ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უპასუხა:

"პოლონეთთან გამარჯვების შემდეგ გუნდში დადებითი განწყობაა. ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის ეს ბევრს ნიშნავდა, თუმცა უნდა გამოვყო, რომ ბოლო წამებზე მოპოვებულ გამარჯვებას კიდევ უფრო მეტი დადებითი ემოცია ახლავს. მაქსიმალურად ვეცადეთ და ძალები აღვიდგინეთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა. არც ტრავმების მხრივ გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემები. ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ, დანარჩენი კი მინდორზე გამოჩნდება.

მიუხედავად მცირე დისკომფორტისა, ნოდარ ლომინაძე თამაშისთვის მზად არის. 23 ფეხბურთელით ჩამოვედით და ყველას აქვს მოედანზე გასვლის შანსი. თითოეული მოთამაშის იმედი მაქვს და მწამს. ნებისმიერი ფეხბურთელის მოედანზე გასვლა დამოკიდებულია თამაშის შინაარსზე და კონკრეტულ სიტუაციაში არსებულ საჭიროებებზე.

ისეთი მეტოქე გვყავს, რომ ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება. ყველას გააზრებული აქვს, თუ ვისთან გვაქვს თამაში. ამ შეხვედრაში ყველაფრის სწორად დაგეგმვის და შესრულების შემთხვევაში, სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე როგორც გუნდურად, ისე თითოეული ფეხბურთელისთვის".

NAKREBI.GE

ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა