ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, თუმცა მომენტები მხოლოდ პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს - მოსურმა და კოზუბალმა ბურთი ძელს გაარტყეს. საქართველოს ნაკრებს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა, თუმცა 55-ე წუთზე მაინც მოახერხა დაწინაურება და თავი ტრადიციულად ლომინაძემ გამოიჩინა. აქედან მოყოლებული პოლონელებმა დიდი ძალებით შემოგვიტიეს, კალუაზინსკის დარტყმულ ბურთს კარის წინ აზაროვი გადაეღობა. შემდეგ საჯარიმოს ხაზზე სიგუასთან ბრძოლაში ფორნალჩიკი წაიქცა, მსაჯმა ცოტა არ იყოს საეჭვო პენალტი დანიშნა და კალუაზინსკიმ ანგარიში გაათანაბრა. მორიგ ეპიზოდში ხარატიშვილმა პედას არ გაატანინა, ხოლო კომპენსირებულ დროში მაისურაძემ ბოლომდე იბრძოლა და მისი პასით იაროშის კარი გორდეზიანმა დალაშქრა. ბოლოს პირისპირ გასულ რაკოჩის დარტყმული ბურთი ხარატიშვილმა მოიგერია და გავიმარჯვეთ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მაისურაძე დაასახელეს.

14 ივნისს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომელიც პარალელურ შეხვედრაში პორტუგალიას ფრედ, 0:0 ეთამაშა.

ჟილინა. „პოდ დუბნიომი“

პოლონეთი - საქართველო 1:2

გოლები: 0:1 ლომინაძე (55), 1:1 კალუაზინსკი (73, პენ), 1:2 გორდეზიანი (90+4)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, ხვადაგიანი, საზონოვი, მაისურაძე, ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 66), გაგნიძე (ოდიშვილი 90+6), სიგუა (გორდეზიანი 80), კვერნაძე, ოდიშარია (იეგოიანი 80), აბუაშვილი (გ. მამაგეიშვილი 66)

ამ შემადგენლობაში არავინაა ისეთი,ვისაც თავის წარმოჩენა და კარგ კლუბში გადასვლა არ სჭირდება.ერთხელ ნაკრებში გაელვება და მერე არსად რომ აღარ ჩანს,ეგ არ ნიშნავს,რომ მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის.ერთადერთი საბა საზონოვია,რომელიც სერია აში იყო,მაგრამ ერთმა გუნდმა მეორეში იჯარით გაუშვა და უმძიმესი ტრავმის გამო,მთელი სეზონი გაუცდა.მასაც ახლიდან სჭირდება თავის გამოჩენა და დამკვიდრება.სხვები კი,სწორედ დღეს იწყებენ ევროპისაკენ გზის გაკვალვას.ლუკა გაგნიძესაც ახლა აქვს უკანასკნელი შანსი,რუსეთს თავი დააღწიოს თავი და ევროპულ კლუბებს თავი მოაწონოს.ვუყურებ და გული მტკივა,ამდენი წელია მანდ თამაშობს და თითქმის არაფერი მოუმატებია.უნიჭიერესი ბიჭი,უძვირფასეს წლებს ჰკარგავს და სულ უფრო იძირება.სხვები,ყველა ახლა იწყებს თავის გზას და წარმატებებს ვუსურვებ,ამ გზის გადალახვაში.
ნინი
თქვენნაირ ყურმოჭრილ მონებს, რასაკვირველია არ მოგეწონებათ ეროვნული პიროვნებები,როგორებიც არიან ორბანი და ფიცო!
კაი ერთის და M67-s
ეს თქვენნაირი "მონებისთვის" არის სულერთი ვინ და როგორ ჩაერევა ჩვენს შიდა საქმეებში. ჩარევაზე მეტი არ არის: ევროპარლამენტარები (ნაცების ლობისტები) ელჩები, ბალტიის ქვეყნების საგ.მინისტრები ნოტაციებს, რომ გვიკითხავენ (თავში ჭკუა მაინც ქონდეთ) და აგულიანებენ აქაურ გიჟ გადარეულ ნაც ხროვას? რაც შეეხება ოჯახურ ღირებულებებს, ეგ თქვენი ნაქები ევროპარლამენტარები არიან "ლგებეტე ბიჭუშკებზე" რომ გიჟდებიან და ვერ აუტანიათ, ჩვენთან ეგ ,რომ არ გასდით. მოდით რა? ჩვენ ქართველებს თავი დაგვანებონ და თქვენნაირ მონებს ,თავში ქვაც გიხლიათ! ორბანზე და ფიცოზე ეგ აქოთებული პირები გამოირეცხეთ, ახსენეთ თქვენი "საყვარელი" მიხაილ როთი!

კაი ერთი კაცო!შეგვიშვებენ თუ არა საკუთარ სახლში,იმათი ნებაა და იმათი ელჩები,მინისტრები თუ სახელმწიფოს მეთაურები,საქართველოში ოპოზიციას ფულით რომ ამარაგებენ,ტრენინგებს უტარებენ და მოუწოდებენ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობისაკენ,გვიკრძალავენ იმ კანონების მიღებას,რომელიც თვითონ მიღებული აქვთ,საკუთარ ქვეყნებში,ეგ არ არის ჩვენ საქმეებში ჩარევა?!ჯეკ ლონდონს აქვს ერთი რომანი,„თეთრი ეშვი“,სადაც თეთრი ეშვი უაღრესად აღშფოთებულია და დიდ უსამართლობად მიაჩნია,მდედრებს სხვა მამრები რომ დასდევენ და სამართლიანად თვლიდა,რომ ყველა მდედრი,მისი გამხდარიყო.აქაც ზუსტად იგივე ამბავია,ის რაც მათთვის სამართლიანია,ჩვენთვის უსამართლო ყოფილა.ერთს დავამატებ მხოლოდ,თეთრი ეშვი,მგელძაღლა იყო,რომელიც ძაღლებთან ერთად გაიზარდა,მუდმივად ებრძოდა მათ და ამ ბრძოლაში დანდობა არ იცოდა.შესაძლოა მოგწნდეს,ან არ მოგწონდეს საქართველოს მთავრობა,მაგრამ ქართველს მომხდურის ინტერესების დაცვა უფრო აინტერესებდეს,ვიდრე თავისი ქვეყნისა,მთლად მის კარგ ქართველობაზე არ მეტყველებს.
tngh
წინ 2 ურთულესი თამაშია... მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს ორივე თამაშში. იმედია ესეც იქნება!!!
lasha
ის რომ ფეხბურთში გარკვეული წარმატება მივაღწიეთ ეს არის დიდი ენთუზიაზმის შედეგი. თორემ თავად ვითარება ბევრით არაფერით არის გამოსწორებული ეროვნული ჩემპიონატი უმდბელსი დონის. რაიონებში კატასტროფა. უმრავლესში ბავშტა სკოლებიც არ არის. თუ არის სავალალო პირობები. ფაქტობრივად ნაკრები მარაგდება თბილისური კლუბებიდან. რათქმაუნდა ასეთ ვითარებაში დიდი შედეგბი წარმოუდგენელია. ზოგადად რა არის ახალგაზრდულის დანიშნულება? ახალი პერსპექტიული კადრების აღმოჩენა. ეროვნულისთვის მომზადება და რა ვნახეთ? ნახევარი გუნდი ის ხალხი ვინც უკვე უთამასია ეროვნულში. ერთადერთი ნათელი წერტილი მაისურაძე. რომელიც ნამდვილად იტყვის თავის სიტყვას ეროვნულ ნაკრებში. ეს ბიჭიც სად ჩამოყალბდა ფეხბურთელად? უკრაინაში სადაც თამაშობს ძალიან კარგი გუნდის ძირითადში. გაიარა უკრაინული საფეხბურთო სკოლა. სწორი მიდგომები. გამართული ფიზიკური ვარჯიშები და ტაქტიკური ანალიზები.
კაი ერთი
ევროკავშირი თავის სახლში შეგიშვებს თუ არ შეგიშვებს, ეს მისი საშინაო საქმეა და არა შენს საქმეებში ჩარევა. ეს "ხელისუფლება" ევროპას ხან დიფსთეიტის, ხან ომის პარტიის მიერ მართულს, ხან ოჯახური ღირებულებების არმქონეს უწოდებს (ქოცების ოჯახებზე რითი ნაკლები ოჯახები ყავთ ესპანელებს ან იტალიელებს ნეტა) და მერე წყინს, ჩვენი დანახვა არ უნდათო. რად უნდა ევროპას რუსეთის ტროას ცხენი ქოცხელისუფლების სახით თავის სახლში - ფიცო და ორბანი არ ეყოფათ?

როცა ტელევიზია ტრანსლაციის უფლებას ყიდულობს,ეს ექსკლუზიური უფლებაა და იმ ქვეყანაში სხვას არავის აქვს უფლება ტრანსლაცია ჩართოს.საზოგადოებრივ არხს რომ ეყიდა,ან მხოლოდ საქართველოს ნაკრების თამაშები უნდა ეყიდა(იყო თუ არა ასე,მხოლოდ ერთი ნაკრების ყიდვის უფლება,არ ვიცი),ან კიდევ მთელი ჩემპიონატის.მეორე ვარიანტი რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო,პირველი ვარიანტის შემთხვევაში კი,სხვა თამაშებს ვეღარ ვუყურებდით.სეტანტამ იყიდა ყველა ტრანსლაციის უფლება და სამივე არხზე გადაანაწილა ისინი.ეს ალბათ საუკეთესო გამოსავალი იყო.ყოველ შემთხვევაში ასე ჩათვალეს.
M67
რა ტუსკი, რა ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა, რას ბოდიალობთ, თქვე ავადმყოფებო?

ლევან,ნაკრებს სამი მცველი გამოაკლდა ბოლო დღეებში,ტრავმების გამო და ოდიშვილიც სულ ბოლოსღა დაიმატეს.მას ნაკრებთან ერთად მომზადების ციკლი არ გაუვლია,არც მათთან ერთად უთამაშია და რა თქმა უნდა სასურველ ფორმაში ვერ იქნება,ვერც შეთამაშებული იქნება პარტნიორებთან.აგერ,საბა საზონოვიც 90 წუთი თამაშობს.ასეთი ტრავმის შემდეგ,ეს ძალიან დიდი რისკია,მაგრამ სვანაძეს სხვა გზა აღარ აქვს.სამივე ტრავმირებული,ცენტრალური მცველი იყო!შესარჩევ თამაშებში,ხვადაგიანსაც აგინებდა ბევრი,მაგრამ ის დაავიწყდათ,რომ მაშინაც ტრავმების გამო,ისეთ პოზიციაზე უწევდა თამაში,სადაც არასდროს უთამაშია.რა თქმა უნდა შეცდომებს დაუშვებს ადამიანი,უცხო საქმეს რომ დაგავალებენ.არც მაშინ იყო ხვადაგიანი ბრალი და არც ახლაა,ოდიშვილისა.სვანაძე როგორღაც ახერხებს დაცვის ხაზის შეკოწიწებას,მაგრამ ძლიერ მეტოქეებთან ასეთი დაცვა,სადღაც მაინც შეცდება და ეს არავის არ უნდა დავაბრალოთ.
jimi
ლყე ხარ, გამგები გაიგებს!
ქართველი.
ყველა დამარცხდება,ვინც ჩვენს საშინაო საქმეში ჩაერევა!
ლუკა
მშვენივრად გავიგე ძმაო! ვინც ჩვენს წინააღმდეგია ყველას დედაც...
ტოტი
საზოგადოებრივ ტელევიზიაზეა საუბარი, თორემ სეტანტა და სილკი რომ ტურნირების ტრანსლიაციებს ყიდულობენ კი ვიცით
papai
ყველას გილოცავთ გამარჯვებას, ბიჭებმა ჟინით ითამაშეს, მაგრამ სამწუხაროდ უამრავი წუნი აქვთ ტექნიკაში, სისწრაფეში... არასაჭირო უხეშობაც ბევრი იყო რაც ყვითლებში აისახა.. მოკლედ სამუშაო ბევრია ან გამოდის რომ ნაკრების მომავალი ცვლა ცოტა ბუნდოვანია
გიგა
დისლაიქებს, ის ნაბ**ვრები აჭერენ,ვისაც არ უხარიათ ჩვენი ბიჭების წამატებები და სკდებიან გულზე. თქვენს ჯინაზე ჩვენი ფეხბურთელები და სპორცმენები უამრავლჯერ გაგვახარებენ, თქვენ კი რა დაგრჩენიათ? უტყაპუნეთ დისლაიქებს!
დონალდ ტუსკის!
ტუსკი! გილოცავთ შენი გუნდის მარცხს! გამგები გაიგებს!
ქომაგი
ფანტაზიისა და საფეხბურთო ინტელექტისგან დაცლილი, დაბალი საშემსრუბლო კლასით დაკომპლექტებული, მეომარი ბიჭებისაგან შემდგარი, კარგად ორგანიზებული გუნდია.წარმატებები
გილოცავთ!
ბიჭებო! ეგ შავი ფორმები, ძალიან გიხდებათ და ეცადეთ, რომ ხშირად გამოიყენოთ! თანაც კარგადაც დავცადეთ! აბა თქვენ იცით როგორ გაგვახარებთ!
გიგა
გილოცავთ ბიჭებო! ეგ ერთი და სხვა მრავალი!!!!!!!!!!!!!
Gizo
Kvela partiuli botisa da usaxelo komentatoris dedashevci!
fani
ბრავო ბიჭებო, ყოჩაღ სვანაძეს, ყველას დიდი მადლობა თავდადებისთვის! აი ესაა შრომისმოყვარეობა და გუნდური სულისკვეთება, როდესაც ძირითადად საშუალო კლასის მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული ნაკრები შედეგს დებს. ძალიან მიხარია რომ საქართველოში ფეხბურთი აღმავლობას განიცდის, რისი დასტურიც ჩვენი ნაკრებების წარმატებული ასპარეზობაა (იქნებ წელს საკლუბო ტურნირებზეც უკეთესობა გვქონდეს). P.S. ისე, ეს სვანაძეც მაგარი იღბლიანია - ეტყობა ხვიჩასგან გადმოიღო რაღაც-რაღაცეები
ბესო
ყოველთვის სასიამოვნოა მოგება რანაირადაც არ უნდა იყოს . ბევრჯერ მინახავს დამატებით დროში შემთხვევით წაგებული თამაში , მარა შემთხვევით მოგებული პირველად ვნახე , ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს ხოლმე ... წარმატებები ჩვენს ნაკრებს !
sss
cota frtxilad sxvebsac ar mougot torem mere naxet sanqciebi
კიგანი
რა სასიამოვნო გრᲫნობაა როცა Ჩვენები იგებენ,,,,,
საჩინო
მოკლედ: კარგები იყვნენ_საზონოვი,ხვადაგიანი,კვერნაძე,ლომინაძე.მეტს მოველოდი_ აზაროვი,გაგნიძე,ოდიშარიასაგან.წარმატებები ბიჭებს.

სამივე სეტანტაზე, პარალელურად გადმოიცემოდა სამი მატჩის რეპორტაჟი და სამივეგან ქართულენოვანი.

სვანაძემ შეკრა ნაკრები,რომელიც არაფრით არ ჰგავს,ქართული ფეხბურთის ტრადიციულ სახეს.დრიბლინგს და ბურთზე მუშაობას ზოგჯერ შედეგზე წინ რომ აყენებენ.ეს გუნდი თამაშობს თითქოს ჩრდილოურ პრაგმატულ ფეხბურთს,საბოლოო შედეგი რომ აღელვებს მხოლოდ.მეომრების ნაკრები ჩამოაყალიბა და ომით მოიპოვეს გამარჯვება,გახსნის თამაშში.ეფექტებზე დამყარებულ კი არა,ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს ეს ნაკრები და პირველ თამაშში,არმოსაგები თამაშიც მოიგო.ვიფიქრებდი,შემთხვევით მოიგესო,მაგრამ ასე შემთხევით უკვე იმდენჯერ გაიმარჯვეს,რომ შეუძლებელია ეს შემთხვევითობა,შემთხვევითი იყოს.ვულოცავ ბიჭებს და მომდევნო თამაშებშიც გამარჯვებებს ვუსურვებ.როგორ უნდა გაიმარჯვონ ფრანგებზე და პორტუგალიელებზე?არ ვიცი,წარმოდგენა არა მაქვს,მაგრამ არც წინა ევროპის ჩემიონატზე გვქონდა რამის იმედი და ვიმარჯვებდით,შვედებთანაც და ხორვატებთანაც ისე მოვიგეთ,რომ გაუგებარი იყო,როგორ უნდა გვეჯობნა მათთვის,თუმცა სვანაძე და კომპანია,„შემთხვევით“,მაინც ახერხებდა მათ გავლას და ახლაც შეიძლება რაღაცა მოიფიქროს.ცუდია,რომ ისედაც მრავალი ტრავმით შეთხელებულ შემადგენლობას,თითქოს ლომინაძეც გამოაკლდა და არც გაგნიძე გამოიყურებოდა ჯანმრთელად,როცა შეცვალეს,თუმცა ვინც ჯანმრთლად იქნებიან,ისინიც თავებს გადასდებენ.ეგ უკვე ვიცით.ტრავმებთან ერთად გაფრთხილებებიც ძალიან ბევრი მივიღეთ და ძალიან მალე,ეგ დიდ პრობლემად შეიძლება გვექცეს,დისკვალიფიკაციების სახით.არადა სულ ცოტა სამი გაფრთხილების თავიდან აცილება შეიძლებოდა,პენალტთან ერთად,უფრო აკურატულები რომ ვყოფილიყავით. რაც არ უნდა იყოს,ამ ნაკრების შესარჩევი ტურნირიდან გაღწევა,უკვე წარმატება იყო და აქ ჯგუფში პოლონეთის დამარცხება წარმატებაა.თუნდაც საფრანგეთ პორტუგალიასთან წავაგოთ,ამ ნაკრების თამაში,უკვე წარმატებულია.მანდ თუ კიდევ რაიმეს მოახერხებენ,რა თქმა უნდა ეგ მთლად უკეთესი იქნება.ბიჭებს, წესით ფსიქოლოგიური წნეხი უკვე მოხსნილი უნდა ჰქონდეთ და ეს თამაშს გაუიოლებთ.
დავითი
კვერნაძე არაა ფეხბურთელი დღეს ყველაზე ცუდი იყო მაგის ბრძოლა ვის რათ უნდა ყვრლას თუ წააგებს
მეზღვაური
ოდიშვილი გოგლიჩიძის ტრავმის გამო მოხდა ნაკრებში,თორემ მანამდე 25 კაციან სიაშიც კი არ იყო. გიზისაც და ოთოსაც უფრო მეტი მოეთხოვებათ. კვერნაძეს ვინც აკრიტიკებთ... სხვა ვინ გვყავს მასზე უკეთესი ფორვარდის პოზიციაზე? ბიჭი მარცხენა ვინგერია რეალურად,მაგრამ იძულებულია ფორვარდად ითამაშოს,რაც აშკარად არაა მისი ოპტიმალური პოზიცია. ერთადერთი გორდეზიანია ცენტრფორვარდი და ისიც არ გამოირჩევა შედეგიანობით გინდ ნაკრებში და გინდ ბოსნიის ჩემპიონატში,რომელიც სერია ბ-ზე დაბალი დონისაა.
ლევანი
კვერნაზე მოაცილეთ
T.q
ნუ ლანძღავ კარგი ფეხბურთელია აქ სახელით ლევანმა სწორი აზრი დაწერა მის შესახებ რომ ბევრი იბრძოლა და ბევრი ირბინა ძალიან მეტოქის კართანვე აპრესინგებდა დაშეტევებში ხელს უშლიდა თუ მის პროდუქტიულობას უსვამ ხაზს რომ გოლები ვერ გააქვს მე რასაც ვუყურებ ამ ბიჭს ჩემი აზეით არ არის კვერნაძე ფლანგის ფეხბურთელი არ ვიცი მე სვანაძის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი და ვერ ფროზინონესი რადგან მათ მსგავსად მცოდნე არ ვარ მაგრამ მე რაც მესმის ჩემი ფეხბურთი ჩემი სუბიექტური აზეით კვერნაძე უფრო ფორვარდის პოზიციაზე იქნება უკეთესიც და პროდუქტიულიც და გატანასაც დაიწყებს ასე მგონია მაღალია სწრაფია პასიც აქვს და ჯანიანია ინგლისური შესატყვისი Target Man სტილის ფორვარდი იქნება ან სულაც ცრუ ცხრიანის პოზიციაზეც ვფიქრობ იდეალურად მოერგება ჯერ ახალგაზრდაა და პოტენციალი ნამდვილად აქვს მისი წვლილი ძალიან დიდია ამ გამარჯვებაში
კაია
ხო კიდე იმას დავამატებდი რომ სირცხვილია ქართველებმა უცხოურ საიტებზე რომ უნდა ვუყუროთ საქართველოს ნაკრების თამაშს და ამ დროს ტელევიზორში თურქულ სერიალებს უშვებდნენ. რისთვის ვუხდით საზოგადოებრივ ტელევიზიას მილიონებს ბიუჯეტიდან, კითხვას რატომ არავინ სვამს
Levani
კვერნაძეს ვინც ლანძღავთ აზრზე არა ხართ,ბიჭმა 90 წუთი იბრძოლა-პირველი იწყებდა პრესინგს და დალაგებულად შეტევის დაწყების საშუალებას არ აძლევდა-ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია. რა ვიცი-ჩემი აზრით პირველი თამაშიდან გამომდინარე ეროვნული ნაკრების პირველი კანდიდატები -ხარატიშვილი,საზონოვი,აზაროვი,ლომინაძე,სიგუა და კვერნაძე არიან(სიგუა დაიღალა,არაა ჯერ ფორმაში)
Levani
ლოკინაძის გასვლის შემდეგ ცენტრში გაგვიჭირდა. ოდიშვილმა კინაღამ 2 ქულა გაანიავა-არ არის ეგ დასაყენებელი,არც შეცვლაზე შემოსაყვანი. მამაგეიშვილებისგან მეტს ველოდი-ტიპი იბერიაში ლიდერია კაცებში და U21ში მეტი უნდა გააკეთოს. საერთო ჯამში ყველამ იბრძოლა და ყველას მადლობა. სვანაძემ კიდევ ერთხელ აჩვენა მასტერკლასი.
დდდ
ყოჩაღ ბიჭები, ყოჩაღ სვანაძე, ყველას გენაცვალეთ, მსაჯიანად მოუგეს ამ ძალად ევროპელ ვიგინდარებს...
კონტე
მე ვერ მივაგენი, თუ ქართული არხები არ აჩვენებენ? ვაი თქვენს (ანუ- ვაი ჩვენს) პატრონს!
კაია
გენაცვალე საქართველო!!!!! რუმინეთთან თამაშის მერე სვანაძეზე და ბიჭებზე რომ იგესლებოდნენ იმათი სახეები მანახა ეხლა
zaza
გილოცავთ ბიჭებო.მაგრად იომეს.ერთი ის ვერ გავიგე კვერნაძე რატოა ნაკრებში ან ვინ პატრონობს? ტიპი აზრზე არაა.
L.J.
Ai sagol bichebo!!!suli da guli chades tamashshi!!!
DVB
ყველას გილოცავთ! მართლაც რომ გამოვგლიჯეთ პოლონელებს (თავის მსაჯიანად!) სამი ქულა!
პატრიოტი1994
ყოჩაღ გილოცავთ , მაგრამ გიორგი კვერნაძე ვისი ნათესავია იცის ვინმემ ? შესარჩევიდან დაწყებული რასაც ვუყურებ 2 წლის განმავლობაში ფაფხურის მეტს და ეგოიზმის მეტს ვერაფერს ვხედავ მასში .
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
U16 გოგონთა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა