საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატზე მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა:

"ახალგაზრდული ნაკრების სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სლოვაკეთში ჩამოვიდა და ბოლომდე გვქომაგობდა; ყველა იმ ადამიანს, ვინც სახლიდან შორს წამოსულებს, საქართველოდან გვამხნევებდა და ბოლომდე სწამდა ჩვენი წარმატების.

მადლობა ჩვენი ეროვნული გუნდების ხელმძღვანელობას, ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც განვლილ შესარჩევში და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხარში გვედგა.

ჩვენ ფეხბურთელებს კი განვლილი 2-წლიანი ციკლისთვის მხოლოდ მადლობა ეკუთვნით და თითოეულ მათგანს მინდა წარმატება ვუსურვო!”

NAKREBI.GE

რამაზ სვანაძემ პირველ რიგში გუნდი შექმნა და ამ გუნდმა იმაზე მეტი შეძლო,ვიდრე მის ცალკეულ ფეხბურთელების არითმეტიკულ ჯამს უნდა გაეკეთებინა.მადლობა რამაზს,მადლობა ბიჭებს და ყოველ მათგანს,წარმატებულ სპორტულ კარიერას ვუსურვებ.თავისი თავგანწირვით და თავდაუზოგავი შრომით მათ დაამტკიცეს,რომ ამას იმსახურებენ.რამაზ სვანაძე კი,კიდევ შეჰკრეფს ახალ გუნდს და მათთან ერთად, კიდევ უფრო შორს გაკვალავს ჩვენი ნაკრების გზას.
G.A.L.
მადლობა სვანაძეს, ფეხბურთელებს და ნაკრების ყველა წევრს, მებრძოლი გუნდი შეკვრისთვის. არსებულ რეალობაში, რასაც ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი წარმოადგენს, მაქსიმუმი გამოადნო. პერსპექტივაში უკეთეს შედეგს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. ფეხბურთის ფედერაციას ვუსურვებდი მეტი ყურადღება მიაქციოს ეროვნული ჩემპიონატის სათამაშო დონის აწევას. მეტი პერსპექტიული მწვრთნელი გამოავლინოს და მიავლინოს სასწავლებლად იმ კლუბების სასწავლო ცენტრებში (ან მოიწვიოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ჩვენი მწვრთნელების) განათლების დონის ასამაღლებლად. იყო დრო როდესაც ქართულმა ფეხბურთმა დაიპყრო მწვერვალები და იმის გამო, რომ მაშინდელი ხელმძღვანელობა მიეცა ეიფორიას და ნეტარებას, ჩვენი ფლაგმანი შემთხვევათა სასწაული თანხვედრის გამო გადარჩა უმაღლესი ლიგიდან გავარდნას და დაიკავა, თუ მეხსიერება არ მთალატობს, სამარცხვინო მე-13 ადგილი. იმედია თქვენ მეტი მონდომებითა და გონიერებით მიუდგებით მომავალს ნაკრებისა და ჩემპიონატის სასიკეთოდ. წარმატებები !!!
რამაზს
ძალიან ძლიერი მწვრთნელი გყვავს იმედია მალე ეროვნულ ნაკრებში ვიხილავთ წარმატებები და დიდი მადლობაბატონო რამაზ .
alexandre
ყველა ფეხბუერთელს წარმატებას ვუსურვებ! რამაზ, შენ კი დღეიდანვე შეუდექი ახალი გუნდის ჩამოყალიბებას და წარმატებები: მომავალ ევრო21-ზე მინიმუმ ნქახევარფინალში გასვლა!
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს