მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ-მ „ინტერ მაიამი“ 4:0 დაამარცხა.

მოლოდინისამებრ უპირატესობას თავიდანვე პარიზული გუნდი დაეუფლა, კვარაცხელიამ დრიბლინგის შემდეგ პასი ბარკოლას გაუკეთა, რომელსაც გატანა მეკარე უსტარიმ არ დაანება, თუმცა მალე პსჟ ნევეშმა თავურით დააწინაურა. „პარი სენ ჟერმენი“ განუწყვეტლივ უტევდა და მომენტებს ქმნიდა: ფაბიანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, ცოტა ხანში ქართველი მეურვეს გაექცა და უსტარიმ არ გაატანინა, 38-ე წუთზე კი ნევეშმა დუბლი შეასრულა. მერე დუეს ჩაწოდებულ ბურთს ავილესმა საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს ჰაკიმიმაც გაიტანა და პირველი ტაიმი 4:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ინტერ მაიამი“ შედარებით გააქტიურდა, მესის კარგი გადაცემა სუარესმა ვერ გამოიყენა. ტემპი დაეცა, რაც ანგარიშიდან გამომდინარე გასაკვირი არ იყო. „კვარა“ ხშირად იხსნებოდა მარცხენა ფლანგზე, მაგრამ პარტნიორები ხან ვერ ამჩნევდნენ და ხან პასს უგვიანებდნენ. დარჩენილ დროში გარდა ტრავმამორჩენილი დემბელეს მოედანზე შესვლისას არაფერი მოხდა და პარიზულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

პსჟ მეოთხედფინალში „ფლამენგოსა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ატლანტა. „მერსედეს-ბენცი“

პსჟ - ინტერ მაიამი 4:0

გოლები: 1:0 ნევეში (6), 2:0 ნევეში (39), 3:0 ავილესი (45, საკ. კარში), 4:0 ჰაკიმი (45+3)

zurasuxaShvili
რა უნდა მესის ამ ნაკრებში?
მეგრელი
რა კარგი ვარჯიში გამოუვიდათ ბიჭებს, მომეწონა
ირაკლი
ერთი-ასად დაფასება ჩემგან ზიდანს… ცალკე განზომილებაა მესი, მაგრამ არ უხარია გულს უსუსური ალბა, სუატესი, ბუსკეცი. კვარას მსოფლიო ჩემპიონობას ველი :)
ქართველები ამპარტავნების გარეშე
ჯერ არ დაუწყიათ ძაან "პატრიოტებს" უი კვარამ მესი ჩამოსვა ტახტიდანო? ინტერ მაიამი უსუსტესია ევროპულ გრანდებთან. მესის და კვარას გაუმარჯოს
ჟორა
ბაიერნი/პსჟ ალბათ ფინალსაც დაამშვენებდა. კოჭებში ეტყობა პსჟ-ეს საჩემპიონო გუნდია. მოიგი თამაში პირველ ნახევარში და მეორეში გაერთო.
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ