ბელალ მუჰამედის ჯეკ დელა მადალენასთან საჩემპიონო ბრძოლის წაგების შემდეგ მსუბუქი წონის დივიზიონში ვითარება საბოლოოდ გაირკვა. ამჟამინდელმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა გადაწყვიტა ქამრის დაცვას აღარ დალოდებოდა და კარიერა ქვესაშუალო წონით კატეგორიაში გააგრძელა. შედეგად, მსუბუქი წონის ტიტული ვაკანტური გახდა, ხოლო UFC 317-ზე ოფიციალურად დაინიშნა საჩემპიონო დაპირისპირება – ილია თოფურიასა ჩარლზ ოლივეირას შორის.

ეს ბრძოლა არა მხოლოდ ტიტულისთვის, არამედ სტილთა მკვეთრი დაპირისპირებისთვის იქნება საინტერესო. განვიხილოთ თითოეული მებრძოლის ძლიერი და სუსტი მხარეები და გავაანალიზოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს შეხვედრა.

როგორც ვიცით, ილია თოფურია გამოირჩევა ძალიან კარგი კრივის ტექნიკით, როგორც შეტევაში, ასევე თავდაცვაშიც, აგრეთვე მას გააჩნია ძალიან კარგი დარტყმის სიძლიერე, რაც თავის წინა ბრძოლაშიც დაამტკიცა, როცა მაქს ჰოლოვეი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და შეძლო, ის რაც მანამდე ყველას შეუძლებელი ეგონა. ქართველს ამ ყველაფრის გარდა, აგრეთვე აქვს ჭიდაობისა და ჯიუ-ჯიცუს ძალიან კარგი და მყარი ბაზა, რაც მას კიდევ უფრო სახიფათოსა და თავდაჯერებულს ხდის.

თავის მხრივ, ჩარლზ ოლივეირაც არის ძალიან კარგი სტრაიკერი, მას დაუმტკიცებია, რომ აქვს ძალიან კარგი შეტევითი კრივი, თუმცა მის ყველა ბრძოლაში ჩანს, რომ თავდაცვა საკმაოდ უჭირს. ეს კარგად შეგვიძლია დავინახოთ მის უკანასკნელ შეხვედრებშიც. მიუხედავად იმისა, რომ მან დაამარცხა მაიკლ ჩენდლერი და დასტინ პორიე, ორივე შემთხვევაში ბრაზილიელმა გაატარა რამდენიმე მძიმე დარტყმა, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში გადაურჩა, თუმცა ეს შეუძლებლად ჩანს თოფურიას წინააღმდეგ, რადგან მისი ტექნიკა ბევრად ზუსტია და ასევე იგი ძალიან კარგია დანოკდაუნებული მოწინააღმდეგების დაფინიშებაში. ერთადერთი ასპექტი, სადაც ფურცელზე ოლივეირას უპირატესობა შეიძლება მივანიჭოთ, ესაა მისი უმაღლესი დონის გრეპლინგი, რითაც შეიძლება UFC-ის ისტორიაში საუკეთესოც კი იყოს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტებს, აგრეთვე ქართველის კარგ საბრძოლო გეგმას და ბრძოლის თავის ტემპში წარმართვის კარგ უნარს, შეხვედრის ასეთი განვითარება ნაკლებ სავარაუდო ხდება.

ყველა ამ მიზეზის გამო ილია თოფურია ამ ბრძოლის საკმაოდ დიდ ფავორიტად ითვლება. შეძლებს თუ არა ქართველი მეორე წონის ჩემპიონობას? დაიბრუნებს თუ არა ჩარლზ ოლივეირა თავის დაკარგულ ტიტულს? ამ კითხვებს პასუხი ჩვენი დროით 29 ივნისს, ლას ვეგასში გაეცემა.

ვახო...
ოლივეირა იმუშავებს თავის შეცდომებზე, მაგრამ ილია, გაცილებით სრულყოფილი მებრძოლია და ბრძოლის ნებისმიერი მიმართულებით შეცვლა შეუძლია... საბრძოლო ხარისხი რაც ილიას გააჩნია, ძალიან რთულია რამე დაუპირისპირო... უდიდესი წარმატებები "ელ მატადორს"!
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს გაუმარჯოს! ამერიკას გაუმარჯოს! - რას სკანდირებდა და ამბობდა დვალიშვილი ტრამპის თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] დვალიშვილი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ტრამპს გაესაუბრა - აშშ-ის პრეზიდენტი ქართველის ბრძოლას დაესწრო
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]
"ილიას ნოკაუტით დავამარცხებ!" - თოფურიას მომავალმა მეტოქემ თამამი განცხადება გააკეთა
ხაბიბის შემდეგ UFC-ის მსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს [VIDEO]
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
ოფიციალურად: ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება
რა გველოდება UFC-ში? ბელალ მუჰამედის ბრძოლა, მახაჩევის შესაძლო წონის ცვლილება და თოფურიას სატიტულო ბრძოლის პერსპექტივები
"წარმოუდგენელი იქნება, თუ ბრაზილიას ჩემპიონი 2 სხვადასხვა წონით კატეგორიაში ეყოლება..." - სამხრეთამერიკელი მებრძოლი ახალი გამოწვევისთვის ემზადება
"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა