მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში პსჟ-მ „სიეტლ საუნდერსი“ 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

მოიგერიეს რა მასპინძელთა შეტევები, სტუმრები იერიშებზე გადავიდნენ და მომენტი შექმნეს, როდესაც დუეს მეკარე ფრაიმ არ გაატანინა. დონარუმას შეცდომის შედეგად შანსი სიეტლელებსაც მიეცათ, მაგრამ ფერეირამ მიზანს ვერ უწია. პარიზული გუნდი უპირატესობას ფლობდა, შორიდან ვიტინიას დარტყმული ბურთი კვარაცხელიას მოხვდა და ანგარიში გაიხსნა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ხვიჩას კარგი გადაცემა დუემ ვერ გამოიყენა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 64-ე წუთზე „კვარას“ და ნევეშის ნაცვლად მოედანზე ბარკოლა და ზაირ-ემერი შეუშვა. ცოტა ხანში ბარკოლას პასით ამერიკელთა კარი ჰაკიმიმ დალაშქრა და პსჟ-მ გაიმარჯვა.

კვარაცხელიამ ბოლო 7 მატჩში 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სიეტლი. „ლიუმენ ფილდი“

სიეტლ საუნდერსი - პსჟ 0:2

გოლები: 0:1 კვარაცხელია (35), 0:2 ჰაკიმი (67)

ჟორა 2
ამიტომ დროა უფრო მეტი აიღოს თავის თავზე და თვითონ დაარტყას.

თანამედროვეობის ერთ გიგანტთან უკვე ითამაშა,გოლიც გაუტანა და კიდევაც დაამარცხა მისი გუნდი.ახლა უცხოპლანეტელთან მოუწევს დაპირისპირება და მის გუნდსაც თუ გაუტანს,ეგ ალბათ კიდევ ერთი ოცნების ასრულება იქნება.ბუსკეტსის წინააღმდეგ ნათამაშები აქვს,სუარესი და მესი კი,ის სუპერვარსკვლავები არიან,ვისთან ერთად მოედანზე გასვლაც კი,უკვე დიდი მოვლენაა,მათ ფეხბურთზე გაზრდილი ახალგაზრდისათვის.ხვიჩა და მესი,უკვე იცნობენ ერთმანეთს და ეს მეორე შეხვედრაც,ამ ჯერად უკვე მოედანზე, ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი იქნება,ჩვენი ბიჭისათვის.
xyz
ფეხბურთის ქალღმერთს უყვარს კვარა. სულ ცოტა 15-20 წლით.
ნუგზარი
კვარ რომ არა ბურთი ცდებოდა კარს :)
ჟორა
კვარა მგონი რაგბს თამაშობდა, მიღებულ ბურთს სულ უკან აბრუნებსა.
მალხაზ ჯობავა
რასაც ხვიჩას საგოლე პასებს უმაზავენ, არ ვიცი რა. დანარჩენი კარგია, მარჯვენა ფეხით გაიტანა, მარცხენა ფეხით გაიტანა, თავით გაიტანა, ზურგით გაიტანა. მოკლედ დარჩენილი აქვს მკერდით გატანა და მსოფლიოზე, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში, ღმერთის ხელით გატანა! წარმატებები კვარაცხელიას
ტუკო რამირესი
ეხლა კი თვით მესის უნდა ეთამაშოს!
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
რა მოხდა სინამდვილეში "ლიონში" - უღირს მიქაუტაძეს დარჩენა?
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს