შემოდგომის სანაკრებო ფანჯარაში ბორჯღალოსნები საკუთარი გულშემატკივრის წინაშე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ - ორს ბათუმში და ერთსაც თბილისში.

ნოემბრის კამპანიას 8 ნოემბერს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ აშშ-სთან მატჩით ვხსნით. „არწივებთან“ შეხვედრა 16 საათზე დაიწყება და მას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მოედნის მსაჯი ლუკ პირსია, რომელსაც ბორჯღალოსნების არაერთი შეხვედრა უმსაჯია.

პირსმა საქართველოს თამაში პირველად 2014 წელს რუმინეთთან იმსაჯა (22:9); 2017 წელს მან ხუხუიში საქართველოსა და არგენტინის ტესტ-მატჩი განსაჯა (29:45); პირსი მსაჯობდა 2019 წლის მსოფლიო თასის შეხვედრას იაპონიაში უელსთან (14:43); მანვე იმსაჯა უელსთან ჰლანეჰლიში 2020 წელს გამართულ მატჩში (0:18); ბოლოს ინგლისელი მსაჯი 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე, ავსტრალიასთან (15:35) გვყავდა.

ლუკ პირსს კიდეებიდან დამ ლილი და ჯორჯ სელვუდი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო რეფერი დენ ჯონსი იქნება.

15 ნოემბერს ბათუმშივე ვეთამაშებით კანადას და აქ მოედნის მსაჯი ახალ ზელანდიელი პოლ უილიამსია. აქამდე მას ბორჯღალოსნების სამი შეხვედრა უმსაჯია: 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ფიჯისთან (11:45); 2022 წელს თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა ურუგვაისთან (34:18); და 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან (18:18).

პოლ უილიამსის ასისტენტები იტალიელები - ფედერიკო ვედოველი და ფილიპო რუსო, ხოლო ვიდეო-რეფერი უელსელი ალედ გრიფიტსი არიან.

წლის დაკვნითი თამაში საქართველოს 22 ნოემბერს, თბილისში იაპონიასთან ელის. „მიხეილ მესხზე“ შეხვედრა წინა ორი მატჩის მსგავსად 16 საათზე დაიწყება. აქ მოედნის მსაჯი ირლანდიელი ეგან ქროსი იქნება, რომელსაც ბორჯღალოსნების თამაში ჯერ არ განუსჯია. კიდეებიდან მას ინგლისელები - ენტონი ვუდთორპი და პიტერ მარტინი დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი ასევე ინგლისელი ლეო ქოლგანი იქნება.

Rugby.ge

"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მზადება დაიწყო