"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "ნერაძურის" ხვიჩას დამატება ჯერ კიდევ მაშინ შესთავაზეს, როცა ქართველი "რუბინში" თამაშობდა, მაგრამ იტალიურმა კლუბმა "კვარას" ყიდვა იუარა.

"ჩემი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა? კვარაცხელიას გაფორმებაზე უარის თქმა, როდესაც ის ჯერ კიდევ "რუბინში" თამაშობდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეცდომა არა მხოლოდ მე დავუშვი. დიახ, ხვიჩა იმ დროს შესთავაზეს კალჩოს არაერთ კლუბს, მათ შორის ჩვენც.

უარი ვთქვით იმიტომ, რომ ინტერი თამაშობს 3-5-2 ტაქტიკით, ქართველი გარემარბი კი 4-3-3-ის ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება ჩემს საუკეთესო ტრანსფერებს, ბროზოვიჩსა და კოვაჩიჩს ვიტყოდი, ასევე ონანას გაყიდვა 55 მილიონად სარფიანი გარიგება გამოვიდა", - განაცხადა აუზილიომ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის "რუბინიდან" დროებით ბათუმის "დინამოში" გადავიდა, ხოლო 2022 წლის ზაფხულში 10 მილიონ ევროდ "ნაპოლის" შეუერთდა და "პარტენოპეისთან" ერთად სკუდეტოს გამარჯვებული გახდა, რამდენიმე თვის წინ კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და ტურნირის ფინალში "ინტერს" გოლიც გაუტანა.

Levani
თქვენ რომ ლუზერები არ იყოთ-საქართველო ჟორჟ ვეას ლიბერია კი არაა ერთი ფეხბურთელი რო გამოუვიდათ. თქვენ რომ პროფესიონალები იყოთ ნახავდით რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა გუნდი სადაც ფეხბურთელების 80% ერთი საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და იმ აკადემიას კარს აუტალახებდით. მაგრამ იტალიელო მაფიოზი რაში გაწყობს 500 000-იანი ტრანსფერები,არ ჯობია ვინმე სამხრეთამერიკელ გარსიას,ან ბაიანო ჟუნიორს იყიდი 25 მილიონად და ერთ 3 მილიონს გაუშვებ ჯიბეში. მერე ის თუ ვერ ითამაშებს შენ მაინც არავინ არაფერს მოგთხოვს და გუნდიდან თუ გაგიშვეს 4-5 მასეთი ტრანსფერის მერე 10-15 მილიონი კი გექნება გადაკეცილი-ამაშია საქმე
დივან ექსპერტებო
ამოწურა კვარამ პოტენციალი, დაანებეთ თავი, ცოტა მოითქვას სული. მამარდას, მიქაუტაძეს და სხვებზე დაგოკუსირდით

ყველაზე მაგარი ტრანსფერები ... ბროზოვიჩი და კოვაჩიჩი კიდევ არაუშავს...არ დაგეკარგოს არსად
კობა
რუსეთის ჩემპიონატს თუ არ ენდნენ და ეხლა ნანობენ თავს დამნაშავედ ცნობენ, წაიყვანონ მისი ძმა! მაგრამ სანამ სხვა გუნდში არ მოხვდება და დაახევს ბურთს თავზე მანამ არ გაახელენ თვალებს!!
კახა
რუბინის და რუსეთის დონეს არ ენდენ,მაგრამ ნაკრებს მაინც რატომ არ ენდენ,როცა ესპანეთს და საბერძნეთს დიდებული გოლები გაუტანა, ასევე მაკედონიას? სამწუხაროდ ქართველებს არ გვქონდა ნდობა,ბრაზილიელი ან ბალკანელი რომ ყოფილოყო ალბათ არც დაფიქრდებოდენ.
Deme svani
მალდინის მილანიდან გაშვების ერთ-ერთი მიზეზიც ეგ იყო,კვარას კეტელაარი ამჯობინა და ზედ 40-45 მილიონიც მიათხლიშა,რეზულტატი 0
ქუთაისი
ბოლომდე სიმართლეს მაინც არ ამბობს...ინტერის ტაქტიკას გადააბრალა...სიმართლე ისაა,რომ ვერც კვარაცხელიას და ვერც რუსეთის ლიგას ვერ ენდვნენ...ვერ გაშიფრეს ფეხბურთელი...და რუსეთის ჩემპიონატში თამაშის მიუხედავად,ვერ დაინახეს მასში ის უდიდესი პოტენციალი რაც ჰქონდა...ანუ,არ ეყოთ პროფესიონალიზმი...მე,უბრალო გულშემატკივარი,თუ ვიყავი დარწმუნებული იმაში,რომ კვარაცხელია მეგა პოტენციალის ფეხბურთელი იყო,მას შემდეგ რაც პირველად ვიხილე ტელევიზორის ეკრანიდან,ესენი რამ დააბრმავა ნეტავი...ინტერნები,მილანები,იუვენტუსები,მილიონები,სპორტული დირექტორები,აგენტები ,ათასი რამე კიდე და...ხელის გულზე დადებული ბრილიანტი ვერ დაინახეს.
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა