უიმბლდონის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (116) მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი და ტურნირის შარშანდელი ნახევარფინალისტი, იტალიელი ლორენცო მუზეტი 4 სეტში 6:2, 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩი 2 საათისა და 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ნიკოლოზი მთელი შეხვედრის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურებოდა, ქართველმა ჩოგბურთელმა 15 ეისი შეასრულა.

ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე ასევე იტალიელ ჩოგბურთელს, ლორენცო სონეგოს (47) დაუპირისპირდება, რომელიც არც თუ ისე სახარბიელო ფორმაშია. შეხვედრა 3 ივლისს, თბილისის დროით სავარაუდოდ 20:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა უიმბლდონის ძირითად ბადეში 2022 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ჯანო 47
ნიკოლოზ აბა შენ იცი .....გაგვახარე...ქართველებს. მეტრეველის მერე ასეთი ტალანტი არა გვყოლია. ..
მარი
ძალიან გაგვახარე ნიკოლოზ. წმ. ნიკოლოზმა და ბასილი დიდმა დაგლოცოს. წინ გამარჯვებისკენ.
იყო შაშვი მგალობელი
2 ში არა 3 ში ითამაშებს ნიკოლოზი
მორიელი
ეხლა გაახსენდება, დოროყვას სასამართლო და ადვოკატები
ნანა
წარმატებები ნიკოლოზს!💜💚
ბვგ
ბრავო!!!
suxumchanin
რაც დოროყოვამ ავნო მას და ჩვენ გულშემატკივრებს პასუხი არ უნდა აგოს? ამ ფულზე დახარბებულმა არსებამ გათიშა და კალაპოტიდან ამოაგდო ნიჭიერი სპორცმენი. მიდი გაგვახარე ნიკოლოზ!!!
გურულო
შენ გაიხარე ნიკა! წარმატებები ძმისშვილო!
მასტერს
წინ, ნიკა! იმდენი ხალხო გაახარე შენი წარმატებით, უფლებაც არ გაქვს, ბოლომდე არ დაიხარჯო! ღმერთი შენთან!
ნ.თ
უფალი შეგეწიოს.წმ.ნიკოლოზის და ბასილი დიდის მადლი შეგეწიოს🙏🇬🇪
ვაჟა მასწავლებელი
moshe - ბატონო სონეგო რომ ფორმაში არაა წელს, ჩანს წლიური ჯამური მონაცემებიდან: 14 თამაში მოიგო, 18 წააგო, ხოლო ნიკას წელს საკმაოდ კარგი დადებითი ბალანსი აქვს!
ZIZ
ყოჩაღ "ბებერო"! :) მე რაც მისთვის მიყურებია ეისი სულ მისი სუსტი წერტილი იყო და დღეს... მაგარი კაცია!
დავითი
ასე, კაცურად და საამაყოდ, წინ უიმბლდონის დასალაშქრად!
ვაჟა მასწავლებელი
ჩოგბურთის კვარა იყო დღეს ნიკა! ვისაც ჩოგბურთი უთამაშია დამეთანხმება, რომ უდიდესი სიამოვნებაა "ფინტი" - როცა ტანის მოძრაობით მოტყუებული მოწინააღმდეგე მარცხნივ გარბის, შენ კი მარჯვნივ უგდებ ბურთს. ეს "ფინტური" მოქმედება დღეს რამდენჯერმე გაიმეორა ნიკამ! ყოჩაღ და დიდი მადლობა ამ სიამოვნების მონიჭებისათვის. წარმატებები ნიკა! გფარავდეს უფალი; წინ მიგიძღოდეს წმინდა ნიკოლოზი; გაგამარჯვებინოს წმინდა ბასილმა!!!
ზურა
მიდი ნიკა,გაგვახარე შენ ეს შეგიძლია.
თემური
წარმატებები ნიკოს, ბევრი ანერვიულეს მაგრამ მისსას გსაკეთებს.
SNIPER
47-ე ნომერმა 116-დაამარცხა. ბასილაშვილმა პირიქით გააკეთა.
კაია
წარმატებებით გევლოს კარიერულ გზაზე , ნიკა💓🧡💙
ჟორა გაბრიჭიძე
შრომა ყოველთვის ფასდება. პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაც მოვიდა. გილოცავ და მეტ წინსვლას გისურვებ.
moshe
სონეგომ დღეს პორტუგალიელი ფარია (რეიტინგში 116-ე) სამ სეტში (6:3, 6:4, 6:2) დაამარცხა და აქ საიდან ჩანს სახარბიელო ფორმაში რომ არაა?
სამართალი
მიდი ნიკოლოზ, გაგვახარე
zaza
ლაშა ექიმს ეჩვენე რა,ვერ ხარ აშკარად.
tngh
უიმბლდონი ისევ რჩება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად... წარმატებები ნიკოლოზს და გზა წინ!!!
რეზო
გილოცავ, შენ გენაცვალე, ჯიგარი ხარ
დავითი
შენ გენაცვალე ნიკა,მაგარი ბიჭი ხარ.
ჯონი 1
ყოჩაღ ნიკოლოზ, მაგრად გამახარე. წარმატებას გისურვებ მომავალ თამაშებში
aburjga
ო რა დაადო მუზეტის? ო რა დაადო ბოლოს შიგ დუმებში 6:!! გაიხარე ნიკოლოზ, მაგარი იყო! მე-2 პარტიაში ცოტა კი ავნერვიულდი მაგრამ მერე მე-3-ში გატეხე და მე-4-ში ხომ ნადალი იყავი! გილოცავ, სულ წინ და წინ!
კახა
გილოცავ ნიკოლოზ.წარმატებები
დათო
ყოჩაღ ნიკა! გილოცავ! აბა შემდეგი წარმატებები და რაც შეიძლება წინ გასვლა უიმბლდონის ტურნირზე!
ლაშა
შენ უნდა მოიგო ეს ტურნირი!!!!
საქართველო
გილოცავ ყოჩაღ წარმატებები ტურნირის მოგებაც მომელოცოს აბა შენ იცი 😂😂😂😂
ლაშა
ესე გააგრძელე ნიკოლოზ!!! ფინალამდე შეგიძლია რომ გახვიდე!!!
გიორგი
იმედია ასე გააგრძლებს. წარმატებები.

ყოჩაღ ნიკა,ეს უკვე სერიოზულია!წარმატებები!
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა