ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ანდორა 2:1 დაამარცხა.

მწყერაშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთი გოლი კი ამბალიამ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ანტმანის გუნდი 52-ე წუთზე პასიკაშვილის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

საქართველოს ნაკრები მე-2 ჯგუფში 6 ქულით მე-3 ადგილზეა, 3 ივნისს, ბოლო ტურში კვიპროსს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში მეორე პოზიციაზე გავა.

ენკამპი. „ნოუ ესტადი“

ანდორა - საქართველო 1:2

გოლები: 0:1 ამბალია (12), 1:1 ბერი (17), 1:2 მწყერაშვილი (28)

გაძევება: პასიკაშვილი (52, საქართველო)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ამბალია, მწყერაშვილი (ჩხარტიშვილი 56), დანელია, პასიკაშვილი, მატვეევა, ხაბურზანია (წიქარიძე 82), ბებია (მეტონიძე 68)

დავით 67
. ის-ს.მაშინ კრივი ჭიდაობა, ბრძოლა წესების გარეშეზე რაღას იტყვი?
simartle
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას და წინსვლას. ძალიან მაკვირვებს ზოგის ძალიან ცუდი კომენტარი! ეხლა მიდის ერთა თასი და უყურეთ მოწინავე გუნდების თამაშებს. ძალიან სანახაობრივად თამაშობს ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი... ჩვენთან არასდროს იყო ქალთა ფეხბურთი განვითარებული.ნახეთ ამერიკის ნაკრები, ბრაზილია, მექსიკა. იაპონია, ჩინეთი. არა და მსოფლიოს ყველა მოწინავე ქვეყანაში პარკებში და მოედნებზე თუ გახვალ სულ ძალიან ბევრი პარარა ლიგები სავსეა გოგონებით. არ შეიძლება ასე ლაპარაკი არაა ქალის საქმე ეს და ასე შემდეგ. საქართველოს ნაკრებია და ჩვენი ნაწილი და მხარი უნდა დავუჭიროთ. არ უნდა გიხაროდეთ ჩვენი ქალი ჯუდოკების წინ სვლა, საქართველოსათვის მედლების მოგება? წინა ევროპაზე გოგოებმა მოიგებინეს გუნდური საქართველოს ნაკრებს. არა და ცოტა ხნის წინ არც მათ ჰქონდათ მიღწევები. და არც მათი საქმე იყო ჭიდაობა დამყაყებული "გრუზინული" გაგებით. სირცხვილია ასეთი კომენტარების გაკეთება
. ის
არ ვიცი რა სად გადის. ვამბობ რომ არ უხდება ქალს ეს სპორტი. და ვერსადროს მიაღწევს წარმატებას ამაში. მუდმივად იქნება დაცინვის ობიექტი. უამრავი სპორტის სახეობაა. ჩოგბურთი. სირბილი. სამთრის სახეობები. ფრენბურთი. ხელბურთი. კალათბურთიც კი. ძალიან უხდება ქალს. მარა ეს ფეხბურთი რა დაიჩემეს :) გადახრაა რა. მე სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ :) ანუ მდგომარეობა როცა ქალი ცდილობს გახდეს კაცი

ლაშა,პირველსპორტულ არხზე ხშირად გადის ესპანეთი ინგლისის ფინალური მატჩი,მსოფლიოს ჩემპიონატიდან.ადრე,რამდენჯერმე სხვა წამყვანი ნაკრებების თამაშების ფრაგმენტებიც მაქვს ნანახი და გირჩევ შენც ნახო.5-6 წლის წინ საქართველოს ნაკრები რომ თამაშობდა,არც ტემპით,არც ოსტატობით,არც ათლეტიზმით მაშინდელ ჩვენ ნაკრებს თითქმის არ ჩამორჩებოდნენ.ჩვენი გოგოები ახლა იწყებენ,ჯერ ძალიან ცოტანი თამაშობენ,თუმცა მათი რიცხვი სულ უფრო მატულობს და პატარა გოგოები,მათ წინამორბედებზე უფრო თავდაჯერებულები არიან.გამოცდილება გროვდება,მწვრთნელიც კარგი ჰყავთ და პროგრესიც აშკარაა.უწესო ჩხუბში და კრივში ჩვენი გოგოების ყურებას,ნამდვილად მირჩევნია,ფეხბურთი ითამაშონ,თუმცა როცა იქ გამოდიან,იქაც მათი გულშემატკივარი ვარ.რა ვქნა ჩემები არიან და მაინც გული შემტკივა!
lasha
არასდროს მიყურებია და არც ვუყურებ ქალების ფეხბურთს. ერთადერთი სპროტის სახეობა რომელიც ქალს უბრალოდ არ უხდება და კომიკურ ელფერს სძენს. ქალების ამ სპორტით გატაცებას მე ფსიკიქურ გადახრებს ვაბრალებ

გილოცავთ გოგოებო!ოსტატობაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ მოედანზე თავს აკლავენ და ამის არდაფასება შეუძლებელია.რაც შეეხება ოსტატობას,ბრმა უნდა იყოს კაცი,მათი პროგრესი რომ ვერ შეამჩნიოს.გაძევება, ვთვლი რომ გადამეტებული სასჯელია.ნამდვილად არ იყო უკანასკნელი იმედის ჯარიმა. თუმცა მსაჯებიც გოგოები იყვნენ,თანაც ვარის გარეშე განსაჯეს და ეტყობა, არც მათი კვალიფიკაციაა, სასურველ დონეზე.ერთია,ისედაც საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვთ შემადგენლობაში და წამყვანი მოთამაშეების დისკვალიფიკაციები, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს.ამ თამაშშიც კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი დავკარგეთ,კვიპროსელების წინააღმდეგ.ძალიან გაჭირდება,მაგრამ ვიცი,დანარჩენები საკუთარ თავსაც გადაახტებიან და გამარჯვებას მიაღწევენ.გამარჯვებებს გისურვებთ გოგოებო.
მეგრელი
გენაცვალეთ გოგოებო
ზურა
გილოცავთ ჩვენო სასახელო გოგოებო
Dato
გილოცავთ გოგონებო, ეს ერთი და სხვა მრავალი
Porto
მე ქალთა ფეხბურთი არ მომწონს და ვერ ვუყურებ. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ გოგოების თავდადებით აღფრთოვანება არ გამოვხატო!! ჩვენს გოგოებს წარმატებებს ვუსურვებ! ქართული ფეხბურთის ახალ თავს და ისტორიას წერენ!! მადლობა!!
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
საქართველოს ნაკრები კვიპროსთან 1:2 დამარცხდა
საქართველო - კვიპროსი | ქალთა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თბილისში
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა