თურქული პრესის ინფორმაციით, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებისა და "სენტ ეტიენს" 24 წლის შემტევი ზურიკო დავითაშვილი ახალ კლუბში ვიხილოთ.

"ბეშიქთაშს" ჩვენებურის დამატება ძალიან სურს და ფრანგულ გუნდს გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართა. ჩვენი თურქი კოლეგები წერენ, რომ დიდია ალბათობა, გაზრდილმა ფინანსურმა მხარემ დადებითი შედეგი გამოიღოს.

ინფორმაციისთვის, თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 12 სექტემბერს იხურება. შეხსენებისთვის, დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში "სენტ ეტიენის" რიგებში საფრანგეთის ლიგა 2-ის 4 შეხვედრაში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება "ბეშიქთაშს", კლუბმა ევროსაგზური ვერ მოიპოვა და ამის გამო ახლახანს მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლა. თურქეთის ჩემპიონატის დაწყებიდან 4 ტურია გასული, თუმცა თავად "ბეშიქთაშს" 2 მატჩი აქვს გამართული და 3 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

გურულო
თუ სხვა უფრო კარგი ვარიანტი არ აქვს, ჯობია იქ დარჩეს სადაცაა! სენტ ეტიენი აუცილებლად ამოვა ლიგა 1-ში და ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს!
gel-100
ჩემი აზრით ჯობია დარჩეს და რატო! ბეშიქთაშმა ვერ მოიპოვა ევროსაგზური და ვერც თურქეთის ლიგაშია ნომერ პირველი ან მეორე გუნდი და იმ შემთხვევაში თუ გადავა ზურიკო მინიმუმ 2-წელი მოუწევს თურქეთში თამაში და მერეც ან გადაიხდიან შესაბამის თანხას მასში ან არა და მოუწევს თურქეთში ყურყუტი მაშინ როცა შეუძლია სენტ-ეტიენში ზამთრამდე დარჩეს შეხედოს გუნდის და თავის მდგომარეობას თუ გუნდი ლიდერი იქნება დარჩება და ამოვა უმაღლესში და თუ ვერ ივარგა გუნდმა მაშინ ზურიკოს ექნება გუნდთან და მის უფროსობასთან სათქმელი რო დარჩა გუნდში, არ მიატოვა გაჭირვებაში თუმცა რადგან უმაღლესში ვეღარ ბრუნდებიან წასვლა მოითხოვოს და გაცილებით იოლად შეელევიან ვიდრე დღეს როცა რაღაც ამბიციები აქვს გუნდს
მერაბი ჩხოროწყუ
მეგობრებო სენტ ეტიენი არის ერთ ერთი ყოფილი ტრადიციული უძლიერესი გუნდი, დროებითი სირთულეები აქვს, წელსვე დაბრუნდება ლიგა 1 ში სჯობს დარჩეს,ოჯახიც იქ არის, უყვართ იქ ზურიკო, წარმატებებს გისურვებთ, ზურა,
ზვიადი
კორეა ან ჩინეთიდან თუა შემოთავაზება არაა ხელიდან გასაშვები
ლევანი
სეხნი, თურქეთში ცხოვრების საკმაოდ მაღალი დონეა, არც ჩემპიონატი აქვთ დაბალი დონის, აი კრიმინალი კი, საფრანგეთზე მეტი ნაღდად არაა თურქეთში. ნებისმიერ შემთხვევაში თვითონ იცის თავის საქმის.

ძალიან ძვირი დააფასეს,რადგან გაშვება არ სურდათ.ეტყობა გუნდს ფინანსურად არ უჭირს.

ბეშიქთაშში სულ ცოტა ორი წელი მაინც მოუწევს თამაში,სენტ ეტიენიდან კი,ზამთარშიც შეიძლება ვინმემ წაიყვანოს,წესიერი ლიგიდან.რომელი სჯობია?თანაც ოჯახიც უკვე იქ ჰყავს და საფრანგეთს შეჩვეულები არიან.
riki
თურქების გარდა ახმელა თახნას სხვა არ გადაიხდის და კიდევ მინიმუმ ერთი წელი მეორე ლიგაში თამაშსს ისევ ბეშიქთაშში თამაში ჯობია
Levani
საფრანგეთში ცხოვრობს ოჯახით. თურქეთში გადასვლა არც ისე კომფორტული უნდა იყოს. სხვა საქმეა როცა გერმანელი ან იტალიელი მიჰყავთ.წავა 2-3 წელი ითამაშებს,წამოწევა ანტალიის პლაჟზე და მერე დაბრუნდება თავის ევროპაში 1-2 მილიონით ანგარიშზე. ახლა ზურიკომ უნდა წაიყვანოს თავისი ცოლშვილი და მოლას კივილს ასმენინოს.თურქეთი კი საქართველოზე მდიდარია,მაგრამ ევროპას ვერ შეედრება ცხოვრების დონით.ქუჩები სავსე კრიმინალით და მათხოვრებით და ა.შ. იმედია დარჩება ევროპაში

აი კლოუნი
Givi
საოცარია ასეთი მაგარი სეზონის მერე ეს რომ არ დაიმატა არცერთმა ფრანგულმა გუნდმა, ტოპ 5 ის ნებისმიერ გუნდში თავისუფლად ითამაშებს(ნუ რეალს, ლივერპულს... არ ვგულისხმობ) და თურქეთში რა ჯანდაბა უნდა?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
დავითაშვილი მოხვდა, კვარაცხელია ვერა - საფრანგეთში საუკეთესოებს ირჩევენ
"ბეშიქთაში" მზადაა დავითაშვილის ტრანსფერში 20 მილიონზე მეტი გადაიხადოს
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
უარი რუსებს ძალიან მომხიბვლელ წინადადებაზე - რატომ არ მიჰყიდა დავითაშვილს გუნდმა მოსკოვის ცსკ-ს ერთ-ერთი ლიდერი
"ლივერპულმა" "ბეშიქთაშს" მამარდაშვილის ტრანსფერზე არც უპასუხა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ზურიკო და კიდევ სამი სხვა - "ბეშიქთაშს" ზამთარში დიდი სატრანსფერო მიზნები აქვს
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
"თუ წასვლა სურს, შეთავაზებებს განვიხილავთ" - ზამთარში შესაძლოა, დავითაშვილის 20 მილიონიანი ტრანსფერი შედგეს
[VIDEO] დავითაშვილი გოლით და საგოლე პასით დაბრუნდა - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ში გადასასვლელად, ალბათ, პლეი-ოფში იბრძოლებს