ძალიან რთულ ბრძოლაში სძლია პსჟ-მ „ბაიერნს“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ბევრი შესაძლოა, პარიზული გუნდის უფრო ადვილ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს, „რეკორდმაისტერი“, მაინც ევროპული გრანდია.

მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის დამარცხებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა - თუ არა მთავარი. ეს ფაქტია: ყველგან მოქმედებდა, შეტევის ორივე ფლანგზე, ცენტრში, დაცვას აქტიურად ეხმარებოდა და მომენტების უმეტესობა თავად შექმნა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი წარმოუდგენელია.

„ბაიერნმა“ „პარი სენ ჟერმენს“ მაღალი პრესინგი შესთავაზა, ზონებს უნარიანად კეტავდნენ, მაგრამ კვარაცხელიამ უკვე დებიუტში მოახერხა ოლისესთვის ბურთის ართმევა და პასის დუესთვის გაკეთება, რომელმაც უკეთეს პოზიციაში მყოფ ქართველს ბურთი არ დაუბრუნა, თავად დაარტყა და მიზანს ააცილა. მარცხენა ფრთაზე ლაიმერს და უპამეკანოს ხვიჩას შეჩერება უჭირდათ. მისი წამოწყებული მორიგი იერიში ფაბიან რუისმა უხეირო დარტყმით დაასრულა. მერე „კვარა“ უპამეკანოს იოლად გაექცა, ნოიერთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მანუელმა არ გაატანინა. შესვენებამდე კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, როდესაც ჰაკიმის განივი, ოდნავ ძლიერი გადაცემისას მახვილი კუთხიდან ვერ შეძლო მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა.

სტანიშიჩის ტრავმის გამო ლაიმერმა ფლანგი შეიცვალა, მისი ადგილი ბოემ დაიკავა, რომელიც „პარი სენ ჟერმენის“ 7 ნომრის ნეიტრალიზებას ვერ ახერხებდა. მეორე ტაიმში კვარაცხელიამ ბარკოლა ნოიერთან ერთი ერთზე გაიყვანა და მანუელი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. თუმცა, 74-ე წუთზე გერმანელმა მეკარემ მაინც დაუშვა შეცდომა - ხვიჩამ ბურთი მოჰპარა, მაგრამ დემბელემ მიზანს ვერ უწია. ამას დუეს ეფექტური გოლი მოჰყვა. 82-ე წუთზე მსაჯმა გორეცკასთან უხეშობის გამო პაჩო გააძევა და მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ტაქტიკური, იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - „კვარას“ ნაცვლად მოედანზე მცველი ბერალდო შეუშვა. კომპენსირებულ დროში ერნანდესმა გერეირუს სახელში იდაყვი ჩაარტყა, არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და ორკაცნაკლულმა პარიზულმა გუნდმა იქით შეუტია. ჯერ დემბელემ ბურთი ძელს გაარტყა, ცოტა ხანში კი ნოიერი მეორედ დაამწუხრა.

ერთი სიტყვით, ლუის ენრიკეს კრებულმა კლასის და უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე მოიგო და ნახევარფინალში „რეალს“ დაუპირისპირდება. პსჟ-მ ამ სეზონში უკვე ოთხი ტიტული მოიპოვა და საკლუბო მუნდიალზე გამარჯვების შანსიც აქვს.

ზოგიერთს ეს ტურნირი ზედმეტად მიაჩნია, თუმცა ბევრი საინტერესო მატჩი ვნახეთ და იმედია, მთავარი წინ გველის, სადაც პსჟ ფავორიტია, რადგან ახალგაზრდული, ტექნიკური და მუდმივად პროგრესირებადია. დიდებულია მეკარე დონარუმა, რეაქტიული ჰაკიმის და მენდეშის სახით ჩინებული განაპირა მცველები ჰყავს, შეტევის ხაზზე აღარაფერს ვიტყვი. ლუის ენრიკემ მართლაც შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა. ცნობისათვის, რაც კლუბის მფლობელები 15 წლის წინ კატარელები გახდნენ, 3.1 მილიარდი ევრო დახარჯეს და მხოლოდ წელს მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.

Transfermarkt-ის მონაცემებით ამჟამინდელი შემადგენლობის ფეხბურთელების შეძენა პსჟ-ს 688.32 მილიონი დაუჯდა.

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (თავისუფალი აგენტი), მატვეი საფონოვი (20 მილიონი), არნაუ ტენასი (თავისუფალი აგენტი)

მცველები: აშრაფ ჰაიკიმი (68), ლიუკა ერნანდესი (45), ვილიამ პაჩო (40), ნუნო მენდეში (38), მარკინიოსი (31), ლუკას ბერალდო (20)

ნახევარმცველები: ჟოაო ნევეში (59.92), ვიტინია (41.5), ფაბიან რუისი (22.5), უორენ ზაირ-ემერი (აკადემიის აღზრდილია), სენი მეილიუ (აკადემიის აღზრდილია)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (70), გონსალო რამუში (65), დეზირე დუე (50), უსმან დემბელე (50), ბრედლი ბარკოლა (45), ლი კან ინი (22)

მიმომხილველი

zura222
რა თქმა უნდა იღლებიან ფეხბურთელები. მშენებლების მაგალითი აქ უადგილოა იმათ კუნთები არ ეჭიმებათ და არ უწყდებათ და სახსრებიც არ ემტვრევათ ყველამ იცის რომ ყოფილ ფეხნურთელების 80-90 %-ს დიდი პრობლემები აქვთ სახსრებთან (მე მაგალითად ორივე მუხლი მაწიხებსხ შირად) მაგრამ ნბას კალათბურთი ავიღოთ ან ჰოკეი სეზონში 80-ზე მეტ თამაშს ატარებენ და არ წუწუნებენ!კისერი სხვებს უტეხიათ და მე პირადად კვარას და პსჟ-ს დარდი მაქვს არაუშავს როგორმე ჩაამთავრონ ეს ჩემპინატიც მოგებით მერე ერთი თვე დაისვენებენ მერე ევროპის სუპერთასსაც მოიგებენ და მერე კიდევ 1 თვე დაისვენებს ძირითადი შემადგენლობა ჩემპინათა თასის დაწყებამდე და საფრანგეთის ჩემპიონატის თქამაშს 2-3 შემადგენლობა ჩაატარებს 5-6 თამაშს. მაგათთვისაც კარგი იქნება და ძირითადებიც დაისვენებენ
ბესო
100 %... აფსუს! ხვიჩას რომ პასებს დროულად აძლევდნენ , მარგი ქმედების კოეფიციენტი მაშინ გენახათ...
მალხაზ ჯობავა
ნახეთ აბა ბაიერნთან მატჩის შემდეგ რა თქვა ენრიკემ: ხუთი დღე დასვენებამ, წოტა ზედმეტად ცუდად იმოქმედა ჩვენი თამაშის ხარისხზეო. ასე თქვა და რა ვიცი.
tngh
ტურნირზე უპირობოდ პსჟ-ს გულშემატკივარი ვარ...
გიგო პაპა
კარგით რა. რა გადაღლილობა და გადაწვა? ხვიჩას ასაკში კვირაში ორ თამაშსაც ჩაატარებს ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე. თუ არა და იქ არ არის მწვრთნელი? ძალით კი არ გაიყვანენ სათამაშოდ. მინდორზე გადის ის, ვინც ოპტიმალურ ფორმაშია. შეხედეთ დემბელეს, როგორ ფიქრობთ არ უნდა ენრიკეს რომ ძირითადიდან დააწყებინოს? ყველამ იცის ვინ როგორ ფორმაშია და ისე აყენებს მწვრთნელი შემადგენლობას. თუ არ შეეძლება ხვიჩას, ეტყვის მწვრთნელს და დარწმუნებული ვარ რომ დაასვენებს. თამაშის შემდეგ აღდგენა და რეაბილიტაციაც ალბათ უმაღლეს დონეზე ექნებათ. რა ვიცი, მე ხვიჩას გადაღლას ნამდვილად ვერ ვატყობ. პირიქით, ზედმეტად მოტივირებულიც მეჩვენება ყოველ თამაშში. სულ შემართულია და გოლზე მოწყყურებულ-დაგეშილი. წარმატებები ჩვენს ლომს რეალთან. ნოიერი ვერ დაამწუხრა და იმედია კურტუას მაინც ამოტენის.))
ვინმე
ვეთანხმები კახას! კვირაში 5-6 დღე მშენებლობაზე რომ მეარმატურე, ან ბეტონს რომ ასხამენ ყალიბში, ან თვითონ მეყალიბე, სიცხეა თუ ყინვა დღე - რამეში 8 საათს რომ მუშაობენ, ნაკლები დატვირთვა აქვთ? ღამის ცვლებშიც მუშაობენ, არანაკლები დატვირთვით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ნაკლები კი არა გაცილებით მეტი. ახლა ანაზღაურება შევადაროთ კიდევ. ამ ანაზღაურებიდან კიდევ ამ მუშამ, რაღაც თანხით ფეხბურთის მატჩის ბილეთი უნდა იყიდოს საყვარელი კლუბის საგულშემატკივროდ, ანუ აქეთ უნდა დაახარჯოს დამატებით. კვირაში 2 მატჩი, არაფერ ისეთ გადაღლას არ უნდა იწვევს, მითუმეტეს ახლა სპორტული მედიცინა როგორაა განვითარებულია და სპორტსმენებს რა სარეაბილიტაციო პროცედურებიც უტარდებათ, უბრალო მშრომელ ხალხს არც კი დაესიზმრებათ.
მალხაზ ჯობავა
ლუკა ერნანდესში და გონსალო რამუსში გადახდილი თანხა წყალშია გადაყრილი.
კახა
ყველა ფეხბურთრლს აქვს მინიმუმ 1 თვიანი შვებულება წელიწადში, ამიტომ უადგილოა გადაღლაზე საუბარი. ასე ვმუშაობთ ყველა. მუშა მშენებლობაზე ნაკლებს მუშაობს?
ტოტალი ზატორა
ხალხი ფსონებშია და ზღვარი? საქმეს მიხედეთ ახალგზრდავ, საქმეს, რა დროს დასვენებაა!
თამუ
ყოველ წელს ამდენი ტურნირი ნადვილად იწვევს გადაღლას. ერთი ესაა წლის მონაცვლეობით ჩატარდეს ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო ჩემპიონატი. არ გაბრაზდეთ გულშემატკივრები. ფეხბურთელები ძალიან იღლებიან. მათ ადამიანურ შეააძლებლობებსაც აქვს ზღვარი.
მოუკრეფავში გადავიდნენ - იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
გადაიხდიან ამხელა თანხას? - მამარდაშვილის "ლივერპულს" ისაკის შესაძენად სატრანსფერო ფასი დაუსახელეს
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
მოუკრეფავში გადავიდნენ - იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია