„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სხვადასხვა გამოცემების მიერ თუ ერთი თვის წინ მე-15 პოზიციაზე სახელდებოდა, ჩემპიონთა ლიგის მოგების და ფინალში გოლის გატანის შემდეგ მნიშვნელოვნად დაწინაურდა. GiveMeSport-ის განახლებული რეიტინგის მიხედვით ქართველი უკვე მე-6 ადგილზეა.

გამოცემა კვარაცხელიას შესახებ წერს:

„განზრახული ჰქონდა რა ყველაზე დიდი ტიტულების მოპოვება, პსჟ-მ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა. ქართველი „ნაპოლის“ ფლანგზე დაუნდობელი და დაუღალავი იყო და წამყვანი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროში მოექცა, მაგრამ სწორედ ამბიციურმა „პარი სენ ჟერმენმა“ მოახერხა გადაბირება და მას შემდეგ ისინი ერთად უკანმოუხედავად წინ მიიწევენ, რამეთუ ხვიჩას დრიბლინგები მეტოქეთა დაცვის ხაზის გასარღვევად გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ის არა მხოლოდ აბსოლუტურად სწრაფია, არამედ ბურთით მოძრობისას სხვებისგან განსხვავებულია. გინდათ თავდამსხმელი, რომელსაც შეუძლია ბურთით ორივე ფეხით იმოქმედოს და შესაძლოა, მთელს პლანეტაზე სისწრაფით ნებისმიერი მცველი დაჯაბნოს? კვარაცხელიას გარდა სხვას ნურავის ეძებთ, რომელსაც ოდესღაც პრემიერლიგის გუნდებს უკავშირებდნენ. „არსენალს“ ასეთი არაპროგნოზირებადი ტალანტის ხელში ჩაგდება ძალიან წაადგებოდა“.

ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება

1. უსმან დემბელე (პსჟ)

2. ლამინ იამალი (ბარსელონა)

3. რაფინია (ბარსელონა)

4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

5. დეზირე დუე (პსჟ)

6. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

7. ვიტინია (პსჟ)

8. კილიან მბაპე (რეალი)

9. პედრი (ბარსელონა)

10. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)

11. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)

12. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

13. ჰარი კეინი (ბაიერნი)

14. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

15. ვინისიუსი (რეალი)

16. ალესანდრო ბასტონი (ინტერი)

17. ვირგილ ვან დეიკი (ლივერპული)

18. სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი)

19. სკოტ პალმერი (ჩელსი)

20. ბუკაიო საკა (არსენალი)

საბოლოო შედეგები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაფიქსირდება.

ლოლ
რა პრინციპით ირჩევენ ოქროს ბურთის გამარჯვებულს? კლუბში და ნაკრებში უნდა გქონდეს წარმატებული სეზონიო. რაფინიამ და უიამალმა ვერაფერი მოიგეს საერთოდ. ნუნუ მენდეში და დონარუმა 3_ეულში უნდა იყვნენ.
იკა
მბაპედ არც იამალი და არც სალაჰი და არც რაფინია ერთადაღებული არა ღირს. დემბელემ მოიგო და იმიტოა თავში.
იკა
პსჟ_მ მოიგო ყველაფერი და ნაკრებშიც ეგენი იგებენ.
123
რაფინიას, იამალს და სალაჰს მანდ რა უნდათ ეგ ვერ ამოვხსენი. ვერაფერი მოიგეს ვერც ლიგა და ვერც ნაკრებებში.
გია
ნუნუ მენდეში სად არის? გუშინ იამინ იამალი რომ გააქრო მოედნიდან პორტუგალია ესპანეთის ფინალური მატჩის დროს
იხვი
ეს ეროვნებაზე სპეკულირება რა უბედურებაა, მაგრამ ობიექტურად, სანამ დემბელე მეტოქის საჯარიმოსთან დარაჯობს, ხვიჩა წინ და უკან საქმეს აკეთებს, პრესინგობს, დაცვას ეხმარება, წინ კი რეგულარულად ქმნის მომენტებს. თამაშით თუ ვაფასებთ, მაშინ ლამინ იამალისაა ეს ოქროს ბურთი და ეჭვი მაქვს, მაგის დონემდე ვერავინ მივა თხუთმეტი წელი. მაგრამ თუ მაინცდამაინც პსჟ-ს ფეხბურთელმა უნდა მოიგოს, მაშინ ხვიჩას დემბელეზე ნაკლებად არ ეკუთვნის.
ნიკა
ვინც იმას ვერ ხედავთ, რომ კვარას პასებს პსჟ-იც ამადლიან და ფინალშიც მხოლოდ მას მერე აღირსეს რაც სამი ბურთით დაწინაურდნენ; ვერც იმას, რომ მის წინაარმდეგ ყველა ილეთს აპარავებს მსაჯი, რაგბიდან დაწყებული ძიუდოთი დამთავრებული, ვერც იმას, რომ 'ფენომენ' იამალს რატომღაც უხეშობას ვერავინ უბედავს, არც ცდილობენ დარტყმა დაუბლოკონ (შეადარეთ რამდენი კაცი ბლოკავს ხოლმე კვარას დარტყმას); ვერც იმას, რომ იამალი ცალსახად ფიფა/უეფას მაფიის ფავორიტია, აი ასეთი ხალხი გადადით სხვა სპორტზე, მაგალითად უყურეთ გრძელ ნარდს ან სხვა რამეს.
გიორგი
ზედა მეზობელი საიდან, ვლადიკავკაზიდან?)))
ქართველი
თუ ტიტულების მოგებით ირკვევა ოქროს ბურთის ვინაობა, კვარაზე მეტი ტიტული ამ სეზონში არავის მოუგია, თუ გოლებით განისაზღვრება მაშინ ჰალანდს მისცენ თუ რავიცი ვის
დავით 67
მიუხედავად იმისა რომ იამალმა მხოლოდ ლა ლიგა მოიგო, ჩემი აზრით მას ეკუთვნის ოქროს ბურთი. ესეც რომ არ იყოს თვითონ როგორც ჯილდო ითვლება წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის და არა თუ ვინ რამდენი ტიტული მოიგო. ასე არ არის?ხვიჩა მეორეა უდავოდ,თუმცა წინ საკლუბო ჩემპიონატია და ვინ იცის რას მოიმოქმედებს. რა თქმა უნდა ქართველთა 95%-ს ხვიჩას გვინდა ეს პრიზი, მაგრამ დღესდღეისობით იამალი ძალიან მაგარია. სოსოს კომენტარებს ვერ ვხედავ რაღაც მე მგონი საიტის შეცვლის გამო განაწყენდა. მისი ანალიტიკა ყველაზე სწორი და ზუსტი იყო
ვახო
შვილივით მიყვარს ხვიჩა და უბედნიერესი კაცი ვიქნები თუ ის ოქროს ბურთს მოიგებს(თუნდაც ნებისმიერი ქართველი!) მაგრამ მაინტერესებს ამ სეზონში ზოგიერთების აზრით რა ეროვნების უნდა ყოფილიყო ოქროს ბურთი რომ მიეცათ და ეს რომ მომხდარიყო ობიექტური იქნებოდა? თქვენ მარტო ხვიჩას თამაშს უყურებთ? იქნებ ხანდახან ოქროს ბურთის სხვა პრეტენდენტეპსაც დააკვირდეთ...
მეზობელს
ამის დამწერს დედაშენი არ გეცოდება?
ზედა მეზობელს
აზრები ცოტა კარგად დაალაგე მეგობარო რიბერის პერიოდში სხვა დონის ფეხბურთელები იყვნენ,მესი,რონალდო,ხავი,ინიესტა და ა.შ. ახლა სხვა მოცემულობაა: ლიგა მოიგო პსჟ-მ,საკლუბო მსოფლიოსაც შეუტევს და ევროპის სუპერთასსაც,იმის ილუზია არავის აქვს რომ წელს კვარა ოქროს ბურთს მოიგებს მაგრამ რაც უფრო ამაღლდება მისი რეიტინგი უკეთესი...დანარჩენი შენი ბლა ბლა ბირჟაზე ნაბოდვარს ჰგავს... ცოტა აზრზე მოდი მსოფლიო ვარსკვლავი გვყავს კვარას სახით ამ პატარა საქართველოს, შეგვარგე და შენც შეირგე,რას გამოსრიალდებით ხოლმე ეს ბოღმის ბუკეტები?!
დიმიტრი
დღესვე გადადი სხვაგან საცხოვრებლად. შენი მეზობლობა აღარ მინდა😂
ზედა მეზობელი
ხვიჩას მალადეც,პირადი ფანსაიტი აქვს გახსნილი და ფულსაც არ იხდის თან. რა ოქროს ბურთი,მართლა გჯერათ რო მას მოგების რეალური შანსი აქვს? ვერც სალაჰი და ვერც კვარაცხელია ამ ჯილდოს ვერ მოიგებს,იმიტო კი არა რო ცუდი ფეხბურთელები არიან,ერთი ეგვიპტელია და მეორე "ქართველი".რიბერის არ მისცეს ეგ პრიზი,ტრიპლეტი მოიგო მაშინაც,მარა მერე რა? ვინმეს გამოარჩევენ და იმას შეტენიან. 3.5 მილიონიანი საქართველოს გინებას აიტანენ რამენაირად,სამაგიეროდ,ევროპის და სამხრეთი ამერიკის დიდ ქვეყნებს არ გაანაწყენებენ,ასე ხდება სულ. სალაჰს იმაში მაინც გაუმართლა რო თავის ქვეყანაში აფასებენ,კვარაცხელიას კი არა. კაშიამ რაო,ვაძლევ ხმასო? ან სანიოლი ხმას ვის აძლევს? ამის მიზეზი ალბათ კვარაცხელიას გაორებული საქციელია. ერთ დღეს მორწმუნე მართლმადიდებელია,მეორე დღეს კი,ადგება და იმნაირთა პროპაგანდას ეწევა. მარადონა იყო სახალხო ფეხბურთელი,კვარაცხელიას იმას რანაირად შეადარეთ თქვე არასწორებო,რა უგავს ამას იმის? ის კაცი თავის ხალხს არასოდეს უღალატებდა,კვარაცხელიასგან განსხვავებით. ვერ იტანდა ინგლისელებს და ამის მიზეზიც ქონდა,რომის პაპს კინაღამ ანაფორა დაახია თავზე და ამას კვარაცხელია გააკეთებს? ან ის კაცი კოკაინით გაბრუებული სასწაულებს აკეთებდა სტადიონზე,მთავარი მოტივატორი იყო არგენტინის და ნაპოლის,რაც კვარაცხელია ვერასოდეს გახდება. ცუდი ფეხბურთელი არ არის,ამას რა მათქმევინებს,მარა ის არ და ვერ გახდება ლიდერი ვერც პსჟში და ვერც ჩვენს ნაკრებში.ლიდერობა ნიშნავს რო გუნდის სული და გული უნდა იყო,ყველაფერს უნდა აკეთებდე მოედანზე და მიზ გარეთ. აი,შეხედეთ ვირჯილს ან რამოსი ავიღოთ,ეს ორი თავისი გუნდის ლიდერები არიან. ჯორდან ჰენდერსონი ავიღოთ,ბარსასთან ფეხმტკივანმა ითამაშა 45 წუთი,რამაც ლივერპულში მისი კარიერა დაუსრულა,თუმცა ლიდერები ასე იქცევიან. ჯერარდი იყო და სასწაულებს აკეთებდა,გასაჭირში ყოველთვის ის ჩანდა. კვარაცხელიამ ჩვენთვის საინტერესო ორი თამაშიდან ორივე ჩააგდო,ერთი კოვიდის გამო(ან ქონდა ან მოიმიზეზა),მეორეში ვერაფერი ქნა და გამოცვალეს. სამაგიეროდ,ყველა თამაშში თავის ლიდერობას მამარდა ამტკიცებს,გასაჭირში ყოველთვის ის ჩანს და ეს არის ლიდერობა. ყველაფრის მიუხედავად,საქართველოდან 3 ხმა უნდა მიიღოს,არ ეკუთვნის ეს ამბავი,მარა ქართველია მაინც და ჩვენი საქმეა მასზე რა დამოკიდებულება გვექნება,მარა საზღვრებსგარეთ ეს არავინ უნდა გაიგოს. იმედია რო კაშიაც,სანიოლიც და ის ჟურნალისტი მისცემენ ხმას,უნამუსობა იქნება. წინაზე არ მისცეს მაგალითად და ამიტომ ვიძახი,მომინდომეს ობიექტურობა სუბიექტურ სპორტში,რა ასე არ არის? ფეხბურთში ობიექტურობა არ არსებობს,ყველა სუბიექტურია და ასეც უნდა იყოს.ობიექტურობა ცხოვრებაში გამოიყენეთ,ფეხბურთი თუ გიყვარს სუბიექტური უნდა იყო,სხვანაირად როგორ? ჩემთვის ყიფიანი თავისი დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო,მარადონაზეც მაგარი იყო და პლატინიზეც,მოვიდეს ვინმე ფრანგი ან არგენტინელი და შემეკამათოს ამაზე,რა ასე არ არის? ამაშია საქმე
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა