ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა გოლი გაიტანა, მაგრამ სამწუხაროდ მალე ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

საზონოვმა ტურნირი ნაადრევად დატოვა და შეიძლება მუხლზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს. სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა NAKREBI.GE-სთან საბას შესახებ შემდეგი განაცხადა: „მინდა მადლობა გადავუხადო საბა საზონოვს თავდაუზოგავი შრომისთვის და თავდადებისთვის. მისი დამოკიდებულება ეროვნული ნაკრების მიმართ, ნათელი მაგალითია ყველასთვის, თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაში“.

საბა 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეაქო: „მინდა გამოვყო საბა საზონოვის თავდადება და პატრიოტიზმი. ჩემზე კარგად არავინ იცის, თუ რა რთულია მისთვის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ასეთ დონეზე შეუცვლელად თამაში“.

საზონოვი გასულ სეზონში „ტორინომ“ „ემპოლიში“ იჯარით გაუშვა, მაგრამ ტრავმა მიიღო და მთელი წელი გაუცდა. ის ტურინულ გუნდში დაბრუნდა. მალე მწყობრში ჩადგომა და წარმატებები ვუსურვოთ ამ მართლაც თავდადებულ ფეხბურთელს.

გიორგი
პატივისცემას იმსახურებს საბა. მალე გამოჯანმრთელდი, გვჭირდები!
დიმიტრი
ძალიან გვჭირდება საბა, ნაკრების ძირითადის ფეხბურთელია უდავოდ. თუმცა ამ თავდადებას, ჟინს, თავგანწირვას და ა.შ. ახლავს ერთი სერიოზული პრობლება, ტორინო, ან მომავალი გუნდი ასჯერ დაფიქრდება სანამ მის ტრანსფერს გადაწყვეტს... რისკია, შეიძლება ნაკრებში წავიდეს და ტრავმამდე ითამაშოს, რაც არავის უნდა. ჩვენ კი მოგვწონს ეს თავგანწირვა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ იმ კლუბის გადმოსახედიდანაც რომ შევხედოთ სადაც თამაშობს, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა... კი ბატონო, ტრავმა ფეხბურთის თანმდევი ნაწილია და არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ტრავმიანი შებრუნდა მოედანზე და აი ეს არის დამაფიქრებელი კლუბებისთვის
alexandre
დიდი მადლობა საბა! შენი თავდადება სამაგალითოა. ბევრი საერთოდ უარს იტყოდა ჩემპიონატში მონაწილებაზე. სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებ! ფედერაციას ვთხოვ, ჩაერთონ სრული მასშტაბით და საუკეთესო მკურნალები დააფინანსონ.
zura222
რაღაცა ჭირს ამ ბიჭს ფეხებზე და დროზე მიხედონ სანამ ქრონიკულში არ გადაეზარდა!

საბას ჩათვლით,ყველამ ვიცოდით,რომ ასეთი ტრავმიდან ახლად გამოსულისათვის სრული დატვირთვით თამაში,ძალიან დიდი რისკი იყო,მაგრამ ხედავდა და ტრავმების გამო,ცენტრალური მცველები ფაქტობრივად აღარ გვყავდა და მანაც თავი გადადო.სამწუხაროდ სულ ცოტა დააკლდა რომ ბოლომდე მიეყვანა თამაში და მისი გასვლა,წაგების ფასადაც დაგვიჯდა.ვხედავთ,ვაფასებთ,მის თავდადებას და რაკი სხვა არაფერი შეგვიძლია,მადლობას ვუხდით და სწრაფ, სრულ გამოჯანმრთლებას ვუსურვებთ.იმედია ოპერაციას გადაურჩება.
T.q
მადლობა საბა ქართველი სამურაი ხარ! მალე გამოჯანმრთელებას წარმატებულ კარიერას გისურვებთ და ნაკრებში სწრაფ და საიმედო დაბრუნებას
მამუკა
მადლობა საბას. გულიანი და კარგი ბიჭია. იმედია, ოპერაცია არ დასჭირდება და ტორინო შანს ერთხელ კიდევ მისცემს. საბა ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. იმდენად მშრომელი და მონდონებული კაცია, რომ ყველაფერი გამოუვა.
G.A.L.
მადლობა საბას თავდადებისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის. მას ახლა გვერდშიდგომა და მხარდაჭერა სჭირდება როგორც გულშემატკივრებისგან აგრეთვე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისგან. იმედია დროულად მოიშუშებს ტრამვას და დაუბრუნდება ნაკრებს და კლუბს. წარმატებები!!!
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს