საქართველოს რაგბის კავშირის მთავარი ექიმი და "ბორჯღალოსნების" ექიმი პაპუნა კუპრაშვილი იმ მორაგბეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რეაბილიტაციის პროცესის შესახებ გვიამბობს, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ზაფხულის ტესტ-მატჩებში ვერ დაეხმარებიან:

ძალიან ბევრი ტრავმა გვაქვს. ზაფხულში 9 მოთამაშე დაგვაკლდება. საჭიროების მიხედვით, მათ უმრავლესობას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესს გადის. ლუკა ჯაფარიძემ მარჯვენა ფეხის კოჭზე ოპერაცია 2 აპრილს გაიკეთა და მისი სარეაბილიტაციო პერიოდი 4-5 თვის ვადით გაიწერა.

მუხლის სახსრის პრობლემები ჰქონდა ლაშა ჯაიანს, რასაც თან ერთვოდა მცირე მოტეხილობა. ხრტილის გადანერგვის ოპერაცია 20 მაისს შესრულდა და კლუბის მხრიდან სარეაბილიტაციო პერიოდი 12 კვირით გაიწერა, თუმცა მოტეხილობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს.

ისე, როგორც თითქმის ყველა პირველხაზელს, კისრის ტრავმა აქვს გიორგი მამაიაშვილს. მას თიაქარი ჰქონდა, ქირურგიული ჩარევა 25 მაისს შესრულდა და რეაბილიტაციას 4-5 თვე დასჭირდება.

ბექა გორგაძეს მუხლის სახსრის ტრავმა ჰქონდა, ოპერაცია 16 ივნისს გაკეთდა და რეაბილიტაცია 6 კვირა გაგრძელდება.

კოჭის სახსრის ქრონიკული ტრავმა ჰქონდა გელა აფრასიძეს. მას ხრტილის გადანერგვა ესაჭიროებოდა, ოპერაცია 17 ივნისს შესრულდა და სარეაბილიტაციო პერიოდი 6 თვის ვადით განისაზღვრა.

საზარდულის ტრავმა აწუხებდა გიორგი შველიძეს. ოპერაცია 19 ივნისს გაიკეთა და სარეაბილიტაციო პერიოდი 12 კვირის ვადით განისაზღვრა.

ბექა შვანგირაძეს წვივის ძვლის გარშემო რბილი ქსოვილის მესამე ხარისხის დაზიანება ჰქონდა. მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია, სარეაბილიტაციო პერიოდი 17 მაისიდან დაიწყო და 12 კვირას გასტანს.

სერგი აბრამიშვილს თავის ტვინის შერყევები მოუმრავლდა. ბოლო ტვინის შერყევა სანაკრებო შეკრების დაწყებამდე კლუბში მიიღო და რადგან ამ კუთხით საკმაოდ დატვირთული სამედიცინო ისტორია აქვს, ზაფხულის ტესტებზე ხელმისაწვდომი არ იქნება.

დავით ლაგვილავა ახალგაზრდულ ნაკრებში იყო და ეროვნულშიც მოიაზრებოდა. სამწუხაროდ, მან ახალგაზრდულის შეკრებაზე მხრის ტრავმა მიიღო, სახსარი დაიზიანა და სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. გამომდინარე იქიდან, რომ მან ახლახან გააფორმა კონტრაქტი "პერპინიანთან", რაგბის კავშირსა და კლუბს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ სად ჩაუტარდება ოპერაცია და სად გაივლის სარეაბილიტაციო პერიოდს - საქართველოში თუ საფრანგეთში“.

შეგახსენებთ, "ბორჯღალოსნები" ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩს 5 ივლისს თბილისში, "მიხეილ მესხზე" ირლანდიასთან გამართავენ (21 საათი), რომელიც საქართველოში პირველად ჩამოდის, რის შემდეგაც გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზს "ჩიტასს", 19 ივლისს კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას შეერკინება.

Rugby.ge

ზურა
მალე გამოჯჯანმრტელება ყველას. ჯვარი გეწეროთ! კარგია, რომ ინფორმაციის მოწოდება დაიწყეს.
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა