მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დაცვას მესამედ 5 ოქტომბერს შეეცდება. მოგეხსენებათ, მერაბის მეტოქე ამერიკელი კორი სენდჰეგენი იქნება.

ტრადიციულად, პირისპირ დგომის შემდეგ, დვალიშვილმა მედიასთან ისაუბრა.

"მე დავამარცხე პიოტრ იანი, სეჰუდო, შონ ომალი 2-ჯერ. მე ყველა დროის საუკეთესო ვარ. მე ჩემპიონი ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ.

მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით გავიარე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კორი სენდჰეგენი გამორჩეული მებრძოლია და მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. ის ყველაზე საშიში მეტოქე იქნება, რადგან მისი სტილი ძალიან სახიფათოა. კორი უნივერსალური მებრძოლია - დგომაშიც ძლიერია, მუხლებს ეფექტურად იყენებს და მიწაზე გადაყვანისასაც თავს კარგად იცავს. თუმცა, ამჯერად მისი ოპონენტი მე ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენ.

თუ სენდჰეგენს დავამარცხებ, ვფიქრობ, წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოს დავიმსახურებ. თუმცა სიმართლე გითხრათ, ამაზე დიდად არ ვკონცენტრირდები. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ჯანმრთელი და მოტივირებული ვარ, უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ იმით, რასაც ვაკეთებ", – განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, "მანქანა" UFC-ში 2018 წლის შემდეგ არ დამარცხებულა, მას ზედიზედ 13 მოგება აქვს.

რაც შეეხება სენდჰეგენს, მას MMA-ის კარიერაში 23 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 18 მოიგო.

ქორ-პარიკმახერი
გეთანხმებით, ილიას უხდება, ასეთი ტიპია. მერაბი სულ სხვა ადამიანია, თბილი და გულიანი და ეს მექიჩრობა და ჭიიმვა მისი სტილი ნამდვილად არ არის
არ გიხდება
მესმის რომ შოუა და ხშირად უწერენ მებრძოლებს ე.წ. თრეშ თოქებს რა უნდ ილაპარაკონ, მაგრამ მერაბს საერთოდ არ უხდება ის რაც ილიასთვის ბუნებრივია. ვუყურე პრესკონფერენციას და აშკარად ემჩნეოდა, ისე იქცეოდა, წყლიდან ამოგდებული თევზი. “ნე ვ სვაეი ტარიელკე”. მერაბ არ გინდა ეს მანჭვა გრეხვა, გაჭიმვა და იმის ლაპარაკი რაც გულიდან არ მოგდის. თავმდაბლობა უფრო გიხდება. ილია რომ აკეთებს, იმას ხასიათშიც აქვს თავმომწონეობა. უნდა შენი იყოს
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
"ამაზე საუბარი მიდის... მერაბის ბრძოლას საქართველოში, ილიასას კი ესპანეთში დაუფიქრებლად ჩავატარებდი" - დენა უაითი
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 7 დეკემბერს დაიცავს
"ჩემთან მხოლოდ 5 თეიქდაუნი ჰქონდა, რადგან როცა მაგდებდა ფეხზე აღარ ვდგებოდი" - შონ ომალი
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"ამის გამო ნამდვილი ცხოველია" - სენდჰეგენმა დვალიშვილის შესახებ ისაუბრა