ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერის“ 5:0 დამარცხების შემდეგ, კომენტარი პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა და გამარჯვება 2019 წელს ოსტეოსარკომით გარდაცვლილ 9 წლის ქალიშვილს, ქსანას მიუძღვნა:

„სეზონის დასაწყისიდანვე მიზნად ისტორიის დაწერა დავისახეთ. დიდი ზეიმის მოწყობის დრო დადგა! გუნდთან და გულშემატკივრებთან დიდ კავშირს ვგრძნობ. ვფიქრობ, ეს დავიმსახურეთ. ასეთ დონეზე თამაში ძნელია, მაგრამ ვიცოდით, ზეწოლას როგორ გავმკლავებოდით.

ჩემი ქალიშვილი მუდამ ჩემთან იყო მას შემდეგ, რაც წავიდა. ახლა აქ არ არის, თუმცა სულიერად ყოველთვის ჩემთან იქნება. ჩემპიონთა ლიგის მოგება მასთან არ მაახლოებს, წაგებისას კი უფრო ძლიერად ვგრძნობ. მარად ჩემთანაა და გამარჯვება არაფერს არ ცვლის. მინდა ვიცხოვრო და მახსოვდეს ყველაფერი, რაც ჩემმა გოგომ შემძინა“.

2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც ლუის ენრიკეს „ბარსელონამ“ „იუვენტუსს“ 3:1 სძლია, ქსანამ მოედანზე კატალონიის დროშა დაარჭო. დღეს ესპანელ სპეციალისტს მაისურზე ეწერა: „მინდა, კიდევ ერთი დროშა დავარჭო“.

მატჩისას „ალიანც არენაზე“ პარიზული გუნდის ფანებმა ქსანას ხსოვნისადმი მიძღვნილი ბანერი გამოფინეს.

საშინელებაა,როცა ადამიანი შვილს ჰკარგავს.მტერსაც კი არ ვუსურვებ,მსგავს განსაცდელს.ქართული ანდაზაა,ვისაც შვილი არ მოჰკვდომია,შვილის სამძიმარს ნუ ეტყვიო.ამ ტკივილს მაინც ვერ გაიგებსო,იგულისხმება.ჩვენ მხოლოდ თანაგრძნობა შეგვიძლია და ღმერთმა ყველას გაშოროთ,მსგავსი ტკივილის გამოცდა. ლუის ენრიკემ საკუთარ თავში მოძებნა ძალა,ცხოვრება გაეგრძელებინა და ეს ტკივილი,სტიმულად გადაექცია.არ მინდა ძალიან ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს,მაგრამ თითქმის ყველა გენიოსი,სულში დიდ ტკივილს ატარებდა.ლუის ენრიკეს ტკივილიც აქეთკენ ხომ არ უბიძგებს?იმედია ასე იქნება.11 ფინალი ითამაშა და ყველა მოიგო!ამ გზის დიდებული დასაწყისია!
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
ვანდამ პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგის მოგებით დიდად გაიხარა - ნარას პარიზელთა ფეხბურთელი ჰყვარობს?
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს