გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შერმადინმა ტურის MVP-ის 25-ე საკარიერო ტიტული მოიპოვა, რაც ესპანეთის ჩემპიონატის აბსოლუტური რეკორდია.

შეგახსენებთ, "ტენერიფემ" პირველ ტურში "მანრესას" უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დახმარებით 11 ქულის სხვაობით – 104:93 გაიმარჯვა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:10 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 28 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 14-დან 10 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

რა მისახვედრი ეგ არის?!იქ გამთამაშებელი უერტასი ჰყავს,აქ კი,პასის გამცემი კაცი არავინაა,რომ ბურთი შეაყოლოს.ცინცაძესთან კარგად თამაშობდა,მაკფადენთანაც,დღეს კი,4 და 5 ნომრების იმედზეა შეტევა და სანაძე,ან ამერიკელი თუ წაეხმარება ხოლმე,უკანა ხაზელებიდან.ამდენი წელი,მაღლების ხარჯზე გავდიოდით იოლას და კარგი გამთამაშებლის გაზრდაზე,არავინ ზრუნავდა.ქუთაისში რომ ამდენი წელი,არავინ გამოჩნდება,ესე იგი მწვრთნელები აღარ არიან,თორემ ადრე,ყოველ 5 წელიწადში,ერთი ძალიან მაგარი ბიჭი მაინც მოდიოდა დინამოში,ესე იგი ნაკრებში. გიორგი შერმადინი,ჯამლეთ ხუხაშვილმა გაზარდა პესონალურად,თორნიკე შენგელია-მამამ,კახა შენგელიამ,მამუკელაშვილი ამერიკაში ცხოვრობდა,დუდა სანაძეს,მამა,გია სანაძე ჰპატრონობდა,ბექა ბურჯანაძეს,ზაზა ფაჩულია ჰყავდა.გოგა ბითაძე დარგვრჩა მხოლოდ.არ ვიცი,შესაძლოა მასაც ჰყავდა ვინმე,ვინც მასზე მშობელივით ზრუნავდა.სისტემის გაზრდილები სადღა არიან?მთელი თაობა ისე წავიდა,ფაქტობრივად ვერავინ გაზარდა,მაშინ როცა მშობლებმა,ან დიდმა გულშემატკივრებმა,მართლაც გული რომ შესტკიოდათ,ამდენი ბრწყინვალე კალათბურთელი გამოგვიზარდეს.რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ?მხოლოდ ერთი!-ტალანტები გვყავს,მაგრამ ისინი უსულგულო დამოკიდებულების გამო იკარგებიან და მხოლოდ ისინი იზრდებიან ვარსკვლავებად,ვინც მუდმივი ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან.ახლა ამერიკელების ჩამოყვანა დაიწყეს,ქართულ კლუბებში და ისინი ქართველებს გვერდითაც აღარ გაიკარებენ.თხას,ერთი თხა ურჩევნიაო,1000 სულ ცხვარს.მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდით თხებზე უფრო უჭკუოები და რაც ქართულ კალათბურთში ფული ტრიალებს,იმასაც უცხოელებს უდებენ ჯიბეში,სასაცილო მიზნების წარმატებით შესასრულებლად.არ გამოვა ხალხო,ასე!გამოჩნდება ვიღაცა,ვისაც ცოტა მეტი შეუძლია და ჯერ კიდევ ბავშვს,უცხოურ კლუბს მივუგდებთ,გასაზრდელად,იმას კიდევ,100 მისნაირი ჰყავს და სულ ფეხებზე ჰკიდია,შენი გაიზრდება თუ ვინმე სხვა.შენ უნდა იყო დაინტერესებული და გამოზარდო შენი ტალანტი,ისე როგორც სულგანათლებულმა ჯამლეთ ხუხაშვილმა გამოგვიზარდა გიორგი შერმადინი.სამშობლო და კალათბურთი უყვარდა ძალიან და ყველაფერი ანაცვალა ამ ბიჭს,დღეს ესპანეთში ყველა რეკორდს ერთიმეორის მიყოლებით რომ ხსნის და აუმჯობესებს.ტალანტს რომ იპოვი,ასე უნდა იქცეოდეს ყველა მამულიშვილი.სახელი და შემოსავალი,მერე მოვა,თუმცა ბატონ ჯამლეთს,არა მგონია რაიმე ფულადი მოგება ენახა,გიოს გაზრდისათვის და თუ ნახა,ალალზე მეტიც იყო.მარტო ის რად ღირს,შერმადინი თითქმის მამად რომ თვლიდა,მის მოამაგეს.ასეა ჩემო ძვირფასებო!ტალანტი,ჯიშიანი საქონელივით ფაქიზი გასაზრდელია და სანამ ორბიტაზე გავა,მუდმივი ზრუნვა სჭირდება.სხვანაირად არაფერი გამოვა.ბოლო 15 წლის გამოცდილება,ვარსკვლავებად ქცეულებისა და უპატრონო ნიჭიერებისა,სწორედ ამას გვასწავლის.დღეს უკვე საკმაოდ ბევრი დარბაზები შენდება,აკადემიებიც გვაქვს და იქ მომუშავე პერსონალის ბრალიც და დასახურებაც,მათი გაზრდილების შედეგებით განისაზღვრება.უკვე ის დროა,როცა მათმა გაზრდილებმა დიდ არენაზე შეაბიჯონ და გვერდში დაუდგნენ,დამსახურებულ ვეტერანებს,ამდენი წელი,საკუთარი ჯანმრთელობის ფასად რომ მიათრევენ,ქართული კალათბურთის სახელს.და თუ მაინც და მაინც უცხოელებზე უნდა დაიხარჯოს ის ფული,ამ აკადემიებში,ხარისხიანი უცხოელი მწვრთნელები მოიწვიონ,რომ მათ გვერდით,ქართველმა მწვრთნელებმაც ისწავლონ და კალათბურთლებიც,უკვე აკადემიიდან კარგად მომზადებულები გამოვიდნენ.კლუბში ლეგონერიც შეიძლება,მაგრამ არა ორზე მეტი.მათ სუსტი წერტილები უნდა გადაფარონ და ადგილობრივი კალათბურთელები ათამაშონ. თუ ორზე მეტი ითამაშებენ,ადგილობრივები მხოლოდ ბურთი მიმწოდებლებად დასჭირდებათ და არა თანაგუნდელებად.
კახა-ს
ფინელებზე კარგი კალათბურთელები ნამდვილად არ გვყავს,მარტო ერთი მარკანენი ჯობია ათი თავით მთელს ჩვენს ნაკრებს!
კახა
ვერ იყენებს ამ კაცსᲫალიან საეᲭვო კვალიფიკაციის ეს ნაკრების მწვრთნელი რანაირ ᲗამაᲨებს იგებს და საპირისპიროდ ისეᲗებს აგებს გადაგვრია გულᲨემატკივარი ფინეᲗᲗან წაგება იქნებოდა არანაირი გამაᲦᲗლება Ჭკვიანი მწვრთნელი გამოიყენებდა Ჩვენ ბევრად უფრო კარგი კალაᲗბურᲗელები გვყავს ვიდრე ფინეᲗს
duo
და რატომ არ იყო შენი აზრით? პაპას დავუწერე ქვემოთ და შენც გეხება.
duo
მანრესა და მალაგა კი არაა შუაში, არამედ შუაშია ის, რომ.ნაკრებში არ გყავს კარგი გამატამაშებელი და გუნდიც ვერ და არ იყენებს ცენტრს , და ვერ შესაბამისი სხვა უკანახაზელები გყავს. მაგიტომაც ნაკრებში მოკრძალებული შედეგი აქვს ,და ასაკს აბრალებენ ხოლო ესპანეთში კი ემვიპია. და ასევე დაგავიწყდა ეტყობა რეალთან რამოდენიმე დღის წინ ასევე შესანიშნავი მატჩი შერმადინის. ხანდახან უმჯობესია ერკვეოდეთ და კომენტარიც ისე დაწეროთ.
ვვვ
პაპიი, გუნდის დანარჩენი წევრებიც მალაგებსა და მანრესებს ეთამასებიან მაგ დროს, მარა ემვიპი შერმადინი ხდება, დუ იუ ანდერსთეენდ? :)

ნაკრებში ვერ იყო პროდუქტიული საერთოდ
გიგო პაპა
რა უნდა მაგის მიხვედრას? ესპანეთში 20 და 30 ქულას მანრესებთან და მალაგებთან აგროვებს გიორგი. ნაკრებში კი მაგდენს ძნელად თუ ჩაუგდებს ვინმეს, რადგან იქ უკვე ნაკრებებს ვეთამაშებით. ვულოცავ რეკორდს. იმედია, 100 წელი მაგ რეკორდს ვერავინ მოხსნის!
ვაჟა
შერმადინი საქართველოს ნაკრებში ყოველთვის ძალიან კარგად თამაშობდა. წლევანდელ ევროპაზე ძირითად ხუთეულში მის პოზიციაზე გოგა ბითაძე იყო, შესაბამისად შერმადინს ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა. ტენერიფე განსხვავებულ ტაქტიკას იყენებს და ფარზე შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატზე თამაში უფრო ეხსნება. იმავე პოზიციაზე, ევროპის ჩემპიონატზე, მისი და უფრო მაღალი დონის კალათბურთელი ყველა ნაკრებშია. შესაბამისად, ფარზე თამაში უფრო რთულია.
რა გჭირს
აბა, ნაკრებში რა უბედურება ემართება, ძირითად ხუთეულშიც ვერ ხვდება და ვერც შეცვლებზეა საიმედო.
Gomako
ვერ ვხვდები ამ ბიჭს ნაკრებში რატო არასდროს მისდიოდა თამაში,28 ქულა კი არა მე ამისი 18 ქულაც არ მახსოვს არასოდეს ნაკრებში და იქ დაფრინავს
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს