ?

• wolf

მოგესალმებით მკითხველებო და სპორტის მოყვარულებო. პირველ რიგში მინდა გამოვხატო ავტორის პოზიციას, რაც ვეთანხმები არსებულ შინაარს. თუმცა მანდ ბევრი რამ აკლია.... ჩემი შეხედულებიდან და გემოვნებიდან გამომდინარე, რომ დავაფიქსირო გურამ კაშია არის ერთ-ერთი მთავარი სუსტი რგოლი ჩვენს ნაკრებში (არამარტო კაშია, არამედ სხვებიც). ჯაბა კანკავას მერე ჩემთვის ალოგიკური იყო მისი კაპიტნის სამკლავურის მორგება. რით დაიმსახურა და რატომ?! (არაა საჭირო მას გამოცდილება უმაგრებს და რამე რუმე) ვიტესის მერე რეგრესს განიცდის. რაც შეეხება ხმის მიცემას, ჩემი აზრით, მაგას აზრადაც არ ექნებოდა ხვიჩას პოზიცია პირველ ადგილზე, უბრალოდ ქართულ-ჯიგრულ პონტში ჩააკვეხა მესამე ადგილზე, რადგან ნაწყენი არ ყოფილიყო (თორე ჰოლანდს მიაწერდა მის ადგილზე ;) არ დაიჯერებთ მაგრამ მაინც) ფაქტია კრიტერიუმის შინაარსი ასე ჩანს. ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ კაშია მესის დიდი გულშემატკივარია. კაშია არის უპრინციპო პიროვნება, დღეს ამისკენაა, ხვალ იმისკეენ. (მისთვის ყველაფერი მოსულა) მსგავსი ისტორიები იცით და ამაზე აღარ გავშლი თემებს. (ლგბტ, სიწმინდე და ა,შ). რა უნდა თვითონაც არიცის და რა დივიზის მეთაუროაზეა საუბარი. ერთი გამოთქმა მახსენდება და მეცინება ახლა, თუმცა არ გეწყინოთ ჩემო ლამაზო ქართველებო, განსაკუთრებით მეგრელებს. "მეგრელებმა ერთმანეთის გატანა იციანო" და ამ ყველაფერმა გარუსებულმა მეგრელმა გადაუჯოკრა :დ სასაცილოა სატირალი,რომ არ იყოს. ახლა დგახარ და ფიქრობ, ამ ყველაფერს ისე როგორ უნდა ვუყუროთ?! მაშ სანიოლმა რატომ არ მისცა თავის თანამემულეს ?! სადაც შეიძლება გადამწყვეტი ხმა ყოფილიყო მბაპესთსვი. თუმცა ყველაფერი ღირსების დონეზე დგას, რაც კაშიამ დაკარგა. (დაკარგული ჰქონდა მაგას აქამდე, მაგრამ მაინც ვხუჭავთ თვალებს) ყველაფერს აღარ გავაგრძელებ შინაარსობრივად და მაგრამ ავტორს საკმარისად აქვს აღწერილი ყველაფერი. ბოლოს მინდა ჩემი აზრი გავუსვა ოსიმენზე, რომელიც უმრავლესობა ფიქრობს ,რომ ხვიჩას საუკეთესო მეგობარიაოო... მე არ ვფიქრობ რომ საუკეთესო მეგობარია, უბრალოდ ხვიჩას ხარჯზე გახდა საუკეთესო და უფრო დიდ გულზეა სერია ა მოგების მერე, თუ რამე ისეთი მოხდა მის საწინააღმდეგოდ მტირალა ქალივით იქცევა და ისიც ყველაფერზე შავკანიანების დისკრიმინაციაზე უსვამს ხაზსს. ოსიმენის ქმედებაზე კი ვიცით საკუთარ თავს რომ მისცა ხმა, მაგის მერე კი გახდა ჩემთვის ნოლი ;) ვერასდროს იქნება ეგეთი ადამიანი საუკეთესო, რადგან ეგოისტობა ღუპავს ;)

• ზაზა გ.

კაი თამაშები გვახსოვს, მარა დროა ბიძიკო შენი საქციელების გამო წაი სახლში და ახალგაზრდებს დაუთმე ადგილი

• სიმართლეს

სიმართლე მაგარი მზე ხარ

• სოსო

ვითომ კრიტიკაო და ნაკრების ხან ერთი,ხანაც მეორე ფეხბურთელი,სხვადასხვა რამის მომიზეზებით,უზარმაზარი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ექცევა.გუშინ ხვიჩა იყო.დღეს კაშია,ხვალე სხვა იქნება და ისეთი ყურით მოთრეული მიზეზები მოჰყავთ,რომ ცხადი ხდება,ამას გეგმაზომიერი ხასიათი აქვს.ფსიქოლოგიურად განადგურებული სპორტსმენი,გადამწყვეტ მომენტში,ვერასოდეს შესძლებს,სრული შესაძლებლობების გამოვლენას და ამის საფუძველს,მიზან მიმართულად ამზადებენ.

• aleks

სადანაა ჩემი კომენტარი არ ჩანს

• მურთო

ყველას თავისი მოსაზრება აქვს და გემოვნებაც. მე პირადად არასდროს არ მომწონდა ეს ვითომ ,,კაპიტანი''!!! არც ცისარტყელამდე, არც მერე და არც ეხლა! კაპიტანი უნდა იყოს მისაბაძი კაცი, ,,კაცი'' პირველ რიგში და მერე სხვა დანარჩენი!!! ის უნდა იყოს მოტივატორი, უნდა მოქოქოს თავისი გუნდი და არა ესეთი პელენწუკა!!! მელე ლა ლომ სამკლაული გაიკეთააა? შენს ქვეყანას, შენს ტრადიციებს, შენს სარწმუნოებას თუ არ სცემნპატივს ის კაცი არც კაცად ვარგა და მითუმეტეს არც კაპიტნად!!! გამომივიდა დამცველი!!! არავის დაცვა არ სჭირდება იმ ავადმყოფებს ისედაც ყველა უძვრება!

• ვოოტ

კაშიას თავის ცოდვებიც ეყოფა, ამ შემთხვევაში კი ხელაღებით ვერ გაამტყუნებ, საკუთარი დისკრეციული (დდდ) უფლება გამოიყენა... გადაყენებით კი ადრე უნდა გადამდგარიყო, როცა ქვეყანა შეარცხვინა... მაგრამ ჩვენი რეაქცია კიდევ უარესია, - ჩვენში ბევრს ჯუღელივით ავიწყდება, რომ ჩვენ პრესას სხვებიც ეცნობიან, განსაკუთრებით თუ საქმე ხვიჩას ეხება... ჰოდა, როგორ ფიქრობთ, რა აზრი შეექმნებათ ჩვენზე, როცა გაიგებენ, რომ ნაკრების კაპიტნის გადაყენებას ვითხოვთ იმ მიზეზით, რომ მესის და მბაპეს ხვიჩაზე უკეთესებად მიიჩნევს?!... ეს არც ქვეყნის იმიჯს წაადგება და არც ხვიჩასას... რაც შეეხება, კაპიტნობას, მე თუ მკითხავთ, კანკავას დავაბრუნებდი ნაკრებში, მაგრამ მე არავინ მკითხავს... სხვა საქმეა, ყველამ ერთად რომ ვთხოვოთ, ვფიქრობ, ცდად ნამდვილად ღირს...

• მურთო

შენ გაანათე მაშინ აბა დაგინახონ!!! რაც სიმართლეა იმას წერს ხალხი!

• Walter White

დაიწყო შავი ჯადოქრების ძებნა)))) ბნელა კი არა ქაქის ჭაობში ვზივართ და თავი რაღაცად წარმოგვიდგენია.

• nika

გევორქ, დედაჩემთან ხომ არ გინდა?

• nika

ძააან მზე ვარ...

• ილიკო

კვარა მაგარია გვახარებს.. პელეაოვიძახით მაგრამ ჯერ პელე არ არის.... უცბათ გვინდა რომ რომ პირველი იყოს.. ამასაც ღმერთმა მოგვასწროს და გაგვახაროს.... ელმავლის წინ ნუ გავრბივარათ...... ყველაფერს თავისი დრო აქვს.....

• სოსო

კანკავა წავიდა და როგორ ატყობ,ვინმემ შეავსო,მისი ადგილი?ახლაც მას მივტირით,რადგან მასთან მიახლოებული კლასის საყრდენი,სხვა არავინ გვყავს.ის კი,კვლავაც თამ,აშობს და სლოვანში.,შეუცვლელი და დაფასებული ფეხბურთელია.კაშია,მთელი დაცვის ორგანიზატორია და ამის გაკეთება,ყველა მცველს არ შეუძლია.კაშიას ფასი,ამითაც მატულობს.მხოლოდ ასაკის გამო,ნაკრებიდან არავის გაშვება არ შეიძლება.სანამ სხვა,მასზე უკეთესი არ გამოჩნდება,ნაკრებიდან არავინ უნდა წავიდეს,ასაკის მიუხედავად.

• ზურა

საღოლ ავტორო მაგარი სტატიაა. დასაბუთებული და გასააზრებელი.

• მამუკა

საქმეც მაგაშია რომ არაობიექტურად მისცა პირველი ადგილი, თუ ობიექტურობაზეა საქმე განვლილი წლის მიხედით მაშინ ჰოლანდი უნდა დაესახელებინა, ტრებლი შეასრულა წინა წელს რაც არც თუ ისე ადვილი საქმეა,მაგრამ მესი დაასახელა უმრავლესობამ იმიტომ რომ მესია, და არა 2023 წლის მიღწევებით. ხო და გურამ თუ მაინც არაობიექტურად აძლევ ხმას ბარემ ადექი და შენ მეგობარს დაუდექი გვერდით, მაგრამ როგორი ტენდენციაა იცით მსოფლიო ფეხბურთში ეხლა, მესის თუ არ უჭერ მხარს და საწინააღმდეგო აზრს დააგიქსირებ ყველა მზად არის შენ ჩასაქოლად, ხო და ამ ცისარტყელა ბიჭუნამაც ამას აარიდა თავი

• სიმართლე

შენ ძია როგორც გიკვირდები კაშიაზე უარესი ხარ სავარაუდოდ სომეხი იქნები...ქართველი კაცი რომელსაც უფალმა ინებოს და კიდე მიეცეს ესეთი შანსი ერთხელ მოგვეცა 50 წლის განმავლობაში ესეთი შანსი და მაგას არ გაკეთებს ის ჩემ თვალში არის ჩუსტი...

• roliko

ნაკრების კაპიტანი კვარაცხელია უნდა იყოს, მისი არა მხოლოდ შრომისმოყვარეობა და ბრძოლის ჟინია დასაფასებელი არამედ სწორი აზროვნება და სამაგალითო წესიერება

• ჯარჯი

მაგას გონია ხალხმა ყველაფერი ჩაყლაპა და აღარ ახსოვს,ძალიან ცდება.თუ ნამუსი და ადამიანობა გააჩნია წავიდეს ნაკრებიდან სანამ დროა

• დრო მოვიდა

სიმართლეს გაუმარჯოს და კაშია ნაკრებიდან უნდა წავიდეს..ეგ არც პატრიოტია და არც კაცი ეგ არის ფულზე დახამაებული მეტიჩარა და მარიაჟა...პრანჭიკელა..ქართველ ხალხის მიკვირს ისეთ რაღაცებზე იღებენ ხმას რო მიკვირს რაზეც ხმა გვაქ ამოსაღები არავინ ხმას არ იღებს მოვკვეთოთ ნაკრებიდან ცისფერების მხარ დამჭერი გურამ კაშია!!!!

• Jnj

გადავხედე კომენტარებს და რა მაგრა ბნელა

• სოსო

დალოცვილო,სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ფეხბურთი ერთი და იგივეა?ფეხბურთში,ყოველი გოლი,ვიღაცის შეცდომის შედეგია და ასეთი პასუხისმგებლობით,ფეხბურთში ფეხბურთელი აღარ დარჩება.ის საშინელი შედეგიც,ვილი სანიოლის არასწორი სათამაშო სქემის შედეგი იყო,პირველ რიგში.რა,ცხადი არ იყო,რომ ესპანელ თავდამსხმელებს,სისწრაფეში და ტექნიკაში ვერ მივყვებოდით?კიდევ კარგი ახალგაზრდა ბიჭები არ დააყენა ,თორემ ისეთ ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებდნენ,შესაძლოა წლები დასჭირებოდათ,ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისათვის.არც მხოლოდ ცენტრალური მცველების ბრალი იყო,ყველაფერი,რადგან საყრდენ ზონაში არავინ გვყავდა,მეტ ნაკლებად მაინც ნორმალური და ბურთი თავისუფლად მოძრაობდა,საჯარიმოში,მანდ უკვე ჯაბა კანკავა აკლდა გუნდს,რომელოიც ასევე რაღა დროს შენი ნაკრებიაო,კიჟინით აიძულეს,ნაკრებიდან წასულიყო.თვითონ გწყინს,ტყუილი რა ვთქვიო და კაშიამ რომ არც თვითონ იკადრა და არც ხვიჩას აკადრა ფარსი,საუკეთესო ხარო,მსოფლიოში,მას რატომ ამუნათებ?ზოგჯერ თქმა სჯობს,არა თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო,უკვე რამდენი საუკუნეა,გვასწავლიან და ნაკრების მთვარ თამაშამდე ორი თვით ადრე,ასეთი,ნაკრების ერთიანობის ამფეთქებელი სტატიის დაწერა,რომ არ შეიძლებოდა,ძნელი მისახვედრი იყო?მთელი წელი,ხმალამოღებულები ვიცავთ,ხვიჩას,ამ საიტზე,უამრავი თავდასხმისაგან,ნულიაო,რომ გაიძახიან,ან კრიზისშიაო და ახლა ნულიდან პირდაპირ პირველობა უნდა ეძგერებინათ?ეს უფრო დამამცირებელი არ იქნებოდა,ბიჭისათვის.სულაც არ ვიზიარებ აზრს,რომ ხვიჩა კრიზისშია,მაგრამ პირველ ადგილზე დასახელება,მისი საუკეთესო ფორმის დროსაც არარეალური იყო,რეიტინგში,მეშვიდე ადგილზე მაღლა არ ასულა და მესამე ადგილი,სწორედაც მაქსიმუმი იყო,ხვიჩასთვის.ზაზას გაყვანა ვცადეთ ასე,ოლ სტარზში და ამის გამო,ზაზას კანონი შემოიღეს,ნბაში.კიდევ ასეთი რამე გავიმეოროთ,ვის უნდა შევაყაროთ თვალებში ნაცარი?სწორად მოიქცა,კაშია და ხვიჩაც სწორად გაიგებდა,მის გადაწყვეტილებას,რადგან წესიერი კაცია.გუნდის კაპიტანი,მოედანზე,მთელი გუნდის წარმომადგენელია მთელი გუნდის ნაცვლად აგებს პასუხს,მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ ცუდი თამაშის შემთხვევაში,პასუხისმგებლობის კისრებით,გუნდიდან უნდა წავიდეს.ან სერიოზულად გგონია,რომ გელაშვილი და საზონოვი,უკვე დღეს,კვირკველია კაშიას დუეტზე საიმედოები და ფსიქოლოგიურად მდგრადები არიან?ესე იგი,გამოცდილება არაფერს ნიშნავს?ერთია ახალგაზრდულ ნაკრებში კარგი თამაში და მეორეა,ზრდასრულთა ნაკრებში,გრანდების წინააღმდეგ თამაში.საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელების წინააღმდეგ,ტორინოს,ფროსინონეს და სპეციას სათადარიგო ფეხბურთელები,როგორ გგონია,სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ? რეალურია?ამდენი გოლი,ამ ახალგაზრდა ბიჭებს რომ გაეშვათ,რამხელა ფსიქოლოგიურ დარტყმას მიიღებდნენ,წარმოგიდგენია?გაუძლებდნენ ამას?ან იმ ბულინგს,ამ წაგებას რომ მოჰყვა?დიდი ხნით დავკარგავდით ამ ბიჭებს.შესაძლოა სამუდამოდაც.მათ კი,გაუძლეს,ამ ყველაფერს და რამდენიმე დღეში,კვლავ ითამაშეს.ეს,ასაკს და გამოცდილებას მოაქვს.

• არტ

უამრავი ძალიან სერიოზული პრობლემაა, დაწყებული არაკომპეტენტური და უიდეო ფედერაციისაგან, რომელიც სხვა არა არის რა თუ არა ძმაკაცების დასაქმების კანტორა, გაგრძელებული დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელით და დამთავრებული თბილისის დინამოს სავალალო მდგომარეობით (სხვა კლუბებისაც) და ასეთ დროს ამხელა ამბავი, ლანძღვა და ბულინგი ერთი ადამიანის? რა, კაშიაა ქართული ფეხბურთის მთავარ პრობლემა? მართალი იყო თუ არა კვარა რომ მესამეზე დააყენა და არა პირველზე ესაა მთავარი უბედურება დღეს ჩვენს ფეხბურთში? კაშია არ უნდა იყოს კაპიტანი არა? და კობიაშვილი უნდა იყოს ფედერაციის ხელმძღვანელი? სანიოლი ნაკრების მწვრთნელი? ფიფია? რაღაც არ მახსოვს ამხელა ამბავი ატეხილიყოს იმ მართლა სერიოზულ პრობლემებზე. ამის ნახევარი ლანძღვა არ შეხვედრია არც კობიაშვილის კამანდას იმისათვის რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან საკუთარი კედლებისუპირატესობა დაგვაკარგვინეს და არც იმისათვის რომ სანიოლზე უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი ვერ იპოვეს ნაკრებისათვის არც ახლა რომ დაგვტოვეს კვარას გარეშე გიბრალტართან. სწორად მოიქცაო კაშია ამაზე არაა ლაპარაკი, მაგრამ კარგით რა, არაფრის გადამწყვეტი არ იყო მისი ხმა კვარასათვის, აქ ვიღაცამ დაწერა და ვეთანხმები რაში ჭირდებოდა კვარას კაშიას დაწერილი პირველი ადგილი? რისი მომცემია ეს აჭიოტაჟი? არაფრის იმის გარდა რომ სიტუაციას დაძაბავს ნაკრებში მარტის თამაშების წინ. და ცუდი სუნიც უდის, ვიღაცეებს ამის ნახევარს ვერ უბედავთ და კაშია უბრალოდ დაბალი ღობეა ასეა?

• გია_544

3 თვით ადრე რატომ აყეხებ საკითხს-ო, ჯერ დრო არ არის-ო )) და თქვენი აზრით, თამაშები რომ ჩათავდება და არაფერის შეცვლა არ შეიძლება, მაშინ "ვიმსჯელოთ" ) კარგი რააა.... კაშია საერთოდ არ უნდა გამოდიოდეს მინდორზე! თუ ფედერაციის ფუნქციონერები ვერ ელევიან კაშიას და კვირკველიას, იჯდნენ სათადარიგოზე და გაამხნევონ ახალგაზრდები. მაგათი შეცდომები დაცვაში, ახალგაზრდებს უფრო ანერვიულებენ!

• giorgi

ნამუსი რომ ქონდეს არ უნდა იყოყოს კაპიტანი, მაგრამ ეგ სად აქვს ამას , ბოღმით კვდება ალბათ კვარაცხელიაზე

• გიზო რაჭველი

კაშია და კვირკველია ნაკრებში ისედაც არ უნდა იყვნენ, კვირკველია განსაკუთრებით. მთელი თამაშის მანძილზე ფაქტიურად მოწინააღმდეგის ნახევარზე არ გადადიან და მხოლოდ ბურთების მოგერიებით არიან დაკავებულნი, დროა ახალგაზრდებს დაეთმოთ დრო.

• გიორგი

და რატო უნდა მიეცა კვარასთვის რახან ქართველია თუ ობიექტურობა ჯერ მესის და მბამპეს დონემდე მივიდეს და მერე თუ არ მიცემს ხმას მერე მოთხოვეთ,ვისაც თვლიდა საუკეთესოდ დაასახელა და ეგრეც არის ჯერ ბევრი უკლია საუკეთესო ფეხბურთელობამდე

• 100%

სტატია მკაცრია და შეიძლება დრო არ იყო ამისი, მაგრამ მართალი. რაც შეეხება გამოკითხვას, 2023 წლის მიხედვით არის ხომ? ,,ნაპოლი,, ჩემპიონი გახდა სერია A-ში, ფეხბურთი კოლექტიური სპორტია გასაგებია, მაგრამ რამდენი პროცენტი მოდის ხვიჩაზე გამარჯვებაში, თქვენვე იფიქრეთ. და კიდე ერთხელ გადაავლეთ თვალი გასული სეზონის ვიდეოებს და რატომ არა პირველი?

• Kkkk

არ უნდა იყოს არც აქამდე უნდა ყოფილიყო მიზეზი ძველია მაგრამ ყველას ახსოვს

• ვანო მეტრეველი

დიდი ხსნის წინ იყო გასაშვები ჯერ იმ ფარჩაკი საქციელის გამო სამკლაურზე, ეხლა კი ეს ბანძი საქციელი დაუმატა

• თაზო

არ უნდა იყოს

• გაგიჟდა

კაცო, კაშია ნაკრების ერთ მუშტად შეკრაზე ფიქრობდა, ხმას მბაპეს რომ აძლევდა?

• კოტე ტაბიძე

ამ ანონიმური პიროვნების ლოგიკით ოსიმენმაც პატრიოტობა გამოიჩინა. აბა სხვა ნიგერიელი არ იყო ნომინირებული. მეც გამოვაჩენ პატრიოტობას და დაგისახელებთ ათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს. 1) სლავა მეტრეველი 2) მურთაზ ხურცილავა 3) დავით ყიფიანი 4) ხვიჩა კვარაცხელია 5) მიხეილ მესხი 6) კახა კალაძე 7) დიეგო მარადონა 8) პელე 9) ზინედინ ზიდანი 10) ლიონელ მესი

• ლამაზი

ფეხბურთის ფედერაციის ბოტები ყველგან რატომ აკომენტარებენ? ფრთხილად იყავით, ტროლ ქარხანა არ დაგეწვათ.

• QT

ტიპიური მავნებლური სტატია, მარტის თამაშების წინ, მაშინ როდესაც გუნდის ერთ მუშტად შეკვრაზე იწერებოდეს, თქვენ პირიქით აკეთებთ.

• ადამიანი

100%

• Bs

მართალია! არ არი მთლად ობიექტური, თვითონაც იცის და მაგიტომ მალავს ვინაობას

• ბებიკომ

ავტორი ვინ არი? მეორეც, გუნდში განხეთქილებას რატომ თესავთ? მერე ხელს ფედერაციისკენ გაიშვერთ, იმათი ბრალია ყველაფერიო. პ.ს. არიქა დამბლოკეთ, კრიტიკა არ მიიღოთ.

• PG

ვაკომ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ მაშინ ორივე ვიტესში თამაშობდა

• გიორგი

უპირველესყოვლისა ფეხბურთელი ნაკრებში უნდა თამაშობდეს თავისი სპორტული შესაძლებობების გამო კაშია კი ამ მიზეზით და სხვა არაკავშირში სპორტულ ფორმასთან დაკავშირებით დიდი ხნის უკან იყო ნაკრებიდან მოსაკვეთი.

• giorgi

თუ დაკვირდებით სერიოზული ბრძოლა მიდის ქართული ფეხბურთის ცუდის მსურველი აგენტებისგან მოახლოვებულ ფლეიოფების წინ. დაწყებული ჟურნალისტებიდან, ფედერაციის, ვაი ტიპებისაგან, ფეხბურთელების და დამთავრებული ტროლებისა და ბოტებიდან. ერთმანეთ აპირისპირებენ ცუდი გარემო შეაქვთ და მიდის სერიოზული მუშაობა.

• სოსოს

მოლაპარაკე თხასავით შენ იქცევი, როცა უშინაარსოდ რაღაცას წერ, მიღმა რეალურ შინაარსს ვერ ხედავ. სადმე გაგიგონიათ ვინმეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე კარგი ამბისთვის აეღო? “ამ გამარჯვებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ!”- ასეთი რამ უთქვამს ვინმეს? პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ დგება, როცა რაღაც შავდება, ცუდი ხდება, ვიღაცის დანაშაული იკვეთება. დანაშაულს სასჯელი უნდა მოჰყვეს და სამართალში ასეა, დანაშაულის მონანიება სასჯელს ამსუბუქებს, თორემ სასჯელიდან არავის ათავისუფლებს. აძალებდა ვინმე ამის თქმას, რომ ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას და ნაკრებში თამაშის ღირსი მოედანზე მყოფთაგან არავინ ვართო?! თუ ღირსი არ ხარ, რატომ რჩები?! :) თუ პასუხისმგებლობას იღებ, რაში გამოიხატება ეს? თან ისეთი სიტყვების შემდეგ… საკუთარ თავს არ დაუტოვა არჩევანი, უნდა წასულიყო, მაგრამ გამოჩნდა, რომ სიტყვების ჰაერში სროლა იყო ის ყველაფერი და არანაირ პასუხისმგებლობასაც არ გრძნობდა. რაც შეეხება ჩემს წილ პასუხისმგებლობას, მე რანაირად ჩავაგდე ნაღმი? მე დავაყენე მესამეზე ხვიჩა თუ ეს სტატია რომ არა, ვერ გაიგებდა ისე ხალხი? თუ ვინმემ ნაღმი ჩააგდო ნაკრებში, ეს გურამი იყო,სამწუხაროდ, რომელსაც მხარს მაშინ ვუჭერდი, როცა ნახევარი ქვეყანა მისი ნაკრებიდან მოკვეთას სამკლავურის გამო ითხოვდა. არც ვნანობ იმ მხარდაჭერას და იმავეს გავაკეთებდი დღესაც, ხვალაც და ზეგაც. საქართველოში არავინ არავის აკრიტიკებს, ყველას თავზე აფერებენ ხელს. კომენტარებს წერენ, კრიტიკა რატომ არააო, დაწერ კრიტიკას და რატომ დაწერეო, მაინცადამაინც ის თუ არ გააკრიტიკე, ვინც მათ არ მოსწონთ. შესაძლოა, გურამ კაშიამდე და მის მერე გასაკრიტიკებელი ძალიან ბევრია, მაგრამ ვიღაცით ხომ უნდა დავიწყოთ?! სხვების კრიტიკასაც დაელოდეთ…

• ბადრის

იქნებ აგვიხსნა რატომ უნდა იყოს მამარდა ახალი კაპიტანი? სეიოზულად მაინტერესებს. ტრამვისკენ მიდრეკილი, რომ არ იყოს მე კიტეს ავირჩევდი, ხვიჩა და გიორგი ჯერ ადრე მგონია.

• გიორგი

ამ სტატიის ავტორს შეიძლება ვეთანხმობედო მაგრამ თვითონ რომ ეშინია თავისი აზრის ეგ ტეხავს და დიდ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს როგორც საიტის ისე ავტორის. სახელი და გვარი არ აქვს ავტორს? აბა თქვენ იცით და არ გამოაქვეყნოთ)))

• ვენეციის კომისია

სტატიის ავტორი ვინ არის? ჯერ იმ ჟურნალისტს რა ვუთხარი სტატიას რომ დაწერს და თავის გამოჩენის რომ შერცხვება... ამის დამწერი კომუნისტების დროს ანონიმშიკი იქნებოდა...

• Pepelu

მარტის თამაშები რომ იყოს კაშია რა თქმა უნდა გასაშვებია!!!!!! ხვიჩას შემთხვევაში, როგორც მოიქცა კაპიტნები და კაცები ეგრე არ იქცევიან!!!

• sandrex

ეს სტატია რას ნიშნავს?თავად კაშია ვერ ხვდება ნაკრებიდან რომ უნდა წავიდეს?!თუ ვერ ხვდება მაშინ მადლობის ნაცვლად პანჩური და ჰაიდა ნაკრებიდან!კაშია არა იხვის ტოლმა,დამთავრდა მაგის ნაკრები!!!

• ლადო

კლავიატურას ამოფარებული ავტორი. დაწერე სახელი თამამო :))

• Luka

არც კანკავა და არც კაშია არც ერთი არ იყო ნამდვილი კაპიტანი,არ მეგობრობენ ბიჭებთან ვიცი ეს მე,ნამდვილები იყვნენ გოგრგოძე ,ფაჩულია და არ გაგიკვირდეთ ნემსაძე

• Luka

ყოჩაღ სტატიის ავტორს,ესე რა თქვით სიმართლე

• Gia

Martamde kide ras gaabuqebt?mogalateobaa exla nakrebshi ganxetqileba.kvaras gareshe dagvtova isedac vigac ucodinarma kacitazem da pasuxi ar vagebiet.ra speqtakls dgavt. Kvaras tvis gadamwyveti ro yofiliyo eg xma kide xo.qecbaic mashin arapatriotia?xma amoiget jurnalistebo imaze rac 2mnishvnelovania qveynis tvis. Soflis chempionats ro atarebs federacia.milionebs ro flangaven arafris momcem chempionats hi rato ar wert?uzbeketshi ro garbian fexburtelebi egaris qveynis ubedureba.

• ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის ნეტავ ერი?

"კვარადონას" 10 თვეა კარებში წესიერად არ დაურტყავს და მაგარი უნამუსო უნდა იყო მსოფლიო ჩემპიონისა და ვიცე ჩემპიონის წინ რომ დააყენო.განსხვავებით ზოგიერთი ვითომ პატრიოტისგან კაშიას სწორედ ეს კაცური ნამუსი ჰქონია.

• კაი ერთი

სტატიის ავტორს არც ფეხბურთი ესმის და არც სიტუაცია რომელშიც ვართ. შე კაი კაცო უკეთესი დრო ვერ იპოვე იმისათვის რომ ზედ უმნიშვნელოვანესი თამაშების წინ ნაკრებში განხეთქილება არ შეიტანო? რა დროს კაპიტნის საკითხის წამოწევა იყო? რად უნდა იმას ბევრი ფიქრი რომ კაშიას თავისი მეგობრები და მომხრეები გამოუჩნდება ნაკრებში და თავისი მოწინააღმდეგეები მეორე მხრივ? და იმათი ღია ან თუნდაც ფარული დაპირისპირება გვინდა ახლა? მეორე მხრივ რაში ჭირდება კვარას კაშიას დაწერილი პირველი ადგილი? ამ ეტაპზე რომ არც მესის და არც მბაპეს დონეზე რომ არ არის და არც ჰოლანდის, თვითონ არ იცის? დიდი კარიერა აქვს წინ და სამეულისათვის და პირველი ადგილისათვის ბრძოლის დროც მოვა. იმის დროც მოვა როცა კეინის ,მბაპეს, სალახის და მოდრიჩის დონის კაპიტნები აღიარებენ და დაასახელებენ, როგორც მესი დაასახელეს, დღეს კი რაში ჭირდება კაშიას დაწერილი პირველი ადგილი? ან ჯიქიას რომ გვიქებ აქ, ჯიქიამ იმიტომ დაასახელა რომ რუსები კვარას რუსსკი ფუტბოლის აღზრდილად თვლიან, თორემ ჯიქია ალბათ ქართველადაც არც თვლის კვარას, სპორტ- ექსპრესისათვის ინტერვიუ აქვს მიცემული ქართველი არ გეგონოთ , მეგრელი ვარ და მეგრელები ქართველები არ არიანო. რაც სტატიის ავტორმა დაწერა , არც ნაკრებისთვისაა კარგი, არც კვარასათვის და საერთოდ რას ემსახურებოდა კაცმა არ იცის...

• ვა რა დონეა

კვარაცხელიამ საქართველო ოლიმპიადაზე რომ გაიყვანა მარტო ამისთვის ეკუთვნოდა ქართველი ხალხის დიდი სიყვარული.

• giorgi 3

არ შეიძლება რომ ბოლოს და ბოლოს პენსიაზე გაუშვათ უკვე არაფრის მაქნისი პირღია კაშია?

• ბადრი

კაშიას დრო წავიდა არათუ კაპიტანი საერთოდ უნდა წავიდეს ნაკრებიდან რაც შეეხება კაპიტანს ჩემი აზრით მიუხედავად კვარას დიდი პატივისცემისა მამარდა უნდა იყოს ახალი კაპიტანი

• დათო

კაშიას გადარჩენილი თამაშს თუ გაიხსენებთ ვინმე!?? არა!!! მესაჯდომის დროშით, რომ გამოიყვანა ვიტესი? ეს ყველას გვახსოვს და თუ არ დაუძახებენ უფრო კარგს იზავენ! თან კარგი თაობა წამოვიდა მცველების და პროჭი კაშია ნაღდად არ გვჭირდება!

• ნუთუ

ფეხბურთი თავზე რომ ჩამოგვემხო 30 წლის განმავლობაში და სტატია კაშიაზე ერთმანეთთან როგორ დააკავშირე?

• სოსო

ავტორს.ცამდე მართალიც რომ იყო,მაინც არ უნდა დაგედო,ეს სტატია.არაკომპეტენტურობაც სწორედ ეს არის,თორემ ხუთკუნჭულას ზღაპარში რომ მოლაპარაკე თხაა,ისიც ლაპარაკობდა,ყველაფერს,რასაც დაინახავდა.ისე,რასაც ამტკიცებ,რომ ტყუილი არ არისო,ეგ სულაც არ ნიშნავს,რომ თუ ტყუილი არ არის,ესე იგი მართალია.პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება,მაინც და მაინც წასვლას ნიშნავს,შენი აზრით?ვინც რაღაცას აკეთებს,ის შეცდომასაც უშვებს და მასზე პასუხისმგებლობასაც გრძნობს,მაგრამ არიან ისეთებიც,ვინც არაფერზე გრძნობენ პასუხისმგებლობას და სწორედ ისინი არიან,ყველაზე მეტს რომ აფუჭებენ.დიდ ნაღმი ჩააგდე ნაკრებში და სამწუხაროდ,პასუხისმგებლობასაც არა გრძნობ.როცა პასუხისმგებლობას გრძნობ,ეს ნიშნავს,რომ ყველაფერს გააკეთებ,მისი შედეგების აღმოსაფხვრელად და შეცდომას აღარ გაიმეორებ.ესპანეთთან თამაშში,კაშია კი არა,სანიოლი იყო,დამნაშავე,არასწორი სათამაშო სქემის გამო,მაგრამ კაშიამ,როგორც კაპიტანმა,მაინც საკუთარ თავზე აიღო,პასუხისმგებლობის წილი და ამით შეეხიდა,სანიოლს.ამასაც დანახვა და დაფასება უნდა.იმედს ვიტოვებ,რომ მიხვდები შეცდომას და შეეცდები,მისი უარყოფითი შედეგების ,მაქსიმალურად შემცირებას.სწორედ ეგ იქნება,პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

• დააT

სტატიის ავტორ - კაშია უკვე დიდი ბიჭია და როგორმე დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველოს ნაკრების ისტორია იწყება 1990 წლიდან და დღემდე მასზე უკეთესი კაპიტანი არ გვყოლია. რაც შეეხება მასზე ფერად სამკლაურზე წამოძახებას, ფერადი სამკლაური ნიშნავს იმას რომ ყველას აქვს სიცოცხლის უფლება, ისევე როგორც ლგბტ-ს, ასევე კაშიაზე კლავიატურით ცუდად მოკაკუნეებსაც.

• არტემ მერებაშვილი

კაშია და კვირკველია ალბათ ერთერთი( თუ ერთადერთი არა) ყველაზე ცუდი მოთამაშე ნაკრებში. არა დაზღვევა, არა პოზიციის შერჩევა, არა ბურთის დაჭერა თუ ამოტანა...და რისთვის იძახებს დღემდე ნაკრებში მწვრთნელი ვერ ვიგებ. კაპიტნობაზე ხომ ზედმეტია საუბარი

• las

კომენტარებს გადავხედე და ამ ნათლად ასახავს ჩვენი ერის სავალალო მორალუ სულიერ დონეს. კომენტერბი - ამის დრო იყო ეხლა? ძაან მკაცრი სტატიაა და ამგვარები ანუ ჩვენ ხლახს მოწონს ტყუილში ცხოვრება. ცუდია? ეშლება? მერე რა კრიტიკის დორა ეხლა, რა დროს ეგაა? ხოდა თუ არაა კრიტიკის და სიმართლის დორ კი არის ჩამო--ული ქართული ფეხბურთი 30 წელია უკვე. ცძირული კორუფციაში და არაპროფესიონალიზმში. მასე გააგრძელე ავტორ. ჟურნალისტის პირველი მოვალეობა არის კრიტიკა და სიმართლის თქმა. და აქამდე რო არ იღებდით არაფერზე ხმა კი ჩამოგვემხო ფეხბურთი თავზე

• nedved

ყოჩაღ და მადლობა კრიტიკული/ობიექტური სტატიისთვის. ქართველ ჟურნალისტებს ზოგადად არ ჩვევიათ კრიტიკა არავის მიმართ და იმედია კიდევ ბევრჯერ იტყვით სიმართლეს, თუნდაც ბევრს არ მოეწონოს. არ იმსახურებს კაშია კაპიტნობას, არც თამაშით და არც საქციელით. კაპიტანს გუნდის შეკვრა ევალება პირველ რიგში და მერე თამაში. კიტეიშვილს გადავცემდი კაპიტნობას, როგორც კაი მოთამაშე ისე გაწონასწორებული ტიპი ჩანს. დაცვაში კი აუცილებლად ახალგაზრდებს უნდა დავეყრდნოთ, კაშია-კვირკველიას დუეტზე უარესს რომც მოინდომონ ვერ იზამენ

• ლევანი

დაუჭირა, დაუჭირა, მისი საქმეა. რა პრობლემა ნახეთ მერე? ზედმეტად ასერიოზულებთ ამ საკითხს. რაც შეეხება ჯუღელის ლანძღვას, უკმაყოფილოდ ამბობ ოსიმენს გამოექომაგა ნახევარი საქართველოო. ნუთუ ვერ ხვდები, ოსიმენს კი არ გამოექომაგა, ჯუღელი ცუდ სამსახურს უწევს ხვიჩას და ამიტ შეწუხდა ხალხი. რა ძნელი გასაგებია, კაცი, რომ არ უნდა ჭორაობდეს და ჯუღელის საქციელი არაფერში, რომ არ ჯდება - უარყოფთ ამას?

• ემიგრანტი

ერტი რამ ვერ გამიგია ყაზაიშვილი რომ მოკვეთეს ნაკრებიდან კაშია რატომ არმოკვეთეს ?!... ნაკრების კაპიტანმა ხომ ყველაფერი იცოდა

• Batumi90

ყველას გვაქვს ჩვენი შეხედულებები, ავტორს ვეთანხმები და სრულად ვიზიარებ მოსაზრებას რომ პირველ ადგილზე ხვიჩა უნდა დაესახელებია, აქ არავინ კაშიას არ თხოვდა სუპერ ობიექტურობას, მაშინ როცა შენი ქვეყნის ისტორიაში ფეხბურთელი მსგავს კონკურსშიპირველად ხდევა პირველ ათეულში და შენ გამოდიხარ და მესამე პოზიციაზე აყენებ არასწორია. მითუმეტეს როცა კაპიტანი გქვია…

• las

ვეთანმხები ავტორს ყველაფერში. ეს საუკეთესოს გამოკითხვა ხო საერტოდ კომიკური გახდა. მესის ფაქტობრივად არ უთამაშია. კვარაცხელია ნამდვილად გამორჩეული იყო და ვერაფრთი ჯობდა მესი მას. ალბათ არც მბაპე. რაც შეეხება კაშიას. ეს უკვე ვილი სანიოლის უპასუხისმგებლობის ბრალია. ისე მოაწყო საქმე პლეიპფში მარტსი მაინც კაშია უნდა დადგეს ცენტში. რადგან არ გამოცადა სანიოლმა არავინ. არც იძახებდა რო საქმეში ენახა. ერთხელ გამოიძახა ისიც გულშემატკივრის ზეწოლით ირანში მოთამაშე მცველი და 5 წუთი არ აღირსა მოედანზე გასვლა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. რო დაიმტვრეს ეგ კაშია მარტში. ვის აყენებს ნაკრებში მცველად? ვინ ყავს? არ უნდა გამოეცადა რეზერვი ამ უპატრონოს?

• gio9

სიძულვილის ენა და ნაკრების კაპიტნის გაკრიტიკება უადგილოა მარტის თამაშების წინ კაშო და კვარა თვითონ გაარკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას, თუმცა გასარკვევი არც არაფერია ეხლა ერთიანობა და გუნდურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. წარსულში ქექვა კარგს არაერს მოგვიტანს ეს უნდა გესმოდეთ. წარმატებეი ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ღრმად გვჯერავს წინ დიდი წარმატებები გველოდება!!!.

ძალიან ცუდი სტატიაა, არასწორი უნტერპრეტაციით და ხალხის ისევ გასაღიზიანებბლად!!!

• სოსო

როცა ის სამკლაური გაიკეთა,პირველი თუ არა,პირველ სამეულში მაინც ვიყავი,ვინც მისი ეს საქციელი გააპროტესტა,მაგრამ როცა მან განმარტა,მიუხედავად იმისა,რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები მის პოზიციას,მაინც მივიღე.მას ჰქონდა და ახლაც აქვს,უფლება,ჰქონდეს საკუთარი აზრი,იმის მიუხედავად,მოგვწონს თუ არა ის.მეორე მხრივ,ხვიჩა ჩვენთვის არის უძვირფასესი,მაგრამ ჩვენც არ გვაქვს პრეტენზია,რომ მსოფლიოში საუკეთესოა და მას რატომ უნდა დაეფიქსირებინა აზრი,რომ ხვიჩა საუკეთესოა?ასე,ყველა ქვეყნის წარმომადგენელი,საკუთარს დააყენებს წინ და ყველაფერს აზრი დაეკარგება.ვინც ის,პირველ ნომრად დაასახელა,რა თქმა უნდა მასაც ჰქონდა,ამისი უფლება,.მაგრამ არა მგონია,ზურაბ ფოცხვერიას სერიოზულად სჯეროდეს,რომ ხვიჩა,მესიზე,ან მბაპეზე ძლიერია.როცა შენ ვიღაცას განსჯი და აფასებ,რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც თუ არ ხარ,ობიექტური,გამოტანილი ვერდიქტი,ფარსად გადაიქცევა და მაშინ,რატომღა აგინებთ,საბჭოთა წყობილებას?გურამ კაშიამ,მაქსიმალურად დააფასა ხვიჩა,ამაზე მეტი კი,უკვე შეუძლებელი იყო და შეეშვით,ამ კაცს.ნაკრების გადამწყვეტი თამაშები კი,კარზეა მომდგარი და ასეთი სტატიის დადება,მხოლოდ ნაკრების ერთიანობის აფეთქებას ემსახურება.ყოველთვის ვცდილობ დავამტკიცო,რომ არეულის დაწყობა,ძალიან ძნელია,მაგრამ დაწყობილის არევა,ძალიან ადვილი და მერე მისი ხელახლა აწყობა,ხშირად შეუძლებელიც ხდება.დღესაც ამ სტატის ავტორი,ისედაც ბზარ შეპარული ჩვენი ნაკრების კიდევ უფრო გახლეჩას ცდილობს და ამას,ამ საიტზე შემოსული მკითხველებიც თუ გაიაზრებთ,კარგი იქნება.ამ სტატიას,სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. ვიცი,ბევრს ჰგონია,რომ გურამ კაშია,ნაკრებიდან უნდა წავიდეს.ამას,ბევრი უკიჟინებს და ფიქრობს,რომ მართლები არიან,მაგრამ ასე წავიდა,ჯაბა კანკავაც და აღმოჩნდა,რომ მისი შემცვლელი,ელემენტარულად,არავინ გვყავს.გურამიც ლიდერია,გუნდში და მისი ყოფნა ნაკრებში,როგორც მხოლოდ ფეხბურთელის ყოფნით არ შემოიფარგლება.ახლა გამოდის,რომ მასზეც ბულინგს ვიწყებთ?იქით,ხვიჩაზეა უზარმაზარი ნეგატივი,აქეთ გურამზე,ამ ორ თვეში,კიდევ ვიღაცას მოუძებნიან რაღაცა "პრიჩინას" და ნაკრები,გადამწყვეტი მატჩებისათვის,პარალიზებული აღმოჩნდება.მერე ვინმე იტყვის,რომ ჩვენ ვართო ამაში დამნაშავეები?ისევ ფეხბურთელების და ხელმძღვანელობის გინება დაიწყება.ჩვენთან ხომ ყოველთვის სხვაა დამნაშავე,მაშინაც კი,თუ საქმე,ჩვენ გავაფუჭეთ. ძალიან გთხოვთ მეგობრებო,შეწყვიტეთ,ასეთი უაზრო თავდასხმები და კიდევ უფრო მეტად ნუ გააფუჭებთ,ნაკრების გარშემო არსებულ გარემოს.

• გიორგი IV

სტატიის ავტორი ვინაა?თუ მთდიანად რედაქციისგანაა ეს სტატია ვერ გავიგე?!კაშია ვინცაა კარგად ვიცით მაგრამ ნამეტანი ხოარ მოგივიდათ?!!!!

• mamuka

აბსოლიტურად 100 % ვეტანხმები კაშიამ ელგებეტაშ ვილი კაპიტანი კი არა ნაკრებს უნდა მოშორდეს

• llcl

და ამას როდის ვიძახდი, არ გვეკადრება ქართველებს ცისარტყელა კაპიტანი, ამის კაპიტნობით უფალი არასოდეს გაგვიხსნის გზას დიდი ფორუმისკენ, მთავარი უბედურება ისაა, რომ კაშია მენტალიტეტითაც ცისარტყელაა, მაგრამ როცა ფედერაციაში ყოველდღე პრაიდია, რა თქმა უნდა არა ლომების, ეს არცაა გასაკვირი. წადი გურამ, ლომჯარია-გიგაურის გუნდში იკაპიტნე, ხელგაშლილნი დაგხვდებიან!

• გოგა

მესი შმესი უნდა დაიკიდო ასეთ დროს და შენი თანამემამულე უნდა დაყენო პირველზე, აქ საუბარი არა, რო არ იმსახურებდა მესი, აქ სულ სხვა რამეზეა საუბარი, ნუ რაც მართალია მართალია, კვარას დონის ფეხბურთელი ჩვენ არ გვყოლია მართლა 50 წელიწადია და ძალით რატომ დავრჩდილოთ?? მე პირადად ძან მეწყინა კაშია და ქეცბასგან, აი გუნდის კაპიტნისგან კი ორმაგად.

• მერკუციო

არ გინდათ ასეთი პათოსით კაცის გაკიცხვა და მის სახელზე ზედ გადავლა,ხვიჩას ზრდისთვის და მოტივაციისთვის ჯობდა სამეულშიც არ დაესახელებინა,თუ სიმართლე გინდათ.და კიდევ,ოსიმენის ბაბოც გავათხოვე,მაგრამ ჯუღელის ადვოკატობას თავი დაანებეთ,არ დაიჩაგრავს ეგ თავს,ისეთი ყურუმსაღია

• nika

ასეთი უხეში სტატია, რა ვიცი. კომენტარებში რომ წამეკითხა, კიდევ გავიგებდი, მაგრამ სტატიად უცნაურია... „ცუდ მცველობას“ რაც შეეხება, მთლად ობიექტური შეფასება არაა. ეგ მწვრთნელის შეცდომა იყო, რომ სქემის არჩევისას არ გაითვალისწინა მცველების მდგომარეობა (ასაკი, სინელე) და თუ კაშია-კვირკველიაზე უკეთესი მცველები მოგვეპოვება, ეგეც მწვრთნელს უნდა დაეტესტა აქამდე, რას ელოდებოდა? კაშია რომ ვიღაცის ცოლის ძმამ მიაკაჩავა ან მესი რომ გაიყვანა პირველზე, არ მგონია, სერიოზული არგუმენტები. კი, კარგი იქნებოდა რომ აქაც და ოქროს ბურთზეც ყველა ქართველს პირველზე დაეყენებინა, მაგრამ ეგ არაფერი — ქართველების წახმარების გარეშეც რომ გაფასებენ, უფრო შთამბეჭდავად ჩანს.

• გიგა

ძალიან ცუდი სტატიაა! ავტორი რატომ გვემალება?

• თოკო

მინიმუმ 2 წლის წინ უნდა წასულიყო...კანკავა წავიდა და კაშია მის 10 % საც ვერ გააკეთებს..მე დიდ პატივს ვცემ კანკავას.კაშია არ არის ნაკრებისთვის სასარგებლო ამ ეტაპზე..(რაც ვიტეი დატოვა)მას შემდეგ

• ავტორი

კონკრეტულად, რა კუთხით არის არაკომპეტენტური? ტყუილია რამე თუ არასწორი ფაქტი წერია? :)))

• ლექსო

მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრებს ასეთი მნიშვნელოვანი თამაში აქვს წინ, მაშინ როდესაც გურამ კაშია სამაგალითოა ყველასთვის ყველაფერში ასეთი დილეტანტური სტატია არის მტრობა და მეტი არაფერი! თუ გეგმა გაქვთ შესასრულებელი სტატიების, დაწერეთ რომან ფიფიაზემ, მაგაზე კარგი თემა რა გინდათ, დინამო რომ ყველას შეაზიზღა! ეს სტატია არის მტრობა, მეტი არაფერი!

• ტაგუ

ძალიან არაკომპეტენტური სტატიაა ავტორი ვინაობასაც არ გვიმჟღავნებს.. მესიზე და ჰალანდზე წინ, კვარას დაყენება, მისი დაცინვა იქნებოდა. ჯიქიამ რომ პირველ ნომრად დაასახელა, მაგარი კაცია? დაგუგლეთ და ნახავთ, რა ქართველიცაა. რაც კაშიას ჩვენი გუნდისათვის ოფლი დაუღვრია, ასეთ უმადურობას არ იმსახურებს. ვიძახოთ, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა, შეიცვლება რამე?

• Givi

რა დროს ეს იყო!!! ლუქსემბურგის მწვრთნელმა დაგავალათ??? და საერთოდ თუ სიმართლეა ბოლობოლო მესი არ იმსახურებდა ამ პრიზს და მაგარი სისულელე მოხდა, ნუ რაც მოხდა მოხდა, მაგრამ ჩვენს ნაკრებს ნუ გადავაყოლებთ ამ სიაფანდობას!!!

• დათო

ჩემი კომენტარი დაბლოკეთ? გეშინიათ სტატიის ავტორის გამოქვეყნება? სხვის პასუხისმგებლობაზე მაგრა მსჯელობთ.

• სანდრო

არაა!!!

• კაშია

ასე ხელაღებით თავიდან მოშორება არასწორი მგონია. მაგრამ ბოდიში უნდა მოიხადოს, თუ ნაკრების კაპიტნობა ისევ უნდა. ბოდიში არაგუნდური საქციელისთვის უნდა მოიხადოს. ხალხი წერს, მბაპესა და მესიზე უკეთესია კვარა, ხმა რომ მიეცაო. საბერძნეთის ნაკრებზე ძლიერია ჩვენი ნაკრები, ევროპაზე რომ გავიდეს? რწმენა უნდა გვქონდეს, საკუთარი თავის გვჯეროდეს, კაპიტანი ამ რწმენის მაგალითი უნდა იყოს. თორე ობიექტურად რა ნაკრები გვყავს ჩვენც ვიცით და ობიექტურადვე ევროპის ჩემპიონატზე რომ არაა ჩვენი ადგილი, ეგეც. მაგრამ გვინდა და გვწამს, რომ მიზანს მივაღწევთ.

• zaza

სულ რომ უვარგისი ფეხბურთელი იყოს კვარა მაინც პირველ ადგილზე უნდა გაეყვანა კაშიას.რა მესი რა კილიანი,ტიპი ამხელა ფიფას გამოკითხვაში მოხვდა და მესამეზე გაკყავს? დამეკარგა წარმოდგენა

• anti

რაღაც ნაწილში ვეთანხმები ავტორს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სტატია არ უნდა გამოქვეყნებულიყო. ვიცით როგორი თამაშებიც გველოდება წინ და ნაკრებში შეიძლება არეულობა გამოიწვიოს.

• sani

გემოვნებაზე არ დავობენო ნათქვამია.

• დავით

ნეტა ასე პირდაპირები იყოთ სადაც საჭიროა იქ .საწერი გამოგელია . კაშოს ნახევარი გქონდეს გაკეთებული ფეხბურთში. სად მესი და სად კვარა რეებს წერ თუ იცი. კვარა ჩვენია მაგრამ მესისთან გინდა ბაპესთან და კიდე ბევრამდე ბევრი აქვს სამუშაო.რონალდო საერთოდ არ ახსენეს და ამას კვარა გაუტყდა.

• გიორგი

ობიექტურადაც და სუბიექტურადაც კვარა უნდა დაესახელებინა

• ქ. გ.

ამირ რაჰმანიმ ხვიჩა პირველ ადგილზე დაასახელა.

• ლადო

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გურამ კაშია არათუ ნაკრების კაპიტანი უნდა იყოს, არამედ საერთოდ აღარ უნდა გამოიძახონ ქვეყნის პირველ გუნდში; ჯერ ერთი იმიტომ, რომ სამარცხვინოდ მოიქცა, როცა კვარა სხვის უკან დააყენა; მეორე, იმიტომ რომ ბოდიშის მოხდის ნაცვლად საფლავში ჩაყვა ჭრელ სამკლაურს - ანუ ფული ამჯობინა ღირსებას, რასაც ბავშვები ხედავენ და ნაკრების კაპიტანი პირველ რიგში მათთვის უნდა იყოს სამაგალითო; მესამეც იმიტომ, რომ წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით კაშია არაა შეუცვლელი მცველი და ახალგაზრდებს უნდა გაუხსნან გზა; ქართველობა მარტო მოედანზე კუნტრუში არაა - ამას სანიოლი ვერასდროს ვერ გაიგებს, ეხლა მაინც ჩაერიოს ფედერაცია და ეს კაცი ნაკრებიდან გაუშვან!

• კობა

დამსახურებაც ბევრი ქონდა წარსულში. ეს არ უნდა დავუვიწყოთ. ამისთვის დიდი მადლობა. ახლა კი უკვე დროა, რომ ასპარეზი სხვას დაუთმოს. ეს მისთვისაც ჯობია, რომ ღირსეულად გააცილონ

• დიმა

არ უნდა იყოს და დიდი ხანია არც უნდა ყოფილიყო ჯიგარი და ნამუსი რომ ქონდეს. არ დაბლოკოთ

• რეზი

აბა როგორც გჩვევიათ დაესიეთ ადამიანს, რომელმაც თავისი არჩევანი გააკეთა და პირველზე გაიყვანა, ის ვინც ჩათვალა საჭიროდ. რო გაჰყვირით ევრპელები ვართო, ხოდა ამ ევროპელობაში არ შედის ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვაა? რა უბედურება გჭირთ ასეთი, რო დაესევით ადამიანს და ჭამთ ცოცხლად? ფუი შემირცხვენია თქვენნაირი ფსევდო პატრიოტები???

• სსს

ეგ დიდი ხანია არ უნდა იყოს ნაკრების კაპიტანი. ბევრი აპელირებს რომ კაშია ობიექტურობას აწვება მაგრამ მასეც რომ იყოს მესი საუკეთესო ნაღდად არ არის.

• რიჩარდ ლომგული

1) მესი და მბაპე დააყენა წინ, კოკორინი და არშავინი ხო არა. 2) ქეცბაიამაც მესამეზე გაიყვანა. 3) დიახ, მალტამ და ვირჯინიის კუნძულებმა დაწერეს პირველზე ხვიჩა, კიდევ ერთხელ, მალტა და ვირჯინიის კუნძულები. 3) კვირკველია გვყავს ძირითადში ხალხო, რა ერთ-რრატი ყველაზე ცუდი სტატისტიკა, კაშია რო არ იყოს საერთოდ "პრახადნოი დვორო" გვექნებოდა დავვა კი არა ( ეს არ ნიშნავს რო კაი მცველი, უბრალოდ ახვები არიან უარესები ). 4) ავტორ გამოდი სახელით აბა, რომელი ხარ? ასეთ სტატიას თუ წერ, ბარემ თავიც უნდა გამოაჩინო

• დათო

სტატია მკაცრია. რაღაცეები სწორია, რაღაცეები საკამათო, მაგრამ ავტორი ვინ არის, რატომ იმალება, სახელ-გვარს რატომ მალავს, თვითონ რატომ არ იღებს სტატიაზე პასუხისმგებლობას და იმალება. სხვის პასუხისმგებლობაზე კი ლაპარაკობს.

• გოგია

იმედია, დაბეჭდავთ. იმის მიუხედავად, რომ მეც მინდოდა, კაშიას ხვიჩა დაესახელებინა პირველ ადგილზე, არანაირად არ მივესალმები მსგავსი შინაარსის სტატიებს. სსრკ გამახსენა.

• ასი

დიდი ხანია ვამბობდი, კაშიასნაირი საქართველოს ნაკრებს არ უნდა კაპიტნობდეს მეთქი, მაგრამ აქაც კომენტარებს მიბლოკავდით. კარგია რომ თვალები აგეხილათ

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს

პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის

20 წ. | ცვლილებები რაზმში

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია

"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს

[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს

"ჩემთვის შვილივით არის, მაგრამ..." - ტენ ჰაგმა ანტონიზე ისაუბრა

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

"ოქროს ბურთს" დემბელე კი არა, მისი თანაგუნდელი იმსახურებს" - ცნობილი ფრანგი მწვრთნელი

"ორდაბასის" მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ - უფალმა "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა

დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ

აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"

მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება

[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა

Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა

პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს

Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს