სერია A-ში ბოლო ტურის წინ 79 ქულით ლიდერი „ნაპოლია“, 78 ქულით კი მეორე ადგილზე „ინტერია“ და ჩემპიონის ვინაობა 23 მაისს გახდება ცნობილი.

პარასკევს „ნაპოლი“ „კალიარის“ უმასპინძლებს, ხოლო „ინტერი“ სტუმრად „კომოს“ დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. ახლა ყველაფერი ანტონიო კონტეს გუნდის ხელშია, რომელსაც სკუდეტოს მოსაპოვებლად სახლში უმოტივაციო „კალიარის“ დამარცხება სჭირდება.

ნეაპოლში უკვე დიდი აჟიოტაჟი და ზეიმისთვის სამზადისია. „დიეგო მარადონას“ სტადიონზე ჩასატარებელ შეხვედრაზე ბილეთების გაყიდვა დღეს 15:00 საათზე დაიწყო და ონლაინ-რიგში 300 ათასი გულშემატკივარია. ცნობისათვის, სტადიონი 60 240 მაყურებელს იტევს და ყველა მსურველი არენაზე ვერ მოხვდება. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ გადამყიდველები ბილეთს 500-700 ევროდ ყიდიან.

ნეაპოლის პრეფექტმა მიკელე ბარიმ განაცხადა, რომ მეტროს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა გახანგრძლივდება. ოქროს მედლების მოპოვების შემთხვევაში, შაბათს ან კვირას დიდი აღლუმი გაიმართება და „ნაპოლი“ საჩემპიონო მსვლელობით ქალაქის ქუჩებში ორი ღია ავტობუსით გადაადგილდება.

ლაურენტისი მაგარია
ნაპოლი! სკუდეტო! ჩემპიონი. დროზე გქვიტანეთ გრენლანდია (კვარა) და ფულიც დაგვრჩა:)))
ქომაგი
კვარამ ლიგა1 მოიგო სერია ა-ც უნდა მოიგოს, საფრანგეთის თასიც, ჩემპიონთა ლიგა და ფინალში უნდა გაიბრწყინოს, მერე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაიბრწყინოს და ეგეც მოიგოს. სასწაული მიღწევა იქნება და ამ შემთხვევაში ოქროს ბურთიც კვარას შეხვდება წელს❤️
ჟორა გაბრიჭიძე
ნეაპოლელებო, ნუ ატყავებთ იმ დათვს, რომელიც ჯერაც ტყეში დარბის და წაბლს ჭამს. ზომიერება ნახევარი საქმეა.
დ
რატომ გიწერენ ჯიგარო დისლაიქებს ვერ გეტყვი, მაგრამ ბარემ ოქროს ბურთიც დავამატოთ ჩვენს სურვილებს და ეგ იქნება მართლა სუპერშემთხვევა.
ბს
ახლა მივხვდი რატომ ხარ ასეთი გამოუსწორებელი პუტინოიდი! ორკი მეგონე ან მინიმუმ ხელფასზე მომუსავე ტროლი და თურმე მეზობელი ჰაისტანის ჯაშუში ყოფილხარ! ისე საინტერესოა, აგენტების კანონი შენზე არ ვრცელდება? თუ გაიასნებული გაქვს?
გეო
რად უნდა თორე კი.. მთავარია ლიგა!!!
lasha
ვუგულშემატკივროდ არის შანსი მოხდეს უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში კვარა ერთ საფეხბურთო სეზონში მოიგებს საფრანგეთის იტალიის პრემიერლიგის (მაგარი უნამუსოები იქნებიან რო არმიცენ. პსჟემ სადაც დაიჭირა ინგლისური გუნდაი გადაახია ბურთი ტავზე :) ) და ჩმპიონთა ლიგის თასებს :)
გოგა
ძან შემეცოდება, რო ვერ მოიგონ სკუდეტო, გაიხაროს ხალხმა, ინტერს ეს ისედაც ბევრი აქვს
ვახტანგ
თუ ნეაპოლის სილამაზე და ეშხი ვერ შეიგრძენი, ეს გემოვნების პრობლემაა, მეგობარო!
zura222
555-ო რას ბოდიალობ შე ნაც ვირთხა DDD
ზურა
რა ვიცი ძმაო ამა წლის 14 მაისს ვიყავი ნაპოლიში და მე ეგეთი საზიზღარი და ბინძური ქალაქი არსად მეგულება, მილანთან და ტურინთან შედარებით რომ აიღო ვერც იფიქრებ რომ ერთი ქვეყნის ქალაქებია, მანქანა მყავდა ნაქირავები და მაქსიმალურად ვეცადე ყველაფერი მომენახულებინა, პიცა დავაგემოვნეთ ერთ-ერთ ცნობილ პიცერიაში და არ ვიცი კიდე სად ვიგრძენი ეგეთი იმედგაცრუება, აი ამალფის მთელი მთათა სისტემა და კერძოდ პოსიტანო სულ სხვა სამყაროა არადა სულ რაღაც 50-70 კმ განაშორებს.
ჰა ჰა
რო ვერ მოიგონ სკუდეტო აი ამბავი მერე იქნება:))
zura222
სხვა და შორის ნეაპოლში ყველაზე ცნიბილი ლამაზი და ტურისტული ქუჩა არის სომეხი წმინდა კაცის სახელობის დაგუგლეთ და ნახამთ
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
ვლაჰოვიჩი სერია A-ს სხვა გრანდში - სერბ ფეხბურთელს "მილანში" გადაბარგება სურს
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ვლაჰოვიჩი სერია A-ს სხვა გრანდში - სერბ ფეხბურთელს "მილანში" გადაბარგება სურს
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა
"სენტ-ეტიენმა" "ბეშიქთაშს" დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
იამალი სკანდალში გაეხვია - ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...