ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით საკუთარ მოედანზე კაბო-ვერდეს დაუზავდა - 1:1.

თავიდან თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ჩვენი გუნდიდან მომენტები აქტიურმა გაგნიძემ და გოჩოლეიშვილმა ვერ გამოიყენეს. შანსები სტუმრებსაც მიეცათ, თუმცა გუგეშაშვილმა „ჯვაროსნები“ ორჯერ გადაარჩინა. სადღაც 25-ე წუთიდან უპირატესობას ჩვენი მეტოქე დაეუფლა, მაგრამ გატანა ვერ შეძლეს, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი საქართველოს ნაკრები თავურით ლობჟანიძემ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, გუგეშაშვილმა და გრასას დარტყმული რთული ბურთი მოიგერია. ქართველ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა და მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ, მენდეშის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე დვალს მოხვდა და „დაზარალებულმა“ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. კონტრიერიშისას გულიაშვილმა ვერ უწია მიზანს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა უახლოესი რეზერვი გამოსცადა და დაინახა, ვისი იმედი შეუძლია ჰქონდეს მომავალში.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

საქართველო - კაბო-ვერდე 1:1

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (45+1), 1:1 მენდეში (77, პენ)

საქართველო: გუგეშაშვილი, გოჩოლეიშვილი (შენგელია 78), გველესიანი (გელაშვილი 54), დვალი, ლოჩოშვილი (გიორბელიძე 78), მექვაბიშვილი, გაგნიძე, მამუჩაშვილი, ლობჟანიძე (ბერიძე 78), ქვილითაია (ვოლკოვი (54), გულიაშვილი

ნიკა
წერტილას გასაგონად! ( სახელს არ წერს , სამაგიეროდ ,,გმირთა ვარამის " ტანის კომენტარი დაუწერია ) გავიგეთ , რომ რეზერვს , ახალ სახეებს უნდა ეძებდეს , მაგრამ ქვილითაია არის უცნობი , კვეკვესკირი თუ ვოლკოვი ? 40 წლის ხალხში ეძებს რეზერვს და ცვლას ? ბურთის კოტრიალი , თანაც უაზროდ იყო დავალება და მაგას ვინ უკეთ იზამდა , ეგ აინტერესებდა ? ყველაფერს კოლუმბის გადარეული ინდიელების თვალებით რატომ უყურებთ ?

ისლანდიის მოსახლეობა,კაბო ვერდეზე ორჯერ ნაკლებია,მაგრამ ჩვენი ნაკრები სად იყო,მაგათ რომ ფურორი მოახდინეს.ჩვენ რომ რეიტინგში 68 ადგილზე ვართ,ისინი 72-ე ადგილზე არიან და ესე იგი დაახლოებით თანაბარი კლასის გუნდებია.ქვეყნის სახელმწიფო ენა,კაბო ვერდული და პორტუგალიულია.ესე იგი პორტუგალიასთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვთ და პორტუგალიული ფეხბურთი რომ ძალიან მაღალი დონეა,პორტუგალიაც გვიმტკიცებს,კაბო ვერდეც და ბრაზილიაც(ისინიც პორტუგალიულ ენაზე ლაპარაკობენ.ნუ გავიწყდება,რომ 3-4 წლის წინ, ასეულში შესასვლელად ვიბრძოდით და მხოლოდ რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელის დაწინაურების შემდეგ წამოვიდა ნაკრების წარმატებები.მათ გარეშე კი,პროგრესი იქაც არის,თუმცა არ გვყავს მათი თანაბარძალოვანი რეზერვი და სანიოლი სწორედ მათ პოვნას ცდილობს.კაბო ვერდე მართლაც კარგი ნაკრები ყოფილა და კამერუნზე წინ რომ იქნება,შესარჩევ ჯგუფში,ეს მოსალოდნელიც იყო.სანიოლმა დაათვალიერა ნაკრების უახლოესი რეზერვი და ახლა უკვე იცის,ვისგან რა იმედი უნდა ჰქონდეს.თამაშის დამთავრებისთანავე,ის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასასწრებად გაფრინდა,რადგან დანარჩენი რეზერვი,იქ ეგულება და სავარაუდოდ,სვანაძესთან ერთად,ისიც მუდამ ნაკრებთან იქნება,რათა ყველაფრის საქმის კურსში იყოს და საჭიროების შემთხვევაში,რჩევასაც არ დაიშურებს.რეზერვების ნახვასთან ერთად,მისი ამოცანა,4 მცველით თამაშის ტესტირებაც იყო და აშკარად გამოჩნდა,რომ სამაგისოდ ჯერ ეს მცველებიც არ არიან მზად.21 წლამდელების გამოსვლის შემდეგ,დღევანდელი მდგომარეობით,საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატის შესაძლებლობები სანიოლის ხელში იქნება და შესარჩევში თამაშების შესაძლო ტაქტიკაზე,შემადგენლობაზე,ამის შემდეგ დაიწყებს კონკრეტულ ფიქრს.
tngh
კაბო-ვერდე კარგი გუნდია...
გიორგი
იმის გათვალისწინებით რომ ექსპერიმენტული შემადგენლობა იყო, და ეთამაშებოდნენ შეწყობილ ნაკრებს რომელიც თავისი ქვეჯგუფის ლიდერია სადაც კამერუნი თამაშობს, ნამდვილად ცუდი შედეგი არ არის. მეკარეც გუნდის წევრია.
ლევანი
რეალურად რატომღაც არავინ ამბობს, რომ გუნდი რომ კარებზე მიგვაჯაჭვეს ეს ნახევარდაცვის ბრალია, აბა დაცვა დაცვაში ისედაც დგას... და ამ დროს კომენტარებში წერენ,რომ გოჩალეიშვილმა,დვალმა კარგად ითამაშეს მამუჩაშვილი, მექვაბიშვილი და გაგნიძეც აქტიურად ჩაერთვნენ და ეს თამაში კლასზეც დადებითად აისახებაო, ეს გულიაშვილი რომ ვერ თამაშობდა აქამდეც ვიცოდით.... რეალობა კი ასეთია: გულიაშვილი - ძალიან უნდა, მაგრამ არ შეუძლია; გაგნიძე - ბურთი ვერ მიაქვს და ვერც პლეიმეიკერია...22 წლისაა, პატარა ბიჭი ხომ არ არის, მექვაბიშვილი ძალიან სუსტია...მამუჩაშვილი - ფლანგზეა არაფრის გამკეთებელია.. და კიდევ ფარერებთან 16 წლის ასაკის მცველის გამოყვანა ახალი ქართულ-ფრანგული ფანდია თუ რა არის ? -დააცადეთ ამ ბავშვს გაზრდა... ამ თამაშებმა რეალურად საქართველოს ნაკრები გამახსენდა ჩვენს 2024 წლის ოქროს ბიჭებამდე...
დავით 67
გაუძლეს აფრიკელებს.
simartle
წინა თამამშზე რომ დავწერე კრიტიკული განხილვა ბევრს არ მოგეწონათ. აგერ შედეგი და აბა ერთი განავრცელეთ რას მიაღწია ამ ორი უტვინოდ დანიშნული ამხანაგური, როდესაფ ჭ კლასისი ორ გუნდს ვერ ვეთამაშებით. თუ როგორ გვაჯობა კაბო ვერდემ თამაშით და ბურთის დაჭერით? 500 ათასი ადასმიანიო ცხოვრონბს მე მგონი მთელს ქვეყანაში, გამოაკელი მოხუცები, ბავშვები ქალები, ხეიბრები... დარჩა ალბათსადღაც ძალიან პატქარა % მამაკაცებისა რომელნიც ფეხბურთის სათამაშო ხანში არიან. მესამე ან მეოთხე ნაკრებით უნდა ვეთამაშებოდეთ, ამ დროს მეორე ეშელონია. ასაგები ამხანაგურია...და ფრეც ამხანაგურია, მაგრამ თამაშის ხარისხი, პასების უზუსტობა, უაზრობურთი უკან ღოღიალი და ისევ დაკარგული პასები...ეს იმას ნიშნავს რომ პირველი გუნდის მერე სკამიც არ გვაქვს გრძელი...თ

გუგეშაშვილმა დაგვიდასტურა,რომ თუნდაც ხვალ შეუძლია საქართველოს ნაკრების კარი ვანდოთ.საიმედო მეკარეა.ამ შემადგენლობაში გუნდს აშკარად აკლდა შემქმნელ წამღები ნახევარმცველი.ცენტრში ბურთს ვერ ვიჭერდით და წინ გამწვავებაც გვიჭირდა.პირველ ტაიმში გუგეშაშვილი რომ არა,დაცვა უამრავ უხეშ შეცდომას უშვებდა და რამდენიმე გოლს მივიღებდით.მეორე ტაიმში ცოტა დალაგდა,მაგრამ მაინც გავუშვით.აშკარაა,რომ საქართველოს ნაკრებს არა ჰყავს ნახევარდაცვის სრულფასოვანი შემცველები.ერთი კაცის შეცვლას კიდევ ვახერხებთ,მაგრამ მთლიანი ხაზის დაკომპლექტების საშუალება არა გვაქვს.შეტევაში გულიაშვილი და ლობჟანიძე ბევრს მუშაობდნენ,მაგრამ ურთიერთკავშირი ძალიან სუსტი ჰქონდათ და ნახევარდაცვის სუსტი მხარდაჭერის ფონზე,სიმწვავის შეტანა ჭირდა.აქამდე თუ საქართველოს ნაკრებში ნახევარდაცვის რეზერვში მამუჩაშვილი და მექვაბიშვილი მოიაზრებოდნენ,ახლა გაგნიძეც აქტიურად ჩაერთვება და კონკურენციის მატება,მათ კლასზეც დადებითად აისახება.21 წლამდელებიდან კიდევ მოდიან ბიჭები და კონკურენციას ისინიც გაზრდიან.აი კაშკაშა ტალანტები კი,ახლავე რომ გააძლიერებენ საქართველოს პირველ ნაკრებს,ჯერ თითქოს არ ჩანან.ვნახოთ ევროპის ჩემპიონატზე რა მოხდება.დაცვაში კადრების დიდი პრობლემა შეგვექმნა და დატვირთვის გადანაწილება,ალბათ ნახევარმცველებსაც მოუწევთ.ექსტრემალურ სიტუაციაში,შესაძლოა ვინმემ გაიბრწყინოს და თავის სხვა კუთხით წარმოაჩინოს.კარგ და წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს.
დინამო
ზოგიერთი ნაკრებს საერთოდ არ უნდა გააკარო.ვერ გავიგე გულიაშვილს ქვილითაიას რა უნდათ ნაკრებში
მეზღვაური
ხომ ნათლად გამოჩნდა რამხელა სხვაობაა კლასში ნაკრების ძირითად 11ულს და მათ შემცვლელებს შორის! სუსტი სათადარიგო სკამი გვყავს და ამას ვერ გავექცევით!2-3 კაცია ისეთი,ვისაც შეუძლია სკამიდან რაიმე ღირებული გააკეთოს,ანუ ფაქტიურად 5 ცვლილება რომ გააკეთო,მაგდენი წესიერი ფეხბურთელიც არაა სკამზე! მაგიტომაა იძულებული სანიოლი 2 მცველი შემოუშვას ზამენიდან მოედანზე.
საჩინო
დღევანდელი თამაშიდან თუ ვინმეს გამოყოფა შეიძლება,ჩემი აზრით,ეს იყო მეკარე გუგეშაშვილი.მეტნაკლებად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს გოჩალეიშვილმა,დვალმა და ლობჟანიძემ,რომელიც იტანჯებოდა მარცხენა მხარეს და თავისი შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ აჩვენებდა.და საერთოდ ,სანიოლის აჯაფსანდალს ჩვენი გუნდისთვის მოაქვს ზიანი მხოლოდ და არა მეტოქისათვის.ძირითად გუნდთან ერთადაც თუ ასე გააგრძელა კატასტროფა გარდაუვალია.
pepe
igra bila ravna igrali dva gavna.......................

როგორც ვატყობ ნაკრების ძირითადი შემადგენლობა იგივე დარჩება, შეიძლება გოჩო წამოწიოს მხოლოდ..
საჩინო
სუსტი ,არაათლეტური აღნაგობის და მოუქნელობის გამო ორთაბრძოლებს პირწმინდად აგებენ.ძუნძულით ვერც ბურთს ჩაჭრი და ვერც აართმევ.საჭიროა სწრაფი მოძრაობა როგორც ფეხბურთელების ,ასევე ბურთის, რასაც ჩვენები ვერ აკთებენ და ვღებულობთ სურათს,როცა მოწინააღმდეგე ფეხბურთს თამაშობს და ჩვენები კი ძუნძულით ცდილობენ ხელის შეშლას.ტექნიკაშიც კი ჩამოვრჩებოდით მოწინააღმდეგეს და რაზეა საერთოდ ლაპარაკი?
A-s
გუგეშაშვილს რას უწუნებ?
მაყურებელი
ეს მე3 ე სასტავი იყო არცერთ თაობას არ უთამაშია ამ თამაშში. თაობას რაც შეეხება საქართველოში კარგი თაობები ყოველთვის მოიდიოდნენ და ყოველთვის იქნება, მთავარია როგორ გაზრდი და როგორი პირობები ექნებათ.
A
ფარერების მერე დავწერე რომ გულიაშვილი მაინტერესებდა მაგ შემადგენლობიდან და მონდომებული ფაფხურა დავინახე, ახლაც იგივე, ანუ სანაკრენო აქედან არავინაა
გივი
ჩვენების თამაში იყო კატასტროფა, დადიოდნენ ფაქტიურად, სანიოლი რა მწვრთნელიცაა გამოჩნდა დღეს, შეცვლებმა კიდევ უფრო გააუარესეს თამაში, 1-0 ზე უნდა მოეხსნა ერთი შემტევი და ალთუნაშვილი გამოეყვანა ჩამშლელად, მაგას რა დიდი გამოცნობა უნდოდა ისე გვიტევდნენ ადრე თუ გვიან გაგვიტანდნენ... ისე სომეხი მსაჯიც საღორ პენალტი ჩვენც გვეკუთნოდა მანამდე და იმათ გოლის დროს გულიაშვილზე ჯარიმა არ დადო მანამდე ცენტრში.
ტუკო რამირესი
ფარერებთან ხარებაშვილმა ერთი მოძრაობით დაამტკიცა, რომ მაგარია. სანიოლმა კი აღარ ათამაშა. დღეს კი მხოლოდ ჩვენი მეკარე იყო კარგი.
საქართველო
ძალიან დიდი იმედგაცრუება! ასე ყრუ დაცვაში ჯდომა და გუგეშაშვილის(ბედისაც) იმედზე ყოფნა რა პონტია?! რას წურავდნენ?! გულიაშვილი საერთოდ ვისთანაა? ქეცბაიას რომ ლანძღავდა ერი.. აი ესეთი და ამათზე უარესი ხალხი ჰყავდა :) კვარა,ჟორჟი,კიტე,ქოჩორა,ზურიკო,ჩაკვე და მამარდა რომ ჰყოლოდა არამგონია სანიოლზე ცუდი შედეგი დაედო.. სანიოლის მხრიდან ამხანაგური და ხალხის გამოცდა მესმის,მაგრამ ჩანაფიქრი რაიყო?! რამე ემჩნეოდა მწვრთნელის დავალება ან ხელი? ქუთაისელი ხალხისთვის მაინც ეცათ პატივი და განძრეულიყვნენ
zaza
მოედანზე მოძრაობით და ტექნიკით გვაჯობა კაპო ვერდემ. გუგეშაშვილი კარგი მეკარეა რამდენჯერმე გადაგვარჩინა. ამ თამაშებში გამოჩნდა რომ საბა, გაგნიძე და ლოჩოშვილი სხვებთან შედარებით ყველაზე გამორჩეულები იყვნენ. გულიაშვილისგან უფრო მეტს ველოდი, თუმცა ცუდად არ უთამაშია. სხვებს სანაკრებო დონე რასაც მივეჩვიეთ არ აკმაყოფილებდნენ. მექვაბიშვილს უფრო კარგად მოეთხოვება თამაში და გამამწვავებელი პასები არ ჰქონდა ფაქტიურად. ახალგაზრდული ნაკრებიდან არიან მოთამაშეები ვინც ეროვნულ ნაკრებს გააძლიერებენ და წარმატებები ბიჭებს ამ ევროპაზე.
მიშა
სანიოლ ვინც შენ მწრთვნელობა დაგაბრალა იმის... რისთვის გამოიძახე გაგუა და ხარებაშვილი?
ქართველი
აბა ეს არის თაობა მოდისო? ვაბშე არცერთმა არ იცის აქედან ფეხბურთი ერთადერთი ვიზეც შეიძლება რომ რამე იცის არის ლობჟანიძე, დანარჩენია აი ჩემი აზრით აი ერთი ორი სამი კაცი კიდევ შეიძლება ლობჟანიძის გარდა რომ თქვა რომ რაღაცას ფაფხუობს და დანარჩენი ვაფშე უნდა მოაშორო ნაკრებს არანაირი თაობა არ მოდის, 21 წლამდელებიდან და ვსიო რა თორე ესენი ვაბშე არაფერი არ არიან
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს