აშშ-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მყოფ პსჟ-ს გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას კითხვა დაუსვეს - რონალდოს თამაში უფრო მოსწონს თუ ლეო მესის.

„თქვენ იცით, რომ მე ძალიან მომწონს რონალდოს თამაში, მაგრამ რა თქმა უნდა, მესი საფეხბურთო სამყაროში სხვა პლანეტიდანაა“, - უპასუხა Faze Jason-ის სტრიმზე კვარაცხელიამ, რომელიც კრიშტიანოს ფანია.

„იუთუბერმა“ ჯეისონ უინსმა პირდაპირი ტრანსლაციისას პარიზული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ჩამოართვა მინი-ინტერვიუ.

თუ პსჟ-მ В ჯგუფში გაიმარჯვებს, „ინტერ მაიამი“ კი А ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, ეს გუნდები ერთმანეთს პლეი-ოფში შეხვდებიან. ასე რომ, ხვიჩას მესის წინააღმდეგ თამაში სავსებით შესაძლებელია.

გიორგის
შენ თუ "გკიდია" მესი (როლანდო სულ არ მაინტერესებს) ჩემნაირებს ვისაც ძალიან გვიყვარს ფეხბურთი და მესი, ყოველთვის გვეყვარება ფეხბურთიც და ლეო მესიც! მე პირადად ლეომ მაზიარა ლამაზ ფეხბურთს და მაგის მერე "მოწამლული" ვარ ამ გენიოსით!
შეტევა
რა თქვა ასეთი :) მე იუვეს ფანი ვარ მაგრამ რეალი უფრო დიდი გუნდია. რა არის ამაში გასაკვირი?
გიორგი
რონალდო მოგწონს და მესის აქებ ესეიგი იმის ფანებს უგორებ კოჭსო უაზრობაა ჩემი ცოლი უზომოდ მიყვარს მაგრამ მონიკა ბელუჩიზე ვაფანატებ იქნებ ეს დაუშვებელია და ღალატს ნიშნავს არანაირად ეს პიროვნული აზრი და შეხედულებაა და სულ არ მაინტერესებს ჩემ ნათქვამს რასთან და ვისთან დააკავშირებთ ერთს ვიტყვი მკიდია მესიც რონალდოც ეხლა ამ ბიჭს ვუყურებ და სიმართლეს ვიტყვი დიდი ფეხბურთუს ყურება ისევ ხვიჩამ დამაწყებინა ნაპოლიში გადასვლის მერე ასევე ბოლოდროინდელმა ნაკრების წარმატებებმა რეალი ბარსა ბაიერნი სიტი აქმდე უსიტყვოდ რომ მივჩერებოდი ტელევიზორს ეხლა ხვიჩას გუნდი რო თამაშობს ფეხზე ვდგევარ და სიგარეტი თითებში მემტვრევა აქმდე ხმა რო არ ამომიღია ეხლა ჩემი ღრიალი ისმის მთელ სამეზობლოში ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან მთავრდება ასეა მესიც რონალდოც ეხლა შენი დროა ხვიჩა ვიცი რომ კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ წარმატებებს გისურვებ შვილო თქვენ კიდე ბოღმიანებო საბაბები ეძებეთ ვის როგორ წაკბინოთ ხო უნდა დაამტკიცოთ რომ ვაჟკაცები ხართ
გიორგი
შეკითხვა ლიბერქათმებს.ბუდუს ფანები რომ იყავით ერთ დროს როცა გაწყობდათ მაშინ რომ ეკითხათ მაგალითად ბუდუ თუ შოთა არველაძეა რას უპასუხებდით ბუდუ მიყვარს მაგრამ შოთა ჯობიაო ხო მაგრამ თქვენ ისეთი უთავმოყვაროები ხართ რომ დაგჭირდეთ გუბაზ სანიკიძე მსოფლიოში საუკეთესო გარემარბიაო იტყვით და მტკიცებას დაიწყებთ
hi
რონალდოს ფანი ვარ და ამ დროს ჩემი აზრით, მესი ბევრად მაგარია!? ისე შეიძლება, თუ უფრო სუსტი ფეხბურთელის ფანობა მომწონს. უცნაური კია, მაგრამ ფაქტია.
ასეა ეს
თუ რონალდუს ფანი ხარ ე.ი. ის უფრო მოგწონს.გამოდის ამ უაზრო პასუხით მესის ფანებს კოჭს უგორებ.ამას ორპირობის სუნი უდის და შენ პიროვნებას დადებითად არ ასახავს.

საღოლ ხვიჩუ, ახლა მადრიდისტების სიფათები დამანახა. ისე ბარსაც მკიდია, ინფორმაციისთვის. ასე როგორ უნდა გა-დე, რომ ვერ დაინახო, ვინაა მეტი ტალანტი, ასეთებმა ფეხბურთს არ უნდა უყურონ.
მარკის საპასუხოდ.
იცით როგორ არის? რა თქმა უნდა რონალდუ ძალიან მშრომელია, უზომოდ დისციპლინირებული, მაგრამ ასევე დიდი ნიჭის და ტალანტის მქონე, აი ძალიან მშრომელები, ნიჭის გარეშე ვიცით კალაძე და ფაჩულია, კალაძემ კაცობრიობის ისტორიაში 2 ავტოგოლი შეაგდო თან წარმოუდგენელი ავტოგოლი. ფაჩულია ატლანტაშიც აყენებული იყო, გოლდენ სთეითშიც და ნაკრებშიც. ამიტომ შრომა ნიჭის გარეშე ნიშნავს იყო კალაძე და ფაჩულია
იკა
კარგი, დიპლომატიური პასუხია, ისეთი რომ ყველა მხარეს კმაყოფილი დარჩება
Porto
შენ თუ რაიმეს ზემოქმედების გარეშეც ესეთი ხარ მოსალოცად გქონია საქმე :)))))))))) კბილები ხშირას გაიხეხე ხოლმე:))))))))))
მარკი
რონალდო-დაუღალავი შრომის შედეგია,მესი-ბუნებრივი ნიჭის აღმაფრენაა.
გელა ნუგზარაშვილი
ყველაზე მაგარი მამაჩემი იყო, ვალოდია არქიფოს ძე ნუგზარაშვილი, ლიბიის ნაკრებში თამაშობდა, რონალდოს და მესის ავარჯიშებდა ხოლმე ბავშვობაში, მატაობას ასწავლიდა ორივეს. ბოლოს გალოთდა და ლიბიის პრეზიდენტმა გამოაგდო ქვეყნიდან. ეხლა დამსახურებულ პენსიაზეა. ხვიჩამ კიდევ მესიო. კარგით რა....
კუჭკუჭი
ხვიჩას ყაველაშვილის თამაში არ უნახია, თორემ სხვანაირად უპასუხებდა. ტიპი დაფრინავდა ორჯონიკიძეში. ან კალაძე რას ხატავდა კიევში და მილანში. რეზო არველაძე გერმანიაში. გია გურული საფრანგეთში გლიჯავდა. რა მესი, რის რონალდო. მე მაინც ყველას რეზო არველაძე მომწონდა, განსაკუთრებით დომენტი სიჭინავასთან ერთად რო მართავდა ფედერაციას. ორივეს რომ ერთნაირი კაშნეები ეკეთათ.
:)-ს
რა შუაშია მეგრელობა? ან რატომ უნდა გააკრიტიკოს რუსები! პირველად რუსეთმა დააფასა ხვიჩას ნიჭი და რუსეთიდანაც დაიწყო ხვიჩას ევროპაში გასვლა! ვიგონენ რამეს?

მეგრელია, ეგ არც რუსებს აკრიტიკებს:)))

რომელი თენგიზა,მელაშვილი?ლევ იაშინს ყველაზე მეტად მაგისი ეშინოდა.
ვახო
ხვიჩას პასუხი მომეწონა, არც "შამფური დაწვა და არც მწვადი"!
გიგა
ჩემთვის ლეო მესი! არის ყველაზე საუკეთესო! მაგან შემაყვარა ფეხბურთი!
გივი
მე მაინც ჩემი თენგიზა მირჩევნია)))
lasha
და რონალდო უკეთსია რო ეთქვა გინებას დაუწყებდი? :)
მალხაზ ჯობავა
შენ გენაცვალე ხვიჩა, ტიპს ეკითხებიან რომელი უკეთესად თამაშობს, რონალდო თუ მესიო. აი ეს არის კვარაცხელიას აღიარება, როგორც შემდგარი ლიდერის! აი, ვინ არის ლ ო მ ი !
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა