გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა. "ლაგუნა ტენერიფემ" ნახევარფინალური სერია უშანსოდ – 0:3 წააგო "ვალენსიასთან" და სეზონი უსახურად დახურა. ნახევარფინალში ტენერიფელთა მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იყო და უპირატესობაც "ვალენსიას" მხარეზე იყო, თუმცა 0:3 კანარის კუნძულების გუნდისთვის მართლაც ცუდი შედეგია.

"ვალენსიას" სერიაში მოედნის უპირატესობა ჰქონდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მოიპოვა, რადგან "ტენერიფემ" მანრესაში წააგო და ცხრილში მე-2 ადგილი ვალენსიელებმა დაიკავეს. "ტენერიფემ" სერიის საწყისი მატჩები ვალენსიაში უშანსოდ წააგო, რის შემდეგაც შინ ითამაშა. შერმადინის გუნდი შეხვედრას კომფორტულად იგებდა, თუმცა მესამე პერიოდი კატასტროფული გამოდგა – "ვალენსიამ" 33:15 იმარჯვა, 12 ქულით დაწინაურდა და გამარჯვებამდეც დამაჯერებლად მივიდა. საბოლოოდ "ვალენსიამ" 94:87 იმარჯვა და ფინალში გავიდა.

შერმადინმა სეზონის ბოლო შეხვედრაში 17:10 წუთი ითამაშა და 8 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. "ტენერიფეში" 17 ქულით საუკეთესო მარსელინიო ჰუერტასი გახლდათ. "ვალენსიას" ბრანსოუ ბადიომ მოაგებინა, რომელმაც 28 ქულა მიითვალა.

შერმადინისთვის სეზონი დასრულებულია და ის სანაკრებო შეკრებამდე დაისვენებს. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ სანაკრებო კარიერის სექტემბერში დასრულება დააანონსა. ის ნაკრებში ბოლოჯერ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

GBF.GE

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს