ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!

შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!

თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატი დახურა! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – თორნიკე "ვირტუს ბოლონიას" შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი გახდა და ეს ისე მოახერხა, რომ 3:0 მოგებული ფინალური სერიის ყველა მატჩში ის MVP გახდა. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშეც გახდა – მისი წილი ბოლონიური გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესია!

ბოლო მატჩში, რომელიც "ვირტუსმა" სტუმრად 96:74 მოიგო და ჩემპიონი გახდა, შენგელიამ იტალიის სერია A-ში პირადსარეკორდო 31 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ წინა მატჩში თორნიკეს მონაგარიც მისი ახალი რეკორდი – 29 ქულა იყო, რომელიც შენგელიამ დღევანდელ შეხვედრაში 2 ქულით გააუმჯობესა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 29 წუთი ითამაშა და 31 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. უბასრესია მისი სროლათა პროცენტი: 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო. ანუ თოკომ 31 ქულა ისე დააგროვა, მთლიანობაში მხოლოდ 1 სროლა ააცილა – ეს კი ევროპულ კალათბურთში ათასში ერთხელ თუ ხდება.

ცალკე თემაა მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი, რომელმაც 46-ს უწია, რაც მიმდინარე პლეი ოფის რეკორდია. ბრენდონ ტეილორი "ვირტუსს" 19 ქულით შეეშველა, ხოლო "ბრეშადან" ჯეისონ ბარნელი გამოირჩა – 24 ქულა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს შენგელია "ბასკონიას" შეადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ეს ქვეყანა დატოვა. ახლა კი ის ისევ ესპანეთში ბრუნდება, ამჯერად იტალიის საჩემპიონო ტიტულით. შეგახსენებთ, რომ მისი "ბარსელონაში" გადასვლა შეთანხმებულია, თუმცა კატალონიურ კლუბს ეს ამბავი ოფიციალურად არ გამოუცხადებია. 2020 წელს "ბასკონიაში" და ახლაც, "ვირტუსში", თორნიკეს მწვრთნელი სერბი დუშკო ივანოვიჩი იყო.

GBF.GE

• საბა

ნაკრების გამო არ უთქვია უარი NBA-ში თამაშზე, არ ქონდა კარგი შეთავაზებები ამერიკიდან,ამიტომ ევროპაში დარჩა!!

• tngh

თოკო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია... დასაფასებელია მისი ყველა გადაწყვეტილება, ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით... უარი თქვა NBA-ზე და ამით ნაკრებში თამაშით ეხმარება საქართველოს!!!

• Porto

დაე …!!! :)))))))))

• გიგი

მისი ნანატრი ევროლიგა ჯერ არ მოუგია,წაიყვანოს ბარსელონაში დუშკო ივანოვიჩი იქნებ ევროლიგაც მოიგონ,ისე ჯერ არ არის დადასტურებული მისი ბარსელონაში გადასვლა!

• თენგაბი

აი მართლა ვინ არის ლომი! ლამის მარტომ მოუგო მილანოსა და ბრეშას. გაიხარე და იბედნიერე თოკო და ჩვენც გაგვახარე!

• მალხაზ ჯობავა

ჯიგარ!!!!!

• aburjga

თორნიკეს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას! მართლაც ლომია მოედანზე! ძალიან მაგარი ფინალი ჩაატარა, აღფრთოვანებული ვარ! ყველას გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას, კაცი წსპანეთის და იტალიის, ევროპაში უძლიერესი საკალათბურთო ქვეყნების ჩემპიონია! არა მგონია ვინმე ჩვენიანმა ეს კიდევ გაიმეოროს?! დაე ვცდებოდე!

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა

კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა

"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს

დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ

აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"

შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა

მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს

Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს

ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში

გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს

"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა

"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა

რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს

აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა

ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?

"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას

"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?

პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს