Globo Esporte-ს ცნობით, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად დანიშნულ კარლო ანჩელოტის კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გაუფორმეს და ის პირველად იმუშავებს სანაკრებო დონეზე.

ანჩელოტი ნაკრებების მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იქნება - მისი წლიური გასამრჯელო 10 მილიონ ევროს შეადგენს. დაახლოებით ამდენს იღებს „რეალში“. კიდევ 5 მილიონს პრემიალურის სახით იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ბრაზილია მუნდიალს მოიგებს, რაც იტალიელ სპეციალისტს მიზნად დაუსახეს.

„ანჩელოტის დანიშვნა მეტია, ვიდრე სტრატეგიული ნაბიჯი. ეს ჩვენი განაცხადია მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ კვარცხლბეკზე პირველი ადგილის დაბრუნება განვიზრახეთ. კარლო ისტორიაში უდიდესი მწვრთნელია, ახლა კი პლანეტის უდიდეს ეროვნულ გუნდს ჩაუდგება სათავეში. ჩვენ ერთად დავწერთ ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს“, - განაცხადა ქვეყნის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ედიალდო როდრიგესმა.

ანჩელოტის ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრები პირველ მატჩს 5 ივნისს ჩაატარებს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის სამხრეთ ამერიკის ზონის შესარჩევ ტურნირზე ეკვადორს დაუპირისპირდებიან.

ანჩელოტის მრავალ ბრაზილიელთან უმუშავია,რეალშიც ბრაზილიის ნაკრების რამდენიმე წევრი ჰყავს და მათ მენტალიტეტს კარგად იცნობს.ურთიერთობებშიც არ გაუჭირდება.მაგარი ტაქტიკოსია და მაგარი მოტივატორი.აი მსოფლიოს ჩემპიონობისათვის რამდენად კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს ბრაზილიას,ეგ კი ცოტა საჭოჭმანო საკითხია.მაინც მგონია,რომ ბრაზილიას თუ რამე შეუძლია,ანჩელოტი მაქსიმუმს გამოწურავს.კი,ნაკრების მწვრთნელობის გამოცდილება არა აქვს,მაგრამ ეროვნული ჩემპიონატების სათამაშო კალენდარის დღევანდელი სიხშირე,სანაკრებო და საკლუბო ტურნირებს შორის განსხვავებას მინიმუმამდე ამცირებს და გადაწყობა ზეგამოცდილი მწვრთნელისათვის, არც ისე ძნელი იქნება.
GIORGI
შედეგი იქნება ნული !!!!!!!!!!!!!!!!
გოჩა
ისე ანჩელოტის მოღალატედ რატომ არ რაცხავენ?..რეალი მილანზე წინ გაიყვანა უფრო მეტად ეხლა იტალიის.მაგიერ ბრაზილიას მოაგებინებს..თუმცა სწორია ალბათ არ შეიძლება რეალზე და ბრაზილიაზე ვინმე წინ გაიყვანო
არისტრახო ქიმილიკიშვილი
ტალანტები არ ჰყავს ბრაზილიას,გასაკვირია
ზედა მეზობელი
ეს ბიძი რეალი კი არ არის,ადგე და ვინც გინდა იყიდო,რაც გაქვს იმით უნდა გახვიდე ფონს. კარლოს ძირითადი ტიტულები რეალზე და მილანზე მოდის,ხოდა ბრაზილიას ეს უშველის ვითომ? მეტი არ იქნას,ესპანეთის ძალიან მაგარი ნაკრებია,თან სულ ბავშვებით დაკომპლექტებული და მომატების დიდი რესურსით.იქეთ საფრანგეთია თავისი ძლიერი შემადგენლობით და არგენტინა რა თქმა უნდა,ძალიან ძლიერი გუნდია არგენტინა,მესით თუ მის გარეშე.თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება,თუ ფიფაში ჩააწყობენ,მოსოფლიო კი არა,შეიძლება ევროპაც მოაგებინონ:) ხალხი მაინც ტაშს დაუკრავს
toy
იმ ასაკში მაინც იყო კარლო კობაკაბანას ლამაზმანებში ილაღოს, საფეხბურთო მოედნებზე სილაღის რა მოგახსენო,დდდდ
ატარი პარცხალოვ-რომანოვა-ოცნებაშვილისა
ეგ კი მოაგებინებს..)))))))))))))
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა