პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ sport.sky.it-თან ინტერვიუში საქართველოზე, „ნაპოლიზე“ და ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზე ისაუბრა.

- როდესაც პსჟ-ში გადმოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასე სწრაფად მოვხვდებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ინტერთან“ ვითამაშებ. ეს სიზმარივითაა. ჩემთვის დიდი გამოწვევაა.

აქამდე მოსასვლელად თბილისიდან გრძელი გზის გამოვლა დამჭირდა. რთული მომენტების დაძლევა მომიწია, რაც ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. საქართველო მარად ჩემთანაა, ყველაფერი მომცა და ქართველობით ვამაყობ. მინდა ჩემს სამშობლოს დავეხმარო. ტოპ-ლიგებში ასპარეზობა ქართველებისთვის ადვილი არ არის. ვცდილობ ეს შეიცვალოს.

- თქვენ პსჟ-ს ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი იშვიათი ხართ, ვისაც „ინტერთან“ უთამაშია. მზად ხართ ამ მხრივ ლუის ენრიკეს დაეხმაროთ?

- ვფიქრობ, ლუის ენრიკეს ჩემი დახმარება არ სჭირდება. ის და მისი თანაშემწეები „ინტერის“ მატჩებს უყურებენ და ყველაფერი აბსოლუტურად ჩემზე უკეთ იციან. „ინტერს“ ხშირად დავპირისპირებივარ და ვიცი, რამდენად ძლიერი გუნდია. თუ ჩემი რჩევა დასჭირდებთ, ამისათვის მზად ვარ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

- მართალია თუ არა, რომ „ნაპოლის“ მატჩებს ჯიჯო დონარუმასთან და ფაბიან რუისთან ერთად უყურებთ?

- მე, ჯიჯოს და ფაბიან რუისს გვიყვარს ნეაპოლი, ერთად ვუყურებთ თამაშებს. მგონია, სკუდეტოს მოიგებენ და ეს ნეპოლისთვის დიდი ზეიმი იქნება. ისინი ამას იმსახურებენ.

S.T.
საქართველო არა კვატი. ფული გადაუხადეთ და ყველგან ითამაშებს
S.T.-ს
რა იყო, ჰგონია რამე ბონუსს მიიღებ მისგან:)) მაგარიბგაიძვერა ხარ
შოთა
ვფიქრობ ხვიჩამ იგულუსხმა საფეხბურთო დაწყისი ეტაპი და არა ფესვები. მისი ფრსვები რომ საწართველოს ერთერთი ულამაზესი კუთხიდანაა მას არა ერთხელ აღუნიშნავს!
tngh
ხვიჩას არ ეშლება... არაფერი!!!
მახარე
რათქმაუნდა, საქართველო მარად შენთანაა.
მახარე
შენ გაიხარე ხვიჩა! ოღონდ ერთი რა, იქ მისასვლელად გზა თბილისიდან კიარ იწყება, არამედ შენი სოფლიდან და წალენჯიხიდან, არასდროს, არავისთან არ შეგრცხვეს შენი ოდაბადეს ხსენება, საიდანაც იწყება ყველაფერი შენთვის. ჯერ შენი სამშობლო და მერე სხვა დანარჩენი. გამგები გაიგებს თუ რა იგულისხმება სამშობლოში.
დავით 67
ყოჩაღ ხვიჩა.! ველოდებით ლიგაზე შენი და შენი გუნდის გამარჯვებას
სოსო
საუკეთესო ქართველობა დიდ ფეხბურთელობაზე ძნელია. ეს ბიჭი ერთიც არის და მეორეც. გულწრფელი მადლობა მის მშობლებს, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი შვილები დღეს კვარას მაისურებით დარბიან და ამით ამაყობენ. გული მიგრძნობს, ლიგის ფინალში რაღაც საოცრებას ჩაიდენს - წარმატებები და ღვთის წყალობა ოქროს კაცს.
ehh
ამ კომენტარს რომ ორი დისლაიქი აქვს.. ვახ..
უფროსი
გენიალური ფეხბურთელი და საამაყო ქართველი კაცი ხარ, ხვიჩა.
გოჩა
კარგი თამაში და გამარჯვება გქონდეს ოქრო კაცო, გოლიც თუ იქნება სუპერ
S.T.
ხვიჩა აბა შენ იცი ეგრე იშრომე მოგებაში გაგვახარებ წაგებაშიც გაგიგებთ , სპორტი ეგრეა , მთავარია შენ იშრომო და ბავშვები აიყოლიო , ფეხბურთი გაგვიცოცხლე საქსრთველოში ვენაცვალე შენს გამზრდელ ხალხს ,,,❤️
სიმართლე
"როდესაც პსჟ-ში გადმოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასე სწრაფად მოვხვდებოდი". ხვიჩა, სადაც შენ ხარ, იქ წარმატებაცაა - შენ ხომ საქართველოს დესპანი ხარ! თანაც, იღბალიც შენი ცხოვრების თანამგზავრია და სწორედ ამიტომ, სადაც მიდიხარ, იქ მიგაქვს! გამარჯვებებს და ჩვენს ხშირად გახარებას გისურვებ
სოსო
ხვიჩა,ნეტა შენსავით ფიქრობდეს და აზროვნებდეს ქართველი სპორტსმენების უმეტესობა!!ძირითადათ, საქართველოს არც ახსენებენ და აქეთ ებუტებიან ნეტა რა მომცა ჩემმა ქვეყანამო!
კვარაცხელია: წაგების გამო გაკვირვებული დავრჩით
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას - კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს