მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

შეხვედრა თანაბრად დაიწყო, მეორე რაუნდიდან დვალიშვილი გააქტიურდა და ამავე რაუნდში ნოკაუტთან ახლოს იყო, სენდჰეგენს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ, ხუთი რაუნდის შემდეგ, ქართველი გამარჯვებულად მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამოცხადდა.

34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ასევე, ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.

გეგი
მართლა ყოჩაღ ძმაო რა და მასე გააგრძელე სულ! ტიპი არ იღლება,მეხუთე რაუნდშიც კი ხელები მაღლა ეჭირა მერაბს და ჩვეულებრივ ემუშავებოდა,თეიქდაუნებზე აღაფარეს ვამბობ,სულ ცოტა დააკლდა რეკორდამდე.ყველას გილოცავთ ხალხო.
ZIZ
შემდეგზე ცალი ხელით იჩხუბე მერაბ ;)
დავით 67
ერთადერთხელ გეთანხმები რაც კი ოდესმე დაგიწერია ტეიკდაუნი. მე თვითონ არ ვიცი ტაჩდაუნი საიდან მოვიტანე. გაიგე?
zura222
ყოჩაღ მერაბ ძალიან ჭკვიანურად ჩაატარა ყველაფერი ! ჯიუ ჯიცუს ოსტსტთან ძალიან უჭირთ მერაბის სტილის მებრძოლებს და კარგია რომ ერთი შანსიც არ მისცა მეტოქეს კონტრილეთების ჩატარების პარტერში !
zura222
ორთაბრძოლების დიდო მცოდნევ ჯერ ერთი ტაჩდაუნი იცი რა არის საერთოდ ? DD ტაჩდაუნი კი არა ტეიკდაუნი ! და მეორეც-ის სენდჰეგენი ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს შავი ქამრის მფლობელია და ბრაზილიური იაპონური ჯიუ ჯიცუსგან იმით განსხვავდება რომ მთელი ყურადღება გადატანილია პატრერში ბრძოლაზე მტკივნეულებზე მახრჩობელებზე როგორც შეტევის ასევე თავდაცვის და ასე ადვილი არაა ეგეთი მებრძოლისთვის მახრჩობელას და მტკივნეულის ჩატარება ბრძოლას თუ უყურე დაინახავდი როგორ იცავდა თავს ის უბრალოდ ვერ მოახერხებდა კაცი მისი კისრის ან კიდურების მოხელთებას! ძალიან ჭკვიანურად წარმართა მერაბმა ბრძოლა და ტეიკდაუნში მხოლოდ მაშინ გადაყავდა როცა დარწმუნებული იყო რომ ის კონტრ ილეთს არ გაუკეთებდა რაშიც ძალიან ძლიერია ის !

რაო,რას ამბობდა სანდჰეგენი?ჩემი სტილი,მისთვის უხერხულია და მისი კარგი დრო დასრულდაო?!მერაბს ჭიდაობით რა არ გაუკეთებია მეტოქეებისათვის,მაგრამ ჩხუბში პირდაპირ მოგვერდით,სუფთაზე დაეგდოს მეტოქე,რაღაც არ მახსოვს,ვინმესთვის გაეკეთებინოს.ალბათ იმიტომ,რომ ჭიდაობაში მაგარი ვარო,სანდჰეგენი იქაჩებოდა.სუფთა კრივითაც კარგად მიბეგვა და დღეს,გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო,მერაბი.სანდჰეგენს,მთელ ბრძოლაში ალბათ დაახლოებით ერთი წუთი ჰქონდა ჯამში,როცა ის რაღაცის გაკეთებას ცდილობდა და ყრუ დაცვაში არ იყო,თუმცა მაშინაც უფრო მეტი მას ხვდებოდა.ეს ნიშნავს,რომ მერაბ დვალიშვილი ჯერ კიდევ ვითარდება და შეჩერებას არ აპირებს.ვულოცავ მერაბს ამ შესანიშნავ გამარჯვებას და ველოდები,როდის გახდება ტიტულის შენარჩუნებების რაოდენობით,რეკორდსმენი.არ ვიცი,რამდენია რეკორდი(მგონი 11),მაგრამ მერაბს რომ ყველაფერი შეუძლია,ეგ ვიცი და ამიტომ იმედიც მაქვს.
ტუკო რამირესი
ქართველებო, გილოცავთ! ცარუკიანმა კი ბოღმისგან ისევ ჩაიკუკა...
გულშემატკივარი
ვულოცავ მერაბს! ვულოცავ საქართველოს! მრავალჟამიერ მოგველოცოს!
ardiles78
მერაბი დიადია და ბრწყინვალე!
დავით 67
ვულოცავ მერაბს გამარჯვებას. რამდენჯერმე ჰყავდა ტაჩდაუნში და რატომ არ სცადა მოგუდვა. ალბათ დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და ცოტა პუბლიკაზე ითამაშა. მრავალი გამარჯვებები მერაბს
ალეკო
გილოცავ მერაბ!
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა - "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსი" "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
"ამაზე საუბარი მიდის... მერაბის ბრძოლას საქართველოში, ილიასას კი ესპანეთში დაუფიქრებლად ჩავატარებდი" - დენა უაითი
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 7 დეკემბერს დაიცავს
"ჩემთან მხოლოდ 5 თეიქდაუნი ჰქონდა, რადგან როცა მაგდებდა ფეხზე აღარ ვდგებოდი" - შონ ომალი
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"ამის გამო ნამდვილი ცხოველია" - სენდჰეგენმა დვალიშვილის შესახებ ისაუბრა