სანაკრებო შეკრება დაიწყო - მოლოდინით, ოპტიმიზმითა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის სურვილით. ფეხბურთს წინასწარ დანებება არ უხდება და ეს არც ესპანეთის უძლიერეს ნაკრებთან უნდა გავაკეთოთ (იამალის გამოკლება და როდის ტრავმა უმნიშვნელო ამბავი არაა), თურქეთში კი იქნებ საბოლოოდ გაირკვეს ჩვენი ბედი.

"ფურია როხასთან" შაბათს ვთამაშობთ, მანამდე კი გუნდს ძალების აღსადგენად, ტრავმების ბოლომდე მოსაშუშებლად თუ მწვრთნელს ტაქტიკური სქემის დასალაგებლად საკმაო დროა. იქამდე ფეხბურთელების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ვისაუბროთ.

მთავარი სიახლე

სექტემბრის მატჩებისგან განსხვავებით მთავარი სიახლე და სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ეროვნულ გუნდს პრაქტიკითა და დიდ მეტოქესთან დამაჯერებელი თამაშით უერთდება. "ჩელსისთან" იყი ეპიზოდები, რომელმაც ის დრო გაგვახსენა, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" რომ "ფრინავდა" და ნაკრებში ისე ჩამოდიოდა.

"მამარდამ" თავისი სიტყვა სექტემბერშიც თქვა, მაგრამ იყო ეპიზოდები, როცა "ლივერპულში" ნაკლები პრაქტიკა მასზე მაინც უარყოფითად აისახა.

ესპანეთის წინააღმდეგ ცოტა საქმე არ უნდა იყოს, ამაზე ვთანხმდებით და გიორგიზე მართლაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ხვიჩა

საქართველოს ნაკრების ლიდერი, სხვადასხვა მიზეზის გამო, იდეალური კონდიციებით შესარჩევის სტარტს არ შეხვედრია, მაგრან მისი უმაღლესი კლასი ერთხელაც გვაჩვენა. თანაც, კაპიტნის სამკლაურმა კიდევ უფრო მოტივირებული გახადა.

"კვარამ" ახლა ერთი კვირა გამოტოვა, ნაკრებში ტრავმის შემდეგ პირველად უნდა ითამაშოს და შეუძლებელია, ფეხბურთელის თამაშს ეს არ ეტყობოდეს. ამის მიუხედავად, საქმე ხვიჩა კვარაცხელიასთან გვაქვს, ვისგანაც ხიფათს ყველა გუნდი ნებისმიერ დროს უნდა ელოდოს. ეს "კვარაა", ვისაც ერთი მეურვის ამარა უბრალოდ ვერ დატოვებ.

დანარჩენს ვილი სანიოლი გადაწყვეტს, ესპანეთთან ლიდერის და კაპიტნის (ეს გადაწყვეტილება აღარ უნდა შეუცვალოს) დატვირთვა მის კონდიციებზე, შეხვედრის ანგარიშზე და სხვა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

ყველაზე კარგ ფორმაში

გიორგი მიქაუტაძე უბრალოდ, ბრწყინავს, ერთი კვირის განმავლობაში "იუვენტუსისა" და "რეალის" კარი აიღო და ასეთი ამბები ფორვარდის ფსიქოლოგიაზე გადასარევად მოქმედებს.

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ "ჟორჟის" მთავარი დადებითი მხარე მომენტების რეალიზებაა, ამის საშუალება კი მას გუნდმა უნდა შეუქმნას.

ის, რომ მიქაუტაძეს გაფრთხილება აქვს და თურქეთთან დაპირისპირების წინ ამ მხრივ საფრთხილო ექნება, ეს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებზე გარკვეულ გავლენას მაინც იქონიებს (მსგავსი სირთულე კაკაკბაძის, მექვაბიშვილისა და ქოჩორაშვილის შემთხვევაშიც გვაქვს).

აქვე შეგვიძლია ოთარ კიტეიშვილის ასევე კარგ ფორმასა (ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა) და მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. "კიტემ" ნახევარდაცვაში თავისი უნდა გაიტანოს და ჩვენი თამაშის კონტროლი და ბურთის შეტევაში წაღება მან უნდა უზრუნველყოს.

დაცვა

ყველაზე მეტად დაცვა გვაღელვებს. გურამ კაშია ბოლო მატჩში "სლოვანის" განაცხადშიც არ ყოფილა და როცა ითამაშა, გამორჩეული შეფასება არ ჰქონია. როგორც სამწვრთნელო შტაბიდან გვესმის, 4-მცველიანი ტაქტიკის გადახედვა არ იგეგმება და გურამს არ ვითარებაში სასტარტოში არ ველით.

კარგია, რომ საბა გოგლიჩიძეს "უდინეზეში" მთლიანი მატჩი მიეცა. ის დამაჯერებელი იყო და შეტევების წამოწყებასაც ახერხებდა.

ლოჩოშვილის დისკვალიფიკაციიდან გამომდინარე, ცენტრალურ მცველად ახლადდაბრუნებულ ლაშა დვალს ვვარაუდობთ. ის იდეალურად თავს სამმცველიან განლაგებაში გრძნობს და ვნახოთ, ეს და მოწინააღმდეგეების ფაქტორი სანიოლის გადაწყვეტილებაზე რამდენად იმოქმედებს.

მარჯვნივ კაკაბაძე უალტერნატივოდ გამოიყურება(ნაკრებში გოლით მოდის), იმის მიუხედავად, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი "ჰამბურგში" მშვენიერია, უკანასკნელ ტურში კი გუნდის გატანილ გოლში დიდი წვლილი შეიტანა.

კარგია, რომ ირაკლი აზაროვს "შახტარში" დრო მიეცა, მაგრამ მარცხნივ გოჩოლეიშვილის გამოყენებაც შესაძლებელია. ესპანეთთან ოთხმცველიან განლაგებაში გიორგის ამის ცუდი გამოცდილება გააჩნია, მაგრამ იმის შემდეგ დრო გავიდა. გუნდში ივა გელაშვილიცაა.

სხვები

გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრებში ბევრი სათამაშო წუთით ნამდვილად არ მოდის, მაგრამ "ქოჩორას" ჩვენ ნაკრებში დიდი როლი აქვს, მითუმეტეს ისეთ ნახევარმცველებთან, როგორებიც ესპანეთსა და თურქეთს ჰყავს და მისი საუკეთესო თვისებების გამოვლენის იმედი გვაქვს.

ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებიდან ნაკრებამდე, დისკვალიფიკაციის გამო, ფაქტობრივად, არ უთამაშია და მის კონდიციებზე საუბარი შეუძლებელია.

ნიკა გაგნიძეზე კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ მის ირგვლივ ყველაფერი წესრიგშია და გიორგი ჩაკვეტაძის დანაკლისის ფონზე, მას ბევრი დრო უნდა მიეცეს. სხვათა შორის, ამას ვწერდით სექტემბრის მატჩების წინ, რაც სანიოლმა თურქეთთან დაპირისპირების მეორე ტაიმიდან "დაგვიჯერა."

დაველოდოთ ინფორმაციებს ნაკრების შეკრებიდან და მეტ დასკვნას შემდეგ გამოვიტანთ.

ჯელა
ქართული შრიფტით წერ მეგობარო და ეგ სიტყვები ცოტა გაუგებარია ჩემთვის.რა იცი რა ხდება ძმობილო.პორტუგალიასთანაც არ უნდა მოგვეგო წესით,მაგრამ ვიცით ყველამ რაც მოხდა
უზბეკეთიდან მოკითხვა
ქართველებო, რას იშლით ნერვებს- დატკბით ამ თამაშით, გაერთეთ. იცით, რომ ამ საუკუნეში თქვენ მსოფლიოზე ვერ გახვალთ და ჩვენს უზბეკეთის ნაკრებს უნდა უბალელშიკოთ. არც გუნდები გივარგათ- ხოდა ქაირათს და აზერბაჯანულ ყარაბახს უბალელშიკეთ. დროშებს დაგირიგებთ.
მამუკა
დავითაშვილი რატო არ ახსენეთ თან მემგონი მიქაუტეძესავით ყველაზე იდეალურ ფორმაში ეგ მოდის ნაკრებში
ამატაკი
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ხელოვნურ ინტელექტთან ვერ ვარ "შენობით", აი წინაპართა სიბრძნეები არცთუ ცოტა წამიკითხავს. ჰო და ქართველ ხალხს უთქვამს : "ვირისაგან წიხლი მეტკინება, არ მეწყინებაო".
fani
ყოველგვარი ხუმრობის გარეშე: ოქტომბრის თამაშები გადამწყვეტია - ვაღიაროთ რომ ორივე თამაშს ასეთი დონის გუნდებთან ჩვენი ნაკრების ვერ გაქაჩავს. ამიტომაც, სწორი ტაქტიკა-სტრატეგიის შემუშავება და შემადგენლობის ვარირებაა საჭირო. ორი აზრი არ არის რომ თურქებთან გასვლა პრიორიტეტულია და მთელი ძალები ამ მატჩზე უნდა დაიხარჯოს. თუმცა, უნდა ვეცადოთ რომ ესპანეთთან არ შევრცხვეთ და ბრძოლა გავუმართოთ - თუ სწრაფი გოლ(ები) შეგვიგდეს, მაშინ ლიდერები ძალიან არ უნდა გადავტვირთოთ და სჯობს დაცვაში მყარად ჩავდგეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ 2 ან 3 ბურთზე მეტით არ წავაგებთ, თურქებზე მომგებიან მდგომარეობაში ვიქნებით (ბურთების ამბავში) რათა თურქეთში უკვე მოსაგებად ვიბრძოლოდ და თავი შევაკლათ!
იკა
იამალი, ანუ ჯემალა არ იქნება? ეს კარგია. (იამალი ქართულად ჯემალის ნიშნავს)
ნოდარ ახალკაცი
ყველაფერს ეცნობი და ყველაფრის მცოდნე ხარ? უყურე ამ უგზო- უკვლოდ განათლებულს:) ოპტიმალური შემადგენლობა ჩატ ჯიპიტით ხო არ ააწყვე?
რჩევა
მეორე შემადგენლობით და თვალებახვეულები გავიდნენ- ეგ უფრო ასწორებს:)
შენიშვნა
ჯორდანო ბრუნო კოპერნიკთან და გალილეო გალილეის გარეშე ვერ თამაშობს. ასე რომ დააკორექტირე
მწარე წიწაკა
ხვიჩაზე არ ინერვიულო- ბოლო ორი წელია ზუსტად მასეა- ხანდახან ერთ- ორ გოლს შეაგდებს და დანარჩენი დრო დგას… სამწუხაროდ…
დაჯამება
ოქტომბერში მართლა ორი დიდი თამაში გველის. მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ესპანეთთან და ძლიერ ამომავალ ვარსკლავთან- თურქეთთან. კარგია რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და საქართველოს ნაკრები მიიღებს გამოცდილებას, მაისურებს გაცვლიან, ეზიარებიან უმაღლესი დონის სტანდარტს. რო წააგებენ ეგ ისედაც ვიცით ყველამ. იმედია კარგ ფეხბურთს აჩვენებენ და ღირსეულად დამარცხდებიან
ვალიდოლი ძმა
მოლოდინში თუ არ გაგიმართლდა და ეგ 99.9 პროცენტია ასე- მერე რა ხდება? ამიტომ ეს ხალხი ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე გირჩევს ვალიდოლი მოიმარაგო. ისედაც რეალურად ქვეყნის ერთგულების ნაცვლად მასა ფეხბურთს უერთგულებს. ხოდა ემოციურად რო არ გატყდე დაუჯერე ბრძნულ რჩევას
ლევანი
რა მიკვირს იცით? რამდენიმე კომენტარი წავიკითხე და ათით ნოლს წავაგებთო, ვეტერანები ვათამაშოთო, ესაო, ისაო, ანუ საკუთარ ქვეყანას დასცინით? დღეს საქართველოს ნაკრებში, უმაგრესი ბიჭები თამაშობენ, უმაგრესი, სამშობლო უყვართ და ერთმანეთი, ადრე რაც იყო ვიცით. ჰოდა, ესპანეთში მე მოგებას ველოდები, როგორც ყველა თამაშში, თუ არადა ნახავთ, მერე საკუთარ თავებს დასცინეთ. დიდება საქართველოს!
გენა
ასეთი შემადგენლობით გავდივართ ესპანეთთა: მამარდაშვილი, გოგლიჩიძე, დვალი, კაკაბაძე, აზაროვი, კიტეიშვილი, გაგნიძე, დავითაშვილი, ჯორდანო ბრუნო, კვარაცხელია, მიქაუტაძე,
პირიქით
რას ამბობ, პირიქით! ვინმეს რამე ხომ უნდა დაბაბრალოთ რო გაგვანადგურებენ
ბესო
ხვიჩა ძირითადში უნდა იდგეს და ფეხს თუ გინდა ნურც გაატოკებს ))) . ეს ხუმრობით . მარა მისი ფაქტორი რაოდენ დიდია ჩვენთვის და მოწინააღმდეგე გუნდებისთვის თქვენც კარგად მოგეხსენებათ . მე ვფიქრობ ეს უთამაშებლობა დასვენებისთვის გამოადგებოდა და ვინ იცის უკეთესიც იყოს საერთო საქმისთვის.
იდეა
ასეთი მძიმე თამაშების ფონზე უპრიანია რაგბისტებით და კალათბურთელებით დავაკომპლექტოთ გუნდი. შეცვლაზე კი დინამო თბილისის ძველი თაობის ლეგენდებს მოვუხმოთ. არამგონია შედეგი განსხვავებული გვქონდეს:)
ღალატის სუნი მცემს
აი ამ უაზრო ფანტაზიებს რო წერ და იცი რომ ესპანეთი გაგვანადგურებს 10:0, ხოლო თურქები 6:0- ამას რატო შვები? იხტიბარს არ იტეხ თუ რა მიზანი გაქვს? აშკარად შენი წინაპრები კრწანისის ბრძოლისას ერეკლე მეორეს უღალატეს და შენ ტრადიციას აგრძელებ. ჯერ გეხბურთში და მერე ცხოვრებაში
აუ რა კომენტია
10:0 ზე ადრე ხვიჩა და ჟორჟი არ შემოუშვან. ამ დროს ესპანეთს შერცხვება და პრესტიჟის გოლს გაგვატანინებენ:)

მართალი ხარ- მეორე შწმადგენლობამ რა დააშავა- ძიროთადით გავიდნენ და წააგონ, რა პრობლემაა
სენსაციის მოყვარულო
სენსაციაში რას გულიწხმობ? 10:0 თუ წააგებენ?:))

ვინც წერს რომ მეორე შემადგენლობით უნდა გავიდეს ანუ დიდი ანგაშით წასაგებად ის ქვეყნის მოღალატეა
Levani
მე რომ ვიყო მწვრთნელი დავაყენებდი მეორე შემადგენლობას,ოღონდ შეკრების დღეებში დავამხეცებინებდი დროის გაყვანას და თამაშის მოკვლას. თქვენც იცით ათასი ხრიკი არსებობს-მაგალითად სწრაფი გოლი თუ არ მივიღეთ ჩამოჯდება ჩვენი მეკარე და ექიმს ითხოვს.მერე 4 წუთში სხვა რომელიმე და გავიდა შენი 25 წუთი. ასე თუ გავუქაჩეთ ტაიმი მერე მეორეში სადღაც 60-ე წუთზე ხვიჩას და ჟორჟს შეიყვან და შეიძლება მოგებაზეც გაიწიო. ის მეორე შემადგენლობაც ხომ ლობიოს მჭამელები არ არიან,ნაკრების ბიჭებია. ახლა ხომ მაინც არ ვიძახებთ ნალჩიკის და ხაბაროვსკის ფეხბურთელებს. აგერ აბუაშვილი- დარბის და ტექნიკითა,ესპანეთთან შეგიძლია ათამაშო და შეიძლება კარგადაც ითამაშოს. ფეხბურთი ლოგიკური სპორტი არ არის. სანამ ლოგიკურად ვთამაშობდით ჩვენი "უბადლო ტექნიკით"(ანუ გვერდზე და უკან პასებით) კი გაიგებდა ყველა
ცისკარა
კაკაბაძის უალტერნატივობით მარტო მე დავიღალე? კარგით რაა, ვერ ხედავთ რომ აღარაა ძირითადის ფეხბურთელი როგორც კაშია? ათამაშეთ ახალგაზრდები, 2 წელში იგივე პროლემის წინაშე დავდგებით და გვიან იქნება. კაკაბაძე არის წარსული, როგორც კვეკვესკირი. უალტერნატივო ზურიკო, გოჩოლეიშვილი, კიტე და ჟორჟია, რომლებიც დაფრინავენ და მაგარ ფორმაში არიან. ამათ ემატებიან მამარდა და ხვიჩა. ძირითადის დანარჩენი ბიჭები სანიოლმა შეარჩიოს. ჰო, წიტაიშვილიც ხოდზეა, ქოჩორაც არ დაგვაღალატებს. სხვებზე ვერაფერს მოგახსენებთ.
გიგო პაპა
ჯობია ესპანეთთან მეორე შემადგენლობით გავიდეთ და არ მივაქციოთ ყურადღება მათ სახელებს. აი დასვენებული ძირითადი შემადგენლობით კი მთელი ძალით დავცხოთ თურქებს. თუ მოვუგეთ, მერე ძირითადით სახლშიც მოვასწრებთ ესპანელებთან თამაშს და შესკდომას. აბა ძირითადით თუ ესპანელებს დავახარჯავთ ძალებს, თურქებთან მოგება ორ დღეში არარეალური მგონია. ბიჭები ძალების აღდგენასაც ვერ მოასწრებენ მაგ დროში, პლიუს მგზავრობაც უნდა გავითვალისწინოთ. არ უნდა იყოს ცუდი ასეთი ტაქტიკის გამოყენება, თანაც შეიძლება მეორე შემადგენლობას გაუმართლოს და ფრესაც გამოვკრათ ხელი. ბურთი მრგვალია, ყველაფერი ხდება. გადამწყვეტი მაინც თურქეთთან თამაში მგონია და მაქსიმალური მობილიზებით უნდა მივუდგეთ მაგ თამაშს.
ამატაკი
გავიგეთ რომ გადაწყვეტილია ოთხმველიანი სქემების გამოყენება. დღესდღეობით გუნდები არათუ თამაშიდან თამაშამდე, ერთი მატჩის მიმდინარეობისასაც კი ცვლიან სქემებს. მავანი იტყვის, ამას მაღალი კლასის გუნდები ახერხებენო და არ იქნება მთლად მტყუანი. თუმცა ჩვენი ნაკრებიც არის უკვე საშუალო ევროპულ დონეზე, გნებავთ თამაშით და გნებავთ მთლიანი გუნდის ფინანსური ღირებულებით. ასე რომ რატომ არ შეგვიძლია კონკრეტულ მომენტში 3 ცენტრით დაცვაში თამაში:დვალი, გოგლიჩიძე, კაკაბაძე, ხოლო ფლანგებზე აზაროვი-გოჩოლეიშვილი.ამ სქემას, როგორც მოგეხსენებათ ნაკრები თამაშობდა და საკმაოდ წარმატებითაც. ეხლა როცა გადამწყვეტი მატჩები გველის, განსაკუთრებით თურქეთის ნაკრებთან, იქნებ ისევ ნაცად სქემას მივუბრუნდეთ. რა დაშავდება ამით, მართალი გითხრათ მყარი არგუმენტი ჯერ არ გაჟღერებულა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნაკრების ირგვლივ ყველა ინფორმაციას ვეცნობი, როგორც გულშემატკივართა უმრავლესობა. მიუხედავად ამისა დასაშვებია, რომ რაიმე გამომრჩა, რისთვისაც წინასწარ ბოდიშს მოვიხდი, თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი.
Pele
Kashia moacilet
სამაჩაბლო
კარგ ფორმაში ხვდებიან ჩვენი ლეგიონერები სანაკრებო თამაშებს,იმედია სენსაციას მოახდენენ თურქეთთან ან ესპანეთთან!
მასხარას
ვალიდოლი დაგჭირდა შენ და მთელ შენს მონაგარს. რას იწყევლები ქალივით.
რეალობა
რა საჭიროა ამდენი წერა და ნერვების აშლა. დაწყნარდით, ესპანეთია, მთავარია საკალათბურთო ანგარიშით ან ორნიშნა სხვაობით არ წავაგოთ. 9:0 მდე ყველაფერს ახსნის უსაქმურ დივან ექსპერტთა დიიიდი კოჰორტა:))))) თურქეთის 6:0 ფონზე:)) ასე რომ ვალიდოლი მოიმარაგეთ, ნერვებს გაუფრთხილდით და რადიოს მოუსმინეთ. ტელებიზორს თავი მოარიდეთ:)) ცხოვრება ხანმოკლეა და დროზე ადრე ოჯახიანად საიქიოსკენ არ წახვიდეთ:)))ბოლო ბოლო კუკურელიას გვარის დაბოლოებით დავტკბეთ და მას ვუბალელშიკოთ:)))
Achi
Aravitari mekvabishvilida kakabadze gochola karg pormashia hamburgshi su tamashobs da lominadze kide
FaBRO
არ დაგვავიწყდეს ის ამბავიც, რომ სენტ ეტიენი, მიუხედავად იმისა, რომ ის ლიგა 2 ში გამოდის აღნიშნული ტურნირის ლიდერია და გასულ სეზონში ლიგა ერთის ბინადარი იყო, შესაბამისად მე არ დავაკნინებდი მსგავს გუნდში წარმატებით მოასპარეზე ფეხბურთელის როლს, რომელის ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა და ეს შედეგებზეც ჩანს. მსგავს ლოგიკას თუ გავყვებით, ჩაკვეტაძეც, რომელიც ნაკრების სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია, ინგლისის ჩემპიონშიფში ასპარეზობს და დავითაშვილის სენტ ეტიენისგან განსხვავებით მისი კლუბი ათეულშიც კი არ შედის, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩაკვეს როლი ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში ძალიან დიდია და მისი სრულგასოვანი შემცვლელი ამ ეტაპზე არ გვყავს!
დავითს
ეს ავტორი ითხოვდა დავითაშვილს სამ შემტევში და სანიოლმა ბოლოს გადაწყვიტა. საიტზე იდო რომ გაიტანა და ერთადერთი პოზიციაა ალბათ სადაც შემცვლელი არც გვყავს, დაცვას რა ვუყოთ თქვენ ეგ თქვით
fabro-ს
აშკარად აქტუალური ამბებია განხილული. დავითაშვილი დავითაშვილია, თავისი დონე ყოველთვის უჭორავს, დუბლიც კარგია, მაგრამ საფრანგეთის მეორე ლიგა სამწუხაროა. გიჩოლეიშვილი მარცხნივ განხილულია. ესპანეთში ქოჩორა და კვარა ალბათ არ დაიწყებენ
გიორგი
ზოგიერთ ფეხბურთელებს რატომ იძახებენ ვერ ვხდები საზოგადეობრივი აზრის გავლენის ქვეშ არ შეიძლება იყოს საწმრთვნელო შტაბი თავად სანიოლი არ გაიძახდა ვინც კლუბებში ძირითადში ვერ ხვდება და სათამაშო პრაქტიკა არ აქვს ვერ იქნება გამოძახილიო
დავითი
FaBRO-სი არ იყოს, დავითაშვილზეც გეთქვათ ორიოდ სიტყვა, დაფრინავს კაცი "სენტ-ეტიენში" და მართლა შესანიშნავი გოლები გააქვს! მითუმეტეს რომ ჩაკვეს არყოფნის დროს ნახევარდაცვაში მხოლოდ ზურიკოს შეუძლია მეტ-ნაკლებად სრულყოფილად მისი შეცვლა! რაც შეეხება შანსებს: მაქსიმალური თავდადება პლუს ცოტა იღბალიც და ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაიდოს! წარმატება ჩვენს ნაკრებს!
FaBRO
დავითაშვილიც გეხსენებინათ, კაცმა უკანასკნელ ტურში დუბლი შეასრულა და წინა სანაკრებო პაუზისას ერთ-ერთი გამორჩეული იყო, საუკეთესო თუ არა. ასაევე აუცილებლად გამოსაყენებელია გოჩოლეიშვილი, რომელიც სტაბილურად ხვდება ჰამბურგის ძირითად შემადგენლობაში და კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგი აშკარად პრობლემურია, გოჩოლეიშვილის ძირითადში დაყენება მარცხნივ უპრიანი იქნებოდა. მთლიანობაში 4-5-1 ტაქტიკით შეგვიძლია თამაში, რომელიც ჩვენი შეტევებისას 3-4-3 ად გარდაიქმნებოდა, ფლანგებიდან ხვიჩა და ზურა შეუტევდნენ, ასევე ფლანგებიდან შეტევაში ჩართვა კარგად შეუძლიათ განაპირა მცველებს, კაკაბაძესა და გოჩოლეიშვილს, ხოლო გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე ჟორჟი უალტერნატივოა და მისი ფორმის გათვალისწინებით აქცენტი სწორედ საჯარიმო მოედანში მის დატვირთვაზე უნდა გაკეთდეს. კაკაბაძე,გოგლიჩიძე,დვალი,გოჩოლეიშვილი,კიტეიშვილი,ქოჩორაშვილი,გაგნიძე,კვარაცხელია,დავითაშვილი,მიქაუტაძე. კარგი იქნება ასეთ შემადგენლობას თუ გაიყვანს მოედანზე სანიოლი.
გოგა
ამ ორ თამაშო იდეალური იქნება 4 ქულა, მაგრამ მარტო თურქეთის დამარცხებაც ძალიან კარგი იქნება, იმედი მაქვს გასვლას მოვუგებთ თურქებს, თუ წინანდელივით ძალით არ ვაჩუქეთ გოლები, დაცვის ხაზის დალაგება გვჭირდება და არ გვყავს ცუდი ნაკრები, გუნდში 3 მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვყავს, ხვიჩა მამარდა ჟორჟი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია - "კვარა" ცეკვის შემდეგ
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებული პენალტი, რეკორდი და სამი გაშვებული გოლი (ორი რიკოშეტით) - "ლივერპული" "სიტისთან" დამარცხდა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე - პსჟ-მ "ლიონს" მძიმე მატჩი მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა