სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომი’ ადგილობრივ ‘ჩიტასთან’ 26 ოქტომბერს გასამართი მეორე შეხვედრისთვის ემზადება.

ბლუმფონტეინის „ტოიოტა სთედიუმზე“ ჩვენმა გუნდმა მასპინძლებს პირველ მატჩში 39:38 სძლია. ‘შავი ლომის’ ექვსი ლელოდან ორი ბურჯის, დავით აბდუშელიშვილის ანგარიშზე იყო. ის საიმედოდ იდგა შერკინებებში, თავდაუზოგავად მუშაობდა მოლებსა და რაქეში და შეტევაში ბურთი მძლავრად მიჰქონდა.

შედეგად, დათო აბდუშელიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა:

„ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ და საქართველოს ეროვნული გუნდისთვის (ზაფხულში ‘ჩიტასმა’ ბორჯღალოსნებს 24:20 სძლია) რევანში ავიღეთ. ეს იყო ფიზიკური თამაში, რომელშიც ორივე გუნდი ბრძოლაში ბოლომდე დარჩა და უძლიერესმა გაიმარჯვა. გამარჯვება ჩვენმა ძლიერმა მხარეებმა განაპირობა - შერკინებამ, მოლმა, კონტაქტის არემ. თუმცა კარგად გავისარჯეთ ღია თამაშში და ყველაზე დასამახსოვრებელი მეოთხე ლელო აღმოჩნდა, რომლის დროსაც ძალიან ბევრი ოფლოუდი გაკეთდა“.

„ეს თამაშები ჩელენჯ თასისთვის მზადებას ემსახურება და როგორც იტალიური, ასევე სამხრეთ აფრიკული გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება. მჯერა ჩელენჯ თასზეც არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი გვექნება“.

„საუკეთესო მოთამაშედ დასახელება ამაღელვებელი მომენტი იყო. ისეთი დონის გუნდთან, როგორიც ‘ჩიტასია’, ორი ძალისმიერი ლელოს გატანა მარტივი არაა, თუმცა ეს თანაგუნდელების დახმარებით მოვახერხე. მათ გარეშე ვერც ლელოებს გავიტანდი და ვერც საუკეთესო მოთამაშე გავხდებოდი“.

„მეორე თამაშისთვის ‘ჩიტასი’ განსაკუთრებულად ემზადება. მათ რევანში წყურიათ და დარწმუნებული ვარ უფრო აფრესიულ თამაშს შემოგვთავაზებენ. ჩვენც შესაბამისი განწყობა გვაქვს, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ და იმედია გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გავახარებთ“.

26 ოქტომბერს ‘ჩიტასისა’ და ‘შავი ლომის’ შეხვედრა საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

Rugby.ge

დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
16 წ. 7-კაცა | პრინცესა შარლინი და მონაკო ორი გუნდით მარტყოფში
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
მესის მაიამის გასაღები გადასცეს
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? - არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
კარიერაში მეცხრედ - ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"შავი ლომი" | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით