ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს 2:1 მოუგო. მატჩს მიმოხილმა პოლონურმა interia-მ მიუძღვნა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.

ნოკაუტი 94-ე წუთზე და ჩვენი იმედგაცრუებული პრეზიდენტი ტრიბუნაზე

„ტემპი უკეთესის სურვილს ტოვებდა, ტრიბუნებზე ატმოსფეროც ტურნირის შესაბამისი არ იყო. მაევსკის შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს და ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს. მეოთხედი საათის შემდეგ ჩვენი მეტოქე ცოტა გამოფხიზლდა, რამდენიმეჯერ ჩაჭრეს ბურთი, თუმცა მათ კართან გაცილებით მეტი მომენტი იქმნებოდა. ფეხბურთელები ხშირად უხეშობდნენ. თამაში არ იყო მომენტებით დატვირთული და TVP Sport-ზე მატჩის კომენტატორმა ივანსკიმ თქვა: „ისეთი შეხვედრაა, შეგიძლია ყავა მოიდუღო და მშვიდად დალიო“.

მატჩს ტრიბუნიდან პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კულეშა და გენერალური მდივანი ვაჩოვსკი უყურებდნენ. საქართველო მოედნის საკუთარ ნახევარზე ჩაიკეტა, სწრაფი კონტრიერიშებით ცდილობდა მიზნის მიღწევას და მიაღწია კიდეც - ჩიხში შესულ თამაშში გარდამტეხი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ქართველთა მხრიდან ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი ლომინაძე აღმოჩნდა. თბილისის „დინამოს“ ბომბარდირმა იაროშს ათი მეტრიდან გაუტანა.

პოლონეთმა საპასუხოდ ტემპს მოუმატა და ანგარიში გაათანაბრა. ისე მოჩანდა, ფრთაშესხმული პოლონელები ზეწოლას გააგრძელებდნენ და გამარჯვებას მიაღწევდნენ, მაგრამ ჩვენმა დაცვამ შეცდომების დაშვება დაიწყო. კომპენსირებულ დროში კი ქართველებმა გაიბრწყინეს, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაისურაძემ რაკოჩი დაჯაბნა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ გორდეზიანს გაატანინა. რაკოჩის მალევე მიეცა რეაბილიტაციის შანსი, თუმცა მოწინააღმდეგის მეკარეს ვერ აჯობა. ეს გახლდათ - ნოკაუტი“.

ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა