საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2010 საქართველოს ჩემპიონია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა სუპერლიგის მე-5, გადამწყვეტ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 93:82 დაამარცხეს და საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტული ზედიზედ მეორედ, ხოლო მთლიანობაში მე-4-ედ მოიგეს.

ქუთაისი აქამდე 3-ჯერ – 2016, 2022 და 2024 წლებში გამხდარა ჩემპიონი, თუმცა ამ გამარჯვებას ალბათ სხვა ეფექტი და ემოცია ახლდა. მიმდინარე საუკუნეში პირველად და მთლიანობაში მეორედ მოხდა, რომ ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩენილმა გუნდმა საბოლოოდ იმარჯვა. პირველად ეს 1999 წელს მოხდა, როცა თბილისის ვითამ თავისი ზედიზედ მე-7 და ბოლო ჩემპიონობა რუსთავის აზოტს 3:2 მოუგო. საქართველოს ჩემპიონატში ფინალურ სერიაში მე-5 მატჩი სულ ათჯერ დაინიშნა და როგორც ვთქვით, მეორედ მოხდა, რომ გუნდი ჩემპიონი 0:2 ჩამორჩენის შემდეგ გახდა.

ქუთაისელებმა გამარჯვება დაიმსახურეს. მე-5 მატჩი უფრო ნერვების თამაშია, ვიდრე კალათბურთის. ნერვების გამო მოხდა, რომ თსუ-მ 32 ნასროლი საჯარიმოდან მხოლოდ ნახევარი ჩააგდო. 16 ჯარიმას რომ სუპერფინალურ მატჩში ააცილებ, გამარჯვებაზე ფიქრი თითქმის წარმოუდგენელია. ამასთან, ქუთაისმა შესანიშნავად ითამაშა დაცვაში, რითაც თსუ-ს ბასრი სროლის მქონე დევონტრე ტომასს ბურთების ჩაგდების საშუალებას არ აძლევდა. თავის მხრივ კი ქუთაისელები ჩინებულად ესროდნენ პერიმეტრიდან და ამას არა უკანახაზელები, უმეტესად მეფარეები — გიორგი კორსანტია და აკაკი დვალიშილი აკეთბდნენ. ამ ტანდემმა ჯამში 6 სამიანი ჩააგდო, რითაც ქუთაისის ლიდერობას სტაბილურობა შემატა.

მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და ისე მოხდა, რომ ლიდეორბა არ დაუთმიათ. კულმინაცია იყო ბოლო პერიოდი, როცა ქუთაისელთა ლიდერობამ 17 ქულას მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ დასრულებამდე 7 წუთი იყო, მატჩის ბედი ფატობრივად გაირკვა. თსუ ეცადა, მაგრამ დარჩენილ დროში ვეღარაფერი გააწყო.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა:

ჩემპიონი გუნდის კაპიტანს, აკაკი დვალიშვილს, საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ გადასცა.

ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშეს, გიორგი კორსანტიას, კუთვნილი ჯილდო გადასცა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ლაშა გამყრელიძემ.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი, კოტე ტუღუში სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.

ცნობილი ქუთაისელი კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელობის სეზონის გამორჩეული ახალგაზრდის პრიზი გიორგი ოჩხიკიძეს ერგო, რომელიც ლეგენდარული კალათბურთელის მეუღლემ, ნინო ადამიამ დააჯილდოვა. რაც შეეხება ზვიად მიქაძის სახელობის წლის საუკეთესო ახალგაზრდას, ის გახდა ქუთაისელი გიორგი სულაბერიძე, რომელიც სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.

GBF.GE

ჯელა
ვუყურე თამაშს.ყოჩაღ ორივე გუნდს სწრაფი და შეუპოვარი თამაშისთვის.არ ველოდი ესეთ ტემპს.პატივისცემა ქუთაისს თბილისიდან.დაიმსახურეთ ძმაო სა შეგერგოთ
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს