საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრებმა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედალს 60 კგ წონით კატეგორიაში 16 წლის ლუკა ჩხიკვაძე დაეუფლა. აკაკი ბასარიამ კონტინენტის პირველობა 70 კგ წონით კატეგორიაში მოიგო, ხოლო ზუკა ჭოჭუა (65კგ) კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ტურნირზე ვერცხლის მედლები დავით მხეცაძემ (80კგ) და ელნურ აბდულაევმა (75 კგ) მოიპოვეს.

.-ს-ს.
თქვენც არ უარყოფთ,რომ კრივს ავითარებდა.მის გარეშე,ამხელა წარმატებები ნამდვილად არ გვექნებოდა.იმედი მაქვს,რომ მის გარეშე,კრივი განვითარებას არ შეწყვეტს და დაფინანსების სხვა წყაროები გამოინახება.ვიცი,რომ თვითონ დანაშაულს უარყოფს და სასამართლოს განაჩენამდე,ხელაღებით ვერ ვიტყვი,დამნაშავეაო.დანაშაულის გამო,რაც კარგი გაუკეთებია,ის არ უნდა დავუკარგოთ,თუმცა თუ დააშავა,დანაშაულზე პასუხი ყველამ უნდა აგოს,კანდელაკმაც და ნებისმიერმა სხვამაც.
.-ს
.-ს!კი კრივს ანვითარებდა და თან ხალხს წამლავდა თავისი ფალსიფიცირებული ვისკებით. რა მოსატანი იყო აქ საერთოდ ეგ გამყალბებელი.სვით ღვინო არ გაეკაროთ ვისკებს.! დღესაც იყოდება მაღაზიებში მისი ნახელავი. სადაც ფული აქვთ გადახდილი იმას ვერ ეკარებიან. ეგ დანამდვილებით ვიცი.
გიორგი
სადღაა 3,5 მილიონი?
გიორგი 61
ძალიან გამეხარდა. წარმოგიდგენიათ, 3,5 მილიონიანი ერის 5-მა მოკრივემ ფინალში იჩხუბა. გილოცავთ!

გილოცავთ ბიჭებო!ფინალში 5 კაცი,მართლაც მაგარი შედეგია!ფინალებს ვუყურე და მართლაც კარგი ბიჭები გვყოლია.ლუკა ჩხიკვაძემ ირლანდიელს მოუგო და ძალიანაც გაუჭირდა.ჩვენი ბიჭი მაღალია,მეტოქე კი,დაბალი და ფისიკურად ძლიერი შეხვდა.სულ ახლოს მისვლას ცდილობდა,ჩვენი კი შორიდანვე ხვდებოდა და ცდილობდა მის შეჩერებას.ზოგჯერ არ გამოსდიოდაა,მაგრამ უფრო მეტად მას გამოჰყავდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.აკაკი ბასარიამ აშკარად დაჯაბნა მეტოქე,სამჯერ გაუშვა ნოკდაუნში და ბრძოლა შეწყდა.აქ კი,ძალიან ღირსეულად მოიქცა აკაკი,როცა ბრძოლის შედეგი გამოაცხადეს,მივიდა მეტოქის მწვრთნელებთან,ხელი ჩამოართვა,დაელოდა მეტოქეს,როდის დაბრუნდებოდა თავის კუთხეში,იქ კვლავ ხელი ჩამოართვა,მაღლაც აუწია,ტაშიც დაუკრა და ბაგირიც აუწია,რომ რინგი დაეტოვებინა.პატივისცემით გაისტუმრა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა მსაჯთან,მადლობის გადასახდელად.ჭოჭუას ფინალი ვერ ვნახე,შესაძლოა მეტოქეს ტრავმა ჰქონდა და ვერ იბრძოლა.ელნურ აბდულაევმა აშკარად წააგო,მეტოქე უფრო ძლიერი იყო,რამდენჯერმე პირდაპირო დარტყმა მიიღო თავში და ყოველ ჯერზე მსაჯი ნოკდაუნს აფიქსირებდა,თუმცა ფინალში გასვლა,მშვენიერი შედეგია.დავით მხეცაძემაც წააგო,კარგი ბიჭია,მაგრამ ჩემი არაკომპეტენტური აზრით,რინგზე აშკარად ცოტას მოძრაობს და რამდენიც გინდა ყვინთო,რაღაცა ნაწილი,მაინც მოგხვდება,ზოგჯერ კი,მაგრადაც.მხოლოდ ბოლო წუთზე დაიწყო მოძრაობა,როცა ნოკდაუნში აღმოჩნდა,მაგრამ ამ დროს,ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო.ვერცხლის მედალი კარგია,მაგრამ თუნდაც მხოლოდ მაგ ნაკლის აღმოფხვრით,გაცილებით მეტის მიღწევას შესძლებს.საქართველოში კრივის განვითარებაში გიორგი კანდელაკს დიდი ღვაწლი აქვს გაწეული და მის დაწყებულს,უკვე საგრძნობი შედეგები მოაქვს.მას საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს,მაგრამ დღეს კრივის განვითარება უკვე საკმაოდ მტკიცე ფუნდამენტზე დგას და დიდი იმედი მაქვს,განვითარებას გააგრძელებს.ამ ბიჭების გამარჯვებები,უკეთესი მომავლის ანონსია.
BOSS
გენაცვალეთ ბიჭებო! სულ წარმატებებით გევლოთ!
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა