კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური, ანუ მეორე წრე დასრულდა. ხუთშაბათს ოთხი მატჩი გაიმართა. კვლავ გაიმარჯვა მოქმედმა ჩემპიონმა "იბერია 1999"-მა და ექვსქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ასევე მოიგეს "გარეჯმა", "დინამო ბათუმმა" და წყალტუბოს "სამგურალმა".

ტორპედო 0:2 გარეჯი

საგარეჯოელებმა ქუთაისში მოუგეს "ტორპედოს". "გარეჯს" ამ ტურამდე ზედიზედ სამი ფრე ჰქონდა, "ტორპედომ" კი კარგი სერია ბოლოს ზედიზედ ორი მარცხით დაასრულა.

მე-19 წუთზე ლამაზი გოლი გაიტანა "გარეჯის" გარემარბმა ვახო ბედოშვილმა. ის პირველად გამოიძახეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში და დიდი შანსია, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

ბოლოს კი "გარეჯმა" კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე, კერძოდ, მათე ქომეთიანის პასს მოჰყვა სერგო კუხიანიძის გოლი და საბოლოოდ, 0:2.

თელავი 1:3 სამგურალი

წყალტუბოს "სამგურალმა" ზედიზედ მეორედ მოიგო და მეშვიდე ადგილზეა, "თელავი" კი ბოლო ადგილზე დარჩა. თელაველებს 12 ტურია არ გაუმარჯვიათ და ამ 12 შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულა აიღეს.

მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი ვნახეთ. მე-20 წამზე "სამგურალი" გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა დაბალი დარტყმით.

თელაველებმა მე-15 წუთზე გაათანაბრეს, როცა ნიკა ცეცხლაძემ გამოზომილი დარტყმით ახლო კუთხეში გაუტანა ნოდარ ყალიჩავას - 1:1.

თუმცა პირველივე ტაიმში ფანცუალაიამ მეორედ დააწინაურა სტუმრები. გიორგი ფანცულაიამ ტექნიკურად დაასრულა კონტრშეტევა, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ფანცულაიას დუბლი... ორივეჯერ ლუკა ხორხელის პასით გაიტანა. გიორგის მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 7 გოლი მოუგროვდა.

მეორე ტაიმის შუაში ანგარიში 1:3 გახდა. "სამგურალმა" ბრაზილიური გოლი მიითვალა: ჯეფერსონ ჯერალდოს პასით ვინისიუსმა გაიტანა...

იბერია 1999 3:1 გაგრა

მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ მოიგო და ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. "იბერია 1999"-მა "გაგრას" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა...

არადა, თავიდან "გაგრა" იგებდა ლევან გეგეჭკორის ორიგინალური გოლით. გეგეჭკორმა რბილი დარტყმით თავზე გადაუგდო ბურთი მეკარე თორნიკე მეგრელიშვილს.

თუმცა მცირე მონაკვეთში იური ტაბატაძემ დუბლი შეასრულა და ტაიმი იბერიელებმა მოიგეს. იურიმ ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა, მერე კი თავურით გაიტანა. იური ტაბატაძე ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა - 9 გოლი აქვს...

მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს გაგრელთა კარის აღება. თორნიკე ახვლედიანის პასი, ამირან ძაგანიას მეკარესთან პირისპირ გასვლა და საბოლოოდ 3:1. ახვლედიანიც და ძაგანიაც მინდორზე ხუთი წუთის შესულები იყვნენ.

ლევან კორღალიძის გაწვრთნილ "იბერია 1999"-ს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

დინამო ბთ 2:0 კოლხეთი 1913

ბათუმელებმა ზღვისპირული დერბი მოიგეს და მესამე ადგილზე დაბრუნდნენ, "კოლხეთი 1913" კი ბოლოსწინა, მეცხრე საფეხურზეა.

ფოთელები მე-6 წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ. მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა ფოთელთა მცველმა აკაკი გიუნაშვილმა წესები დაარღვია გიტის პაულაუსკასის წინააღმდეგ. არბიტრმა ბაქარ ბრეგვაძემ ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმებისას გაირკვა, რომ დარღვევა საჯარიმოს გარეთ იყო. შესაბამისად, ჯარიმა დაინიშნა, ხოლო გიუნაშვილი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს.

"დინამო ბათუმი" პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა: რევაზ ინჯგიას ჩაწოდებულს მოჰყვა პაულაუსკასის გოლი.

მეორე გოლი კი შესვენების შემდეგ, მალევე გავიდა. მოჰამედ ფოფანამ ქუსლით კარგი პასი გაუკეთა ნიკა კალანდარიშვილს, შემდეგ მისგანაც მიიღო გადაცემა და დაბალ კუთხეში დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

erovnuliliga.ge

tngh
"იბერია" ღირსეული ლიდერია... "დილა" სტაბილურად კარგად თამაშობს... ბათუმის "დინამო" ლიდერთა სამეულშია.
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]