11 ივნისს "ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2025 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას შეუდგნენ.

ივლისში საქართველოს ორი თამაში ელის მსოფლიო რაგბის რეიტინგ-ლიდერებთან. 5 ივლისს თბილისში ირლანდიას ვერკინებით, რომელიც ევროპულ გუნდებს შორის პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი მესამე პოზიციას იკავებს. ირლანდია საქართველოში სათამაშოდ პირველად ჩამოდის. ამის შემდეგ "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, სადაც 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზს "ჩიტასს" შეხვდებიან, ხოლო 19 ივლისს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და რეიტინგ-ლიდერ სამხრეთ აფრიკას ერკინებიან.

თავბრუდამხვევი ზაფხულისთვის რიჩარდ ქოქრილმა 37 მორაგბეს უხმო, საიდანაც 21 მორკინალი, 16 კი ხაზის მოთამაშეა. მათგან 4-ს - დავით აბდუშელიშვილს, ვახტანგ ჯინჭარაძეს, გიორგი სინაურიძეს და ოთარ მეტრეველს ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ.

ტრავმების გამო ზაფხულის ტესტებზე ნაკრებს დააკლდება სერგი აბრამიშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ლაშა ჯაიანი, გიორგი მამაიაშვილი, ბექა გორგაძე, გიორგი შველიძე, დავით ლაგვილავა, გელა აფრასიძე და ბექა შვანგირაძე.

"ძლიერი შემადგენლობა გვყავს. გვაკლია მოთამაშეები ტრავმებისა და სეზონის შემდეგ დაგეგმილი ოპერაციების გამო, ასე რომ, შეიძლება ეს არ არის ჩვენი გუნდის ოპტიმალური შემადგენლობა, თუმცა ვფიქრობ, ამ ზაფხულს ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით", - განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.

"ბორჯღალოსნები" ზაფხულის ტესტებზე

შერკინება: ნიკა აბულაძე (მონპელიე), გიორგი ახალაძე (კლერმონი), დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), ვახტანგ ჯინჭარაძე (მონტობანი), ირაკლი აფციაური (ლიონი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), ბაჩუკი ჭუმბაძე (შავი ლომი); მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), გუგა ღანიაშვილი (შავი ლომი); ბექა საღინაძე (ლიონი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), გიორგი სინაურიძე (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), მიხეილ ალანია (ორიაკი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ლუკა მატკავა (კასტრი), თედო აბჟანდაძე (ორიაკი), გიორგი კვესელაძე (გრენობლი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), გიორგი ხაინდრავა (ბორდო), დავით ნინიაშვილი (ლიონი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), შალვა აფციაური (შავი ლომი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი).

Rugby.ge

ზურაბ
არა, პო ვერ მოხვდა პლეიოფში. წერია, ტრავმა აქვსო გორგაძეს. არა და ბოლო მატჩი 80 წუთი ითმაშა. ულაპარაკოდ ყველაზე დიდი დანაკლისი ეგაა. აფრასიძე სწორედ პლეი აუთის გასავარდნ მატჩს თამაშობს დღეს გრენობლთან. მე იაშაღაშვილის ასეთი თანმიმდევრული იგნორირება უფრო მაოცებს, თან იმის ფონზე რომ კაცი პრო დ 2 ს სიმბოლურში მოხვდა!!! მითუმეტეს თუ გორგაძე არ იქნება. დანარჩენი მესამეხაზელებიდან ერთადერთი საღინაძეზე თუ იტყვი რომ სჯობს და ისიც პოზიციურად მისი კონკურენტი არაა. ხაზში შველიძის არყოფნაა ყველაზე დიდი დანაკლისი და სადღაც მოვკარი თვალი ტრავმა აქვსო. ბოლო თამაში მაგანაც ითამაშა. ერთი პასუხგაუცემელი კითხვაა კიდევ: გოგიჩაშვილმა უარი თქვა ნაკრებზე? თუ ასეა, უნდა ვიცოდეთ. მოთამაშეებს, რომლებიც უარს ამბობენ ნაკრებზე წარმატებები ვუსურვოთ და აღარ ვუგულშემატკივროოთ
გიორგი
მერაბ შარიქაძე რატომ არჩანს?
გიორგი
გორგაძე, მართლაც დიდი დანაკლისია, არ ვიცი ტრავმის გამოა თუ მისი კლუბი პლეიოფში მოხვდა და ესაა მიზეზი. მეორე დანაკლისი, გიორგი შველიძეა. აქაც გაუგებარია მიზეზი, ან ტრავმა, ან არ ვიცი. ლაგვილავაც დაიწერა მეორე ხაზელი. ესეც გასარკვევია, სტატიაშია შეცდომა თუ მართლა ტრავმა აქვს. ძალიან საინტერესო ბიჭია.
irakli Apkhaidze
დანაკლისი არის, განსაკუთრებით გორგაძე და აფრასიძე, მარა ჯამში კაი შემადგენლობაა. წარმატებები ბიჭებო!
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა