23 მაისს, სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ უმოტივაციო „კალიარის“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება.

სტუმართა გუნდის ძირითადი მეკარე „ნაპოლიდან“ იჯარით გაშვებული 23 წლის ელია კაპრილეა. პირველ წრეში მან ანტონიო კონტეს გუნდში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და იანვარში გადავიდა სარდინიულ კლუბში. ასე რომ, ელიას შეუძლია ოქროს მედალი მიიღოს. ეს უკვე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისზე იქნება დამოკიდებული.

კაპრილე „კიევოს“ აღზრდილია, 2020 წელს „ლიდში“ გადავიდა, რომლის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, 2021 წელს „პრო პარტიაში“ გაანათხოვრეს, 2022 წელს „ბარიში“ გადაბარგდა, 2023 წელს „ნაპოლიმ“ 7 მილიონ ევროდ შეიძინა და იჯარით „ემპოლიში“ გაუშვა.

კაპრილეს ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 8 მილიონია და „კალიარის“ გამოსყიდვის უფლება აქვს. თუმცა, areanapoli-ს ცნობით, შეიძლება დე ლაურენტისი ამაზე არ დათანხმდეს და ელიას 20-25 მილიონად გაყიდვა მოისურვოს.

გამოცემის ცნობით, არაა გამორიცხული, კაპრილემ ტრავმის გამო ხვალ ვერ იასპარეზოს და მის ნაცლად კარში ჯუზეპე ჩოჩი ჩააყენონ, რომელსაც ამ სეზონში არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა.

ალექსი
თუ დააყენეს ძირითადში, მიეხმარება მაშინ ნაპოლის. თვითონაც კარგად იცის, რომ კარიერაში ეს ერთადერთი შანსი აქვს და მეტი რომ აღარც ექნება არასდროს. ))))))))
იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად