"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ინგლისის 20-წლამდელებთან გასამართი მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

"ექვსი ერის" ჩემპიონთან ტესტ-სერიის მეორე შეხვედრა "ავჭალაზე" 12 ივნისს, 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება. შეგახსენებთ, პირველ თამაშში სტუმრებმა 31:7 იმარჯვეს.

რადგან თამაში ამხანაგურია და მიზნად 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას ისახავს, განაცხადი ამჯერადაც არასტანდარტული იქნება, ოღონდ "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 34-ის ნაცვლად 30 მოთამაშე იქნება.

წინა თამაშის შემდეგ სასტარტო 15-ში სამი ცვლილება და ერთი გადაადგილებაა. ლუკა ცირეკიძემ და ლუკა თაყაიშვილმა ფულბეკისა და მგეზავის პოზიციები გაცვალეს. ორი ცვლილებაა ხაზში. შუამარბად თამაშს იწყებს ლუკა კობაური, 9 ნომრის პოზიციაზე კი გიორგი სპანდერაშვილს ვიხილავთ, რომელსაც ინგლისთან არ უთამაშია.

მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა სამი მორაგბე – კვაჭი თამაზ ჭამიაშვილი, მეორეხაზელი თორნიკე ღანიაშვილი და მესამეხაზელი ირაკლი ხიდეშელი.

მარქაფაში სამი ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც ინგლისის წინააღმდეგ 7 ივნისს არ უთამაშიათ. ესენი არიან ბაჩუკი ბარათაშვილი, დავით ქუნთელია და შოთა ხელაძე.

20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი

7 ივნისი. თბილისი. ავჭალა. 18:00

საქართველო – ინგლისი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. სანდრო დარძულიძე (ლელო), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. მურთაზ ცხადაძე (არესი), 5. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.);

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. ლუკა საღინაძე (ლიონი), 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), დავით ქუნთელია (პროვანსი), შოთა ხელაძე (ლელო), მათე ღურწკაია (ყოჩები), შოთა მაღლაკელიძე (მათე).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Rugby.ge

არჩილ
თუ ინგლისთან ასეთი დამაჯერებელი მოგების შედეგით ვიმსჯელებთ (მითუმეტეს, ინგლისთან პირველი თამაშის წაგების შემდეგ), ძალიან მაგარი თაობა მოდის, ლომების თაობა და მთავარი მწვრთნელი, ლადო კილასონია, მაგარი მწვრთნელი გვყოლია, რადგან გუნდში სწორი ცვლილებები გააკეთა და ტაქტიკა შეცვალა და გავიმარჯვეთ. მადლობა მას და ბიჭებს ამხელა სიხარული რომ გაჩუქება.
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
ფიფას ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა
რუსთავში რეგიონთა ნაკრებების ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | პირველი ტესტი "ექვსი ერის" ჩემპიონთან
20 წ. | ინგლისთან გამარჯვების შემდეგ
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
U20. 45:17 - საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია!
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
ისტორია დაიწერა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისს მოუგო!
20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | სერიის პირველი თამაში ინგლისის დომინირებით
ლადო კილასონია: ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ