საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრებას კაბო-ვერდესთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 8 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

7 ივნისს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე შედგა ტრადიციული პრესკონფერენცია, სადაც ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს გიორგი გოჩოლეიშვილმა უპასუხა.

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „კაბო-ვერდეს სახით განსხვავებული და ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს. თამაში გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ხუთშაბათს იყო. ფეხბურთელებმა იციან, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ. საქართველოში ვთამაშობთ და მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგურია, მოედანზე მოსაგებად გავალთ.

შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. შესაძლოა გეგმა განსხვავებული იყოს იმისგან, რაც შეკრების დაწყებამდე მქონდა. რამდენიმე ფეხბურთელმა ფარერის კუნძულებთან შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა და მინდა დავრწმუნდე, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ასევე, სხვა ფეხბურთელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიჩინონ თავი. ყოველთვის, როდესაც ამხანაგური თამაშები გვაქვს, მსურს, რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მივცე მოთამაშეებს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმაღლეს სანაკრებო დონეზე ყველა თამაშის შედეგი მნიშვნელოვანია.

ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტ ქალაქში უნდა ვითამაშოთ. პირადად მე ეს ძალიან მომწონს. თბილისის გარდა ვიყავით გორში, ბათუმში და ახლა უკვე ქუთაისში ვართ. ვფიქრობ, ეს დადებითი მომენტია ქართული ფეხბურთისთვის“.

გიორგი გოჩოლეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „ქუთაისში სანაკრებო თამაშის ჩატარება ძალიან კარგია და სასიხარულოა პირადად ჩემთვის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გულშემატკივარს კარგი თამაში ვაჩვენოთ და სახლში გახარებულები გავუშვათ. სეზონის ბოლოა, თუმცა როდესაც ნაკრებში ჩამოდიხარ, დაღლილობა მეორეხარისხოვანია, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ“.

ნიკა კვეკვესკირი (ეროვნული ნაკრების წევრი): „სამწვრთნელო შტაბისთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეკრებაა. ბევრ ფეხბურთელს, ვისაც მცირე დრო ჰქონდა ან საერთოდ არ ჰქონია ნაკრებში თამაშის საშუალება, მიეცა და ხვალინდელ შეხვედრაშიც მიეცემა შანსი. მგონია, რომ ბევრმა ფეხბურთელმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, რაც წაადგება ნაკრებში კონკურენციის ზრდას.

რეგიონებში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ რომ ასეთი დონის მატჩები ტარდება თბილისს გარეთ, სადაც ადგილობრივ გულშემატკივარს ეძლევა შესაძლებლობა საყვარელ ნაკრებს ტრიბუნებიდან დაუჭიროს მხარი“.

ნიკა გაგნიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „ნაკრებში დებიუტი ჩემთვის ბავშვობის ახდენილი ოცნება იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. ეს თამაში უდიდესი გამოწვევა იყო ჩემთვის. ახლა მეორე მატჩისთვის ვემზადებით და გვსურს, რომ გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. განსხვავებული, ბევრად ტექნიკური გუნდია და ვნახოთ, როგორი მატჩი გამოვა.“

საქართველო - კაბო-ვერდეს დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

NAKREBI.GE

მერაბ დვალიშვილი სათადარიგოებში დავიმატოთ. თუ ვატყობთ წაგება გველის- გამოვიყვანოთ და მერაბი ყველას სცემს:)

კარგი იქნება გავიმარჯვოთ,მაგ თამაშში.
გ.ხ.
კარგი იქნება არ წავაგოთ ხვალინდელი მატჩი
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი