საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩებს ლიდერების გარეშე ჩაატარებს. სექტემბრის ოფიციალურ შეხვედრებამდე ახალი, 4-მცველიანი ტაქტიკის ოპტიმალური გუნდით დახვეწა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა ასე გამოვიდა. მთავარი მიზანი უახლოესი რეზერვის შემოწმება იქნება.

საქართველოს ნაკრებს ორი მოწინააღმდეგე ჰყავს, შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ თავის გამოჩენის შანსი თითქმის ყველას მიეცემა - ვინც ფარერებთან ნაკლებ დროს მიიღებს, მას უფრო კაბო-ვერდესთან, ქუთაისში ვნახავთ.

ამ ვითარებაში სავარაუდო შემადგებლობაზე მსჯელობა რთულია, თუმცა ვეცდებით, 5 ივნისს, ფარერის კუნძულებთან დაპირისპირებაში ჩვენი თერთმეტეულის ვარაუდი გარკვეულ ლოგიკას დავაფუძვნოთ.

სანიოლმა ჯერ კიდევ მარტში თქვა, რომ ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი დაისვენებდა და შანსს ლუკა გუგეშაშვილი მიიღებდა. ასე რომ, სასტარტოში 26 წლის უკვე პაოკის კიპერს ველით. სავსებით შესაძლებელია, მეორე დაპირისპირებაში გიორგი ლორია ვიხილოთ. გუნდთან ერთად დავით კერესელიძეცაა. ბოლოს გაირკვა, რომ ფარერებთან გიორგი ლორია ითამაშებს და სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

ბოლო დროის მოვლენებიდან და შეხვედრის სტატუსიდან გამომდინარე, 4 უკანახაზელით უნდა ვითამაშოთ და მარჯვენა ფრთას ალბათ გიორგი გოჩოლეიშვილი ჩაიბარებს. ასეთ განლაგებაში მწვრთნელს "გოჩოლას" მიმართ კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა, რაც დაცვისა და შეტევის ბალანსს შეეხებოდა. გიორგიმ დანიაში სეზონი ტიტულებით დაასრულა, მაგრამ ბოლო დროს ცოტას თამაშობდა. მისი ფორმაში ყოფნა და ოთარ კაკაბაძესთან კონკურენცია ძალიან გვჭირდება.

ცენტრში ნაკრებში დაბრუნებულ გიორგი გველესიანს ველით. 34 წლის ფეხბურთელი სანიოლს შესარჩევ ციკლში მოაზრებული ეყოლება და ალბათ უფრო საბა გოგლიჩიძის ალტერნატივად.

ლაშა დვალი კლუბში ცოტას თამაშობს და 30 წლის ფეხბურთელის ტონუსში ყოფნა აუცილებელია. გუნდში ლუკა ლოჩოშვილიცაა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ფარერებთან თავის გამოჩენის შანსი ივა გელაშვილს ექნება. 24 წლის ცენტრალური მცველი ეროვნულ ლიგაში ძალიან დამაჯერებელია და დროს სწორედ ამ სტატუსის მატჩებში თუ მიიღებს.

საბა ხარებაშვილის თამაში უზომოდ გვაინტერესებს, თუმცა პირველი დაპირისპირების სასტარტოში გურამ გიორბელიძეს ველით. "ერზრუმსპორის" 29 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს გარკვეული პაუზის შემდეგ უბრუნდება და მონდომებას არ დააკლებს.

ნიკა გაგნიძეზე უშუალოდ დაკვირვება სამწვრთნელო შტაბის სურვილი ნამდვილად უნდა იყოს, ვისაც უკრაინის ჩემპიონატში მშვენიერი სეზონი აქვს. თუკი მას ძირითადში ვიხილავთ, მის გვერდით ნაკრებში უკვე ძალიან გამოცდილი ანზორ მექვაბიშვილის გამოჩენა უფრო ლოგიკური იქნება.

ბოლო დროს ნაკლები პრაქტიკის მქონე სანდრო ალთუნაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ვისაც დრო ადრეც მიეცა და გამოცდილი ნიკა კვეკვესკირი ამ ორ შეხვედრაში ითამაშებენ, ოღონდ ვინ რა დოზით და დროით, ამას ერთად ვნახავთ.

ვილი სანიოლი ბოლო შეხვედრებში აშკარად დაინტერესებულია, მარჯვენა ფლანგზე კონკურენცია გაზარდოს, რადგან მარცხნივ გაცილებით დიდი არჩევანი გააჩნია. აქ უალტერნატივოდ საბა ლობჟანიძეს ველით, ვისაც აშშ-დან დიდი გზის გამოვლა უწევს.

თუკი ფარერებთან 4-2-3-1 ტაქტიკით ვითამაშებთ, ცენტრიდან შეტევების წარმართვა იქნებ გიორგი ზარიასაც დაევალოს, სომხეთთან ოთარ კიტეიშვილი მშვენივრად რომ შეცვალა. ყაზახეთის ჩემპიონატი ახლა აქტიურად ტარდება. გიორგიმ ბოლო მატჩებში ცოტა მოუკლო, ისე კი კარგი სეზონი აქვს. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ისიც გამოგვაკლდა.

სანიოლის ფორმაციაში ლევან შენგელიას უფრო მთელი მარცხენა ფლანგის მაკონტროლებლად ვხედავთ. გუნდში ის უფრო მარჯვენა ნახევარმცველია, სომხეთთან ნაკრებშიც ამ პოზიციაზე მოისინჯა, ახლა კი იქნებ შანსი მარცხნივ მიიღოს. შესაძლებელია, ლობჟანიძე-შენგელიამ ფთები შეცვალონ.

გიორგი გულიაშვილი და გიორგი ბერიძე შანსს აუცილებლად მიიღებენ, ოღონდ საინტერესოა, რომელ პოზიციაზე.

ნაკრებს ტრავმის გამო ბუდუ ზივზივაძეც გამოაკლდა. გუნდში ახლა ორი ფორვარდია, გამოცდილი გიორგი ქვილითაია და გიორგი გაგუა, ვინც ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ამით გუნდს დიდ დახმარებას უწევს.

მატჩების განრიგი

5 ივნისი, 21:00 | საქართველო ფარერის კუნძულები | დინამო არენა, თბილისი;

8 ივნისი, 21:00 | საქართველო - კაბო-ვერდე | რამაზ შენგელია, ქუთაისი

ვაჟა მასწავლებელი
საინტერესოა რომელი ტაქტიკით ათამაშებს ფრანგი დამრიგებელი ნაკრებს
დუპლეტი
დუბლების დუბლებით ვთამაშობთ რაღა
დდდ
მართლაც მაგარი იყო, მითუმეტეს მისი ზომის ბუცები არ იშოვებოდა მაშინ და ფეხშიშველმა მოიგო მუნდიალი....
გველესიანი ნამდვილად გვჭირდება?
კაცო, ეს გველესიანი თუ მაგარია და სანაკრებოა, ასე იოლად როგორ შეელია ირანული კლუბი და გაუშვა გუნდიდან? სანიოლი ამაზე დაფიქრებულა? დაანებეთ თავი რა ამ ასაკოვნებს, რაღა დროის კაშიაა, კაცი ვეღარ დარბის ბიჯო! მიეცით ახალგაზრდებს შანსი, ღვთის მადლით ბლომად გვყავს როგორც ეროვნულში, ისე უცხოეთში.
სანიოლი კიდევ მწვრთნელია?))))))))
გადაურბენენ ეხლა ფარერები და კაბო-ვერდე და იტყვის, ძირითადის ბიჭები გვაკლდა და ექსპერიმენტალური შემადგენლობა დავაყენეო. შეუთამაშებლები იყვნენ და ასე შემდეგო. საერთოდ გაუგებარია ეს თამაშები ჩვენი ნაკრებისათვის. გინდაც ვინმე აღმოაჩინონ, რა გარანტიაა რომ ესპანეთთან ან თურქეთთანაც იგივენაირად ითამაშონ. აი ძირითადის ბიჭებს კი პირდაპირ მოუმზადებლად მოუწევთ შესარჩევში ჩართვა. თანაც ვინ როგორ ფორმაში იქნება, ეგ კიდევ ცალკე თემაა. მოკლედ, სრულიად ქაოსია ფედერაციის მუშაობაში და ეს სათავედან მოდის, ვინც ეგენი მანდ დანიშნა. ეხლა არ მითხრათ არჩევნები იყოო რა)))) 4-5 ძირითადის იმედად შორს ვერ წავალთ. ყველაფერი შესაცვლელია ქართულ ფეხბურთში, ისევე როგორც ბუტაფორია მთავრობაში და ვითომ ხელისუფლებაში.
ოჰ ეს ტრავმები რააა...)))))))))))
შოთას ტრავმები გამახსენდა ნაკრების თამაშების წინ.))) და სად ან როდის მიიღო ბუდუმ ტრავმა? სხვათა შორის, თუ ჩამოსვლა არ უნდა, სწორედაც იქცევა, არ იმსახურებს ესეთი პედერაცია ნაკრების ძირითადი ფეხბურთელებისგან ყურადღებას და პატივისცემას! არა ნეპოტიზმს საქართველოში!!!!!!
დათო
ბუდუ თორემ თამაშობდა რა. ბოლო წუთებზე შემოჰყავდათ და ვერაფერს ვერ შვებოდა საერთოდ. ბუდუს მაგივრად ვინმე ახალგაზრდა გამოიძახეთ ნაკრებში ეგ ჯობია
ქუთაისი
კაბო ვერდელი იყო დიდებული მომღერალი სეზარია ევორა.
ქუთაისი
როგორც სკაი სპორტი იტყობინება,მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობა ბუდუს ტრამვის შესახებ,კაბო ვერდეს ქუჩები ხალხითაა გადაჭედილი და ზეიმი არ წყდება.

რომელს გულისხმობ?ლუკა 21 წლამდელებშია,ნიკა კი,გამოძახებული ჰყავს.
როსტომ სახეიშვილი
გაგნიძე არ არის ფორმაში?!
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია