ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "არსენალთან" მატჩში?

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "არსენალთან" მატჩში?

<p>ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში პსჟ-მ &bdquo;არსენალს&ldquo; სახლში 2:1 მოუგო, ორი შეხვედრის ჯამში 3:1 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ძალიან აქტიური იყო, ბურთი ძელს გაარტყა და დაცვასაც სათანადოდ ეხმარებოდა. პარიზული გუნდის ფეხბურთელების გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს:</p> <p>&nbsp;</p> <p>Whoscored: დონარუმა 7.4, ჰაკიმი 7.6, მარკინიოსი 6.1, პაჩო 7.0, მენდეში 6.6, ნევეში 7.3, ვიტინია 6.6, ფაბიანი 8.0, დუე 7.1, კვარაცხელია 7.1, ბარკოლა 6.6, დემბელე 6.7, ერნანდესი 6.4, რამუში 6.1.</p> <p>&nbsp;</p> <p>Sofascore: დონარუმა 7.3, ჰაკიმი 7.5, მარკინიოსი 6.4, პაჩო 7.0, მენდეში 6.5, ნევეში 7.1, ვიტინია 6.8, ფაბიანი 7.8, დუე 7.1, კვარაცხელია 6.8, ბარკოლა 6.6, დემბელე 7.1, ერნანდესი 6.7, რამუში 6.6.</p> <p>&nbsp;</p> <p>Flashscore: დონარუმა 7.1, ჰაკიმი 7.9, მარკინიოსი 7.0, პაჩო 7.1, მენდეში 7.0, ნევეში 7.3, ვიტინია 7.3, ფაბიანი 7.9, დუე 7.4, კვარაცხელია 7.2, ბარკოლა 6.8, დემბელე 6.9, ერნანდესი 6.7, რამუში - შეფასების გარეშე.</p>

  • გიორგი

    რით ვერ გაიგეთ მეგობრებო შეფასებები კეთდება ფსონების მიხედვით მთავარია მწვრთნელი ენდობა და კმაყოფილია ექსპერტებიც რომლებიც ყოფილი მაღალ კვალიფიციური მწვრთნელები თუ ახლო წარსულში ლეგენდა ფეხბურთელები აღფრთოვანებას ვერ მალავენ პარიზელ გულშემატკივრების მხრიდან დიდ პატივიცემით სარგებლობს.

  • ვასო67

    კვარას გარეშე ლივერპულს ვერც გასცდებოდნენ, გადაახვიეთ ორივე თამაში ან კვარას მომენტები ნახეთ… ერთერთი ყველაზე კრეატიულია, და საჭირო, თუნდაც დაცვაში… იმიტომაც თამაშობს შეუცვლელად ყველა გადამწყვეტ თამაშს და ბარკოლა(ასევე მაგარი ფეხბურთელი) არის სათადარიგო… კვარასთან ერთად აგერ ფინალში არიან… წარმატებები მას და პსჟ ს

  • -

    გიოჯან, გარშემო ყველა თუ ბნელია, შენ საიდან ასეთი უგზო უკვლოდ ევროპელი ? სინამდვილეში , ისეთი არაფერი ხდება, ვიღაცებმა რომ შეაფასეს , გულშემატკივარსაც უნდა შეაფასოს. პს. ნებისმიერი შეფასება სუბიქტურია, რადგან სუბიექტები ვართ, ჯვარი გვწერია ობიექტები ვიყოთ.

  • ვასო 67

    დონარუმა 8,5 ჰაკიმი8.5 მარკინიოსი 7,0 პაჩო8,0 მენდეში7,5 ნევეში8,0 ვიტინია7,0 რუისი8,5 დუე6,5 ბარკოლა6,5. კვარა8,5 დემბელე7,5

  • სოსო

    პოსტის პირველ ნაწილში გეთანხმები,სრული სიმართლეა,მაგრამ პსჟს ამ თამაშებში მსაჯები დაეხმარნენ?-მე უფრო პირიქით მეჩვენებოდა.ხვიჩას გამო,შეფასებებში შესაძლოა ბოლომდე ობიექტური ვერ ვიყო,მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი,ვერ დავუშვებ იმის თქმას,რომ პსჟს უეფა ჰქაჩავს.ნამდვილად უსამართლო ბრალდებაა.პლეი ოფის მატჩებში მაინც,რაც ხვიჩა გადავიდა და მის თამაშებს ვუყურებ.რაც შეეხება ლივერპულის თემას,ინგლისური კლუბები დიდად არ დაგიდევენ შემადგენლობაში ინგლისელი ფეხბურთელების ყოფნას თუ არყოფნას და რატომღაც მათი საყვარელი კლუბის კონკურენტი კლუბების წარუმატებლობა,ევროსარბიელზე,მათი დამმარცხებლების გულშემატკივრების მსგავსად უხარიათ.ჩემთვის,პატარა და დაჩაგრული ქვეყნის შვილისათვის,ეს სრულიად მიუღებელი და შინაგანად გაუგებარია,მაგრამ ჭკუით მესმის მათი,თუმცა მაინც სრულიად მიუღებლად მიმაჩნია.აშკარაა რომ სამშობლოს (ჩემ)ჩვენეული გაგება,მათ გაგებისაგან რადიკალურად განსხვავებულია და ეგ არის ამოსავალი წერტილი.

  • გიზოგ

    სხვათა შორის, ზედა მეზობელო ნახევარ ფინალში ინტერმა, რომელსაც ნამდვილად არ დაეწუნება დაცვის ხაზი და არა მარტო დაცვის ხაზი 6 ბურთი გაუშვა, ხოლო თქვენმა დაწუნებულმა პსჟ-ს დაცვამ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. კიდევ დავამატებ, რომ მეკარეც დაცვის გუნდში მოიაზრება, რომლებიც ორივე გუნდს საუკეთესოები ჰყავს. რაც შეეხება შეთქმულებების თეორიებს. ცხოვრება უამრავი ვარიანტებისგან შედგება. და თუ ორი და ხშირად სამი შემთხვევა ერთმანეთს დაემთხვევა უკვე მტკიცებულებად ვიღებთ, რომ აქ შეთქმულებაა. ერთიც, შეფასებებს არ აკეთებენ მხოლოდ ფრანგები და აქედან გამომდინარე შეფასების დაწერა მხოლოდ ფრანგების სასარგებლოდ ვერ იქნება, არგუმენტი კი ბატონო „ზედა მეზობელო“ ლონდონში ბურთი „ფრანგ“-მა დემბელემ გაიტანა და აქტიურადაც ითამაშა, მაგრამ საუკეთესო შეფასება ვიტინიას მისცეს. მოსაზრება ყველას თავისი აქვს და მისაღებია, მაგრამ მტკიცებულებით საუბარს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. და კიდევ ერთიც, რა არის გასაკვირი იმაში, რომ გარკვეულ წილად სუბიექტურები ქართველის შეფასებაში? პატარა ერის კომპლექსის მოხსნის თაობაზე კი მოგახსენებთ, რა უკვე დიდი ერი გავხდით ეს ვერ გავიგეთ? დიდება საქართველოს და ქართველ საამაყო სპორტცმენებს.

  • gio

    ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა დაღვინდეთ, რა სულ შეთქმულების თეორიები გელანდებათ და ვეღარ დააღწიეთ თავი ამ პატარა, ყველაზე და ყველაფერზე დაბოღმილი ერის კომპლექსს. აზროვნების და მოვლენების საღათ შეფასების პრობლემა რომ გაქვთ ფაქტია, მაგრამ ცოტა ობიექტური რომ იყოთ არაა!!?, თუ არადა როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა და თქვა რომ კვარას პსჟ-ში ჩაგრავენ და ეროვნული ნიშნით ავიწროვებენ-აწყობილ გუნდში მივიდა სეზონის ბოლოსკენ, რომელიც დაფრინავდა და ლამის ჩემპიონი იყო წაუგებლად, ჩ/₾-ზეც ორ გადამწყვეტ მატჩში შავი დღე აყარა უძლეველ სიტის და გერმანულ აინტრახტს და მე-8 ფინალში გავიდა, ამ მოცემულობაში მივიდა გუნდში-გაუფორმეს ზღაპრული კონტრაქტი, მისცეს ადაპტაციის საშუალება,რისთვისაც შემადგენლობიდან ამოაგდეს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი და ამ აწყობილ გუნდში ჩასვეს,როგორც ერთ-ერთი ნაწილი ამ მრისხანე საფეხბურთო მანქანისა, რა თქმა უნდა ხვიჩამაც გამოიყენა შანსი და მშვენივრად მოერგო ამ მოქოქილ მექანიზმს და თავისი გუნდური თამაშით უფრო სრულყოფილი გახადა ის. გუშინაც მშვენივრად ითამაშა და შესაბამისად კარგი გამოხმაურებებიც აქვს, რა თქმა უნდა გოლი რომ შეეგდო, რასაც უდავოდ იმსახურებდა უმაღლესი შეფასება ექნებოდა...., საერთოდ დღეს რაც კვარას აკლია მეტი შედეგიანობაა, ის რომ ფეხბურთის ამ მთავარ კომპონენტშიც გამოირჩეოდეს ნამდვილი სუპერვასკვლავი იქნებოდა და მართლა შეიძლებოდა ოქროს ბურთის მოგებაზე ფიქრი, ოღონდ არა ამ სეზონში...საერთოდ გვინდა არ გვინდა პსჟ-ს ამ სეზონში სხვა ლიდერები ყავს და სამი თვის შუა სეზონში მისული კვარა მათ ასე ადვილად ვერ ჩააჩოჩებს,ხოლო მომავალი სეზონიდან რომ ის გუნდის აშკარა ლიდერი იქნება დარწმუნებული ვარ.. ჩემის აზრით ქართული სპორტი დღეს ისე წინ წავიდა, ინტეგრირდა ევროპულ სპორტთან, იგივე ფეხბურთი, რაგბი რომ სამწუხაროა გულშემატკივრების ნაწილი ისევ რუსულ-საბჭოულ კლიშეებით აზროვნებს, რომ რუსი მსაჯები ჩაგრავდნენ თბილისის დინამოს, რომ ქართველებს ჩორნაჟოტებს, დიკარებს და ათასი დამამცირებელი ეპიტეტებით გვამკობდნეე.არა და სრული ბოდვაა დღეს ამტკიცო რომ ევროპაში ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნიშნით ვინმემ დაჩაგროს, რადგანაც ნაკრების ყველა ფეხბურთელი იქ თამაშობს,ამასთან საქართველოს ეროვნული ნაკრები თვითონაა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი კოლორიტული ნაწილი,ამიტომაც გვყავს დღეს კარგი ევროპული ყაიდის ნაკრები და უამრავი ევროპული ყაიდის გულშემატკივრები და არა მარტო ისეთები ათას სისულელეებს რომ ჯღაბნიან აქ და ცდილობენ ვიღაცას დაუმტკიცონ, რომ თავგადაკრული პატრიოტები და კვარას ფანები არიან, რაც გამოჩნდა კიდეც ევრო-24-ზე

  • სოსო

    საქმეში ჩახედულის რომ არ გჯერა და ვიღაცის,იმ საქმის აზრზე რომ არარის ისეთის უაზროდ დაბერტყებულს რომ უჯერებ,სწორედ ეგ არის შენი და ზოგადად ჩვენი უბედურება.სამწუხაროდ არა მხოლოდ ფეხბურთში და კიდევ უფრო სამწუხაროდ,ამით თავსაც რომ იწონებ.სახლში რაღაცის გაკეთება რომ გინდა და არ იცი,კონსულტაციას სპეციალისტთან გადიხარ და არა,შენსავით,ან შენზე უფრო უცოდინართან,ხომ ასეა?ფეხბურთში რატომ გგონია რომ საპირისპიროდ უნდა მოიქცე და სრულიად უცოდინარებს,თუნდაც ათას კაცს დაუჯერო?ათას ცოცხალსა ზოგჯერა,ბევრად სჯობს ერთი მკვდარიაო,არასოდეს გაგიგია?ინტერნეტის ეპოქაში,ტყუილსა და მართალს ერთი ფასი დაედო და ამიტომაა სისულელემ,სიცრუემ,უნამუსობამ,ბოროტებამ რომ წალეკა მსოფლიო.ხმამაღლა ყვირიან და შენისთანებიც ხმამაღლა მყვირალებს უჯერებენ.აბა რა,ის ხომ ყველაზე ხმამაღლა ყვირის!არგუმენტიც კი არ არის საჭირო.

  • გიორგი

    აგაშენა ღმერთმა ზუსტად ერთი ერთში ეგ მინდოდა დამეწერა

  • კოტე

    ძირითადად ეს შეფასებები უსამართლო და მიკერძოებული რომ არის კიდევ ერთხელ გამოჩნდა. თუნდაც ის რომ ერთმანეთისგან კონკრეტული მოთამაშის შეფასება სხვა მოთამაშეებთან მიმართებით განსხვავებულია სამივე შემთხვევაში, ნათლად აჩვენებს სუბიექტურობას, რადგან შეფასების კრიტერიუმები განსხვავებულია. ასე რომ დაიკიდეთ :)

  • ქვედა მეზობელი

    ნუ ბჟოტიალობ ერთი

  • გოჩა

    მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხულ ექსპერტთა აზრით პელე მარადონას ჯობდა.მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხულ ყველა ხალხის აზრით მარადონამ აჯობა პელეს.მე ხალხის მჯერა!

  • კახა

    მსგავსი უსამართლო შეფასება , იტალიაშიც კი არ ხდებოდა !(((( ხვიჩამ დაუდო სათავე ორივე გოლს , პენალტის გამომუშავებას , ლომივით იბრძოდა ბურთის ართმევაზე და კონტროლზე , 3 მცველი დაბმული ჰყავდა , დუე სუფთა ეგოისტი - ზარალი და კატასტროფა , აღარაფერს ვამბობ ბარკოლაზე - ერ მომენტი წაიფაფხურა. ხვიჩას დონის თამაში , სულ სამმა ფეხბურთელმა ითამაშა - ჰაკიმი , რუი და დონარუმა . გავკარი მაგათ შეფასებას , ბოლო-ბოლო , ენრიკემ ყველა შეცვალა მაგის გარდა , რაც მთავარი ინდიკატორია!

  • ზედა მეზობელი

    უცნაურია,თუმცა არაფერი მიკვირს,რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა რო მაღალი შეფასება მიიღოს? მთელი თამაში წინ და უკან დარბოდა,ფაქტობრივად,მარცხენა მცველის პოზიცია ეჭირა,შეტევაშიც ბურთი მაგრა მიჰქონდა და რუისის გოლის დროს,რაისმა მასზე დაარღვია თამაშის წესები. რაისი უმაღლესი დონის ფეხბურთელია,ტყუილად ფოლს არ აიღებდა,უფრთხოდა ხვიჩას და არ გარისკა. თუმცა მაინც დაბალი შეფასება დაუწერეს ჩვენებურს. ამას წინათ კომენტარი დავწერე,ბვერს არ მოეწონა და აგერ ბატონებო პასუხი. რაც არ უნდა მაგრა ითამაშოს,ფრანგზე წინ არ დააყენებენ,არც ფანები და არც ზოგადად ქვეყანა. ამიტომაც ხვიჩას არ აქვს ოქროს ბურთის მოგების შანსი,არადა მაგარი კი იქნებოდა ჩვენაირი ქვეყნისთვის,თუმცა რას ვიზავთ. ერთადერთი გუნდი ვიცი,სადაც ადგილობრივი ქვეყნის წარმომადგენელზე წინ სხვას რო აყენებენ,ეს გუნდი არის ლივერპული.სხვა გუნდში არ მინახავს მსგავსი ამბავი,ინგლისელზე მეტად ირლანდიელებს აფასებენ და თავის ქალაქში დაბადებულებს,სხვა ქვეყნის წარმოამდგენლებსაც ასევე.ეს არც არის გასაკვირი,ამ ქალაქს ბუნებრივად აქვს ზიზღი ინგლისელების და განსაკუთრებით ლონდონის. აი,პსჟ ლივერპულის საპირისპირო არის ამ მხრივ,რაც არ უნდა გააკეთოს ხვიჩამ,დემბელეს წინ არავინ დააყენებს. არადა,მე პირადად,ხვიჩას თამაში ძალიან მომეწონა,იმიტო არა რო ქართველია,ობიექტურად ასეა. დონარუმა ასევე და ჟოაო ნევეში.ეს უკანასკნელი მთელი სეზონია მაგარ თამაშებს დებს,თუმცა არავინ ახსენებს. ადრე იმასაც ვამბობდი,რომ პსჟ უნდა გაეთრიათ ფინალში და ახლაც ამას ვფიქრობ,არ გავს ეს გუნდი იმ გუნდს,რომელიც ლიგის ფინალს უნდა თამაშობდეს. შეთქმულების თეორიების არ გჯერათ,არც მე,მარა ასეა რა. შეხედეთ დაცვა რანაირი ყავს,უამრავ შეცდომას უშვებენ თამაშის მიმდინარეობისას და ეს გუნდი თავისით ფინალში გავიდა? თან შეხედეთ რა მოხდა,ყველა ეტაპზე ინგლისური გუნდი შეხვდა,ესეთი რამე კიდევ მომხდარა? ეს იცით რატომ მოხდა? ადრე იყო საუბრები,განსაკუთრებით ინგლისიდან რო ლიგა ერთი ფერმერთა ლიგაა,ხოდა პსჟ ყველა გაგდებინეს,პსჟ რა,ყველა პსჟს გამოყენებით გაგდეს. ეს არის ბონუსი უეფასგან,როცა მათ უერთგულეს ლიგას და უეფას.ხომ ნახეთ როგორ პოზირებდნენ ტრიბუნაზე ჩეფერინი და ხალიფა? სხვანაირად გამორიცხულია,ასეთი დაცვით გუნდი ფინალს ვერ თამაშობს.მესმის,მეც ეგრე ვარ,ფეხბურთის ყურების მუღამი იკარგება ასე,მარა მე რა ვქნა? ასე არ ხდება და არც არასოდეს მოხდება,ასეთი დაცვით ფინალი და თან ერთი ქვეყნის გუნდები შეხვდეს. თუ ეს ასე არ არის და პსჟ თავისი გაქანებით გავიდა ფინალში,მაშინ ამ ფინალს წააგებს უეჭველად. პსჟს დაცვა ვახსენე,უამრავ შეცდომას უშვებს,ხოლო ინტერი არის გუნდი რომელიც ამას ელოდება,ერთი შეცდომა და ერთი გოლი არის. შანსი არ აქვს თავისი გაქანებით პსჟ ლიგა მოიგოს,ეს ამ დაცვით გამორიცხულია,ნუ ახლა უეფა თუ წაეხმარა,მოიგებენ აბა რას იზავენ. ბევრი ვერ გაიგებთ ამას,ემოციურად უდგებით ხვიჩას ამბავში,თუმცა თუ ემოციას გვერდზე გადადებთ,ეს აშკარა გახდება. მოიგოს ხვიჩამ მაგაზე კი არ არის,უბრალო დაკვირვებას ვამბობ.

  • დავით 67

    ვფიქრობ ყვითელი რომ აიკიდა იმიტომ დააკლეს შეფასება. ეს სულელური ფეირ ფლეი მოქმედებს ეტყობა. ოქროს ბურთზე ეგრე არ წაართვეს ვინის ეს წოდება? თუმცა საქართველოშიც გამოჩნდნენ ამ სულელური წესის მოტრფიალენი. აქ ხომ ყველანი კანონმორჩილები ვართ)).აბა სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს ხვიჩას დაბალ შეფასებას.?

  • zura222

    აუუუ ესენი გამაგიჟებენ რაა @ ხვიჩას 6,8 და დემბელეს 7.1 @ რა გააკეთა ისეთი დემბელემ ხვიჩაზე მაღალი რომ დაუწერეს ? რაა გოლი გაიტანა თუ საკუთარი ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი ? (სხვათაშორის ზუსტად ხვიჩა გადაეფარა ბურთს რომელიც ნაღდად კარში მიდიოდა და მოასწრებდა თუ არა დონარუმა არავინ იცის)ორივე გოლში ხვიჩას როლი ძალიან დიდი იყო და ბურთიც ფაქტიურად ერთადერთხელ დაკარგა და და 6.8 ? და დუეს კი 7.1 რომელიც ნამდვილი ზარალი იყო--ორი ისეთი პასი არ მისცა ხვიჩას და ბარკოლას ნაღდად გოლებს რომ გაიტანდნენ @ ასევე სხებთანაც ღორობდა დაპასს თუ აკეთებდა ან არაზუსტს ან დაგვიანებულს @ თითქოს უკვე მივეჩვიეთ ევროპულ უსამართლობებს მაგრამ მაინც მაგრა ტეხავს ასეთი დაუნახაობა @@

  • სოსო

    ნეტავი ამ შეფასებებს, ვინ და რის მიხედვით აძლევენ?!კარგი ბატონო,ვთქვათ რუისმა გოლი გაიტანა და ამით აიწია შეფასება.დონარუმამ უმძიმეს წამებში გადაარჩინა გუნდი,მაგრამ ხვიჩა მწვავეც იყო,დაცვაშიც უშეცდომო და საერთოდაც,ყოველ მომენტში საუკეთესო გაგრძელებას პოულობდა.გასაგებია დუე ძალიან კარგი ბიჭია და დიდებული დრიბლიორი,მაგრამ რამდენი პოტენციურად ძალიან საშიში შეტევა, მისგან არასწორი გაგრძელების გამო გაფუჭდა,დაცვაშიც არასაკმაოდ იხარჯებოდა და მაინც კვარაზე წინ როგორ უნდა დაეყენებინათ?არც ჰაკიმი იყო უშეცდომო,პსჟს კართან,მთავარი სიმწვავე,თითქმის ყოველთვის მისი ფლანგიდან მოდიოდა და მხოლოდ გოლს,ყველაფრის გადაფარვა წესით არ უნდა შეეძლოს.ისედაც,რაც უფრო მაღალი დონისაა მატჩი,მით უფრო კარგი უნდა იყოს შეფასებებიც,რადგან მეტოქეც შესაბამისად ძლიერია და კარგად თამაშს გირთულებს.მეორე ლიგის ფეხბურთელებსაც დახლოებით იგივე შეფასებებს აძლევენ,როგორიც ამ თამაშის მონაწილეებს დაუწერეს,იქ და აქ თამაში,ერთთმანეთს როგორ უნდა გაუთანაბრო? პსჟს ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას და იგივეს ვუსურვებ ინტერთანაც. თვის ბოლომდე ინტერი დაისვენებს და ტრავმებსაც მოიშუშებს.ასე რომ ფინალში კიდევ უფრო საშიში გახდება.უაღრესად გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ და ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ საწადელს მიაღწიონ,თუნდაც გარემოებები მათ წინააღმდეგ ვითარდებოდეს.ეს უკვე დაამტკიცეს,თუმცა პსჟც აღარ ჩანს პატარა ბიჭივით სულსწრაფი და სუსტი ხასიათის გუნდი.მათ უკვე ბევრი რამე დაამტკიცეს და იმედია ბოლოდე გაიტანენ ლელოს.

  • ???

    - დემბელე და დუე, აშკარად "გადააფასეს"; - დონარუმა, რატომღაც სათანადოდ კვლავ(!) არ დააფასეს; - კვარაცხელიას რომ 7-ზე დაბალ შეფასებას დაუწერ, ვერა ხარ ფეხბურთის ექსპერტი და,საერთოდ რაღაც "ვერა ხარ,რა"! --------- პ.ს. ხვიჩა აშკარად მწვრთნელის დავალებას ასრულებდა, რომელიც უდავოდ ძალიან ენდობა მას ! წარმატებები/გამარჯვება ფინალში!

  • -

    ვულოცავ კვარას. შესანიშნავი თამაში აჩვენა. მთელ მოედანზე მოძრაობდა და მწვავე მომენტებს ქმნიდა.

  • gega

    კვარაცხელიაზე უკეთესი შეფასება დუეს და დემბელეს როგორ უნდა ჰქონდეს???? რა უსამართლობაა?!

როგორი იქნება "რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

Le Parisien: "კვარასგან" ჭკუაზე აღარ ვართ - თითქოს 70-იანი წლებიდან დაბრუნდა

"Forza Napoli" - "კვარამ" "ნაპოლის" ჩემპიონობა მიულოცა

77 მილიონი ევრო წელიწადში - ბრუნომ არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიიღო

ჩაკვეტაძის არჩევანი - "ლესტერი" თუ პრემიერლიგის გუნდი

მესის თხოვნით - მოდრიჩი "ინტერ მაიამიში" გადავა

"შავი ლომი" | ორი გამარჯვებით შოტლანდიიდან

გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში ითამაშებს

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება

"ორივე შემტევი მოგვწონს" - დეკუს "ბარსას" სატრანსფერო სამიზნეებზე ჰკითხეს

იამალი "ბარსელონასთან" 2030 წლამდე გაახანგრძლივებს

"გალას" ქომაგებს ყურს არ უგდებს - ოსიმენი ახალ კლუბთან ახლოსაა

"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა

ტენ ჰაგმა ყოფილ კლუბში დაბრუნებას ბუნდესლიგაში მუშაობა არჩია

"ისწავლეთ დე ლაურენტისისგან" - ენრიკო ფედელე

დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა

24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!

პსჟს ფინალის დღე - შემადგენლობა ოპტიმალური

მავთულხლართი ზურიკოს შესანარჩუნებლად - "სენტ-ეტიენი" ქართველის "სტრასბურგში" გასხვისების წინააღმდეგია

[VIDEO] ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" პლეი-აუტის პირველი მატჩი ფრედ დაასრულა

გადაწყდა - მოდრიჩი "რეალს" დატოვებს

კაზუსი - "კალიარის" მეკარეს "ნაპოლის" გამარჯვება აწყობს?