ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა. გოლი უსამართლოდ დანიშნული პენალტით მასპინძლებმა მას შემდეგ გაიტანეს, რაც მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ გიორგი მამარდაშვილზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა, როდესაც ის გამოსვლაზე ბურთს ვერ შესწვდა და არბიტრის აზრით, სანტიაგო მოურინიოს შეეჯახა.

მანსანოს გადაწყვეტილება ესპანურმა მედიამ გააკრიტიკა.

კატალონიური „სპორტი“: „მენდისოროსამ“ (ალავესის სტადიონი) და ხილ მანსანომ „ღამურების“ ევროპული ოცნება დაასამარეს. VAR-მა მთელი თავისი ნდობის მანდატი ამოწურა. ამჯერად ცუდი მსაჯობის გამო ქულა „ვალენსიამ“ დაკარგა. ეტყობა, მანსანოს მოსწყინდა მეორე ტაიმში გუნდების უფერული თამაშის ყურება და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. უნდოდათ ის დაცინვისგან გადაერჩინათ და ეპიზოდის გადამოწმება ურჩიეს, მაგრამ როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა მატჩის მთავარი გმირი გამხდარიყო“.

Superdeporte: „ეს რეციდივისტი მანსანოს ძარცვა გახლდათ. პირველი შემთხვევა არაა, როცა მისი შეცდომების შედეგად „ვალენსია“ ზარალდება. ასეთ შემთხვევებს ადრეც ჰქონდა ადგილი“.

Eldesmarque: „მამარდაშვილს გამოსვლაზე წესები არ დაურღვევია. VAR-მა მანსანოს მომენტის გადამოწმება ურჩია, ის ეკრანთან მივიდა და მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა - თავისი ვირიდან არ ჩამოვიდა“.

კარლოს კორბერანი (ვალენსიას მწვრთნელი): „მამარდაშვილს თამაშში ჩართვა სხვებზე ხშირად უწევდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეტევაში სათანადოდ ვერ გავისარჯეთ. როდესაც VAR-ი არბიტრს მომენტის გადამოწმებისკენ მოუწოდებს, როგორც წესი, ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იყო თუ არა კონტაქტი. მსაჯს ამისათვის საკმაო დრო ჰქონდა. ამჯერად VAR-ისა და არბიტრის მოსაზრებებს შორის შეუსაბამობა დაფიქსირდა“.

კომენტარი თავად მამარდაშვილმაც გააკეთა: „ჩვენ ვიცით, აქ თამაში ყოველთვის რთულია. „ალავესი“ ყველა ბურთისთვის იბრძოდა. არავითარი პენალტი არ იყო, მე ეს არ მესმის. თვით მეტოქის ფეხბურთელებმაც მითხრეს, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო. ეს სირცხვილია. გამეორებაც ვნახე და ჩემს სიმართლეში დავრწმუნდი. ევროტურნირებზე გასვლა, სამწუხაროდ, ძალიან გაგვიჭირდება. ორი შეხვედრა დაგვრჩა, ბოლომდე ბრძოლა გვმართებს. ჩვენი გუნდი არასოდეს ნებდება“.

ზედა მეზობელი
ეს იმის ბრალია რო დაუსჯელობის ხარისხი ძალიან მაღალია.როცა კლუბები,მწვრთნელები,ფეხბურთელები და ფანები ერთად დადგებიან,მერე იქნება ცვლილებები სამსაჯო ამებებში,სანამ ეს ასე არ არის,ესეთი ფაქტები იქნება და არც არავინ დაისჯება. უბრალოდ,ზოგიერთი გონებაჩლუნგი(ასეთები ბევრნი არიან სამწუხაროდ) მსგავს პრობლემაზე ობექტურ შეფასებას იარლიყს აკრავს. მაგალითად,თუ მე ვიტყვი რო მაკალისტერზე დოკუს წიხლი იყო პენალტი და სიტის ჩემპიონობა აჩუქეს ან ევერტონი დაიჩაგრა სიტისთან,მერე ეს ქულები განსაზღვრელი ხდება საჩემპიონო რბოლაში,მავანნი ამბობენ რო მე ლივერპულის ფანი ვარ ან თუ მე ვიტყვი რო ბარსა დაიჩაგრა რეალთან ე.ი. ბარსას ფანი ვარ და ა.შ. ეს მხოლოდ აქ არ ხდება,ასეა მთელ მსოფლიოში და გამოთაყვანება პიკს აღწევს. ამიტომაც,პოლ ტირნები და მანსანო ან ერნანდეს ერნანდესები სულ იქნებიან. გასდით და აკეთებენ,მიდი და რამე მოსთხოვეთ,აქეთ აგიკრძალავენ ფეხბურთზე წასვლან და თამაშს,ყველაზე კარგ ვარიანტში დაგაჯარიმებენ. ამ სამყაროში ხელშეუხებელნი არიან დიდი იმპერიების ლიდერები,რომის პაპი და მსაჯები.რასაც უნდათ იმას აკეთებენ,ვინ უნდა დასაჯოს? ყველა ამ პრობლემის მიზეზი არის ადამიანთა სიგიჟე და ამ სიგიჟეში ვცხოვრობთ,ადამიანები თვითონ ვიჩალიჩებთ ამ ყველაფერს. აი,ასე ვთქვათ,პირიქით რო ყოფილიყო,ვალენსია გამოვიდოდა და იტყოდა,შეცდომა მოხდა და პენალტი უნდა გაუქმდესო? დიდი ალბათობით არ გამოვდოდა ანუ შეცდომას შეირგებდა.უსამართლობა როცა სხვას ეხება ხმა უნდა ამოიღო,თორე ერთ დღეს შენც წამოგეწევა. დღეს ვალენსიას წამოეწია,ხვალ ალავესი იქნება. სამართლიანი თამაშის პრინციპი უბრალო სიტყვებად დარჩა,არაფერი არ კეთდება ამის შესასრულებლად. რას ვიზავთ,ყველა დიკანიო ვერ იქნება,მთავარია ფული აიღონ და სისტემას ეტენებიან. ყველა ფეხბურთელი და მწვრთნელი ასეა,ფანებიც მათ შორის,მერე წამოეწევათ პრობლემა და წუწუნებენ. ყველამ უნდა გააპოროტესტოს,როცა არ გეკუთვნის და გაკუთვნებენ,არ უნდა მიიღო და სიმართლის მხარეს დადგე უნდა. ვიცი,ეს უტოპიური სურვილია,მარა უნდა მეთქვა მაინც
გელა
ვარი არ ყოფილა საჭირო.
ბ
სრული აბსურდი, როცა მეკარე ჰაერშია და ბურთზე თამაშობს, ის ხელშეუხებელია, ვინც მას ოდნავადაც შეეხება, სწორედ ისაა დამნაშავე. მამარდამ ბურთზე ითამაშა და სწორედ ამაზე მიანიშნა ვარმა, მაგრამ ეს მაინც არ ჩამოვიდა ვირიდან. ჰაერში მეკარე ღმერთია, მას ვერავინ ეხება.
ჟორა გაბრიჭიძე
როცა მსაჯს ვარ-ი ეუბნება პენალტი არ იყო და მიდი კადრები ნახეო, ის მიდის კადრს ნახულობს და პენალტს ნიშნავს, ის, ან დაინტერესებული პირია, ან ბრმაა და მსაჯობა უნდა აეკრძალოს.
რონალდო თუ მესი - კვარაცხელიამ კითხვაზე მოულოდნელი პასუხი გასცა
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...